პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ პარლამენტში შევედი, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება ემოციურად" - ნიკა მელია
"თუ პარლამენტში შევედი, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება ემოციურად" - ნიკა მელია

დღეს ყვე­ლა­ფე­რი კერ­ძო პი­რის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია, რად­გან ბევ­რი ფული აქვს. ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბა არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მარ­თა­ვენ, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დერ­მა, ნიკა მე­ლი­ამ სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, სა­მარ­თალ­დამ­ცავ სის­ტე­მა­ში ხალ­ხი მუ­შა­ობს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე ულ­მო­ბელ მმარ­თველ­საც და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან, ამი­ტომ სის­ტე­მა უნდა შე­იც­ვა­ლოს, რომ არა­ვინ არას­დროს გა­გიჟ­დეს, ძალ­თა ბა­ლან­სი, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა უნდა არ­სე­ბობ­დეს, და და­მო­უ­კი­დე­ბელ შტო­ებს შო­რი­საც უნდა იყოს ბა­ლან­სი.

"გან­სა­კუთ­რე­ბით რო­დის ძლი­ერ­დე­ბი იცით? - როცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხარ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე შენს სი­მარ­თლე­ში, ბრა­ლე­უ­ლო­ბა არა­ფერ­ში მი­გი­ძღვის და ისე ხარ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ გაძ­ლი­ერ­დე? შე­იძ­ლე­ბა გაბ­რაზ­დე, ამას ვა­ღი­ა­რებ, დრო­დად­რო რის­ხვა ჩემ­ში იფეთ­ქებს და ამა­ზე სა­კუ­თარ თავ­თან სა­მუ­შაო მაქვს. გა­მო­ვე­დი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი არა ვარ, ენაც­ვა­ლოს ჩემი თავი, - მო­ვი­ტყუ­ე­ბი! ვი­თარ­დე­ბა მრის­ხა­ნე­ბა, მაგ­რამ კონ­ტრო­ლი არ უნდა დავ­კარ­გო სა­კუ­თარ თავ­ზე, ამა­ზე სა­მუ­შაო მაქვს. ბრა­ზი კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. როცა გინ­და წარ­მა­ტე­ბებს აღ­წევ­დეს ქვე­ყა­ნა, არ უნდა უპა­სუ­ხო უსა­მარ­თლო­ბას უსა­მარ­თლო­ბით, ეს არ არის ად­ვი­ლი - პარ­ლა­მენ­ტში, ვინც არის ახლა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რი­გე­ბი­დან, ორ­ჯერ შე­მი­ჩე­რეს იმუ­ნი­ტე­ტი. ერთხელ გა­მო­მაგ­დეს, ერთხელ და­მი­ჭი­რეს, ამ ხალ­ხის 50% ისევ იქ არის. გაბ­რა­ზე­ბუ­ლი არ ვარ, ვიცი რომ ისი­ნი იქ ბიზ­ნეს­ში არი­ან, ვი­ღა­ცებს ხომ არ უნ­დო­დათ ღი­ლაკ­ზე თი­თის მი­ჭე­რა, თვი­თონ­ვე ამ­ბო­ბენ და ერი­დე­ბათ - ჩვენ მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბის­თვის კი არ მიგ­ვი­ჭე­რია ხელი ღი­ლაკ­ზე, უბ­რა­ლოდ, მი­ვე­ცით პრო­კუ­რა­ტუ­რას შე­საძ­ლებ­ლო­ბა წარ­მო­ე­ბუ­ლი­ყო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე - სი­სუ­ლე­ლეა!

თუ მე პარ­ლა­მენ­ტში შე­ვე­დი, რაც ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არ მაქვს და მე­გობ­რებს უნდა და­ვე­ლა­პა­რა­კო, ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა ემო­ცი­უ­რად. ბე­რია რომ არ­სე­ბობ­დეს, ბე­რი­ას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შიც იქ­ნე­ბოდ­ნენ. არის ასე­თი ხალ­ხი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, შტურ­მით აგ­ვი­ღეს, პარ­ტი­ის ოფის­ში შე­მო­ვიდ­ნენ, ერთი ადა­მი­ა­ნი მეც­ნო, მერე შსს-ში წა­მიყ­ვა­ნეს და იქაც წა­მო­ვი­და და მერე ცი­ხემ­დეც მი­მა­ცი­ლა. ძმა­კა­ცი­ვით იყო ყველ­გან, თა­ვა­ზი­ა­ნად მექ­ცე­ო­და. რუს­თავ­ში მა­გის მან­ქა­ნით მივ­დი­ო­დით, 120-ით. გზა­ში მე­უბ­ნე­ბა - სად ვცხოვ­რობ­თო?! ეს მძი­მე სა­ბან­ძე­თი ხომ უნდა დამ­თავ­რდე­სო. გულ­ში ვი­ფიქ­რე, თუ მარ­თლა ასე გე­ბან­ძე­ბა და არ მოგ­წონს, და­ატ­რი­ა­ლე ახლა ეს მან­ქა­ნა და წა­მიყ­ვა­ნე ისევ ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში, მაგ­რამ რა­ტომ ვყვე­ბი ახლა ამას, ბე­რი­აც ვახ­სე­ნე, უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს მა­ში­ნაც არ მოს­წონ­დათ ბევ­რი რამ, მაგ­რამ ხომ აკე­თებ­დნენ? ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ. იგი­ვეს გა­ა­კე­თე­ბენ ახ­ლაც. სა­მარ­თალ­დამ­ცავ სის­ტე­მა­ში ხალ­ხი მუ­შა­ობს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე ულ­მო­ბელ მმარ­თველ­საც და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან, ამი­ტომ სის­ტე­მა უნდა შე­იც­ვა­ლოს, რომ არა­ვინ არას­დროს გა­გიჟ­დეს, ძალ­თა ბა­ლან­სი უნდა არ­სე­ბობ­დეს, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, პლუ­რა­ლიზ­მი და და­მო­უ­კი­დე­ბელ შტო­ებს შო­რის უნდა იყოს ბა­ლან­სი. დღეს ყვე­ლა­ფე­რი კერ­ძო პი­რის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია, რად­გან ბევ­რი ფული აქვს. ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბა არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მარ­თა­ვენ“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რი პარ­ლა­მენ­ტში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­კად­რო ცვლი­ლე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "კახა კუ­ჭა­ვა ერთი ადა­მი­ა­ნის მსა­ხუ­რე­ბა­შია“.

"მე პერ­სო­ნა­ლუ­რად არა­ვის ვერ­ჩი, თუნ­დაც ბოლო სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ავი­ღოთ. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რედ და­ნიშ­ნეს ბიჭი, კახა კუ­ჭა­ვა, რო­მელ­საც წინა ცხოვ­რე­ბა­ში ვიც­ნობ­დი, სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი მყავ­და, რო­გო­რიც არის ისე­თი იყო. რომ გა­მო­დის და სა­უბ­რობს, მე ვერ ვგრძნობ რომ ის პო­ლი­ტი­კო­სია. მგო­ნია, რომ ვერც ვე­რა­ვინ გრძნობს. პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი, წონა არ აქვს. აქე­დან ჩანს, რომ ის არის იმ ადა­მი­ა­ნის მსა­ხუ­რე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
24

ქართული პილიტიკური მარაზმი, შოუ და ვაკხანალია!

სტალინი
30

ამ პარლამენტს ნაციხრებიღა აკლია, ისედაც ხომ განათლებულები ზიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"თუ პარლამენტში შევედი, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება ემოციურად" - ნიკა მელია

"თუ პარლამენტში შევედი, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება ემოციურად" - ნიკა მელია

დღეს ყველაფერი კერძო პირის დაქვემდებარებაშია, რადგან ბევრი ფული აქვს. ინსტიტუციური მმართველობა არ ხორციელდება და არაპროფესიონალები მართავენ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, სამართალდამცავ სისტემაში ხალხი მუშაობს, რომლებიც ყველაზე ულმობელ მმართველსაც დაექვემდებარებიან, ამიტომ სისტემა უნდა შეიცვალოს, რომ არავინ არასდროს გაგიჟდეს, ძალთა ბალანსი, მრავალფეროვნება უნდა არსებობდეს, და დამოუკიდებელ შტოებს შორისაც უნდა იყოს ბალანსი.

