მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბუნკერებს შევაფარეთ თავი, გვეგონა, როცა იქიდან ამოვიდოდით, აღარაფერი დაგვხვდებოდა..." - რა ხდება ისრაელში უმძიმესი ღამის შემდეგ
"ბუნკერებს შევაფარეთ თავი, გვეგონა, როცა იქიდან ამოვიდოდით, აღარაფერი დაგვხვდებოდა..." - რა ხდება ისრაელში უმძიმესი ღამის შემდეგ

11 მა­ი­სის სა­ღა­მოს, ის­რა­ელ­ზე მა­სი­რე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა მი­ი­ტა­ნეს. სა­ერ­თო ჯამ­ში ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ას 600-ზე მეტი რა­კე­ტა ეს­რო­ლეს. მათი დიდი ნა­წი­ლი და­ი­ჭი­რა სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა "რკი­ნის გუმ­ბათ­მა“, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე რა­კე­ტამ მი­ზანს მი­აღ­წია. იე­რი­შე­ბის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იკის­რეს პა­ლეს­ტი­ნის რა­დი­კა­ლურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბებ­მა: "ჰა­მა­სმა“ და "ის­ლა­მურ­მა ჯი­ჰად­მა“. თა­ვის მხრივ, ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ პა­ლეს­ტი­ნელ­თა 100-ზე მეტი სა­მიზ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა იე­რი­ში. Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის­რა­ე­ლის ავი­ა­დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად ღა­ზას სექ­ტორ­ში 35 პა­ლეს­ტი­ნე­ლი და­ი­ღუ­პა. სა­ა­გენ­ტოს­ვე ცნო­ბით, ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმას 5 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

"სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბო­და. ბუნ­კე­რებს შე­ვა­ფა­რეთ თავი, გვე­გო­ნა, როცა იქი­დან ამო­ვი­დო­დით, აღა­რა­ფე­რი დაგ­ვხვდე­ბო­და, გვე­გო­ნა სახ­ლე­ბი აგ­ვი­ფეთ­ქეს, მაგ­რამ ამო­ვე­დით და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გი­ლას დაგ­ვხვდა, მხო­ლოდ ჩვენს სახ­ლთან ახ­ლოს, ავ­ტო­ბუსს მოხ­ვდა რა­კე­ტა. ახლა თელა-ავივ­ში შე­და­რე­ბით სიმ­შვი­დეა, მაგ­რამ სამ­ხრე­თით ისევ არე­უ­ლო­ბე­ბია.

გუ­შინ მთე­ლი დღე გვე­მუქ­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ასე, ამ­დენ რა­კე­ტას თუ პირ­და­პირ იე­რუ­სა­ლი­მი­სა და თელ-ავი­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­უშ­ვებ­დნენ, ვინ იფიქ­რებ­და... გარ­დაც­ვლი­ლია 5 ადა­მი­ა­ნი.

ამა­თი "ცის ღმერ­თი“, ასე ეძა­ხი­ან აქ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მას, რო­გორ გა­უმკლავ­და ასეთ შე­ტე­ვას, საკ­ვირ­ვე­ლია.

ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ღა­მით, ღა­ზა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო იე­რი­შე­ბის შე­დე­გად ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია ჰა­მას კა­ო­გი, ჰა­მა­სის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი და მისი მო­ად­გი­ლე ვაილ ისა - სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის კონ­ტრრე­აქ­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი. ასე­თი მას­შტა­ბის სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია ღა­ზა­ში 2014 წლის შემ­დეგ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. "ჰა­მა­სი" კი კვლავ აგ­რძე­ლებს მუ­ქა­რას და სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმებს...

სი­რე­ნე­ბის ხმა ის­მის ამ წუ­თებ­შიც კე­რემ შა­ლომ­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად არე­უ­ლო­ბა გრძელ­დე­ბა "ვესთ ბან­კის" სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე ებ­რა­ულ ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი არა­ბე­ბი ჰა­მა­სის ლი­დე­რე­ბის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად არ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან პო­ლი­ცი­ას, მე­ტიც, ისი­ნი არ­ბე­ვენ სხვა­დას­ხვა სა­ხის ინფრას­ტრუქ­ტუ­რას და ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბი­ან ად­გი­ლობ­რივ ებ­რა­ე­ლებს, რის აღ­საკ­ვე­თა­დაც ნე­თა­ნი­აჰუს ბრძა­ნე­ბით ად­გილ­ზე სა­პო­ლი­ციო ელი­ტუ­რი და­ნა­ყო­ფე­ბი გა­იგ­ზავ­ნა, რო­მელ­თაც პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს, შე­ტა­კე­ბე­ბი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა, არი­ან და­ღუ­პუ­ლე­ბი და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი. "ის­რა­ე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად გას­ცემს უმ­კაც­რეს პა­სუხს "ჰა­მასს" - პრე­მი­ერ­მა ასე­თი პი­რო­ბა მის­ცა ის­რა­ე­ლე­ლებს!" - უყ­ვე­ბა ambebi-ge-ს თელ-ავივ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი მი­ხე­ილ ხე­ცო­ი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის­რა­ე­ლის სა­სა­მარ­თლო აპი­რებ­და აღ­მო­სავ­ლეთ იე­რუ­სა­ლი­მი­დან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი არა­ბუ­ლი ოჯა­ხის გა­მო­სახ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას. ამან პა­ლეს­ტი­ნელ­თა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. 7 მა­ისს მათ პო­ლი­ცი­ე­ლებს ქვე­ბი, ბოთ­ლე­ბი და არ­მა­ტუ­რის ნაჭ­რე­ბი და­უ­ში­ნეს.

კონ­ფლიქ­ტის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის­თვის პო­ლი­ცი­ამ მუ­სულ­მა­ნებს ტაძ­რის მთა­ზე მის­ვლა აუკ­რძა­ლა. პა­ლეს­ტი­ნუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ის­რა­ე­ლის უშიშ­რო­ე­ბის ძა­ლებ­მა რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი და ხმო­ვა­ნი ყუმ­ბა­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ამ შტურ­მით აიღო მუს­ლიმ­თა მნიშ­ვნე­ლო­ბით მე­სა­მე წმინ­და სა­ლო­ცა­ვის, ალ-აქ­სის მე­ჩე­თის ეზო და ხალ­ხი ძა­ლით აი­ძუ­ლა, და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ის.

პა­ლეს­ტი­ნელ­თა გა­მო­სახ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­და­ი­დო, მაგ­რამ შე­ტა­კე­ბე­ბი გაგ­რძელ­და.

ის­რა­ე­ლი და პა­ლეს­ტი­ნუ­რი ავ­ტო­ნო­მია ერ­თმა­ნეთს აბ­რა­ლე­ბენ კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცი­ას. გა­ე­რომ, ევ­რო­კავ­შირ­მა და აშშ-მა შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტეს და მხა­რე­ებს თავ­შე­კა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დეს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ika
31

არავითარი აღმოსავლეთ იერუსალიმი იერუსალიმი არის ერთი დროა თავის ადგილზე მოსვა ეს ფანატიკოსები ერთხელ და სამუდამოდ

დ გ
145

ეჰჰჰ აფხაზეთში ნამდვილი ომი არ გინახიათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ბუნკერებს შევაფარეთ თავი, გვეგონა, როცა იქიდან ამოვიდოდით, აღარაფერი დაგვხვდებოდა..." - რა ხდება ისრაელში უმძიმესი ღამის შემდეგ

"ბუნკერებს შევაფარეთ თავი, გვეგონა, როცა იქიდან ამოვიდოდით, აღარაფერი დაგვხვდებოდა..." - რა ხდება ისრაელში უმძიმესი ღამის შემდეგ

11 მაისის საღამოს, ისრაელზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანეს. საერთო ჯამში ქვეყნის ტერიტორიას 600-ზე მეტი რაკეტა ესროლეს. მათი დიდი ნაწილი დაიჭირა საჰაერო თავდაცვის სისტემა "რკინის გუმბათმა“, მაგრამ რამდენიმე რაკეტამ მიზანს მიაღწია. იერიშებისთვის პასუხისმგებლობა იკისრეს პალესტინის რადიკალურმა დაჯგუფებებმა: "ჰამასმა“ და "ისლამურმა ჯიჰადმა“. თავის მხრივ, ისრაელის არმიამ პალესტინელთა 100-ზე მეტი სამიზნის წინააღმდეგ განახორციელა იერიში. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზას სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა. სააგენტოსვე ცნობით, ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

"საშინელება ხდებოდა. ბუნკერებს შევაფარეთ თავი, გვეგონა, როცა იქიდან ამოვიდოდით, აღარაფერი დაგვხვდებოდა, გვეგონა სახლები აგვიფეთქეს, მაგრამ ამოვედით და ყველაფერი თავის ადგილას დაგვხვდა, მხოლოდ ჩვენს სახლთან ახლოს, ავტობუსს მოხვდა რაკეტა. ახლა თელა-ავივში შედარებით სიმშვიდეა, მაგრამ სამხრეთით ისევ არეულობებია.

