სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ბანკი საქართველოს 85 მლნ ევროს გამოუყოფს - დახმარების მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა და პანდემიის ზემოქმედებით დაზარალებული ფირმების მხარდაჭერაა
მსოფლიო ბანკი საქართველოს 85 მლნ ევროს გამოუყოფს - დახმარების მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა და პანდემიის ზემოქმედებით დაზარალებული ფირმების მხარდაჭერაა

მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც გავ­ლე­ნა იქო­ნია COVID-19 -ის პან­დე­მი­ამ, 85 მლნ. ევ­როს მო­ცუ­ლო­ბის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით სარ­გე­ბელს მი­ი­ღე­ბენ, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მსოფ­ლიო ბან­კის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭომ და­ამ­ტკი­ცა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მსოფ­ლიო ბან­კი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის (MSMEs) დახ­მა­რე­ბის ახა­ლი პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს სა­წარ­მო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბას და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნას.

„დახ­მა­რე­ბის ამ უახ­ლე­სი პა­კე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით მსოფ­ლიო ბან­კი ხელს შე­უ­წყობს სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნას და ფირ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის საყ­რდენს და ძი­რი­თად ელე­მენტს წარ­მო­ად­გე­ნენ მდგრა­დი აღ­დგე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მსოფ­ლიო ბან­კის რე­გი­ო­ნულ­მა დი­რექ­ტორ­მა სე­ბას­ტი­ან მო­ლი­ნე­უს­მა.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი გუ­ლის­ხმობს ფირ­მე­ბის დახ­მა­რე­ბას და­ფი­ნან­სე­ბას­თან წვდო­მის გა­მარ­ტი­ვე­ბა­ში და სა­ფი­ნან­სო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, რაც ხელს შე­უ­წყობს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვას და ციფ­რუ­ლი სა­ფი­ნან­სო სერ­ვი­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას.“

ინ­ფორმ­ცი­ის თა­ნახ­მად, პრო­ექ­ტი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს და­ახ­ლო­ე­ბით 6,000 მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მოს და ბიზ­ნე­სის გა­დარ­ჩე­ნის შან­სებს გაზ­რდის, ასე­ვე აა­მაღ­ლებს პრო­დუქ­ტი­უ­ლი აქ­ტი­ვე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და ფირ­მებს და­ეხ­მა­რე­ბა ეკო­ნო­მი­კი­სა და ჯან­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბულ ახალ გა­მოწ­ვე­ვებ­თან ადაპ­ტი­რე­ბა­ში.

„გლო­ბა­ლურ­მა პან­დე­მი­ამ მძი­მე დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს კერ­ძო სექ­ტორს, გან­სა­კუთ­რე­ბით მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ებს, ასე რომ მათი მხარ­და­ჭე­რა სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა, ისე­ვე რო­გორც ახა­ლი სა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნის სტი­მუ­ლი­რე­ბა, რაც შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის დაჩ­ქა­რე­ბას. კი­დევ ერთხელ, მსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მსოფ­ლიო ბანკს მხარ­და­ჭე­რის­თვის პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში, ისე­ვე რო­გორც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ლაშა ხუ­ციშ­ვილ­მა.

„პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია ფირ­მე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა და მათი დახ­მა­რე­ბა საქ­მი­ა­ნო­ბის პოსტ - COVID-19-ის სცე­ნარ­თან ადაპ­ტა­ცი­ა­ში. პრო­ექ­ტის ერთი კომ­პო­ნენ­ტი გა­აძ­ლი­ე­რებს და გა­ა­ფარ­თო­ებს „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ (EG) სა­ა­გენ­ტოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მებს. მიკ­რო და მცი­რე ფირ­მე­ბის პირ­და­პი­რი დახ­მა­რე­ბა „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ მე­წარ­მე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მით შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გრან­ტე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

მე­ო­რეს მხრივ, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბი (SMEs) შეძ­ლე­ბენ „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“-ის დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბას მიკ­რო და მცი­რე მე­წარ­მე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით, რაც შე­ამ­ცი­რებს სესხთან და­კავ­ში­რე­ბულ ხარ­ჯებს და გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს ლიკ­ვი­დუ­რო­ბის უშუ­ა­ლო შე­ზღუდ­ვებ­ზე. ისი­ნი ასე­ვე მი­ი­ღე­ბენ სარ­გე­ბელს სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ნა­წი­ლობ­რივ საკ­რე­დი­ტო გა­რან­ტი­ებ­თან წვდო­მით, რომ­ლე­ბიც შექ­მნი­ლია გი­რავ­ნო­ბის მა­ღალ მო­თხოვ­ნებ­ზე და სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მიერ დად­გე­ნილ რის­კის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მო­თხოვ­ნებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

„მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტია, რად­გან ეს წარ­მო­ად­გენს კერ­ძო სექ­ტო­რის ზრდის, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნი­სა და ქვე­ყა­ნა­ში სა­მე­წარ­მეო კულ­ტუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბას. ამ თვალ­საზ­რი­სით, მსოფ­ლიო ბან­კის მხარ­და­ჭე­რა და 85 მლნ. ევ­როს გა­ნა­წი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის მხარ­და­სა­ჭე­რად პოსტპან­დე­მი­ურ პი­რო­ბებ­ში, ფას­და­უ­დე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ნა­თია თურ­ნა­ვამ.

