შეერთებული შტატების „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ“ „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი კოვიდ 19-ის ვაქცინაა, რომელიც აშშ-ში ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირების ვაქცინაციისთვის დაამტკიცეს.
"დღევანდელი ქმედება ახალგაზრდა მოსახლეობის კოვიდ 19-ისგან დაცვის შესაძლებლობას იძლევა, რაც გვაახლოებს ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნების განცდასა და პანდემიის დასრულებასთან. მშობლებსა და მეურვეებს შეუძლიათ დარწმუნდნენ, რომ სააგენტომ ყველა არსებული მონაცემის მკაცრი და საფუძვლიანი განხილვა განახორციელა," - განაცხადა აშშ-ის „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის“ კომისრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯანეტ ვუდკოკმა.
კომპანიებმა „ფაიზერმა“ და „ბიოტექმა“ მარტში განაცხადეს, რომ კლინიკურმა კვლევებმა მათი ვაქცინის 12- დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა აჩვენა.
კვლევის დროს, რომელშიც ამ ასაკის 2 260 მოზარდი მონაწილეობდა, დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა ბავშვების იმ ჯგუფში, რომელიც ვაქცინით აცრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინამ დაავადების პრევენციის კუთხით 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
კომპანიებმა შეერთებული შტატების „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას“ ვაქცინის ამ ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვის გაცემის თხოვნით აპრილის დასაწყისში მიმართეს.
დაავადების პრევენციის კუთხით 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა???????????????
Უფროსებს ხომ "უშველეშ",ეხლა ბავშვებს მიადგნენ. ერთი კვირის წინ ამერიკაში ორი თინეიჯერი, 15 და 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა აცრიდან რამოდენიმე საათში.. არც კი შეიმჩნია მედიამ,ჩვენი ზოგიერთი გაყიდული მედიასამსახურის მსგავსად.