პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წარმოადგენს ანტისარაკეტო სისტემა "რკინის გუმბათი“, რომელსაც ისრაელში "ცის ღმერთს" ეძახიან?
რას წარმოადგენს ანტისარაკეტო სისტემა "რკინის გუმბათი“, რომელსაც ისრაელში "ცის ღმერთს" ეძახიან?

11 მა­ი­სის სა­ღა­მოს, ის­რა­ელ­ზე მა­სი­რე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა მი­ი­ტა­ნეს. სა­ერ­თო ჯამ­ში ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ას 600-ზე მეტი რა­კე­ტა ეს­რო­ლეს. მათი დიდი ნა­წი­ლი და­ი­ჭი­რა სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა "რკი­ნის გუმ­ბათ­მა“, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე რა­კე­ტამ მი­ზანს მი­აღ­წია. სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნედ იქცა ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქი თელ-ავი­ვი, რომ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც 130 რა­კე­ტა­ზე მეტი გა­უშ­ვეს. იე­რი­შე­ბის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იკის­რეს პა­ლეს­ტი­ნის რა­დი­კა­ლურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბებ­მა: "ჰა­მა­სმა“ და "ის­ლა­მურ­მა ჯი­ჰად­მა“. თა­ვის მხრივ, ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ პა­ლეს­ტი­ნელ­თა 100-ზე მეტი სა­მიზ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა იე­რი­ში. Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის­რა­ე­ლის ავი­ა­დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად ღა­ზას სექ­ტორ­ში 35 პა­ლეს­ტი­ნე­ლი და­ი­ღუ­პა. სა­ა­გენ­ტოს­ვე ცნო­ბით, ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმას 5 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

  • რას წარ­მო­ად­გენს თავ­დაც­ვი­თი სის­ტე­მა "რკი­ნის გუმ­ბა­თი“, რო­მელ­მაც ნას­რო­ლი რა­კე­ტე­ბის 90%-ზე მე­ტის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა შეძ­ლო?

"რკი­ნის გუმ­ბა­თი“ (ებრ. כיפת ברזל, ინგლ. Iron Dome) - ტაქ­ტი­კუ­რი რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვი­თი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლია არა­მარ­თვა­დი ტაქ­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი­სა­გან ის­რა­ე­ლის დაც­ვის­თვის 4-დან 70 კმ-მდე ფრე­ნის მან­ძი­ლი­დან. შექ­მნი­ლია კომ­პა­ნია Rafael-ის მიერ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას ის­რა­ე­ლე­ლე­ბი "ცის ღმერ­თსაც" კი ეძა­ხი­ან.

თი­თო­ე­ულ ბა­ტა­რე­ას შე­უძ­ლია და­იც­ვას 150 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რის ფარ­თო­ბის ტე­რი­ტო­რია.

"რკი­ნის გუმ­ბა­თის" ძი­რი­თად ღირ­სე­ბას მისი რა­და­რი წარ­მო­ად­გენს. კომ­პა­ნია Elta Systems–ის მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ რა­დი­ო­ლო­კა­ცი­ურ სად­გურს, EL/M-2084-ს, სწრა­ფად შე­უძ­ლია მო­ახ­დი­ნოს მიზ­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია და მათი ტრა­ექ­ტო­რი­ის გა­მოთ­ვლა. პა­ლეს­ტი­ნუ­რი კუს­ტა­რუ­ლი რა­კე­ტე­ბის საკ­მა­ოდ და­ბა­ლი სი­ზუს­ტის გამო ისი­ნი ხში­რად ცდე­ბი­ან მი­ზანს და ამი­ტომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გე­ნენ. რა­და­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა მოხ­დეს ისე­თი რა­კე­ტე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა, ანუ თუ რა­კე­ტა და­უ­სახ­ლე­ბელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვარ­დე­ბა, მას­ზე სის­ტე­მა რე­ა­გი­რე­ბას არ ახ­დენს. რა­კე­ტის აღ­მო­ჩე­ნას და ბრძა­ნე­ბის გა­ცე­მას კი 3 წამი სჭირ­დე­ბა.

"რკი­ნის გუმ­ბა­თის“ პირ­ვე­ლი ბა­ტა­რეა ის­რა­ელ­ში 2011 წლის 27 მარტს, ბეერ-შე­ვას­თან ახ­ლოს გან­თავ­სდა და უკვე ამა­ვე წლის 7 აპ­რილს, წარ­მა­ტე­ბით შე­ა­ჩე­რა ღა­ზი­დან ნას­რო­ლი БМ-21-ის რა­კე­ტე­ბი.