ამას­თან, პრო­ექ­ტი ასე­ვე ხელს შე­უ­წყობს ქვეყ­ნის სა­ფი­ნან­სო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბას და ციფ­რუ­ლი სა­ფი­ნან­სო სერ­ვი­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ზრდას. ეს მო­ი­ცავს სა­გა­დახ­დო სის­ტე­მე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნახ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რას სწრა­ფი გა­დახ­დე­ბის (IPS) ახა­ლი სის­ტე­მის და­ნერგვით, „იც­ნობ­დეთ თქვენს კლი­ენტს“ (KYC) ციფ­რუ­ლი რე­ესტრის ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბი­თა და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს გაძ­ლი­ე­რე­ბით, რომ­ლის მი­ზა­ნია და­ფი­ნან­სე­ბას­თან წვდო­მის გა­ფარ­თო­ე­ბა მოძ­რა­ვი გი­რა­ოს, მაგ. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ამაღ­ლე­ბით.

„მსოფ­ლიო ბან­კის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში და­ნერ­გი­ლი მყი­სი­ე­რი გა­დახ­დე­ბის სის­ტე­მა ხელს შე­უ­წყობს ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის­თვის, მათ შო­რის, მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის­თვის ფუ­ლად სახ­სრებ­ზე მყი­სი­ერ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას, რაც შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის ფუ­ლა­დი რე­სურ­სე­ბის უკე­თეს გან­კარ­გვას და სა­წარ­მო­ებს ყო­ველ­დღი­უ­რი ლიკ­ვი­დო­ბის მარ­თვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ასე­ვე, სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი და Fintech კომ­პა­ნი­ე­ბი შეძ­ლე­ბენ გა­დახ­დე­ბის ინი­ცი­რე­ბის სხვა­დას­ხვა არ­ხე­ბის და­ნერგვას და სა­ბო­ლოო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის მათ ხარჯთე­ფექ­ტი­ან შე­თა­ვა­ზე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა კობა გვე­ნე­ტა­ძემ.

ფირ­მებ­ზე პან­დე­მი­ის გავ­ლე­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით პრო­ექ­ტი ასე­ვე ხელს შე­უ­წყობს ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას და მი­წო­დე­ბას ფირ­მე­ბის­თვის ახალ რე­ა­ლო­ბას­თან ადაპ­ტი­რე­ბის მიზ­ნით, შე­სა­ბა­მი­სი მმარ­თვე­ლო­ბი­თი, ციფ­რუ­ლი და სხვა COVID -სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრაქ­ტი­კის და­ნერგვით.

„აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა ძი­რი­თა­დი უნა­რე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ა­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­როა დი­გი­ტა­ლი­ზა­ცი­ის და COVID -19-ის მი­მართ მდგრა­დო­ბის ამაღ­ლე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ხელ­შე­სა­წყო­ბად ეკო­ნო­მი­კის ძი­რი­თად დარ­გებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტით ქალი მე­წარ­მე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე და „მწვა­ნე“ ეკო­ნო­მი­კა­ზე.

ეს პრო­ექ­ტი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­სახ­მა­რებ­ლად მსოფ­ლიო ბან­კის ფარ­თო მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის ნა­წი­ლია და მე­სა­მე საკ­რე­დი­ტო ოპე­რა­ცი­აა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია პან­დე­მი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის შერ­ბი­ლე­ბის­კენ“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მსოფლიო ბანკი საქართველოს 85 მლნ ევროს გამოუყოფს - დახმარების მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა და პანდემიის ზემოქმედებით დაზარალებული ფირმების მხარდაჭერაა

მსოფლიო ბანკი საქართველოს 85 მლნ ევროს გამოუყოფს - დახმარების მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა და პანდემიის ზემოქმედებით დაზარალებული ფირმების მხარდაჭერაა

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებზეც გავლენა იქონია COVID-19 -ის პანდემიამ, 85 მლნ. ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერით სარგებელს მიიღებენ, - აღნიშნული გადაწყვეტილება, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) დახმარების ახალი პროექტი მიზნად ისახავს საწარმოების ხელშეწყობას და სამუშაო ადგილების შექმნას.

„დახმარების ამ უახლესი პაკეტის საშუალებით მსოფლიო ბანკი ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ფირმების განვითარებას, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის საყრდენს და ძირითად ელემენტს წარმოადგენენ მდგრადი აღდგენის მიმართულებით“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.

„აღნიშნული გულისხმობს ფირმების დახმარებას დაფინანსებასთან წვდომის გამარტივებაში და საფინანსო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებაში, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების დანერგვას და ციფრული საფინანსო სერვისების გამოყენებას.“

ინფორმციის თანახმად, პროექტი ქვეყნის მასშტაბით დახმარებას გაუწევს დაახლოებით 6,000 მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს და ბიზნესის გადარჩენის შანსებს გაზრდის, ასევე აამაღლებს პროდუქტიული აქტივების შენარჩუნების შესაძლებლობებს და ფირმებს დაეხმარება ეკონომიკისა და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ახალ გამოწვევებთან ადაპტირებაში.

