Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარტივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება" - ფოთის და მარტვილის მერების მოადგილეები თანამდებობას ტოვებენ და გახარიას გუნდს უერთდებიან
"მარტივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება" - ფოთის და მარტვილის მერების მოადგილეები თანამდებობას ტოვებენ და გახარიას გუნდს უერთდებიან

ფოთ­ში, მე­რი­ის შე­ნო­ბის წინ ფო­თის მე­რის მო­ად­გი­ლემ პა­ა­ტა ლაგ­ვი­ლა­ვამ და მარ­ტვი­ლის მე­რის მო­ად­გი­ლემ, აკა­კი ხუნ­წე­ლი­ამ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს.

მათი თქმით, პოს­ტე­ბის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვეს.

ლაგ­ვი­ლა­ვა და ხუნ­წე­ლია აცხა­დე­ბენ, რომ გა­ხა­რი­ას გუნდში გა­და­დი­ან და საქ­მი­ა­ნო­ბას იქ გა­აგ­რძე­ლე­ბენ.

"დი­ლით ბა­ტონ მერ­თან, გოჩა კურ­დღე­ლი­ას­თან მქონ­და შეხ­ვედ­რა, რო­მელ­მაც გვამ­ცნო, რომ მთავ­რო­ბი­სა და პარ­ტი­ის და­ვა­ლე­ბით მო­თხოვ­ნა იყო თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დავ­მდგა­რი­ყა­ვით. კერ­ძოდ, რო­გორც ვიცი, და­ვით გუ­ში­ა­ნის­გან იყო და­ვა­ლე­ბა. ეს მე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვა ნამ­დვი­ლად არ იყო, მისი პი­რა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თა­ნამ­დე­ბო­ბა რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის, ეს უკვე მე­ო­რე სა­კი­თხია. მას ნამ­დვი­ლად არა­ნა­ი­რი არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ჩვენ ვართ ბა­ტო­ნი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი, თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად ეს იყო ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი და მო­ტი­ვი ალ­ბათ, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის მო­თხოვ­ნის. ჩვენც ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მი­ვი­ღეთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად ვა­პი­რებთ მო­მა­ვალ­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­კე­თილ­დღეო საქ­მის გა­კე­თე­ბას ბა­ტო­ნი გი­ორ­გის გუნდში “, - გა­ნა­ცხა­და ფო­თის მე­რის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ პა­ა­ტა ლაგ­ვი­ლა­ვამ.

აკა­კი ხუნ­წე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, მარ­ტვი­ლის მერ­მა პარ­ტი­ის­გან და მთავ­რო­ბის­გან მი­ი­ღო და­ვა­ლე­ბა, რომ მას და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა, რად­გან გა­ხა­რი­ას გუნ­დის წევ­რად მო­ი­აზ­რე­ბო­და.

“მერი იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ის იყო და­ვა­ლე­ბუ­ლი პარ­ტი­ის­გან და მთავ­რო­ბის­გან, რომ პი­რა­დად მე ჩემი თა­ნამ­დე­ბო­ბა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დავ­ტო­ვო პოს­ტი, რად­გა­ნაც მე მო­ვი­აზ­რე­ბო­დი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გუნ­დის წევ­რად",- გა­ნა­ცხა­და მარ­ტვი­ლის მე­რის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ აკა­კი ხუნ­წე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
6

გახარიას მაშინვე უნდა გაყოლოდით.ახლა გაიძულეს წასვლა და კეკლუცობთ. 

დეა
0

ვაი თქვენს პატრონს!

ავტორი:

"მარტივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება" - ფოთის და მარტვილის მერების მოადგილეები თანამდებობას ტოვებენ და გახარიას გუნდს უერთდებიან

"მარტივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება" - ფოთის და მარტვილის მერების მოადგილეები თანამდებობას ტოვებენ და გახარიას გუნდს უერთდებიან

ფოთში, მერიის შენობის წინ ფოთის მერის მოადგილემ პაატა ლაგვილავამ და მარტვილის მერის მოადგილემ, აკაკი ხუნწელიამ თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ განცხადებები გააკეთეს.

მათი თქმით, პოსტების დატოვება მოსთხოვეს.

ლაგვილავა და ხუნწელია აცხადებენ, რომ გახარიას გუნდში გადადიან და საქმიანობას იქ გააგრძელებენ.

"დილით ბატონ მერთან, გოჩა კურდღელიასთან მქონდა შეხვედრა, რომელმაც გვამცნო, რომ მთავრობისა და პარტიის დავალებით მოთხოვნა იყო თანამდებობიდან გადავმდგარიყავით. კერძოდ, როგორც ვიცი, დავით გუშიანისგან იყო დავალება. ეს მერის ინიციატივა ნამდვილად არ იყო, მისი პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე. თანამდებობა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს უკვე მეორე საკითხია. მას ნამდვილად არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვართ ბატონი გიორგი გახარიას თანაგუნდელები, თანამოაზრეები, შესაბამისად ეს იყო ძირითადი მიზეზი და მოტივი ალბათ, თანამდებობის დატოვების მოთხოვნის. ჩვენც ძალიან მარტივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. აუცილებლად ვაპირებთ მომავალში, ძალიან ბევრი საკეთილდღეო საქმის გაკეთებას ბატონი გიორგის გუნდში “, - განაცხადა ფოთის მერის ყოფილმა მოადგილემ პაატა ლაგვილავამ.

აკაკი ხუნწელიას განცხადებით, მარტვილის მერმა პარტიისგან და მთავრობისგან მიიღო დავალება, რომ მას დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, რადგან გახარიას გუნდის წევრად მოიაზრებოდა.

“მერი იყო აბსოლუტურად უხერხულ მდგომარეობაში ამასთან დაკავშირებით. ის იყო დავალებული პარტიისგან და მთავრობისგან, რომ პირადად მე ჩემი თანამდებობა დამეტოვებინა. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პოსტი, რადგანაც მე მოვიაზრებოდი გიორგი გახარიას გუნდის წევრად",- განაცხადა მარტვილის მერის ყოფილმა მოადგილემ აკაკი ხუნწელიამ.

სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას და გიგი უგულავას საჩივრების განხილვა დაიწყო - რას აცხადებს იუსტიციის სამინისტრო?

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"უპასუხისმგებლოდ იქცევა უგულავა, არ უნდა ეჩქარა შეთანხმების კურთხევა, სალომე სამადაშვილი მტყუანია და იაფფასიანი ილეთებით ცდილობს თავის გამართლებას" - ბოკერია