2012 წლის 10 მარტს The Jerusalem Post-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "რკი­ნის გუმ­ბათ­მა“ ღა­ზის სექ­ტო­რი­დან გა­მო­ტყორ­ცნი­ლი რა­კე­ტე­ბის 90% გა­ა­ნად­გუ­რა, რომ­ლე­ბიც და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის და­სა­ბომ­ბად იყო გან­კუთ­ვნი­ლი.

2012 წლის ნო­ემ­ბრი­სათ­ვის ან­ტი­სა­რა­კე­ტო სის­ტე­მამ 400-ზე მეტი რა­კე­ტა გა­ა­ნად­გუ­რა. 2014 წელს ის­რა­ე­ლის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­მონ­ტაჟ­და 9 ბა­ტა­რეა. 2021 წლის 11 მა­ისს კი სის­ტე­მამ მარ­თლაც სას­წა­უ­ლი შეძ­ლო და 600-ზე მეტი რა­კე­ტის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ თუ და­ძა­ბუ­ლო­ბა მა­ლე­ვე არ ჩაქ­რა, ეს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­შიც გავ­რცელ­დე­ბა.

- ამე­რი­კის ექ­სპრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, ის­რა­ელ­მა და სა­უ­დის არა­ბეთ­მა და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მო­ას­წო­რეს, რა­მაც და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა გან­მუხ­ტა, თუმ­ცა, ის, რაც ახლა ხდე­ბა, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ღა­ზას სექ­ტორ­თან, - იქა­უ­რი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის გა­მო­სახ­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ, რა­მაც ღა­ზას სექ­ტო­რის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­მო­იწ­ვია. ამას არ თმობს სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჰა­მა­სი"...

კონ­ფლიქ­ტი­სას სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ებს თით­ქმის გა­მოვ­რი­ცხავ, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, გამ­ყოფ ხაზ­ზე და­ძა­ბუ­ლო­ბა გაგ­რძელ­დეს. "ჰა­მასს" ერ­თდერ­თი რაც შე­უძ­ლია არის, რა­კე­ტე­ბის სრო­ლა და ძი­რი­თა­დად, რო­გორც ვნა­ხეთ, უმარ­თავ რა­კე­ტებს ის­ვრის ის­რა­ე­ლის და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის­კენ, ანუ დიდი ქა­ლა­ქე­ბის­კენ. მათი წერ­ტი­ლო­ვა­ნი და­მიზ­ნე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ქა­ლაქ­ში სრო­ლის შე­თხვე­ვა­ში, სად­მე ჩა­მო­ვარ­დე­ბა. ეს არის "ჰა­მა­სის" წევ­რე­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, ის­რა­ე­ლი კი, მის მო­გე­რი­ე­ბას ცდი­ლობს. "რკი­ნის გუმ­ბა­თი", ანუ ის­რა­ე­ლის რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა "ჰა­მა­სის" მიერ გაშ­ვე­ბუ­ლი რა­კე­ტე­ბის მო­გე­რი­ე­ბას რამ­დე­ნი­მე წე­ლია ეფექ­ტი­ა­ნად ახერ­ხებს. თუ რა­კე­ტა სად­მე და­უ­სახ­ლე­ბელ ად­გი­ლას, ტრი­ალ მინ­დორ­ში ეცე­მა, სის­ტე­მა არ მოქ­მე­დებს, თუმ­ცა, თუ ტრა­ექ­ტო­რია და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი, ან­ტი­სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა მას ანე­იტ­რა­ლებს. ამას­თა­ნა­ვე, ის­რა­ელ­ში ძა­ლი­ან არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი "ბობმ­სა­ფა­რე­ბის" სის­ტე­მა, ის­რა­ელ­ში სახ­ლი ისე არ შენ­დე­ბა, რომ თავ­შე­სა­ფა­რი არ ჰქონ­დეს, სა­დაც და­ბომბვი­სას აფა­რე­ბენ თავს. იმ შემ­თხვე­ვა­შიც, თუ სახ­ლს რა­კე­ტა მოხ­ვდა, მათ გა­დარ­ჩე­ნის შან­სი აქვთ. ასე­ვე ხდე­ბა, კორ­პუ­სე­ბის აშე­ნე­ბი­სა­საც.

