სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამ საკითხზე სერიოზული განხეთქილებაა" - რას ამბობს სალომე სამადაშვილი "ნაცმოძრაობასა" და ოპოზიციაში შექმნილ ვითარებაზე
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამ საკითხზე სერიოზული განხეთქილებაა" - რას ამბობს სალომე სამადაშვილი "ნაცმოძრაობასა" და ოპოზიციაში შექმნილ ვითარებაზე

ორ­თვე­ნა­ხევ­რი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, 10 მა­ისს, ევ­რო­კავ­ში­რის ეგი­დით გა­დახ­დი­ლი გი­რა­ოს სა­ფუძ­ველ­ზე, მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რი ნიკა მე­ლია გა­თა­ვი­სუფ­ლდა. რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სუ­ლის­ჩამ­დგმელ­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, "მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით ქვე­ყა­ნა­ში ბრძო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი იწყე­ბა“. ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლი რჩე­ბა სა­კი­თხი - და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­ის მსგავ­სად, მო­ა­წე­რენ თუ არა შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტს ხელს ნიკა მე­ლია და მისი პარ­ტია, რი­თაც პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­საც გა­ა­ფორ­მე­ბენ. სწო­რედ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტი იყო ის, რა­მაც ოპო­ზი­ცი­ა­ში ბზა­რი გა­ა­ჩი­ნა - ოპო­ზი­ცია ხელ­მომ­წე­რე­ბად და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბად" დაყო. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ თა­ვად "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­შია“ გან­ხეთ­ქი­ლე­ბა და აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­ნამ­დე პარ­ტი­ის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მისი ერთ-ერთი წევ­რი სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი წა­ვი­და, რო­მე­ლიც გუნდს გა­ე­მიჯ­ნა, მი­შე­ლის დო­კუ­მენტს ხელი მო­ა­წე­რა და თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბის რის­ხვაც და­იმ­სა­ხუ­რა. რო­გორც კუ­ლუ­ა­რებ­ში ამ­ბობ­დნენ, სა­მა­დაშ­ვი­ლი, მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცეს­ში­ვე, ერთ-ერთი იყო მათ შო­რის, ვინც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­დან" პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის იდე­ას (სა­უ­ბა­რია "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" სიის ბიზ­ნეს­მენ წევ­რებ­ზე) ემ­ხრო­ბო­და, ხელ­მო­წე­რამ­დე კი თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პო­ლიტ­საბ­ჭოს გა­აც­ნო. წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი შე­საძ­ლოა მალე "ლე­ლოს“ სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ა­შიც ვი­ხი­ლოთ.

ambebi.ge პარ­ლა­მენ­ტარ­სა და“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფილ წევ­რს სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილს ესა­უბ­რა.

- ნიკა მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, რა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი წავა ქვე­ყა­ნა­ში, "ბრუნ­დე­ბა დი­ნა­მი­კა“, რო­გორც ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა თქვა?

- მე მგო­ნი, გა­სა­გე­ბია, რომ ამ ეტაპ­ზე შემ­დე­გი პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მალე იქ­ნე­ბა. რე­ა­ლუ­რად, ალ­ბათ დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლიც კია ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბის და­წყე­ბა იმი­ტომ, რომ ვფიქ­რობ, ყო­ველ დღეს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა ის არის, რომ რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ უარი თქვა შარლ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რა­ზე, თავ­დას­ხმა და­ი­წყო, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ცე­ცხლი გა­იხ­სნა ხელ­მომ­წე­რე­ბის მი­სა­მარ­თით, რა­მაც ბზა­რი გა­ა­ჩი­ნა ოპო­ზი­ცი­ა­ში. არ ვიცი ახლა, რო­გორ მოხ­დე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის გა­და­ლა­გე­ბა. ფაქ­ტია, ხელ­მო­წე­რამ­დე ოპო­ზი­ცია უფრო ერ­თი­ა­ნი იყო, ვიდ­რე მას შემ­დეგ. ვერ გე­ტყვით, რა იქ­ნე­ბა, გა­ი­მარ­თე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და ვნა­ხოთ, რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა ოპო­ზი­ცია და რო­გორ და­ლაგ­დე­ბა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში შემ­დგო­მი ეტა­პი ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად..