„გლობალურმა პანდემიამ მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს კერძო სექტორს, განსაკუთრებით მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, ასე რომ მათი მხარდაჭერა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ისევე როგორც ახალი საწარმოების შექმნის სტიმულირება, რაც შესაძლებელს გახდის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის პანდემიასთან ბრძოლაში, ისევე როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“, - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

„პროექტის მიზანია ფირმების წინაშე არსებული ფინანსური შეზღუდვების შემსუბუქება და მათი დახმარება საქმიანობის პოსტ - COVID-19-ის სცენართან ადაპტაციაში. პროექტის ერთი კომპონენტი გააძლიერებს და გააფართოებს „აწარმოე საქართველოში“ (EG) სააგენტოს მიერ განხორციელებულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროგრამებს. მიკრო და მცირე ფირმების პირდაპირი დახმარება „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამით შეთავაზებული გრანტებით გამოიხატება.

მეორეს მხრივ, მცირე და საშუალო საწარმოები (SMEs) შეძლებენ „აწარმოე საქართველოში“-ის დახმარების მიღებას მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებით, რაც შეამცირებს სესხთან დაკავშირებულ ხარჯებს და გავლენას იქონიებს ლიკვიდურობის უშუალო შეზღუდვებზე. ისინი ასევე მიიღებენ სარგებელს საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით ნაწილობრივ საკრედიტო გარანტიებთან წვდომით, რომლებიც შექმნილია გირავნობის მაღალ მოთხოვნებზე და საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილ რისკის თავიდან აცილების მოთხოვნებზე რეაგირებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რადგან ეს წარმოადგენს კერძო სექტორის ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყანაში სამეწარმეო კულტურის გაძლიერების წინაპირობას. ამ თვალსაზრისით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა და 85 მლნ. ევროს განაწილება საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად პოსტპანდემიურ პირობებში, ფასდაუდებელია“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ამასთან, პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის საფინანსო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და ციფრული საფინანსო სერვისების გამოყენების ზრდას. ეს მოიცავს საგადახდო სისტემების ინფრასტრუქტურის განახლების მხარდაჭერას სწრაფი გადახდების (IPS) ახალი სისტემის დანერგვით, „იცნობდეთ თქვენს კლიენტს“ (KYC) ციფრული რეესტრის ფართო გამოყენებითა და უზრუნველყოფილი ტრანზაქციების ჩარჩოს გაძლიერებით, რომლის მიზანია დაფინანსებასთან წვდომის გაფართოება მოძრავი გირაოს, მაგ. ავტომობილების, ტექნიკური აღჭურვილობის და ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების ამაღლებით.

„მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში დანერგილი მყისიერი გადახდების სისტემა ხელს შეუწყობს ბენეფიციარებისთვის, მათ შორის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფულად სახსრებზე მყისიერ ხელმისაწვდომობას, რაც შესაძლებელს გახდის ფულადი რესურსების უკეთეს განკარგვას და საწარმოებს ყოველდღიური ლიკვიდობის მართვაში დაეხმარება. ასევე, საფინანსო ინსტიტუტები და Fintech კომპანიები შეძლებენ გადახდების ინიცირების სხვადასხვა არხების დანერგვას და საბოლოო მომხმარებლებისთვის მათ ხარჯთეფექტიან შეთავაზებას“, - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ფირმებზე პანდემიის გავლენის გათვალისწინებით პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ტექნიკური დახმარების შემუშავებას და მიწოდებას ფირმებისთვის ახალ რეალობასთან ადაპტირების მიზნით, შესაბამისი მმართველობითი, ციფრული და სხვა COVID -საწინააღმდეგო პრაქტიკის დანერგვით.

„აქცენტი გაკეთდება ძირითადი უნარების იდენტიფიკაციაზე, რომლებიც საჭიროა დიგიტალიზაციის და COVID -19-ის მიმართ მდგრადობის ამაღლების ღონისძიებების ხელშესაწყობად ეკონომიკის ძირითად დარგებში, განსაკუთრებული აქცენტით ქალი მეწარმეების საჭიროებებზე, კლიმატის ცვლილებაზე და „მწვანე“ ეკონომიკაზე.

ეს პროექტი ქართველი ხალხის დასახმარებლად მსოფლიო ბანკის ფართო მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია და მესამე საკრედიტო ოპერაციაა, რომელიც მიმართულია პანდემიის სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედების შერბილებისკენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსოფლიო შესაძლოა,  ბანანის გარეშე დარჩეს - სოკოს დაავადება ვენესუელაშიც გაჩნდა

"ენკა" მზადაა "ნამახვანჰესის" პროექტის კვლევები ექსპერტთა საბჭოს გადასცეს - ვინ იქნება საბჭოს შემადგენლობაში

საქართველომ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 500 მილიონი დოლარის 5-წლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა - "ინვესტორების უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა"