მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძიუდოისტი დამეცა თავზე აეროპორტში და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მე ვცემე - ამას ჰქვია "ძიუდოისტი ჩამიდეს" - გიგი უგულავა
"ძიუდოისტი დამეცა თავზე აეროპორტში და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მე ვცემე - ამას ჰქვია "ძიუდოისტი ჩამიდეს" - გიგი უგულავა

ძი­უ­დო­ის­ტი და­მე­ცა თავ­ზე აე­რო­პორ­ტში და შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ მე ვცე­მე, ამას ჰქვია „ძი­უ­დო­ის­ტი ჩა­მი­დეს“, - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ მის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის ჩა­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ეს არის მერ­ვე საქ­მე, რო­მე­ლიც მის წი­ნა­აღ­მდეგ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში აღ­ძრეს, რაც არ­სე­ბულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე მე­ტყვე­ლებს.

„ვსა­უბ­რობთ პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბა­ზე და ეს კლა­სი­კუ­რი შემ­თხვე­ვაა. ეს კაცი მო­მიგ­ზავ­ნეს, შემ­დეგ მისი ცემა და­მაბ­რა­ლეს და ამის გამო პას­პორ­ტი ჩა­მო­მარ­თვეს. მისი მოგ­ზავ­ნა იყო 20 ივ­ნის­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­დე­საც ივა­ნიშ­ვილ­მა და გა­ხა­რი­ამ დათ­ვის ტყვი­ე­ბი ის­რო­ლეს, მხო­ლოდ ერთ რა­მეს იმ­სა­ხუ­რებ­დნენ, ეს იყო გი­ნე­ბა. არის მო­მენ­ტე­ბი რო­დე­საც ან უნდა იყ­ვი­რო, ან უნდა შე­ა­გი­ნო. მუხ­ლი მძი­მე არ არის, ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლი მუხ­ლიც არის, უბ­რა­ლოდ იმ ძი­უ­დო­ის­ტი კა­ცის თან­ხმო­ბა არის სა­ჭი­რო, რომ მე მა­პა­ტი­ოს კა­ნონ­მა. არ ვიცი რა­ტომ აწყობთ ამის გახ­სე­ნე­ბა, მგო­ნი, ეს ივა­ნიშ­ვი­ლის ტაქ­ტი­კაა, რომ დაგვღა­ლოს და რო­დე­საც უნდა დაგ­ვი­ჭი­როს. ეს არის მერ­ვე საქ­მე, რო­მე­ლიც ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ არის აღ­ძრუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ერთი-ორი შე­მე­შა­ლოს, მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვი­ყა­ვი და კი ბა­ტო­ნო, თუ გინ­და და­ვი­სა­ჯო, მაგ­რამ რო­დე­საც რვა საქ­მეს აღ­ძრავ, ეს უკვე მე­ტყვე­ლებს შენს სის­ტე­მა­ზე და არა იმ ადა­მი­ან­ზე“, - აღ­ნიშ­ნა გიგი უგუ­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ხელ­მომ­წერ ოპო­ზი­ცი­ას შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტით ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა ვერ დას­რულ­დე­ბა.

„მე არც კრი­ტი­კუ­ლად ვარ გან­წყო­ბი­ლი და არც და­მუ­ნა­თე­ბას ვა­პი­რებ ვინ­მე­სას, თუმ­ცა უნდა ვი­ყოთ გულ­წრფე­ლე­ბი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ. თუ ვე­ტყვით, რომ ამ შე­თან­ხმე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა დას­რულ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ამით მო­ვა­ტყუ­ებთ. ეს დო­კუ­მენ­ტი არის ზავი ბრძო­ლის წინ“, - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში 2019 წლის 11 დე­კემ­ბერს მოხ­და. გიგი უგუ­ლა­ვას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. მას ძი­უ­დო­ისტ ბად­რი გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლის ცე­მას ედა­ვე­ბი­ან. გიგი უგუ­ლა­ვას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლია გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი და­ვით პარ­კა­ძე, რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კოს გოკა გა­ბაშ­ვი­ლის ცე­მას ედა­ვე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოე
96

ჯერ ერთი "დათვის ტყვიები" არავის უსვრია - ის რაც 20 ივნისს გამოიყენეს,მსგავს შემთხვევებში ყველგან ნებადართულია! მეორე - გინება და ლანძღვა საზოგადოების თავშეყრის ადგილზე დაუშვებელია და აეროპორტის მოსაცდელში შენს გინებას (პროვოკაციას) მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება შენიშვნის მიმცემთან , რომელიც ასევე შენ დაიწყე. 