"განსაკუთრებით როდის ძლიერდები იცით? - როცა დარწმუნებული ხარ თავიდან ბოლომდე შენს სიმართლეში, ბრალეულობა არაფერში მიგიძღვის და ისე ხარ, როგორ შეიძლება არ გაძლიერდე? შეიძლება გაბრაზდე, ამას ვაღიარებ, დროდადრო რისხვა ჩემში იფეთქებს და ამაზე საკუთარ თავთან სამუშაო მაქვს. გამოვედი და ბიძინა ივანიშვილზე გაბრაზებული არა ვარ, ენაცვალოს ჩემი თავი, - მოვიტყუები! ვითარდება მრისხანება, მაგრამ კონტროლი არ უნდა დავკარგო საკუთარ თავზე, ამაზე სამუშაო მაქვს. ბრაზი კონტროლს ექვემდებარება. როცა გინდა წარმატებებს აღწევდეს ქვეყანა, არ უნდა უპასუხო უსამართლობას უსამართლობით, ეს არ არის ადვილი - პარლამენტში, ვინც არის ახლა "ქართული ოცნების“ რიგებიდან, ორჯერ შემიჩერეს იმუნიტეტი. ერთხელ გამომაგდეს, ერთხელ დამიჭირეს, ამ ხალხის 50% ისევ იქ არის. გაბრაზებული არ ვარ, ვიცი რომ ისინი იქ ბიზნესში არიან, ვიღაცებს ხომ არ უნდოდათ ღილაკზე თითის მიჭერა, თვითონვე ამბობენ და ერიდებათ - ჩვენ მელიას დაპატიმრებისთვის კი არ მიგვიჭერია ხელი ღილაკზე, უბრალოდ, მივეცით პროკურატურას შესაძლებლობა წარმოებულიყო სისხლის სამართლის საქმე - სისულელეა!

თუ მე პარლამენტში შევედი, რაც ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს და მეგობრებს უნდა დაველაპარაკო, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება ემოციურად. ბერია რომ არსებობდეს, ბერიას დაქვემდებარებაშიც იქნებოდნენ. არის ასეთი ხალხი. წარმოიდგინეთ, შტურმით აგვიღეს, პარტიის ოფისში შემოვიდნენ, ერთი ადამიანი მეცნო, მერე შსს-ში წამიყვანეს და იქაც წამოვიდა და მერე ციხემდეც მიმაცილა. ძმაკაცივით იყო ყველგან, თავაზიანად მექცეოდა. რუსთავში მაგის მანქანით მივდიოდით, 120-ით. გზაში მეუბნება - სად ვცხოვრობთო?! ეს მძიმე საბანძეთი ხომ უნდა დამთავრდესო. გულში ვიფიქრე, თუ მართლა ასე გებანძება და არ მოგწონს, დაატრიალე ახლა ეს მანქანა და წამიყვანე ისევ ცენტრალურ ოფისში, მაგრამ რატომ ვყვები ახლა ამას, ბერიაც ვახსენე, უშიშროების თანამშრომლებს მაშინაც არ მოსწონდათ ბევრი რამ, მაგრამ ხომ აკეთებდნენ? ექვემდებარებოდნენ. იგივეს გააკეთებენ ახლაც. სამართალდამცავ სისტემაში ხალხი მუშაობს, რომლებიც ყველაზე ულმობელ მმართველსაც დაექვემდებარებიან, ამიტომ სისტემა უნდა შეიცვალოს, რომ არავინ არასდროს გაგიჟდეს, ძალთა ბალანსი უნდა არსებობდეს, მრავალფეროვნება, პლურალიზმი და დამოუკიდებელ შტოებს შორის უნდა იყოს ბალანსი. დღეს ყველაფერი კერძო პირის დაქვემდებარებაშია, რადგან ბევრი ფული აქვს. ინსტიტუციური მმართველობა არ ხორციელდება და არაპროფესიონალები მართავენ“, - განაცხადა მელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი პარლამენტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "კახა კუჭავა ერთი ადამიანის მსახურებაშია“.

"მე პერსონალურად არავის ვერჩი, თუნდაც ბოლო საკადრო გადაწყვეტილება ავიღოთ. პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშნეს ბიჭი, კახა კუჭავა, რომელსაც წინა ცხოვრებაში ვიცნობდი, საერთო მეგობარი მყავდა, როგორიც არის ისეთი იყო. რომ გამოდის და საუბრობს, მე ვერ ვგრძნობ რომ ის პოლიტიკოსია. მგონია, რომ ვერც ვერავინ გრძნობს. პოლიტიკური კაპიტალი, წონა არ აქვს. აქედან ჩანს, რომ ის არის იმ ადამიანის მსახურებაში“, - განაცხადა მელიამ.

"მეგრელი კაცი მაინც არ იყოს... სირცხვილი არ არის? ჩანერგილი ხალხი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში" - მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ახლა უფრო ვნახე, რამდენად ბინძურია ეს პოლიტიკა და ნეტა, თავის დროზე მეთქვა უარი" - კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" დატოვოს