მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავინ იფიქროს, რომ შეიძლება ამნისტიის წინააღმდეგი არ ვიყო, გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე - 20 ივნისი ცხელი უთოა, ვინც ხელს დაადებს, ყველა დაიწვება" - ნიკა მელია
"არავინ იფიქროს, რომ შეიძლება ამნისტიის წინააღმდეგი არ ვიყო, გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე - 20 ივნისი ცხელი უთოა, ვინც ხელს დაადებს, ყველა დაიწვება" - ნიკა მელია

არ იფიქ­როს არა­ვინ ოლი­გარ­ქის სამ­სა­ხურ­ში, რომ მე შე­იძ­ლე­ბა არ ვიყო ამ­ნის­ტი­ის წი­ნა­აღ­მდე­გი. გა­მო­რი­ცხუ­ლია! გაგ­რძელ­დეს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე! - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ნიკა მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, „20 ივ­ნი­სი არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კა­ლენ­და­რუ­ლი დღე - ცხე­ლი უთოა, ვინც ხელს და­ა­დებს, ყვე­ლა და­იწ­ვე­ბა“.

„პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ნის­ტია რომ გა­მო­ე­ცათ, ამას­თან მი­მარ­თე­ბა­ში პრობ­ლე­მა არა­ვის ექ­ნე­ბო­და. ის სი­ვე­რა­გე, მზაკ­ვრუ­ლო­ბა, რაც შე­ი­მუ­შა­ვეს - ხელ­მომ­წერ პარ­ტი­ებს ერთი უთხრეს და სი­ნამ­დვი­ლე­ში მე­ო­რე და­ახ­ვედ­რეს, აქ ჩანს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხა­სი­ა­თი და ბუ­ნე­ბა. მე წი­ნა­აღ­მდე­გი არ უნდა ვიყო ამ სა­ხის ამ­ნის­ტი­ის, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­მე­ხე­ბა. ამა­ზე არ იფიქ­როს არა­ვინ ოლი­გარ­ქის სამ­სა­ხურ­ში, რომ მე შე­იძ­ლე­ბა არ ვიყო წი­ნა­აღ­მდე­გი. გა­მო­რი­ცხუ­ლია! გაგ­რძელ­დეს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე! ხომ არ და­ა­ვი­წყდათ, რის გამო ვყავ­დი ცი­ხე­ში, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბი­დან გა­მო­მაგ­დეს გა­რეთ, თა­მარ ბა­ღაშ­ვილს გა­მო­ვე­სარ­ჩლე, რო­გორც დე­პუ­ტა­ტი და ასე აღ­მოვ­ჩნდი სცე­ნა­ზე რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, მერე მოხ­და ის, რაც მოხ­და. ჩემი პერ­სო­ნა­ლუ­რი თან­ხმო­ბა სა­დაც სა­ჭი­როა, ახ­ლა­ვე ვე­უბ­ნე­ბი, რომ შე­იძ­ლე­ბა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ძა­ლი­ან აკუ­რა­ტუ­ლად კოხ­ტად და­ახ­ვი­ოს გრაგ­ნი­ლად და თა­რო­ზე შე­მო­დოს. ეს არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ კო­ლე­გებ­თან ერ­თად, თუ იო­ტი­სო­დე­ნა შან­სი არის რომ მე­ტას­ტა­ზი­რე­ბის ეს პრო­ცე­სი შე­ვა­ჩე­როთ. 20 ივ­ნი­სი არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კა­ლენ­და­რუ­ლი დღე - ცხე­ლი უთოა, ვინც ხელს და­ა­დებს ამ ცხელ უთო­ზე, ყვე­ლა და­იწ­ვე­ბა. 20 ივ­ნი­სის და­მა­ხინ­ჯე­ბა, გა­და­წე­რა არა­ვის შე­უძ­ლია. მე რა­საც შევ­ძლებ მე­გობ­რებ­თან და კო­ლე­გებ­თან ერ­თად, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის სა­კითხს, რო­გორც მე­ლია აცხა­დებს, მო­რა­ლუ­რად და პო­ლი­ტი­კუ­რად გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ ბლოკ­ში შე­მა­ვალ პარ­ტი­ებს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში შეს­ვლის­კენ მო­უ­წო­დოს და პარ­ლა­მენ­ტში თა­ვად არ შე­ვი­დეს.

