სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უპასუხისმგებლოდ იქცევა უგულავა, არ უნდა ეჩქარა შეთანხმების კურთხევა, სალომე სამადაშვილი მტყუანია და იაფფასიანი ილეთებით ცდილობს თავის გამართლებას" - ბოკერია
"უპასუხისმგებლოდ იქცევა უგულავა, არ უნდა ეჩქარა შეთანხმების კურთხევა, სალომე სამადაშვილი მტყუანია და იაფფასიანი ილეთებით ცდილობს თავის გამართლებას" - ბოკერია

ვერ მო­ვი­ტყუ­ებთ თავს, რომ ეს არის კარ­გი შე­დე­გი, რო­დე­საც მძევ­ლე­ბით ივაჭ­რეს. მე­ლია გა­რეთ იყო იქამ­დეც, ეს შე­დე­გი თუ გვინ­დო­და, არ და­ა­ჭე­რი­ნებ­და მა­შინ თავს, - ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე გიგა ბო­კე­რი­ამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის შე­თან­ხმე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, უნდა ვხე­დავ­დეთ შე­დეგს, რომ ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბა შედ­გა და და­პი­რის­პი­რე­ბულ­მა მხა­რე­ებ­მა ფურ­ცე­ლი გა­და­შა­ლეს, თუმ­ცა ჩვენ­თან „ორი პო­ლი­ტი­კუ­რი მძევ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოხ­და და და­ნარ­ჩენ ყვე­ლა­ფერ­ში იგი­ვე თა­მა­შის წე­სე­ბია“.

„რაც არ უნდა გვი­თხრას სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ­მაც კი, მას შემ­დეგ რაც შე­თან­ხმე­ბა უკვე შედ­გა ოპო­ზი­ცი­ის ნა­წილს შო­რის, ეს არა­ნა­ი­რი არ­გუ­მენ­ტი არ უნდა იყოს ჩვენ­თვის. ჩვე­ნი არ­გუ­მენ­ტი უნდა იყოს, რა მიგ­ვაჩ­ნია ისეთ შე­თან­ხმე­ბად, რაც რე­ა­ლუ­რად დაძ­რავ­და კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის გზებს. არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბის მცდარ პო­ზი­ცი­ა­საც კი. რომ ვი­ტყო­დით მე­დი­ა­ტორ­თან ჩვენ ჩვე­ნი ფუნ­და­მენ­ტუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა გვაქ­ვსო, ვის ექ­ნე­ბო­და მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა? - მთავ­რო­ბას, რო­მელ­საც ცი­ხე­ში ჰყავ­და ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ლი­დე­რი და ბო­ი­კო­ტი პარ­ლა­მენ­ტში. ამ რე­ჟიმ­ზე ზე­წო­ლა უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო ბო­ლომ­დე, სხვა­დას­ხვა ფა­ზე­ბით, სა­ნამ არ მი­ვი­ღებ­დით შე­დეგს, რო­მე­ლიც გა­აძ­ლი­ე­რებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ზი­ცი­ას.