ის­რა­ე­ლის ქა­ლა­ქე­ბის სა­რა­კე­ტო და­ბომბვას მცი­რე მსხვერ­პლი მოჰ­ყვა, მაგ­რამ ამ ქვეყ­ნის­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ ვინ­მემ და­უს­ჯე­ლად და­ბომ­ბოს და ამი­ტო­მაც ის­რა­ე­ლის ავი­ა­ცი­ი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის და­ნა­ყო­ფე­ბის სა­პა­სუ­ხო მოქ­მე­დე­ბე­ბი ღა­ზას სექ­ტორ­ში ბევ­რად უფრო შე­დე­გი­ა­ნია, რად­გან ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ე­ბი "წერ­ტი­ლო­ვან" სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმებს იყე­ნე­ბენ "ჰა­მა­სის" კონ­კრე­ტუ­ლი წევ­რე­ბის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად და სა­რა­კე­ტო და­ნად­გა­რე­ბის ასა­ფეთ­ქებ­ლად.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
224

აქ სავარაუდოდ, თავდასხმის დროს გამოყენებული იყო წინა საუკუნის რაკეტები, რომელთა განეიტრალება დიდ პრობლემას დღეს არ წარმოადგენს, ასე რომ ეგ გუმბათი დიდი ვერაფერია, ყოველ შემთხვევაში თამადროვე ჭურვების წინააღმდეგ მისი მუშაობა არავის უნახია.

rasa
33

ესეთი რომ მართლა მოგვცა კაი იქნებოდა, მთლად 2008 წელსავით 3 დღეში არ მოგვერეოდა რუსის ჯარი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რას წარმოადგენს ანტისარაკეტო სისტემა "რკინის გუმბათი“, რომელსაც ისრაელში "ცის ღმერთს" ეძახიან?

რას წარმოადგენს ანტისარაკეტო სისტემა "რკინის გუმბათი“, რომელსაც ისრაელში "ცის ღმერთს" ეძახიან?

11 მაისის საღამოს, ისრაელზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანეს. საერთო ჯამში ქვეყნის ტერიტორიას 600-ზე მეტი რაკეტა ესროლეს. მათი დიდი ნაწილი დაიჭირა საჰაერო თავდაცვის სისტემა "რკინის გუმბათმა“, მაგრამ რამდენიმე რაკეტამ მიზანს მიაღწია. სარაკეტო თავდასხმის სამიზნედ იქცა ქვეყნის დედაქალაქი თელ-ავივი, რომლის მიმართულებითაც 130 რაკეტაზე მეტი გაუშვეს. იერიშებისთვის პასუხისმგებლობა იკისრეს პალესტინის რადიკალურმა დაჯგუფებებმა: "ჰამასმა“ და "ისლამურმა ჯიჰადმა“. თავის მხრივ, ისრაელის არმიამ პალესტინელთა 100-ზე მეტი სამიზნის წინააღმდეგ განახორციელა იერიში. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზას სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა. სააგენტოსვე ცნობით, ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

  • რას წარმოადგენს თავდაცვითი სისტემა "რკინის გუმბათი“, რომელმაც ნასროლი რაკეტების 90%-ზე მეტის განეიტრალება შეძლო?

"რკინის გუმბათი“ (ებრ. כיפת ברזל, ინგლ. Iron Dome) - ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა, რომელიც განკუთვნილია არამართვადი ტაქტიკური რაკეტებისაგან ისრაელის დაცვისთვის 4-დან 70 კმ-მდე ფრენის მანძილიდან. შექმნილია კომპანია Rafael-ის მიერ. როგორც ამბობენ, მას ისრაელელები "ცის ღმერთსაც" კი ეძახიან.

თითოეულ ბატარეას შეუძლია დაიცვას 150 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია.

"რკინის გუმბათის" ძირითად ღირსებას მისი რადარი წარმოადგენს. კომპანია Elta Systems–ის მრავალფუნქციურ რადიოლოკაციურ სადგურს, EL/M-2084-ს, სწრაფად შეუძლია მოახდინოს მიზნების იდენტიფიკაცია და მათი ტრაექტორიის გამოთვლა. პალესტინური კუსტარული რაკეტების საკმაოდ დაბალი სიზუსტის გამო ისინი ხშირად ცდებიან მიზანს და ამიტომ ასეთ შემთხვევაში საფრთხეს არ წარმოადგენენ. რადარის შესაძლებლობები საშუალებას იძლევა მოხდეს ისეთი რაკეტების იგნორირება, ანუ თუ რაკეტა დაუსახლებელ ტერიტორიაზე ვარდება, მასზე სისტემა რეაგირებას არ ახდენს. რაკეტის აღმოჩენას და ბრძანების გაცემას კი 3 წამი სჭირდება.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="iw" dir="rtl">תיעוד: יירוט של כיפת ברזל במטח האחרון על אשקלון<a href="https://twitter.com/pozailov1?ref_src=twsrc%5Etfw">@pozailov1</a> <br>(צילום: אייקון אשקלון) <a href="https://t.co/nEyx6JVqic">pic.twitter.com/nEyx6JVqic</a></p>&mdash; כאן חדשות (@kann_news) <a href="https://twitter.com/kann_news/status/1391835192957022210?ref_src=twsrc%5Etfw">May 10, 2021</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

