ავტორი:

„მე არ მიყვარს სიჩუმე!“ - საინტერესო ფაქტები ელიფ შაფაქის ცხოვრებიდან

„მე არ მიყვარს სიჩუმე!“ - საინტერესო ფაქტები ელიფ შაფაქის ცხოვრებიდან

ელიფ შაფაქი ცნობილი თანამედროვე თურქი მწერალია. მისი წიგნების უმრავლესობა ისტორიული რომანებია, რომლებიც დაკავშირებულია სუფიზმთან (ისლამის შინაგანი, მისტიკურ, ფსიქო-სულიერი განზომილება), ისლამთან, რომელიც ასკეტიზმს და სულიერების ამაღლებას ქადაგებს. შაფაქს არაერთი ლიტერატურული პრიზი აქვს აღებული და მისი წიგნები მრავალ ენაზეა თარგმნილი.

გინდათ, უფრო მეტი გაიგოთ მწერალზე? - წაიკითხეთ 10 საინტერესო ფაქტი მის შესახებ!

  1. ელიფი სტრასბურგში, საფრანგეთში დაიბადა. მამამისი ფილოსოფოსი იყო, დედა - დიპლომატი. მშობლების განქორწინების შემდეგ, ელიფი დედასთან დარჩა. ის ესპანეთსა და იორდანიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი თურქეთში ჩამოვიდა.
  2. მწერლის ნამდვილი გვარია ბილგინი. შაფაქი კი მისი შემოქმედებითი ფსევდონიმია. ეს მისი დედის სახელია, რაც „გარიჟრაჟს“ ნიშნავს.
  3. ელიფმა ანკარის ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა. დაიცვა ფილოსოფიის დისერტაცია, რომელიც გენდერული იდენტურობის პრობლემებს მიუძღვნა. ის ერთი წლის მანძილზე, აშშ-ში ვარჯიშობდა, მოგვიანებით მიიწვიეს როგორც ლექტორი, ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტში.
  4. დღეს ელიფი ლონდონში ცხოვრობს და თურქულ და ინგლისურ ენებზე წერს. თანამშრომლობს აშშ-ს და ევროპულ პრესასთან. ჰყავს ერთი ქალიშვილი.
  5. მწერალი პოლიტიკაშიც ჩართულია. ის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს წევრია.
  6. სხვატა შორის, ელიფი მხოლოდ წიგნების წერით არ შემოიფარგლება. ის ასევე წერს სიმღერებს, როკ-ჯგუფებისთვის, აქვეყნებს ესეებს პოლიტიკის და კულტურის შესახებ.
  7. 2006 წელს რომანის "The Foundling of Istanbul"/ “სტამბოლელი ნაბიჭვარი“ გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც მოხსენიებულია 1915 წელს სომეხთა გენოციდი, რაც თურქეთის კანონმდებლობით დანაშაულია, შაფაქს ბრალი დასდეს ერის შეურაცხყოფაში და მას სამწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. საბედნიეროდ, ბრალდება მოიხსნა მტკიცებულებების არარსებობის გამო.
  8. შაფაქის წიგნებს დიდი წარმატება ხვდათ თურქეთში, მწერალი დაჯილდოვდა დიდი ეროვნული პრიზებით. რომანები თარგმნილი მრავალ ენაზე. 2007 წელს თურქეთის გამომცემელთა კავშირმა მწერალს გადასცა გამოხატვის თავისუფლების პრემია.

ელიფის ყველაზე პოპულარული წიგნებია:

9. შაფაქი - ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერიის წევრია (საფრანგეთი).

10. ელიფ შაფაქი თავისი შემოქმედებითი პროცესის შესახებ ამბობს: ”მე ვწერ ხმაურიან კაფეებში, რესტორნებში, აეროპორტებში, სადგურებში და განსაკუთრებით ხშირად საკონდიტროებში, ახალი ცომეულის სუნის ფონზე. ზოგჯერ სახლში ვწერ. ბედნიერი ვარ, რომ ვწერ იქ, სადაც აღმოვჩნდები, სადაც სიჩუმე არ არის. მე არ მიყვარს სიჩუმე. ”

ბიბლუსი 13 წლისაა - რა სიურპრიზებს სთავაზობს ყველაზე დიდი წიგნების მაღაზია თავის მომხმარებლებს?

ამაოებაა ამაოებათა ის, რაზეც ახლა გულს იხეთქავ, რის გამოც ასე დაზაფრულა შენი გონება, რამაც დაგამძიმა და აგაფორიაქა...

5 შთამბეჭდავი და შთამაგონებელი რამ, რასაც მიშელ ობამაზე გაიგებთ მისი წიგნიდან „როგორ გავხდი ის, რაც ვარ“