უნდა ვხე­დავ­დეთ რა­ღაც შე­დეგს, იყოს მარ­თლა რა­ღაც გარ­ღვე­ვა, რომ ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბა შედ­გა, ფურ­ცე­ლი გა­და­შა­ლა და­პი­რის­პი­რე­ბულ­მა მხა­რე­ებ­მა და სხვა ატ­მოს­ფე­როა. ეს შე­დე­გი რომ ყო­ფი­ლი­ყო, შე­საძ­ლოა, მარ­თლა ბევ­რნა­ირ კომ­პრო­მის­ზე წახ­ვი­დე. ის­ტო­რი­ას ახ­სოვს ამ ტი­პის შე­თან­ხმე­ბე­ბი. ჩვენ­თან ორი პო­ლი­ტი­კუ­რი მძევ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოხ­და და და­ნარ­ჩენ ყვე­ლა­ფერ­ში იგი­ვე თა­მა­შის წე­სე­ბია. რაც მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა იყო, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და რის გა­მოც მე­ლია და­ი­ჭი­რეს, ამას თუ ვერ აღ­წევ მკა­ფი­ოდ და მე­უბ­ნე­ბი მე გა­მო­ვიხ­სე­ნი მე­ლია ცი­ხი­დან, ეს არის და­დას­ტუ­რე­ბა მძევ­ლე­ბით ვაჭ­რო­ბის. ამი­ტომ, ვერ მო­ვი­ტყუ­ებთ თავს, რომ ეს არის კარ­გი შე­დე­გი, რო­დე­საც მძევ­ლე­ბით ივაჭ­რეს. მე­ლია გა­რეთ იყო იქამ­დეც, ეს შე­დე­გი თუ გვინ­დო­და, არ და­ა­ჭე­რი­ნებ­და მა­შინ თავს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად მკა­ფიო, კომ­პრო­მი­სუ­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი პლე­ბის­ცი­ტის სა­ხით. ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც პლე­ბის­ციტს ებ­რძო­და და ახლა ამ­ბობს ეს კარ­გი შე­დე­გი­აო, ეს არის ნდო­ბის მორღვე­ვა“, - აღ­ნიშ­ნა გიგა ბო­კე­რი­ამ.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბას, რომ ბო­ი­კოტს „ცე­მენ­ტი აქვს ჩა­მოშ­ლი­ლი“. მისი თქმით, გიგი უგუ­ლა­ვა უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ იქ­ცე­ვა, რო­დე­საც წნეხს ახორ­ცი­ე­ლებს ადა­მი­ა­ნებ­ზე, რო­მელ­თაც პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია აქვთ.

„უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ იქ­ცე­ვა ბა­ტო­ნი უგუ­ლა­ვა. ამ მო­მენ­ტში წნეხს ახორ­ცი­ე­ლებს იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რო­მელ­თაც პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია აქვთ. თუ ვინ­მეს უნდა, რომ ეს ფურ­ცე­ლი და­ი­ხუ­როს ასე და და­ვი­წყოთ კონ­ცენ­ტრა­ცია იმ ტი­პის პო­ლი­ტი­კუ­რი კლი­მა­ტის შექ­მნა­ზე, რომ ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იყოს, ამა­ზე მთლი­ა­ნად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, მაგ­რამ რამ­დენ­ჯე­რაც ვინ­მე იტყვის რა წარ­მა­ტე­ბაა, რომ მე­ლია გა­მო­ვაშ­ვე­ბი­ნეთ, რო­დე­საც მე­ლი­ამ თავი „და­ა­ჭე­რი­ნა“ იმი­ტომ, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბის მი­ტა­ცე­ბას არ თან­ხმდე­ბო­და, იმ­დენ­ჯერ მოგ­ვი­წევს კა­მა­თი. ეს მიდ­გო­მა სა­ხი­ფა­თო პრე­ცე­დენ­ტად მიგ­ვაჩ­ნია“, - გა­ნა­ცხა­და გიგა ბო­კე­რი­ამ და იქვე უგუ­ლა­ვას იმ გან­ცხა­დე­ბა­საც უპა­სუ­ხა, რო­მელ­შიც მისი ყო­ფი­ლი თა­ნა­პარ­ტი­ე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ "ოპო­ზი­ცი­ას 45% ბუ­ღალ­ტე­რი­ა­სა­ვით შე­ე­ტე­ნა". "ეს შე­ტენ­ვა არ არის, ეს არის რომ "შე­ი­ტე­ნე". მა­საც არ უნდა ეჩ­ქა­რა კურ­თხე­ვა ამ ამ­ბის, სულსწრა­ფო­ბა ჰქვია ამას", - აღ­ნიშ­ნა ბო­კე­რი­ამ უგუ­ლა­ვას სა­პა­სუ­ხოდ.

უგუ­ლა­ვას გარ­და მან სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლიც გა­აკ­რი­ტი­კა.

"ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი ყვე­ლა­ზე უფრო არა­კო­რექ­ტუ­ლად იქ­ცე­ვა, მო­რა­ლუ­რად გრძნობს თავს წნე­ხის ქვეშ, იცის, რომ მტყუ­ა­ნია და ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ილე­თე­ბით ცდი­ლობს თა­ვის გა­მარ­თლე­ბას. არ შე­იძ­ლე­ბა ამ­ბე­ბის ასე ფრაგ­მენ­ტუ­ლად გა­მო­ტა­ნა, თუმ­ცა ეს მის პო­ლი­ტი­კურ ზნე­ო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს", - აღ­ნიშ­ნა ბო­კე­რი­ამ, რი­თაც სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ლი­ე­ტუ­ვას სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი­სას გიგა ბო­კე­რი­ას პი­რა­დად მი­უ­თი­თა, რომ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის მოგ­ვა­რე­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან მა­ღა­ლი დო­ნის ჩარ­თუ­ლო­ბა არ­სე­ბობ­და და "მა­ინ­ცდა­მა­ინც ბა­ი­დე­ნის ჩა­მოს­ვლას ხომ არ ელო­და".

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტტტ
67

მე ძალიან მომწონხართ ბატ ბოკერია, მაგრამ ახლა რას აპირებთ, გგონიათ მაგ შტერ უგულავას რამეს გააგებინებთ? სალომეე ყოჩაღ ნაცებს რომ მოშორ

სტატუს ქუო
150

აი ვინ არის დასაჭერი-ბოკერია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"უპასუხისმგებლოდ იქცევა უგულავა, არ უნდა ეჩქარა შეთანხმების კურთხევა, სალომე სამადაშვილი მტყუანია და იაფფასიანი ილეთებით ცდილობს თავის გამართლებას" - ბოკერია

"უპასუხისმგებლოდ იქცევა უგულავა, არ უნდა ეჩქარა შეთანხმების კურთხევა, სალომე სამადაშვილი მტყუანია და იაფფასიანი ილეთებით ცდილობს თავის გამართლებას" - ბოკერია

ვერ მოვიტყუებთ თავს, რომ ეს არის კარგი შედეგი, როდესაც მძევლებით ივაჭრეს. მელია გარეთ იყო იქამდეც, ეს შედეგი თუ გვინდოდა, არ დააჭერინებდა მაშინ თავს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, უნდა ვხედავდეთ შედეგს, რომ ეროვნული თანხმობა შედგა და დაპირისპირებულმა მხარეებმა ფურცელი გადაშალეს, თუმცა ჩვენთან „ორი პოლიტიკური მძევლის გათავისუფლება მოხდა და დანარჩენ ყველაფერში იგივე თამაშის წესებია“.

„რაც არ უნდა გვითხრას საუკეთესო მეგობარმაც კი, მას შემდეგ რაც შეთანხმება უკვე შედგა ოპოზიციის ნაწილს შორის, ეს არანაირი არგუმენტი არ უნდა იყოს ჩვენთვის. ჩვენი არგუმენტი უნდა იყოს, რა მიგვაჩნია ისეთ შეთანხმებად, რაც რეალურად დაძრავდა კრიზისიდან გამოსვლის გზებს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საუკეთესო მეგობრების მცდარ პოზიციასაც კი. რომ ვიტყოდით მედიატორთან ჩვენ ჩვენი ფუნდამენტური შეხედულება გვაქვსო, ვის ექნებოდა მთავარი პრობლემა? - მთავრობას, რომელსაც ციხეში ჰყავდა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ლიდერი და ბოიკოტი პარლამენტში. ამ რეჟიმზე ზეწოლა უნდა გაგრძელებულიყო ბოლომდე, სხვადასხვა ფაზებით, სანამ არ მივიღებდით შედეგს, რომელიც გააძლიერებდა საზოგადოების პოზიციას.

