მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იწყებოდა ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი ათწლეულების წინ - ისტორიული რაკურსი და მოუგვარებელი დაპირისპირების დეტალები
როგორ იწყებოდა ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი ათწლეულების წინ - ისტორიული რაკურსი და მოუგვარებელი დაპირისპირების დეტალები

ის­რა­ელ­სა და პა­ლეს­ტი­ნე­ლებს შო­რის ბოლო ერთი თვეა, რაც კონ­ფლიქ­ტი გამ­ძაფ­რდა და სა­ბო­ლო­ოდ, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ამ კონ­ფლიქტს გა­ცი­ლე­ბით ღრმა და დიდი ის­ტო­რია აქვს - ის ათწლე­უ­ლე­ბია გრძელ­დე­ბა.

  • ვნა­ხოთ, რო­გორ და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი 100 წლის წინ

100 წლის წინ, იმ არე­ალ­ზე, რო­მელ­საც პა­ლეს­ტი­ნას უწო­დებ­დნენ, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა და­ამ­ყა­რა კონ­ტრო­ლი. ეს მოხ­და მას შემ­დეგ, რაც შუა აღ­მო­სავ­ლე­თის ამ ნა­წი­ლის მმარ­თვე­ლი, ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რია, პირ­ველ მსოფ­ლიო ომში და­მარ­ცხდა. ამ მი­წა­ზე ებ­რა­ე­ლე­ბი უმ­ცი­რე­სო­ბას შე­ად­გენ­დნენ, ხოლო არა­ბე­ბი უმ­რავ­ლე­სო­ბას. ორ ერს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ გაღ­ვივ­და, რო­დე­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბრი­ტა­ნეთს პა­ლეს­ტი­ნა­ში ებ­რა­ე­ლი ხალ­ხის "ეროვ­ნუ­ლი სახ­ლის“ და­არ­სე­ბა და­ა­ვა­ლა. 1917 წელს დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბამ გა­მოს­ცა ბალ­ფო­რის დეკ­ლა­რა­ცია, რომ­ლი­თაც ისი­ნი ებ­რა­ე­ლებს შე­პირ­დნენ: "პა­ლეს­ტი­ნა­ში ისე­თი ერ­თე­უ­ლის და­წე­სე­ბას, რო­მე­ლიც გახ­დე­ბო­და სახ­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის­თვის".

მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ად­რე­უ­ლი პე­რი­ო­დი - ბეთ­ლე­მი

ებ­რა­ე­ლე­ბის­თვის პა­ლეს­ტი­ნა მათი წი­ნაპ­რე­ბის სახ­ლი იყო, მაგ­რამ პა­ლეს­ტი­ნე­ლი არა­ბე­ბიც მო­ი­თხოვ­დნენ ამ მი­წას.

1920 წლი­დან 1940 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში, აღ­ნიშ­ნულ არე­ალ­ში ებ­რა­ე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სულ უფრო მე­ტად გა­ი­ზარ­და. ბევ­რი მათ­გა­ნი ევ­რო­პა­ში და­წყე­ბულ მათ დევ­ნას გა­ექ­ცა.

ასევე დაგაინტერესებთ
11:44 / 10-05-2021

ისრაელის უსაფრთხოების ძალები ალ-აქსას მეჩეთში შეიჭრნენ, დაშავებულია ასობით ადამიანი - სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიები და მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს (ფოტოები)

09:36 / 12-05-2021

ფოტოებზე აღბეჭდილი ისრაელისა და ღაზის სექტორის შეიარაღებული კონფლიქტის ერთი ღამე, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა

12:09 / 12-05-2021

რას წარმოადგენს ანტისარაკეტო სისტემა "რკინის გუმბათი“, რომელსაც ისრაელში "ცის ღმერთს" ეძახიან?