გუშინ მთელი დღე გვემუქრებოდნენ, მაგრამ ასე, ამდენ რაკეტას თუ პირდაპირ იერუსალიმისა და თელ-ავივის მიმართულებით გაუშვებდნენ, ვინ იფიქრებდა... გარდაცვლილია 5 ადამიანი.

ამათი "ცის ღმერთი“, ასე ეძახიან აქ საჰაერო თავდაცვის სისტემას, როგორ გაუმკლავდა ასეთ შეტევას, საკვირველია.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ღამით, ღაზაში განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად ლიკვიდირებულია ჰამას კაოგი, ჰამასის სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე ვაილ ისა - სამხედრო დაზვერვის კონტრრეაქციის დეპარტამენტის უფროსი. ასეთი მასშტაბის სამხედრო ოპერაცია ღაზაში 2014 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. "ჰამასი" კი კვლავ აგრძელებს მუქარას და სარაკეტო თავდასხმებს...

სირენების ხმა ისმის ამ წუთებშიც კერემ შალომში. პარალელურად არეულობა გრძელდება "ვესთ ბანკის" სიახლოვეს მდებარე ებრაულ ქალაქებში, სადაც ადგილობრივი არაბები ჰამასის ლიდერების მოთხოვნის შესაბამისად არ ემორჩილებიან პოლიციას, მეტიც, ისინი არბევენ სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურას და ფიზიკურად უსწორდებიან ადგილობრივ ებრაელებს, რის აღსაკვეთადაც ნეთანიაჰუს ბრძანებით ადგილზე საპოლიციო ელიტური დანაყოფები გაიგზავნა, რომელთაც პალესტინელებმა ცეცხლი გაუხსნეს, შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება, არიან დაღუპულები და დაშავებულები. "ისრაელი აუცილებლად გასცემს უმკაცრეს პასუხს "ჰამასს" - პრემიერმა ასეთი პირობა მისცა ისრაელელებს!" - უყვება ambebi-ge-ს თელ-ავივში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი მიხეილ ხეცოიძე.

შეგახსენებთ, რეგიონში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ცნობილი გახდა, რომ ისრაელის სასამართლო აპირებდა აღმოსავლეთ იერუსალიმიდან რამდენიმე ათეული არაბული ოჯახის გამოსახლების გადაწყვეტილების მიღებას. ამან პალესტინელთა უკმაყოფილება გამოიწვია. 7 მაისს მათ პოლიციელებს ქვები, ბოთლები და არმატურის ნაჭრები დაუშინეს.

კონფლიქტის ლოკალიზაციისთვის პოლიციამ მუსულმანებს ტაძრის მთაზე მისვლა აუკრძალა. პალესტინური მედიის ცნობით, ისრაელის უშიშროების ძალებმა რეზინის ტყვიები და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. რამდენიმე ხნის შემდეგ პოლიციამ შტურმით აიღო მუსლიმთა მნიშვნელობით მესამე წმინდა სალოცავის, ალ-აქსის მეჩეთის ეზო და ხალხი ძალით აიძულა, დაეტოვებინა ის.

პალესტინელთა გამოსახლების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება გადაიდო, მაგრამ შეტაკებები გაგრძელდა.

ისრაელი და პალესტინური ავტონომია ერთმანეთს აბრალებენ კონფლიქტის ესკალაციას. გაერომ, ევროკავშირმა და აშშ-მა შეშფოთება გამოხატეს და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

ინდოეთში მდინარე განგის ნაპირებთან ასობით გვამია ნაპოვნი - რას უკავშირებენ ადგილობრივები ყოველივეს

ისრაელმა "ჰამასის" სამი მეთაურის სახლები დაბომბა - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია?

"ისრაელი სარაკეტო თავდასხმაზე ძალიან მკაცრ რეაგირებას მოახდენს" - ბენიამინ ნეთანიაჰუ