"რკინის გუმბათის“ პირველი ბატარეა ისრაელში 2011 წლის 27 მარტს, ბეერ-შევასთან ახლოს განთავსდა და უკვე ამავე წლის 7 აპრილს, წარმატებით შეაჩერა ღაზიდან ნასროლი БМ-21-ის რაკეტები.

2012 წლის 10 მარტს The Jerusalem Post-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ "რკინის გუმბათმა“ ღაზის სექტორიდან გამოტყორცნილი რაკეტების 90% გაანადგურა, რომლებიც დასახლებული პუნქტების დასაბომბად იყო განკუთვნილი.

2012 წლის ნოემბრისათვის ანტისარაკეტო სისტემამ 400-ზე მეტი რაკეტა გაანადგურა. 2014 წელს ისრაელის მთელ ტერიტორიაზე დამონტაჟდა 9 ბატარეა. 2021 წლის 11 მაისს კი სისტემამ მართლაც სასწაული შეძლო და 600-ზე მეტი რაკეტის განეიტრალება მოახერხა.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ თუ დაძაბულობა მალევე არ ჩაქრა, ეს ახლო აღმოსავლეთშიც გავრცელდება.

- ამერიკის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში, ისრაელმა და საუდის არაბეთმა დაძაბული ურთიერთობა გამოასწორეს, რამაც დაძაბული ვითარება განმუხტა, თუმცა, ის, რაც ახლა ხდება, დაკავშირებულია ღაზას სექტორთან, - იქაური მაცხოვრებლების გამოსახლებაზე საუბარი ისრაელის ხელისუფლების მიერ, რამაც ღაზას სექტორის წინააღმდეგობა გამოიწვია. ამას არ თმობს საერთაშორისოდ აღიარებული ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი"...

კონფლიქტისას სახმელეთო ოპერაციებს თითქმის გამოვრიცხავ, თუმცა, შესაძლოა, გამყოფ ხაზზე დაძაბულობა გაგრძელდეს. "ჰამასს" ერთდერთი რაც შეუძლია არის, რაკეტების სროლა და ძირითადად, როგორც ვნახეთ, უმართავ რაკეტებს ისვრის ისრაელის დასახლებული პუნქტებისკენ, ანუ დიდი ქალაქებისკენ. მათი წერტილოვანი დამიზნება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ქალაქში სროლის შეთხვევაში, სადმე ჩამოვარდება. ეს არის "ჰამასის" წევრების მთავარი ამოცანა, ისრაელი კი, მის მოგერიებას ცდილობს. "რკინის გუმბათი", ანუ ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა "ჰამასის" მიერ გაშვებული რაკეტების მოგერიებას რამდენიმე წელია ეფექტიანად ახერხებს. თუ რაკეტა სადმე დაუსახლებელ ადგილას, ტრიალ მინდორში ეცემა, სისტემა არ მოქმედებს, თუმცა, თუ ტრაექტორია დასახლებული პუნქტისკენ არის მიმართული, ანტისარაკეტო სისტემა მას ანეიტრალებს. ამასთანავე, ისრაელში ძალიან არის გავრცელებული "ბობმსაფარების" სისტემა, ისრაელში სახლი ისე არ შენდება, რომ თავშესაფარი არ ჰქონდეს, სადაც დაბომბვისას აფარებენ თავს. იმ შემთხვევაშიც, თუ სახლს რაკეტა მოხვდა, მათ გადარჩენის შანსი აქვთ. ასევე ხდება, კორპუსების აშენებისასაც.

ისრაელის ქალაქების სარაკეტო დაბომბვას მცირე მსხვერპლი მოჰყვა, მაგრამ ამ ქვეყნისთვის პრინციპულად მიუღებელია, რომ ვინმემ დაუსჯელად დაბომბოს და ამიტომაც ისრაელის ავიაციისა და სპეციალური დანიშნულების დანაყოფების საპასუხო მოქმედებები ღაზას სექტორში ბევრად უფრო შედეგიანია, რადგან ისრაელის სამხედროები "წერტილოვან" საჰაერო დარტყმებს იყენებენ "ჰამასის" კონკრეტული წევრების გასანადგურებლად და სარაკეტო დანადგარების ასაფეთქებლად.