17:18 / 12-05-2021

"დაანონსებულია სარაკეტო იერიში - არ შეიქმნათ ილუზია, რომ თქვენს გარშემო სიმშვიდეა" - ლაშა ჟვანია ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

18:55 / 12-05-2021

ვინ არის ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელიც ისრაელის არმიაში მსახურობს - სალი ნასყიდაშვილის ისტორია

20:02 / 12-05-2021

"ოჯახში, სადაც ვმუშაობ ოთხი ბავშვია და განწირულები ყვიროდნენ... უმძიმესი ღამე იყო" - რას ჰყვება თელ-ავივში მცხოვრები სოხუმელი ქალი

20:53 / 12-05-2021

"ქალმა შიშისგან გულწასული ბავშვი ბუნკერში შემოიყვანა და თან ამშვიდებდა, ეს ცუდი თამაში მალე დასრულდებაო" - ქართველი გოგონა ებრაელების საოცარ სიმამაცეზე

21:07 / 13-05-2021

"არასდროს მინახავს ასე შეშინებული ბავშვები... შიშისგან მუდმივად კანკალებენ, მაშინაც კი, როდესაც ბომბები არ ცვივა" - ომგამოვლილი პატარების მძიმე ხვედრი

ყო­ვე­ლი­ვეს ფონ­ზე კი სულ უფრო მე­ტად იზ­რდე­ბო­და და­პი­რის­პი­რე­ბა ებ­რა­ე­ლებ­სა და არა­ბებს შო­რის, ასე­ვე ისი­ნი აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ ბრი­ტა­ნე­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბას.

1947 წელს გა­ე­რომ მხა­რი და­უ­ჭი­რა პა­ლეს­ტი­ნის ებ­რა­ულ და არა­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად და­ყო­ფას, გეგ­მის მი­ხედ­ვით, იე­რუ­სა­ლი­მი სა­ერ­თა­შო­რი­სო ქა­ლა­ქი უნდა გამ­ხდა­რი­ყო. გა­ე­როს გეგ­მა მი­ი­ღეს ებ­რა­ელ­მა ლი­დე­რებ­მა, მაგ­რამ არ და­ე­თან­ხმა არა­ბუ­ლი მხა­რე და მისი იმპლე­მენ­ტა­ცია არას­დროს მომ­ხდა­რა.

  • ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა და "კა­ტას­ტრო­ფა“

1948 წელს, რო­დე­საც პრობ­ლე­მა კვლავ მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი რჩე­ბო­და, ბრი­ტა­ნეთ­მა და­ტო­ვა პა­ლეს­ტი­ნა და ებ­რა­ელ­მა ლი­დე­რებ­მა ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა გა­მო­ა­ცხა­დეს. პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი ამას სას­ტი­კად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ და მალე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბაც და­ი­წყო.

ებ­რა­უ­ლი მი­წის­ქვე­შე­თი და მებ­რძო­ლი 1948 წელს, ის­რა­ე­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ომის და­წყე­ბამ­დე

ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭრ­ნენ მე­ზო­ბე­ლი არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ჯა­რე­ბი. ასო­ბით ათა­სი პა­ლეს­ტი­ნე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და გაქ­ცე­უ­ლი­ყო. მომ­ხდარს ისი­ნი "ალ ნაკბას", ანუ "კა­ტას­ტრო­ფას" უწო­დე­ბენ.

1948 წელი - არა­ბუ­ლი ლე­გი­ო­ნის მებ­რძო­ლე­ბი

მომ­დევ­ნო წელს, რო­დე­საც ომი დას­რულ­და და მხა­რე­ებ­მა ცე­ცხლი შე­წყვი­ტეს, ის­რა­ე­ლი აკონ­ტრო­ლებ­და ტე­რი­ტო­რი­ის უმე­ტეს ნა­წილს. იორ­და­ნი­ამ და­ი­პყრო მიწა, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი, ხოლო ეგ­ვიპ­ტემ და­ი­პყრო ღაზა. იე­რუ­სა­ლი­მი გა­ი­ყო ორ ნა­წი­ლად, და­სავ­ლეთ ნა­წი­ლი ის­რა­ე­ლის ძა­ლებ­მა და­ი­კა­ვეს, ხოლო იორ­და­ნი­ის ძა­ლებ­მა აღ­მო­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი.

არ გა­ფორ­მე­ბუ­ლა სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბა, ერთი მხა­რე გა­მუდ­მე­ბით ადა­ნა­შა­უ­ლებ­და მე­ო­რეს და მომ­დევ­ნო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ომი მოხ­და.

1967 წელს, მო­რიგ ომში ის­რა­ელ­მა და­ი­პყრო აღ­მო­სავ­ლეთ იე­რუ­სა­ლი­მი და და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო, ასე­ვე სი­რი­ის გო­ლა­ნის მაღ­ლო­ბე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი, ღაზა და სი­ნა­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი.

1967 წლის ექ­ვსდღი­ა­ნი ომის დროს, აღ­მო­სავ­ლეთ იე­რუ­სა­ლი­მის აღე­ბის შემ­დეგ, ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ იე­რუ­სა­ლიმ­ში ჩა­ვიდ­ნენ

პა­ლეს­ტი­ნე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბი ღა­ზა­ში, და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე, მე­ზო­ბელ იორ­და­ნი­ა­ში, სი­რი­ა­სა და ლი­ბან­ში ცხოვ­რო­ბენ. ის­რა­ელს ჯერ კი­დევ უკა­ვია და­სავ­ლე­თი სა­ნა­პი­რო და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ღა­ზი­დან გა­იყ­ვა­ნა ძა­ლე­ბი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ჯერ კი­დევ მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას წარ­მო­ად­გენს.

ის­რა­ე­ლი მთელ იე­რუ­სა­ლიმს აცხა­დებს დე­და­ქა­ლა­ქად, მა­შინ, როცა პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი თვლი­ან, რომ მათი მო­მა­ვა­ლი პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს დე­და­ქა­ლა­ქი და­სავ­ლეთ იე­რუ­სა­ლი­მია. აშშ-ი არის ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ცნობს ის­რა­ე­ლის პრე­ტენ­ზი­ას მთელ ქა­ლაქ­ზე.

  • რა ხდე­ბა ახლა?

აღ­მო­სავ­ლეთ იე­რუ­სა­ლიმ­ში, ღა­ზა­სა და და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე მცხოვ­რებ პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­სა და ებ­რა­ე­ლებს შო­რის ხში­რა­დაა და­ძა­ბუ­ლო­ბა. ღა­ზას პა­ლეს­ტი­ნელ მებ­რძოლ­თა დაჯ­გუ­ფე­ბა - "ჰა­მა­სი" მარ­თავს, რო­მე­ლიც წლე­ბია იბ­რძვის ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. ის­რა­ე­ლი და ეგ­ვიპ­ტე მკაც­რად აკონ­ტრო­ლე­ბენ სა­ზღვრებს, რათა ხელი შე­უ­შა­ლონ "ჰა­მა­სის" დაჯ­გუ­ფე­ბის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბას.

ღა­ზა­სა და და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე მცხოვ­რე­ბი პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი იტან­ჯე­ბი­ან ის­რა­ე­ლის ქმე­დე­ბე­ბის გამო. ის­რა­ელ­ში კი ამ­ბო­ბენ, რომ მათი მოქ­მე­დე­ბე­ბის მი­ზა­ნი მხო­ლოდ პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის დაც­ვაა.

ვი­თა­რე­ბა მხა­რე­ებს შო­რის 2021 წლის აპ­რი­ლის შუა რი­ცხვებ­ში და­ი­ძა­ბა, რო­დე­საც რა­მა­და­ნის დროს ღა­მით პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­სა და პლი­ცი­ე­ლებს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი მოხ­და. 10 მა­ისს ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ალ-აქ­სას მე­ჩე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭრ­ნენ, რა დრო­საც ასო­ბით ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ "ალ-ჯა­ზი­რამ" გა­ავ­რცე­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ დღეს ის­რა­ე­ლი "იე­რუ­სა­ლი­მის დღეს“ აღ­ნიშ­ნავ­და.

უამ­რა­ვი სა­კი­თხია, რა­ზეც ის­რა­ე­ლი და პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი ვერ თან­ხმდე­ბი­ან. მათ შო­რის, პა­ლეს­ტი­ნე­ლი ლტლოლ­ვი­ლე­ბის სა­კი­თხზე, იმა­ზე - უნდა გა­ი­ყონ თუ არა იე­რუ­სა­ლი­მი და ა.შ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა კონ­ფლიქ­ტი ვერ მოგ­ვარ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია BBC.com-ის მი­ხედ­ვით

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინტრიგანი
20

დაგემატებინათ რომ ისრაელს აშშ ეხმარება, ხოლო ჰამასს და ჰეზბოლასს, ასევე სირიას, ეგვიპტეს, იორდანიას კი სსრკ.

 

p.s იასირ არაფატმა და იმ არაბებმა, ვინც 1972 წელს მიუნჰენში დახოცა ებრაელი სპორტსმენები ქ. ოდესაში გაიარეს სამხედრო მომზადება.

..
25

სულ ასე იქნებიან 100 წლის მერეც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

როგორ იწყებოდა ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი ათწლეულების წინ - ისტორიული რაკურსი და მოუგვარებელი დაპირისპირების დეტალები

როგორ იწყებოდა ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი ათწლეულების წინ - ისტორიული რაკურსი და მოუგვარებელი დაპირისპირების დეტალები

ისრაელსა და პალესტინელებს შორის ბოლო ერთი თვეა, რაც კონფლიქტი გამძაფრდა და საბოლოოდ, შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამ კონფლიქტს გაცილებით ღრმა და დიდი ისტორია აქვს - ის ათწლეულებია გრძელდება.

  • ვნახოთ, როგორ დაიწყო ყველაფერი 100 წლის წინ

100 წლის წინ, იმ არეალზე, რომელსაც პალესტინას უწოდებდნენ, დიდმა ბრიტანეთმა დაამყარა კონტროლი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც შუა აღმოსავლეთის ამ ნაწილის მმართველი, ოსმალეთის იმპერია, პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა. ამ მიწაზე ებრაელები უმცირესობას შეადგენდნენ, ხოლო არაბები უმრავლესობას. ორ ერს შორის დაძაბულობა განსაკუთრებით მაშინ გაღვივდა, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ ბრიტანეთს პალესტინაში ებრაელი ხალხის "ეროვნული სახლის“ დაარსება დაავალა. 1917 წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოსცა ბალფორის დეკლარაცია, რომლითაც ისინი ებრაელებს შეპირდნენ: "პალესტინაში ისეთი ერთეულის დაწესებას, რომელიც გახდებოდა სახლი ებრაელებისთვის".

მეოცე საუკუნის ადრეული პერიოდი - ბეთლემი

ებრაელებისთვის პალესტინა მათი წინაპრების სახლი იყო, მაგრამ პალესტინელი არაბებიც მოითხოვდნენ ამ მიწას.

1920 წლიდან 1940 წლამდე პერიოდში, აღნიშნულ არეალში ებრაელების რაოდენობა სულ უფრო მეტად გაიზარდა. ბევრი მათგანი ევროპაში დაწყებულ მათ დევნას გაექცა.

ყოველივეს ფონზე კი სულ უფრო მეტად იზრდებოდა დაპირისპირება ებრაელებსა და არაბებს შორის, ასევე ისინი აპროტესტებდნენ ბრიტანელების მმართველობას.

1947 წელს გაერომ მხარი დაუჭირა პალესტინის ებრაულ და არაბულ სახელმწიფოებად დაყოფას, გეგმის მიხედვით, იერუსალიმი საერთაშორისო ქალაქი უნდა გამხდარიყო. გაეროს გეგმა მიიღეს ებრაელმა ლიდერებმა, მაგრამ არ დაეთანხმა არაბული მხარე და მისი იმპლემენტაცია არასდროს მომხდარა.

  • ისრაელის სახელმწიფოს შექმნა და "კატასტროფა“

1948 წელს, როდესაც პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩებოდა, ბრიტანეთმა დატოვა პალესტინა და ებრაელმა ლიდერებმა ისრაელის სახელმწიფოს შექმნა გამოაცხადეს. პალესტინელები ამას სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ და მალე შეიარაღებული დაპირისპირებაც დაიწყო.

ებრაული მიწისქვეშეთი და მებრძოლი 1948 წელს, ისრაელის დამოუკიდებლობისთვის ომის დაწყებამდე

ტერიტორიაზე შეჭრნენ მეზობელი არაბული ქვეყნების ჯარები. ასობით ათასი პალესტინელი იძულებული გახდა გაქცეულიყო. მომხდარს ისინი "ალ ნაკბას", ანუ "კატასტროფას" უწოდებენ.

1948 წელი - არაბული ლეგიონის მებრძოლები

მომდევნო წელს, როდესაც ომი დასრულდა და მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტეს, ისრაელი აკონტროლებდა ტერიტორიის უმეტეს ნაწილს. იორდანიამ დაიპყრო მიწა, რომელიც დასავლეთ სანაპიროს სახელითაა ცნობილი, ხოლო ეგვიპტემ დაიპყრო ღაზა. იერუსალიმი გაიყო ორ ნაწილად, დასავლეთ ნაწილი ისრაელის ძალებმა დაიკავეს, ხოლო იორდანიის ძალებმა აღმოსავლეთი ნაწილი.

არ გაფორმებულა სამშვიდობო შეთანხმება, ერთი მხარე გამუდმებით ადანაშაულებდა მეორეს და მომდევნო ათწლეულების განმავლობაში არაერთი ომი მოხდა.

1967 წელს, მორიგ ომში ისრაელმა დაიპყრო აღმოსავლეთ იერუსალიმი და დასავლეთ სანაპირო, ასევე სირიის გოლანის მაღლობების უმეტესი ნაწილი, ღაზა და სინაის ნახევარკუნძული.

1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს, აღმოსავლეთ იერუსალიმის აღების შემდეგ, ისრაელის სამხედრო მეთაურები აღმოსავლეთ იერუსალიმში ჩავიდნენ

პალესტინელი ლტოლვილები ღაზაში, დასავლეთ სანაპიროზე, მეზობელ იორდანიაში, სირიასა და ლიბანში ცხოვრობენ. ისრაელს ჯერ კიდევ უკავია დასავლეთი სანაპირო და მიუხედავად იმისა, რომ ღაზიდან გაიყვანა ძალები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჯერ კიდევ მიიჩნევენ, რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიას წარმოადგენს.

ისრაელი მთელ იერუსალიმს აცხადებს დედაქალაქად, მაშინ, როცა პალესტინელები თვლიან, რომ მათი მომავალი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქი დასავლეთ იერუსალიმია. აშშ-ი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ცნობს ისრაელის პრეტენზიას მთელ ქალაქზე.

  • რა ხდება ახლა?

აღმოსავლეთ იერუსალიმში, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ პალესტინელებსა და ებრაელებს შორის ხშირადაა დაძაბულობა. ღაზას პალესტინელ მებრძოლთა დაჯგუფება - "ჰამასი" მართავს, რომელიც წლებია იბრძვის ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელი და ეგვიპტე მკაცრად აკონტროლებენ საზღვრებს, რათა ხელი შეუშალონ "ჰამასის" დაჯგუფებისთვის იარაღის მიწოდებას.

ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელები აცხადებენ, რომ ისინი იტანჯებიან ისრაელის ქმედებების გამო. ისრაელში კი ამბობენ, რომ მათი მოქმედებების მიზანი მხოლოდ პალესტინელების დაცვაა.

ვითარება მხარეებს შორის 2021 წლის აპრილის შუა რიცხვებში დაიძაბა, როდესაც რამადანის დროს ღამით პალესტინელებსა და პლიციელებს შორის შეტაკებები მოხდა. 10 მაისს ისრაელის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ალ-აქსას მეჩეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რა დროსაც ასობით ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ "ალ-ჯაზირამ" გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს ისრაელი "იერუსალიმის დღეს“ აღნიშნავდა.

უამრავი საკითხია, რაზეც ისრაელი და პალესტინელები ვერ თანხმდებიან. მათ შორის, პალესტინელი ლტლოლვილების საკითხზე, იმაზე - უნდა გაიყონ თუ არა იერუსალიმი და ა.შ. წლების განმავლობაში სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა კონფლიქტი ვერ მოგვარდა.

მომზადებულია BBC.com-ის მიხედვით