„ამ­ნის­ტია თუ იქ­ნე­ბა იმ სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი, რა სა­ხი­თაც აპი­რე­ბენ, მე იმ პარ­ლა­მენ­ტში, სა­დაც ორ­ჯერ იმუ­ნი­ტე­ტი შე­მი­ჩე­რეს, ერთხელ და­მი­ჭი­რეს, ერთხელ გა­მო­მაგ­დეს, არ არის ტრა­გე­დია და არც და­ნაკ­ლი­სი [რომ არ შე­ვი­დე]. ამა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­სა­ღე­ბი მაქვს მე­გობ­რებ­თან ერ­თად. მე პარ­ლა­მენ­ტში პრაქ­ტი­კუ­ლად არც ვყო­ფილ­ვარ, ცოტა ხანს ვი­ყა­ვი ხოლ­მე, მერე გა­მო­მაგ­დებ­დნენ. მაგ­რამ ვფიქ­რობ, არა­ფე­რი და­მიკ­ლია და ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრო­ფე­სი­ო­ნალ ერთ-ერთ დე­მონ­ტაჟ პო­ლი­ტი­კო­სად, რო­მელ­მაც იცის რო­გორ იშ­ლე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. რა­ღაც წვლი­ლი უკვე შე­ვი­ტა­ნე და ნა­ხევ­რად ჩა­მოშ­ლი­ლე­ბი უკვე არი­ან. ერთი კვი­რა მა­ინც დაგ­ვჭირ­დე­ბა, რომ მთე­ლი რიგი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ვი­ღოთ. მე არც ისე მინ­და გა­მოვ­ჩნდე, რომ ჩემს უახ­ლო­ეს მე­გობ­რებს პარ­ტი­ა­ში, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ბლოკ­ში - „ძალა ერ­თო­ბა­შია“ ვუ­თხრათ, რომ თუ პარ­ტია პარ­ლა­მენ­ტში უნდა შე­ვი­დეს, თქვენ შე­დით და მე გა­რეთ დავ­რჩე­ბი. ეს არ იქ­ნე­ბა არც მო­რა­ლუ­რად, არც პო­ლი­ტი­კუ­რად გა­მარ­თლე­ბუ­ლი. თუკი შევ­ლენ, იქ არც არა­ვინ შევა დრო­ის გა­სა­ტა­რებ­ლად, მერ­წმუ­ნეთ! არც ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს, არც მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს, არც სხვა პარ­ტი­ებს არ სი­ა­მოვ­ნებთ იქ ყოფ­ნა. სა­სი­ა­მოვ­ნო აურა და ატ­მოს­ფე­როც არ არის. ამი­ტომ იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებთ, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ძალ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, არა­თუ ერ­თო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ, ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩამოშლილი
62

ეს მართლა ჩამოშლილა.

გიო
68

ისეთი დონის პოლიტიკოსი როგორიც მელიაა პარლამენტში რომ არ შევიდეს ქვეყნის დაქცევის ტოლფასია ... სასწრაფოდ განმეორებითი აჩევნები ეგებ მერე მაინც შევიდეს თუ კიდევ უარი განაცხადა კიდევ ჩავატაროთ...კიდევ და კიდევ, ეგებ დავითანხმოთ არ გაგვწიროს... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"არავინ იფიქროს, რომ შეიძლება ამნისტიის წინააღმდეგი არ ვიყო, გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე - 20 ივნისი ცხელი უთოა, ვინც ხელს დაადებს, ყველა დაიწვება" - ნიკა მელია

"არავინ იფიქროს, რომ შეიძლება ამნისტიის წინააღმდეგი არ ვიყო, გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე - 20 ივნისი ცხელი უთოა, ვინც ხელს დაადებს, ყველა დაიწვება" - ნიკა მელია

არ იფიქროს არავინ ოლიგარქის სამსახურში, რომ მე შეიძლება არ ვიყო ამნისტიის წინააღმდეგი. გამორიცხულია! გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, „20 ივნისი არ არის ჩვეულებრივი კალენდარული დღე - ცხელი უთოა, ვინც ხელს დაადებს, ყველა დაიწვება“.