ბიუჯეტი არ ძარცვო, საარჩევნო უბანზე არ შევარდე, ადამიანებს (ძიუდოისტებსაც) ფიზიკურად ნუ დაუპირისპირდები და სისხლის სამართლის საქმეები დასათვლელი არ გექნება

შენ იგინებოდი და იწევდი 20 ივნისსაც, მერე ცეესკოსთანაც; კამერების იმედით ნუ იქაჩები; რამე მაინც შეგეძლოს :)

ნოეს
6

მართლა გჭირდება კიდობანის გაკეთება,რადგან 5 თვეში შენს პატიოსან და ზრდილ ოცნებას წყალი წაიღებს ბიძინასთან ერთად,ამიტომ წესრიგი რომ დაარღვიო განაცხადი შეიტანე ოცნებაში ხის მასალაზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ძიუდოისტი დამეცა თავზე აეროპორტში და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მე ვცემე - ამას ჰქვია "ძიუდოისტი ჩამიდეს" - გიგი უგულავა

"ძიუდოისტი დამეცა თავზე აეროპორტში და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მე ვცემე - ამას ჰქვია "ძიუდოისტი ჩამიდეს" - გიგი უგულავა

ძიუდოისტი დამეცა თავზე აეროპორტში და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მე ვცემე, ამას ჰქვია „ძიუდოისტი ჩამიდეს“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ მის საქმეზე სასამართლო პროცესის ჩანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

უგულავას განცხადებით, ეს არის მერვე საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აღძრეს, რაც არსებულ მართლმსაჯულების სისტემაზე მეტყველებს.

„ვსაუბრობთ პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებაზე და ეს კლასიკური შემთხვევაა. ეს კაცი მომიგზავნეს, შემდეგ მისი ცემა დამაბრალეს და ამის გამო პასპორტი ჩამომართვეს. მისი მოგზავნა იყო 20 ივნისთან დაკავშირებული, როდესაც ივანიშვილმა და გახარიამ დათვის ტყვიები ისროლეს, მხოლოდ ერთ რამეს იმსახურებდნენ, ეს იყო გინება. არის მომენტები როდესაც ან უნდა იყვირო, ან უნდა შეაგინო. მუხლი მძიმე არ არის, ამნისტირებული მუხლიც არის, უბრალოდ იმ ძიუდოისტი კაცის თანხმობა არის საჭირო, რომ მე მაპატიოს კანონმა. არ ვიცი რატომ აწყობთ ამის გახსენება, მგონი, ეს ივანიშვილის ტაქტიკაა, რომ დაგვღალოს და როდესაც უნდა დაგვიჭიროს. ეს არის მერვე საქმე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ არის აღძრული. შეიძლება ერთი-ორი შემეშალოს, მაღალ თანამდებობაზე ვიყავი და კი ბატონო, თუ გინდა დავისაჯო, მაგრამ როდესაც რვა საქმეს აღძრავ, ეს უკვე მეტყველებს შენს სისტემაზე და არა იმ ადამიანზე“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ხელმომწერ ოპოზიციას შორის გაფორმებული დოკუმენტით ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება ვერ დასრულდება.

„მე არც კრიტიკულად ვარ განწყობილი და არც დამუნათებას ვაპირებ ვინმესას, თუმცა უნდა ვიყოთ გულწრფელები ჩვენი საზოგადოების მიმართ. თუ ვეტყვით, რომ ამ შეთანხმებით პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდება ქვეყანაში ამით მოვატყუებთ. ეს დოკუმენტი არის ზავი ბრძოლის წინ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.

"სადღაც შევხვდებით...  ანგარიშები მაქვს მასთან და აუცილებლად გავარკვევ" - ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"...ამ ტყუილით აწონებდნენ თავს ბიზნესმენებს, აქტივისტებს და ა.შ. ახლა აერიათ მესიჯბოქსი" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე გახარიას გუნდზე?