ავტორი:

"შემთხვევით ზუგდიდში ვიყავი...აქეთ არისო მეგობარი კაცი და მინდა ვნახო" - კლიმენტ კეკუტია ლევან ვასაძესთან შეხვედრაზე

"შემთხვევით ზუგდიდში ვიყავი...აქეთ არისო მეგობარი კაცი და მინდა ვნახო" - კლიმენტ კეკუტია ლევან ვასაძესთან შეხვედრაზე

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რეგიონებში შეხვედრებს მართავს. დღეს ვასაძე ზუგდიდს ესტუმრა, სადაც მას ბიზნესმენი კლიმენტ კეკუტია შეხვდა.

მედიაში ვასაძისა და კეკუტიას შეხვედრის კადრები გავრცელდა. კეკუტიასთან შეხვედრისას ვასაძემ ჟურნალისტებს ასე მიმართა - "რა კადრია, ნახე? კრემლის აგენტები და ამბავი...“

მედიასთან კომენტარი გააკეთა კლიმენტ კეკუტიამ და აღნიშნა, რომ "შემთხვევით“ ზუგდიდში იყო, რა დროსაც გაიგო, რომ იქ იმყოფებოდა მისი "მეგობარი კაცი“ (გულისხმობს ვასაძეს).

"აქეთ ვიყავი, ზუგდიდში და აქეთ არისო მეგობარი კაცი და მინდა ვნახო. მე შემთხვევით ზუგდიდში ვიყავი და რო გავიგე, ახლა მოვედი.

არა, არა, პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ, ძალიან შორსა ვარ...მეგობრობის გარდა არაფერია“, - ამბობს კეკუტია. ბიზნესმენის კომენტარს "ტვ პირველი“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენიმე წარუმატებელი ბიზნესი და ღვინის მონოპოლია რუსეთში - ვინ არის კლიმენტ კეკუტია და რა ინფორმაცია იძებნება მასზე?

"ელფერებით არ უნდა ვილაპარაკოთ, გრეის 50 ელფერი, თუ 100 ელფერი - კინოში არ ვართ, ვართ პოლიტიკაში" - არჩილ თალაკვაძე

"როცა ხელისუფლებაში ვიყავი, კვირა არ გავიდოდა, რომ საქართველო არ ეხსენებინა აშშ-ს პრეზიდენტს, საქართველო გაქრება მსოფლიო რუკიდან, თუ ესენი დროზე არ მოვაშორეთ" - სააკაშვილი

ანა დოლიძე თბილისის მერობის საერთო კანდიდატად საზოგადოებას საკუთარ თავს სთავაზობს - "წუწუნი გასაგებია, მაგრამ  ხელის ჩაქნევის დრო არ არის"