მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გა­ფორმ­და შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ა­ში შეს­ვლი­სას ვი­ზის მი­ღე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან ათა­ვი­სუფ­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ა­ში ვი­ზი­ტი­სას გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ორი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის­გან ათა­ვი­სუფ­ლე­ბას.

რო­გორც ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ეს შე­თან­ხმე­ბა ხელს შე­უ­წყობს ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას­თან ტუ­რის­ტუ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას.

ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტის თქმით, კო­ლე­გას­თან შეხ­ვედ­რი­სას ისა­უბ­რა რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე და რუ­სე­თის მხრი­დან ეს­კა­ლა­ცი­ა­ზე.

"სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ვარ, რო­მე­ლიც ეს­ტუმ­რა სკო­პი­ეს და ეს ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია. ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მხო­ლოდ 2 წე­ლი­წადს ით­ვლის, თუმ­ცა ამ მოკ­ლე დრო­ში ვნა­ხეთ, რომ არ­სე­ბობს ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის და გან­მტკი­ცე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა.

მსოფ­ლიო დად­გა უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე პან­დე­მი­ის გამო. უკვე წელ­ზე მე­ტია, რაც მსოფ­ლიო უხი­ლავ მტერს ებ­რძვის. პან­დე­მი­ამ გა­ა­ჩე­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ჩვენ ვი­აზ­რებთ, რომ მხო­ლოდ სო­ლი­და­რო­ბით და თა­ნამ­შრომ­ლო­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ გა­და­იჭ­რას გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სი. სო­ლი­და­რო­ბა ასე­ვე უნდა აი­სა­ხე­ბო­დეს ვაქ­ცი­ნებ­ზე წვდო­ბის კუ­თხით.

სა­ქარ­თვე­ლოს და მა­კე­დო­ნი­ას უამ­რა­ვი რამ აქვს სა­ერ­თო. მათ შო­რის ევ­რო­კავ­შირ­სა და ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის არ­ჩე­უ­ლი გზაა. იმ მიზ­ნით, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ, ჩვენ ვა­ფა­სებთ ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის მზად­ყოფ­ნას, გაგ­ვი­ზი­ა­როს თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა. და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნე­თის ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი ასე­ვე სა­მა­გა­ლი­თოა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

ბა­ტონ პრე­ზი­დენ­ტთან სა­უ­ბა­რი გვქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ოკუ­პა­ცი­ა­ზე, ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ზე, გა­ტა­ცე­ბებ­ზე, ზაზა გა­ხე­ლა­ძის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა­ზე. ასე­ვე ვი­სა­უბ­რეთ ეს­კა­ლა­ცი­ა­სა და და­ძა­ბუ­ლო­ბა­ზე. ასე­ვე გან­ვი­ხი­ლეთ რე­გი­ონ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, ასე­ვე რუ­სე­თის მიერ შავი ზღვი­სა და კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი. აღ­ნიშ­ნულ ეს­კა­ლა­ცი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა არ­სე­ბობს. 14 ივ­ნისს ნატო-ს სა­მი­ტის გზავ­ნი­ლე­ბი უნდა იყოს მკა­ფიო, ეს იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უკ­რა­ი­ნის­თვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც. ეს­კა­ლა­ცი­ა­ზე ერ­თა­დე­რი პა­სუ­ხი არა­კონფრონ­ტა­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა იყოს. ჩემი ვი­ზი­ტის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა.

ხელი მო­ვა­წე­რეთ შე­თან­მხე­ბას, რო­მე­ლიც ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ა­ში შეს­ვლი­სას ვი­ზის მი­ღე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან ათა­ვი­სუფ­ლებს. ეს შე­თან­ხმე­ბა ხელს შე­უ­წყობს ორი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ურ­თი­ერ­თმი­მოს­ვლას, გა­ვაძ­ლი­ე­რებთ ურ­თი­ერ­თო­ბას ტუ­რიზ­მის და ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. დღეს ასე­ვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორმ­და მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი მე­მო­რან­დუ­მი კულ­ტუ­რის სფე­რო­ში, რო­მელ­საც ხელი მო­ა­წე­რეს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრებ­მა. ეს არის ჩვენს ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ახა­ლი ეტა­პის და­წყე­ბის სიმ­ბო­ლო.

შეხ­ვედ­რი­სას ბა­ტონ პრე­ზი­დენტს შევ­თა­ვა­ზე, გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ ჩვე­ნი პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, რათა მო­ვახ­დი­ოთ ჩვე­ნი ხედ­ვე­ბის კონ­სო­ლი­და­ცია გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე, რო­გო­რი­ცაა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, გა­რე­მოს დაც­ვა. პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა უნდა გა­ა­ერ­თი­ა­ნონ ძა­ლის­ხმე­ვა, რათა მსოფ­ლი­ომ მათი ხმის გა­გე­ბა შეძ­ლოს. ვი­სა­უბ­რეთ სა­კი­თხებ­ზე, რო­მე­ლიც ორი­ვე სა­ხელ­მწი­ფოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და გა­აღ­რმა­ვებს ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს, რო­გო­რი­ცაა კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა, ყალ­ბი ახა­ლი ამ­ბე­ბის პრობ­ლე­მა. ვი­სურ­ვებ, რომ ჩვე­ნი ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გაძ­ლი­ერ­დეს ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტის შემ­დეგ და იმე­დი მაქვს, ბა­ტო­ნო პრე­ზიდ­ნენ­ტო, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ჩვენს ქვე­ყა­ნას ეს­ტუმ­რე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
llcl
0

ხვალ სულ სხვა, აყვავებულ ქვეყანაში გავიღვიძებთ

ომარ რავინი
0

ახლა კი ნაღდად ეშველება სოკართველოს. მინიმუმ 200 000 ახალგაზრდა მაკედონიაში სამუშაოდ წლის ბოლომდე! ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა სოკართველოა. არ გენიშნათ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გაფორმდა შეთანხმება, რომელიც მოქალაქეებს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში შესვლისას ვიზის მიღების ვალდებულებისგან ათავისუფლებს.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტისას გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ორი ქვეყნის მოსახლეობას როგორც საქართველოში, ასევე ჩრდილოეთ მაკედონიაში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმისგან ათავისუფლებას.

როგორც ზურაბიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ტურისტული და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, კოლეგასთან შეხვედრისას ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და რუსეთის მხრიდან ესკალაციაზე.

"საქართველოს პირველი პრეზიდენტი ვარ, რომელიც ესტუმრა სკოპიეს და ეს ჩემთვის დიდი პატივია. ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ 2 წელიწადს ითვლის, თუმცა ამ მოკლე დროში ვნახეთ, რომ არსებობს ურთიერთობის გაღრმავების და განმტკიცების საჭიროება.

მსოფლიო დადგა უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე პანდემიის გამო. უკვე წელზე მეტია, რაც მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის. პანდემიამ გააჩერა საერთაშორისო ურთიერთობები. ჩვენ ვიაზრებთ, რომ მხოლოდ სოლიდარობით და თანამშრომლობით არის შესაძლებელი, რომ გადაიჭრას გლობალური კრიზისი. სოლიდარობა ასევე უნდა აისახებოდეს ვაქცინებზე წვდობის კუთხით.

საქართველოს და მაკედონიას უამრავი რამ აქვს საერთო. მათ შორის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის არჩეული გზაა. იმ მიზნით, რომ ამ მიმართულებით წარმატებას მივაღწიოთ, ჩვენ ვაფასებთ ჩრდილოეთ მაკედონიის მზადყოფნას, გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება. დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ასევე სამაგალითოა საქართველოსთვის.

ბატონ პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოკუპაციაზე, ბორდერიზაციის პროცესზე, გატაცებებზე, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებაზე. ასევე ვისაუბრეთ ესკალაციასა და დაძაბულობაზე. ასევე განვიხილეთ რეგიონსა და უკრაინაში არსებული სიტუაცია, ასევე რუსეთის მიერ შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში მილიტარიზაციის პროცესი. აღნიშნულ ესკალაციაზე რეაგირების ერთადერთი გზა არსებობს. 14 ივნისს ნატო-ს სამიტის გზავნილები უნდა იყოს მკაფიო, ეს იქნება მნიშვნელოვანი უკრაინისთვისა და საქართველოსთვისაც. ესკალაციაზე ერთადერი პასუხი არაკონფრონტაციული ნაბიჯები უნდა იყოს. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება.

ხელი მოვაწერეთ შეთანმხებას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში შესვლისას ვიზის მიღების ვალდებულებისგან ათავისუფლებს. ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლას, გავაძლიერებთ ურთიერთობას ტურიზმის და ეკონომიკის მიმართულებით. დღეს ასევე ოფიციალურად გაფორმდა მნიშნელოვანი მემორანდუმი კულტურის სფეროში, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის კულტურის მინისტრებმა. ეს არის ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყების სიმბოლო.

შეხვედრისას ბატონ პრეზიდენტს შევთავაზე, გავაერთიანოთ ჩვენი პატარა სახელმწიფოები, რათა მოვახდიოთ ჩვენი ხედვების კონსოლიდაცია გლობალური გამოწვევების წინაშე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, გარემოს დაცვა. პატარა სახელმწიფოებმა უნდა გააერთიანონ ძალისხმევა, რათა მსოფლიომ მათი ხმის გაგება შეძლოს. ვისაუბრეთ საკითხებზე, რომელიც ორივე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია და გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ყალბი ახალი ამბების პრობლემა. ვისურვებ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები გაძლიერდეს ჩვენი პირველი ვიზიტის შემდეგ და იმედი მაქვს, ბატონო პრეზიდნენტო, უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანას ესტუმრებით“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ჩვენი ხელწერა არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება... "ქართული ოცნება" უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა და ის დამაჯერებლად გაიმარჯვებს" - პრემიერი

"ყველა, ვინც 5 ივლისს გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ხვალინდელ დღეს - ეს დასჯადი ქმედებაა და სამარცხვინოა" - კალაძე მედიის წარმომადგენლებს

ბადრი ჯაფარიძე ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერობის კანდიდატად ხაზარაძისა და გიორგი ვაშაძის კანდიდატურებზე მსჯელობას არ გამორიცხავს