უნდა ვხედავდეთ რაღაც შედეგს, იყოს მართლა რაღაც გარღვევა, რომ ეროვნული თანხმობა შედგა, ფურცელი გადაშალა დაპირისპირებულმა მხარეებმა და სხვა ატმოსფეროა. ეს შედეგი რომ ყოფილიყო, შესაძლოა, მართლა ბევრნაირ კომპრომისზე წახვიდე. ისტორიას ახსოვს ამ ტიპის შეთანხმებები. ჩვენთან ორი პოლიტიკური მძევლის გათავისუფლება მოხდა და დანარჩენ ყველაფერში იგივე თამაშის წესებია. რაც მთავარი მოთხოვნა იყო, ვადამდელი არჩევნების და რის გამოც მელია დაიჭირეს, ამას თუ ვერ აღწევ მკაფიოდ და მეუბნები მე გამოვიხსენი მელია ციხიდან, ეს არის დადასტურება მძევლებით ვაჭრობის. ამიტომ, ვერ მოვიტყუებთ თავს, რომ ეს არის კარგი შედეგი, როდესაც მძევლებით ივაჭრეს. მელია გარეთ იყო იქამდეც, ეს შედეგი თუ გვინდოდა, არ დააჭერინებდა მაშინ თავს. აბსოლუტურად მკაფიო, კომპრომისული შედეგის მიღწევა იყო შესაძლებელი პლებისციტის სახით. ის ხალხი, რომელიც პლებისციტს ებრძოდა და ახლა ამბობს ეს კარგი შედეგიაო, ეს არის ნდობის მორღვევა“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას, რომ ბოიკოტს „ცემენტი აქვს ჩამოშლილი“. მისი თქმით, გიგი უგულავა უპასუხისმგებლოდ იქცევა, როდესაც წნეხს ახორციელებს ადამიანებზე, რომელთაც პრინციპული პოზიცია აქვთ.

„უპასუხისმგებლოდ იქცევა ბატონი უგულავა. ამ მომენტში წნეხს ახორციელებს იმ ადამიანებზე, რომელთაც პრინციპული პოზიცია აქვთ. თუ ვინმეს უნდა, რომ ეს ფურცელი დაიხუროს ასე და დავიწყოთ კონცენტრაცია იმ ტიპის პოლიტიკური კლიმატის შექმნაზე, რომ ვადამდელი არჩევნები იყოს, ამაზე მთლიანად კონცენტრირებულები ვართ „ევროპული საქართველო“, მაგრამ რამდენჯერაც ვინმე იტყვის რა წარმატებაა, რომ მელია გამოვაშვებინეთ, როდესაც მელიამ თავი „დააჭერინა“ იმიტომ, რომ ძალაუფლების მიტაცებას არ თანხმდებოდა, იმდენჯერ მოგვიწევს კამათი. ეს მიდგომა სახიფათო პრეცედენტად მიგვაჩნია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ და იქვე უგულავას იმ განცხადებასაც უპასუხა, რომელშიც მისი ყოფილი თანაპარტიელი აღნიშნავს, რომ "ოპოზიციას 45% ბუღალტერიასავით შეეტენა". "ეს შეტენვა არ არის, ეს არის რომ "შეიტენე". მასაც არ უნდა ეჩქარა კურთხევა ამ ამბის, სულსწრაფობა ჰქვია ამას", - აღნიშნა ბოკერიამ უგულავას საპასუხოდ.

უგულავას გარდა მან სალომე სამადაშვილიც გააკრიტიკა.

"ქალბატონი სალომე სამადაშვილი ყველაზე უფრო არაკორექტულად იქცევა, მორალურად გრძნობს თავს წნეხის ქვეშ, იცის, რომ მტყუანია და იაფფასიანი ილეთებით ცდილობს თავის გამართლებას. არ შეიძლება ამბების ასე ფრაგმენტულად გამოტანა, თუმცა ეს მის პოლიტიკურ ზნეობაზე მიუთითებს", - აღნიშნა ბოკერიამ, რითაც სალომე სამადაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტისას გიგა ბოკერიას პირადად მიუთითა, რომ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მაღალი დონის ჩართულობა არსებობდა და "მაინცდამაინც ბაიდენის ჩამოსვლას ხომ არ ელოდა".

"მხოლოდ გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანს შეიძლება სჯეროდეს, რომ საგამოძიებო კომისია 6 თვის შემდეგ რაიმეს დაადგენს" - სამადაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"