- მარ­თლაც არის ბზა­რი ოპო­ზი­ცი­ა­ში და რო­გორ ფიქ­რობთ, ოპო­ზი­ცი­ის ერ­თი­ა­ნო­ბა არის თუ არა მთა­ვა­რი პი­რო­ბა სა­ბო­ლოო მიზ­ნის - ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად? ახ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა მე­ლი­ა­მაც თქვა, ერ­თი­ა­ნო­ბა­ზე მე­ტად პარ­ტი­ა­თა შო­რის კო­ორ­დი­ნა­ცია უფრო აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან სა­ერ­თო მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის გა­მოკ­ვე­თის გა­რე­შე, თბი­ლი­სის ათი­ვე ოლქს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მო­ი­გებ­სო...

- ვფიქ­რობ, ფორ­მუ­ლა ის არის, რომ ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რათა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ვერ აი­ღოს ხმე­ბის ის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც მას მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ 2022-ში ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნოს. ოპო­ზი­ცი­ის სტა­რა­ტე­გია უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი ამ მთა­ვა­რი მიზ­ნის­კენ და მე­ო­რე, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი ამო­ცა­ნაა, თბი­ლის­ში და დიდ ქა­ლა­ქებ­ში მე­რე­ბის არ­ჩევ­ნე­ბის მო­გე­ბა. უნდა დავ­სხდეთ და ყვე­ლამ კარ­გად შე­ვის­წავ­ლოთ დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბის, არ­ჩევ­ნე­ბის ის შე­დე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც იყო და შე­სა­ბა­მი­სი სტრა­ტე­გია და­ი­გეგ­მოს. ყვე­ლა რომ ვერ გა­ერ­თი­ან­დე­ბა, ეს გა­სა­გე­ბია იმი­ტომ, რომ პო­ლი­ტი­კურ­მა პრო­ცე­სებ­მა მათ შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი გან­სხვა­ვე­ბე­ბი წარ­მო­ა­ჩი­ნა, მა­გა­ლი­თად, "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­სა" და და­ნარ­ჩენ ხელ­მომ­წერ მხა­რე­ებს შო­რის. შე­სა­ბა­მი­სად, მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი შე­იქ­მნა და ჩემი აზ­რით, ახა­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ფლან­გი გა­მო­იკ­ვე­თა. სა­ბო­ლოო მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად კო­ორ­დი­ნა­ცია უფრო აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბობს სე­რი­ო­ზუ­ლი გან­სხვა­ვე­ბე­ბი პო­ლი­ტი­კურ ხედ­ვებ­ში, ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ში და ა.შ. ამი­ტომ ერ­თი­ა­ნო­ბა ვერ შედ­გე­ბა, გა­მო­რი­ცხუ­ლია.

- მა­ნამ­დე, ჯერ ალ­ბათ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ ხელი უნდა მო­ა­წე­როს მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტს. თქვე­ნი აზ­რით, შევა პარ­ლა­მენ­ტში ეს ოპო­ზი­ცი­უ­რი ფლან­გი და არის თუ არა პარ­ტი­ის შეს­ვლა გი­რა­ოს პი­რო­ბა? როცა მე­ლი­ას შეხ­ვდით, ამ სა­კი­თხზე თუ გქონ­დათ სა­უ­ბა­რი?

- არ მგო­ნია, რომ პარ­ტი­ის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა-არ­შეს­ვლის თემა გი­რა­ოს­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ვერ გე­ტყვით, რო­გორ და რაზე ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ იმი­ტომ, რომ თვი­თონ პარ­ტი­ის რი­გებ­ში ამ სა­კი­თხზე სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბაა.

- თქვენს გეგ­მებ­ზე რას გვე­ტყვით? კუ­ლუ­ა­რუ­ლად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია თქვე­ნი პარ­ტია“ლე­ლო­ში“ გა­წევ­რე­ბა­ზე, თუ მას­თან მხო­ლოდ ფრაქ­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბით?