„პოლიტიკური ამნისტია რომ გამოეცათ, ამასთან მიმართებაში პრობლემა არავის ექნებოდა. ის სივერაგე, მზაკვრულობა, რაც შეიმუშავეს - ხელმომწერ პარტიებს ერთი უთხრეს და სინამდვილეში მეორე დაახვედრეს, აქ ჩანს ამ ხელისუფლების ხასიათი და ბუნება. მე წინააღმდეგი არ უნდა ვიყო ამ სახის ამნისტიის, წინააღმდეგ შემთხვევაში არ შემეხება. ამაზე არ იფიქროს არავინ ოლიგარქის სამსახურში, რომ მე შეიძლება არ ვიყო წინააღმდეგი. გამორიცხულია! გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე! ხომ არ დაავიწყდათ, რის გამო ვყავდი ციხეში, პარლამენტის შენობიდან გამომაგდეს გარეთ, თამარ ბაღაშვილს გამოვესარჩლე, როგორც დეპუტატი და ასე აღმოვჩნდი სცენაზე რუსთაველის გამზირზე, მერე მოხდა ის, რაც მოხდა. ჩემი პერსონალური თანხმობა სადაც საჭიროა, ახლავე ვეუბნები, რომ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან აკურატულად კოხტად დაახვიოს გრაგნილად და თაროზე შემოდოს. ეს არის წარმოუდგენელი. ყველაფერს გავაკეთებ კოლეგებთან ერთად, თუ იოტისოდენა შანსი არის რომ მეტასტაზირების ეს პროცესი შევაჩეროთ. 20 ივნისი არ არის ჩვეულებრივი კალენდარული დღე - ცხელი უთოა, ვინც ხელს დაადებს ამ ცხელ უთოზე, ყველა დაიწვება. 20 ივნისის დამახინჯება, გადაწერა არავის შეუძლია. მე რასაც შევძლებ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, აუცილებლად გავაკეთებ“, - განაცხადა მელიამ.

რაც შეეხება პარლამენტში შესვლის საკითხს, როგორც მელია აცხადებს, მორალურად და პოლიტიკურად გამართლებული არ იქნება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბლოკში შემავალ პარტიებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლისკენ მოუწოდოს და პარლამენტში თავად არ შევიდეს.

„ამნისტია თუ იქნება იმ სახით მიღებული, რა სახითაც აპირებენ, მე იმ პარლამენტში, სადაც ორჯერ იმუნიტეტი შემიჩერეს, ერთხელ დამიჭირეს, ერთხელ გამომაგდეს, არ არის ტრაგედია და არც დანაკლისი [რომ არ შევიდე]. ამაზე გადაწყვეტილება მისაღები მაქვს მეგობრებთან ერთად. მე პარლამენტში პრაქტიკულად არც ვყოფილვარ, ცოტა ხანს ვიყავი ხოლმე, მერე გამომაგდებდნენ. მაგრამ ვფიქრობ, არაფერი დამიკლია და ჩამოვყალიბდი „ქართული ოცნების“ პროფესიონალ ერთ-ერთ დემონტაჟ პოლიტიკოსად, რომელმაც იცის როგორ იშლება „ქართული ოცნება“. რაღაც წვლილი უკვე შევიტანე და ნახევრად ჩამოშლილები უკვე არიან. ერთი კვირა მაინც დაგვჭირდება, რომ მთელი რიგი მიმართულებებით გადაწყვეტილებები მივიღოთ. მე არც ისე მინდა გამოვჩნდე, რომ ჩემს უახლოეს მეგობრებს პარტიაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკში - „ძალა ერთობაშია“ ვუთხრათ, რომ თუ პარტია პარლამენტში უნდა შევიდეს, თქვენ შედით და მე გარეთ დავრჩები. ეს არ იქნება არც მორალურად, არც პოლიტიკურად გამართლებული. თუკი შევლენ, იქ არც არავინ შევა დროის გასატარებლად, მერწმუნეთ! არც ბადრი ჯაფარიძეს, არც მამუკა ხაზარაძეს, არც სხვა პარტიებს არ სიამოვნებთ იქ ყოფნა. სასიამოვნო აურა და ატმოსფეროც არ არის. ამიტომ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც ხელს შეუწყობს ძალთა გაერთიანებას, არათუ ერთობას“, - განაცხადა მელიამ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

"სადღაც შევხვდებით...  ანგარიშები მაქვს მასთან და აუცილებლად გავარკვევ" - ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"...ამ ტყუილით აწონებდნენ თავს ბიზნესმენებს, აქტივისტებს და ა.შ. ახლა აერიათ მესიჯბოქსი" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე გახარიას გუნდზე?