მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მალე შესაძლოა, მელინდა გეითსი მსოფლიოს უმდიდრესი ქალი გახდეს - მან სასამართლოს ბილ გეითსთან ქონების თანაბრად განაწილებისთვის მიმართა
მალე შესაძლოა, მელინდა გეითსი მსოფლიოს უმდიდრესი ქალი გახდეს - მან სასამართლოს ბილ გეითსთან ქონების თანაბრად განაწილებისთვის მიმართა

მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი წყვი­ლი - ბილ და მე­ლინ­და გე­ით­სე­ბი ერ­თმა­ნეთს შორ­დე­ბი­ან. 27-წლი­ა­ნი, ერთი შე­ხედ­ვით ჰარ­მო­ნი­უ­ლი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა დას­რულ­და, ახლა კი ქო­ნე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რა იწყე­ბა.

ამ დრო­ის­თვის ბილ გე­ით­სი მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რეს ადა­მი­ა­ნებს შო­რის მე­ო­თხე ად­გილს იკა­ვებს და ფორბსის მი­ხედ­ვით, მისი ქო­ნე­ბა 146 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია. რო­გორც The Wall Street Journal წერს, მე­ლინ­და გე­ითსმა უკვე მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს ქო­ნე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე.

წყვილ­მა ქო­ნე­ბა თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში შექ­მნა, ამი­ტო­მაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ისი­ნი მი­ლი­არ­დებს თა­ნაბ­რად გა­ი­ნა­წი­ლე­ბენ. იუ­რის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, მე­ლინ­დამ ქო­ნე­ბის 50% უნდა მი­ი­ღოს. ამი­ტო­მაც ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მალე მე­ლინ­და გე­ით­სი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქალი გახ­დე­ბა.

ცნო­ბის­თვის, გე­ით­სებ­მა და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლეს.

“ბევ­რი ფიქ­რი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ბევ­რი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ და­ვას­რუ­ლოთ ქორ­წი­ნე­ბა, 27 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ სამი სა­ო­ცა­რი შვი­ლი გავ­ზარ­დეთ და და­ვა­ფუძ­ნეთ ფონ­დი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს იმის­თვის, რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დეთ ჯან­სა­ღი და პრო­დუქ­ტი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ჩვენ ამ მი­სი­ა­ში გა­ვაგ­რძე­ლებთ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით დგო­მას და გა­ვაგ­რძე­ლებთ ერ­თად მუ­შა­ო­ბას ფონდში, მაგ­რამ აღარ გვჯე­რა, რომ ერ­თად, რო­გორც წყვილს, შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­თა­რე­ბა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ეტაპ­ზე. ვი­თხოვთ პი­რად სივ­რცეს, სა­ნამ ახალ ცხოვ­რე­ბას და­ვი­წყებთ“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ბილ და მე­ლინ­და გე­ით­სებ­მა ერ­თმა­ნე­თი 1980-იან წლებ­ში გა­იც­ნეს, მა­შინ, რო­დე­საც მე­ლინ­და ბილს "მა­იკ­რო­სოფ­ტის“ ფირ­მა­ში შე­უ­ერ­თდა. მი­ლი­არ­დერ­თა წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს.

აქვთ სა­ერ­თო ფონ­დი, რო­მე­ლიც მი­ლი­ო­ნებს ხარ­ჯავს სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის გზე­ბის სა­პოვ­ნე­ლად და ვაქ­ცი­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­სა­წყო­ბად.

ბილ გე­ით­სი ახლა 65 წლი­საა, ხოლო მე­ლინ­და - 56-ის, ის "მა­იკ­რო­სოფტს" 1987 წელს შე­უ­ერ­თდა. მალე კი ბილ­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო. "ჩვენ ვზრუ­ნავ­დით ერ­თმა­ნეთ­ზე და არ­სე­ბობ­და მხო­ლოდ ორი შე­საძ­ლებ­ლო­ბა - ან დავ­შორ­დე­ბო­დით, ან დავ­ქორ­წინ­დე­ბო­დით“, - ამ­ბობს ბილ გე­ით­სი "ნე­ტფ­ლიქ­სის“ დო­კუ­მენ­ტურ ფილმში. წყვი­ლი 1994 წელს და­ქორ­წინ­და.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაზანოვა
1

73 მილიარდის პონტში, მაააგარი გოგოა!