- შე­მიძ­ლია ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ის გი­თხრათ, რომ მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "ლელო“ არის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის მქო­ნე მო­თა­მა­შე. მი­მაჩ­ნია, რომ ხელ­მომ­წე­რი პარ­ტი­ე­ბი უნდა იყ­ვნენ პარტნი­ო­რე­ბი, ერ­თი­ა­ნი ფრონ­ტი უნდა იყოს ხელ­მომ­წე­რებს შო­რის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის რო­გორ სტრუქ­ტუ­რას ვა­ლა­გებთ, ვფიქ­რობ, ეს არის მო­მავ­ლის სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც ჩვენ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით. მი­მაჩ­ნია, რომ ვინც მი­შე­ლის დო­კუ­მენტს ხელი მო­ა­წე­რა, ალ­ბათ ყვე­ლა პარ­ტია თა­ნა­მო­აზ­რეა.

- რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე ახა­ლი ძა­ლე­ბის გა­მოს­ვლა ამინდს შეც­ვლის - გა­ხა­რი­აც და ვა­სა­ძეც "ოც­ნე­ბის“ პრო­ცენ­ტებს წა­ი­ღებს... ეს ზრდის იმის ალ­ბა­თო­ბას, რომ ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უცი­ლობ­ლად იქ­ნე­ბა?

- ვფიქ­რობ, რაც უფრო და­ნა­წევ­რდე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხმე­ბი, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა გა­იზ­რდე­ბა. "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში გა­უ­ჭირ­დე­ბა 43%-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა, მაგ­რამ თუ ამ ველ­ზე სხვა მო­თა­მა­შე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან, ვინც მათ ხმებს წა­ი­ღებს, ცხა­დია, უფრო გარ­თულ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "დო­ი­ჩე ვე­ლეს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ მას "გა­სა­გი­ჟე­ბე­ლი მხარ­და­ჭე­რა“ აქვს, მო­ემ­ზა­დე­ბა მის ძა­ლას­თან ერ­თად და აუ­ცი­ლებ­ლად შეც­ვლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას...

- სა­ა­კაშ­ვილს აქვს მხარ­და­ჭე­რა, რაც დას­ტურ­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" რე­ი­ტინ­გით. მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი ამ მხარ­და­ჭე­რი­სა არის მიშა. 9 წე­ლია, რაც ის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლია და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პარ­ტია გავ­ლე­ნი­ა­ნია და აქვს დიდი მხარ­და­ჭე­რა, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი მიღ­წე­ვაა. პრობ­ლე­მა კი ისაა, რომ მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის რი­ცხვი არ იზ­რდე­ბა.

- ოფი­ცი­ა­ლუ­რად რო­დის ტო­ვებთ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“? აპი­რებთ შეხ­ვდეთ ნიკა მე­ლი­ას და მას შემ­დეგ გა­ა­ფორ­მოთ წას­ვლა, რო­გორც ადრე თქვით?

- მე ეს მყა­რად მაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ გა­და­ი­ხე­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იყო სალო, გახდა სოლო)))
63

მიყევხარ მიშელს ევროპაში? აგიხდება ოცნება? ისე, ელისაშვილს ნუ გაასწრებ ეცადე, მაინც!

hhh
38

მაგალითად ბარამიძე მოსაშორებელია, ქოცოა თუ ბოცო ეგ და ესეთები, ეგ განხეთქილება კი არა გაწმენდა იქნება.დდდდდ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამ საკითხზე სერიოზული განხეთქილებაა" - რას ამბობს სალომე სამადაშვილი "ნაცმოძრაობასა" და ოპოზიციაში შექმნილ ვითარებაზე

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამ საკითხზე სერიოზული განხეთქილებაა" - რას ამბობს სალომე სამადაშვილი "ნაცმოძრაობასა" და ოპოზიციაში შექმნილ ვითარებაზე

ორთვენახევრიანი პატიმრობის შემდეგ, 10 მაისს, ევროკავშირის ეგიდით გადახდილი გირაოს საფუძველზე, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია გათავისუფლდა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ სულისჩამდგმელმა სააკაშვილმა განაცხადა, "მელიას გათავისუფლებით ქვეყანაში ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება“. ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება საკითხი - დანარჩენი ოპოზიციის მსგავსად, მოაწერენ თუ არა შეთანხმების დოკუმენტს ხელს ნიკა მელია და მისი პარტია, რითაც პარლამენტში შესვლასაც გააფორმებენ. სწორედ მიშელის დოკუმენტი იყო ის, რამაც ოპოზიციაში ბზარი გააჩინა - ოპოზიცია ხელმომწერებად და "ნაციონალებად" დაყო. იმასაც ამბობენ, რომ თავად "ნაციონალურ მოძრაობაშია“ განხეთქილება და აზრთა სხვადასხვაობა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. მანამდე პარტიის ნების წინააღმდეგ მისი ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი წავიდა, რომელიც გუნდს გაემიჯნა, მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა და თანაპარტიელების რისხვაც დაიმსახურა. როგორც კულუარებში ამბობდნენ, სამადაშვილი, მედიაციის პროცესშივე, ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც "ნაციონალებიდან" პარლამენტში შესვლის იდეას (საუბარია "ნაციონალების" სიის ბიზნესმენ წევრებზე) ემხრობოდა, ხელმოწერამდე კი თავისი გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს გააცნო. წყაროს ინფორმაციით, სალომე სამადაშვილი შესაძლოა მალე "ლელოს“ საპარლამენტო ფრაქციაშიც ვიხილოთ.

ambebi.ge პარლამენტარსა და“ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს სალომე სამადაშვილს ესაუბრა.

- ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, რა პოლიტიკური პროცესები წავა ქვეყანაში, "ბრუნდება დინამიკა“, როგორც ექსპერტმა გია ხუხაშვილმა თქვა?

- მე მგონი, გასაგებია, რომ ამ ეტაპზე შემდეგი პოლიტიკური ბრძოლა ადგილობრივ არჩევნებზე გაიმართება, რომელიც ძალიან მალე იქნება. რეალურად, ალბათ დაგვიანებულიც კია ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადების დაწყება იმიტომ, რომ ვფიქრობ, ყოველ დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე სამწუხარო რეალობა ის არის, რომ როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერაზე, თავდასხმა დაიწყო, შეიძლება ითქვას, ცეცხლი გაიხსნა ხელმომწერების მისამართით, რამაც ბზარი გააჩინა ოპოზიციაში. არ ვიცი ახლა, როგორ მოხდება ამ ყველაფრის გადალაგება. ფაქტია, ხელმოწერამდე ოპოზიცია უფრო ერთიანი იყო, ვიდრე მას შემდეგ. ვერ გეტყვით, რა იქნება, გაიმართება პოლიტიკური კონსულტაციები და ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება ოპოზიცია და როგორ დალაგდება პოლიტიკურ პროცესებში შემდგომი ეტაპი ადგილობრივი არჩევნების მოსამზადებლად..

- მართლაც არის ბზარი ოპოზიციაში და როგორ ფიქრობთ, ოპოზიციის ერთიანობა არის თუ არა მთავარი პირობა საბოლოო მიზნის - ვადამდელი არჩევნების მისაღწევად? ახლად გათავისუფლებულმა მელიამაც თქვა, ერთიანობაზე მეტად პარტიათა შორის კოორდინაცია უფრო აუცილებელია, რადგან საერთო მაჟორიტარების გამოკვეთის გარეშე, თბილისის ათივე ოლქს "ქართული ოცნება“ მოიგებსო...

- ვფიქრობ, ფორმულა ის არის, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა "ქართულმა ოცნებამ“ ვერ აიღოს ხმების ის რაოდენობა, რომელიც მას მისცემს შესაძლებლობას, რომ 2022-ში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ოპოზიციის სტარატეგია უნდა იყოს მიმართული ამ მთავარი მიზნისკენ და მეორე, ასევე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა, თბილისში და დიდ ქალაქებში მერების არჩევნების მოგება. უნდა დავსხდეთ და ყველამ კარგად შევისწავლოთ დღევანდელი მოცემულობის, არჩევნების ის შედეგები, რომლებიც იყო და შესაბამისი სტრატეგია დაიგეგმოს. ყველა რომ ვერ გაერთიანდება, ეს გასაგებია იმიტომ, რომ პოლიტიკურმა პროცესებმა მათ შორის სერიოზული განსხვავებები წარმოაჩინა, მაგალითად, "ნაციონალებსა" და დანარჩენ ხელმომწერ მხარეებს შორის. შესაბამისად, მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი შეიქმნა და ჩემი აზრით, ახალი ოპოზიციური ფლანგი გამოიკვეთა. საბოლოო მიზნის მისაღწევად კოორდინაცია უფრო აუცილებელია, ვინაიდან არსებობს სერიოზული განსხვავებები პოლიტიკურ ხედვებში, ღირებულებებში და ა.შ. ამიტომ ერთიანობა ვერ შედგება, გამორიცხულია.