llcl
5

ისე და კარგი იქნება მელინდას ცოლად მოყვანა, ცოტა ბევრი არყის დალევა კი მომიწევს, მაგრამ სადაც თვით საფრანგეთის პრეზიდენტი წვალობს უფულო ბებიასთან ჩემი მელინდასთან ყოფნით რა დაშავდება)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

მალე შესაძლოა, მელინდა გეითსი მსოფლიოს უმდიდრესი ქალი გახდეს - მან სასამართლოს ბილ გეითსთან ქონების თანაბრად განაწილებისთვის მიმართა

მალე შესაძლოა, მელინდა გეითსი მსოფლიოს უმდიდრესი ქალი გახდეს - მან სასამართლოს ბილ გეითსთან ქონების თანაბრად განაწილებისთვის მიმართა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წყვილი - ბილ და მელინდა გეითსები ერთმანეთს შორდებიან. 27-წლიანი, ერთი შეხედვით ჰარმონიული თანაცხოვრება დასრულდა, ახლა კი ქონების განაწილების პროცედურა იწყება.

ამ დროისთვის ბილ გეითსი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს და ფორბსის მიხედვით, მისი ქონება 146 მილიარდი დოლარია. როგორც The Wall Street Journal წერს, მელინდა გეითსმა უკვე მიმართა სასამართლოს ქონების გადანაწილების თაობაზე.

წყვილმა ქონება თანაცხოვრების პერიოდში შექმნა, ამიტომაც მოსალოდნელია, რომ ისინი მილიარდებს თანაბრად გაინაწილებენ. იურისტების შეფასებით, მელინდამ ქონების 50% უნდა მიიღოს. ამიტომაც ვარაუდობენ, რომ მალე მელინდა გეითსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი გახდება.

ცნობისთვის, გეითსებმა დაშორების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

“ბევრი ფიქრისა და ურთიერთობაზე ბევრი მუშაობის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავასრულოთ ქორწინება, 27 წლის განმავლობაში ჩვენ სამი საოცარი შვილი გავზარდეთ და დავაფუძნეთ ფონდი, რომელიც მუშაობს იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანებს ჰქონდეთ ჯანსაღი და პროდუქტიული ცხოვრების შესაძლებლობა.

ჩვენ ამ მისიაში გავაგრძელებთ ერთმანეთის გვერდით დგომას და გავაგრძელებთ ერთად მუშაობას ფონდში, მაგრამ აღარ გვჯერა, რომ ერთად, როგორც წყვილს, შეგვიძლია განვითარება ჩვენი ცხოვრების შემდეგ ეტაპზე. ვითხოვთ პირად სივრცეს, სანამ ახალ ცხოვრებას დავიწყებთ“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბილ და მელინდა გეითსებმა ერთმანეთი 1980-იან წლებში გაიცნეს, მაშინ, როდესაც მელინდა ბილს "მაიკროსოფტის“ ფირმაში შეუერთდა. მილიარდერთა წყვილს სამი შვილი ჰყავს.

აქვთ საერთო ფონდი, რომელიც მილიონებს ხარჯავს სხვადასხვა ინფექციური დაავადებების მკურნალობის გზების საპოვნელად და ვაქცინების განვითარების ხელშესაწყობად.

ბილ გეითსი ახლა 65 წლისაა, ხოლო მელინდა - 56-ის, ის "მაიკროსოფტს" 1987 წელს შეუერთდა. მალე კი ბილთან სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო. "ჩვენ ვზრუნავდით ერთმანეთზე და არსებობდა მხოლოდ ორი შესაძლებლობა - ან დავშორდებოდით, ან დავქორწინდებოდით“, - ამბობს ბილ გეითსი "ნეტფლიქსის“ დოკუმენტურ ფილმში. წყვილი 1994 წელს დაქორწინდა.

"მინდა ყოველდღიურად 10 თქვენგანი დავხოცო, სამყაროში ცოცხალი არავინ უნდა დარჩეს" - ვინ არის თავდამსხმელი, რომელაც ყაზანის სკოლაში მასობრივი მკვლელობა მოაწყო

კორონავირუსის პრევენცია ძროხის ფეკალიებით - ინდოეთში ვირუსს უჩვეულო მეთოდით ებრძვიან: რას აცხადებენ ექიმები

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თხები, რომლებსაც კრიპტოვალუტის სახელები ჰქვიათ - მარკ ცუკერბერგმა საზოგადოებას მაქსი და ბიტკოინი გააცნო