- მანამდე, ჯერ ალბათ "ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი უნდა მოაწეროს მიშელის შეთანხმების დოკუმენტს. თქვენი აზრით, შევა პარლამენტში ეს ოპოზიციური ფლანგი და არის თუ არა პარტიის შესვლა გირაოს პირობა? როცა მელიას შეხვდით, ამ საკითხზე თუ გქონდათ საუბარი?

- არ მგონია, რომ პარტიის პარლამენტში შესვლა-არშესვლის თემა გირაოსთან იყოს დაკავშირებული. ვერ გეტყვით, როგორ და რაზე ჩამოყალიბდება "ნაციონალური მოძრაობა“ იმიტომ, რომ თვითონ პარტიის რიგებში ამ საკითხზე სერიოზული განხეთქილებაა.

- თქვენს გეგმებზე რას გვეტყვით? კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია თქვენი პარტია“ლელოში“ გაწევრებაზე, თუ მასთან მხოლოდ ფრაქციაში გაერთიანებით შემოიფარგლებით?

- შემიძლია ამ ეტაპზე მხოლოდ ის გითხრათ, რომ მისი ღირებულებებიდან გამომდინარე, "ლელო“ არის ძალიან საინტერესო პოლიტიკური მომავლის მქონე მოთამაშე. მიმაჩნია, რომ ხელმომწერი პარტიები უნდა იყვნენ პარტნიორები, ერთიანი ფრონტი უნდა იყოს ხელმომწერებს შორის კოორდინაციის თვალსაზრისით. თანამშრომლობის როგორ სტრუქტურას ვალაგებთ, ვფიქრობ, ეს არის მომავლის საკითხი, რომელზეც ჩვენ ჩამოვყალიბდებით. მიმაჩნია, რომ ვინც მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, ალბათ ყველა პარტია თანამოაზრეა.

- როგორც ვარაუდობენ, პოლიტიკურ არენაზე ახალი ძალების გამოსვლა ამინდს შეცვლის - გახარიაც და ვასაძეც "ოცნების“ პროცენტებს წაიღებს... ეს ზრდის იმის ალბათობას, რომ ვადამდელი არჩევნები უცილობლად იქნება?

- ვფიქრობ, რაც უფრო დანაწევრდება "ქართული ოცნების“ ხმები, ვადამდელი არჩევნების ალბათობა გაიზრდება. "ქართულ ოცნებას“ ყველა შემთხვევაში გაუჭირდება 43%-იანი ბარიერის გადალახვა, მაგრამ თუ ამ ველზე სხვა მოთამაშეები იქნებიან, ვინც მათ ხმებს წაიღებს, ცხადია, უფრო გართულდება ყველაფერი.

- მიხეილ სააკაშვილმა "დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში თქვა, რომ მას "გასაგიჟებელი მხარდაჭერა“ აქვს, მოემზადება მის ძალასთან ერთად და აუცილებლად შეცვლის ხელისუფლებას...

- სააკაშვილს აქვს მხარდაჭერა, რაც დასტურდება "ნაციონალების" რეიტინგით. მთავარი ფაქტორი ამ მხარდაჭერისა არის მიშა. 9 წელია, რაც ის პოლიტიკური დევნილია და მიუხედავად ამისა, პარტია გავლენიანია და აქვს დიდი მხარდაჭერა, რაც სერიოზული მიღწევაა. პრობლემა კი ისაა, რომ მისი მხარდამჭერების რიცხვი არ იზრდება.

- ოფიციალურად როდის ტოვებთ "ნაციონალურ მოძრაობას“? აპირებთ შეხვდეთ ნიკა მელიას და მას შემდეგ გააფორმოთ წასვლა, როგორც ადრე თქვით?

- მე ეს მყარად მაქვს გადაწყვეტილი და გადაწყვეტილება არ გადაიხედება.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"კამათი იყო ერთადერთ ნაწილზე..." - რას ამბობს იაგო ხვიჩია საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ

"ბევრ რამეზე შევთანხმდით..." - სალომე სამადაშვილი საარჩევნო რეფორმაზე