მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კობახიძე კალაძეს ვერ იტანს, იმედი ჰქონდა, რომ მას ღარიბაშვილის ხელით ჩამოიცილებდა, მაგრამ..." - რა ხდება "ქართულ ოცნებაში"?
"კობახიძე კალაძეს ვერ იტანს, იმედი ჰქონდა, რომ მას ღარიბაშვილის ხელით ჩამოიცილებდა, მაგრამ..." - რა ხდება "ქართულ ოცნებაში"?

რო­გორც ამ­ბო­ბენ, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კა­ში მობ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ახა­ლი თავ­სა­ტე­ხი ლე­ვან ვა­სა­ძის სა­ხით გა­მო­უჩ­ნდა. ულტრა­კონ­სერ­ვა­ტუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ბიზ­ნეს­მენ­მა 6 მა­ისს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა “ერ­თო­ბა, რა­ო­ბა, იმე­დი” და­ა­ფუძნა. რო­გორც ჩანს, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის­თვის ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო. არის მით­ქმა-მოთ­ქმა და ეჭვი, რომ ვა­სა­ძე კრემ­ლმა გა­ა­აქ­ტი­უ­რა და არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლაც შეკ­რას. კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ვის მხრივ, გი­ორ­გი გა­ხა­რია პარ­ტი­ის პრე­ზენ­ტა­ცი­ას თვის ბო­ლოს აპი­რებს და არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ამ დღეს უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან მას­თან გა­და­ბარ­გე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი კი­დევ ვი­ხი­ლოთ. მით­ქმა-მოთ­ქმა არ წყდე­ბა იმა­ზეც, რომ "ოც­ნე­ბა­ში“ ლი­დე­რე­ბი ვერ თან­ხმდე­ბი­ან და მათ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა ღრმავ­დე­ბა. სან­დო წყა­როს თქმით, ლი­დე­რე­ბი ღიად ერ­თმა­ნეთს ვერც უპი­რის­პირ­დე­ბი­ან და ვერც წი­რა­ვენ, "რად­გან თო­კის გა­დაჭ­რას შე­საძ­ლოა ყვე­ლას ჩა­ყო­ლა-და­ღუპ­ვა მოჰ­ყვეს“.

"დიდი ალ­ბა­თო­ბით, ივ­ნის­ში "ოც­ნე­ბის“ ყრი­ლო­ბა ჩა­ტარ­დე­ბა და კო­ბა­ხი­ძე პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტს და­ტო­ვებს, მის შე­ფო­ბას კი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ითა­ვებს. კო­ბა­ხი­ძეს დე­პუ­ტა­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა თით­ქმის და­კარ­გუ­ლი აქვს. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სულ მალე რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი გა­ხა­რი­ას­თან გა­და­ბარ­გე­ბას აპი­რებს. გა­ხა­რია თვის ბო­ლოს აფუძ­ნებს პარ­ტი­ას და "ოც­ნე­ბა“ მა­ნამ­დე ეც­დე­ბა და­პი­რე­ბე­ბით "სა­ეჭ­ვო“ დე­პუ­ტა­ტე­ბის გად­მო­ბი­რე­ბას. გა­ხა­რია ჯერ იც­დის, პრო­ცე­სებს აკ­ვირ­დე­ბა. ვა­სა­ძის გა­მო­ჩე­ნას არც ეგ ელო­და“, - გვე­უბ­ნე­ბა წყა­რო.

კვა­ლავ იქ­ნე­ბა თუ არა თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი კახი კა­ლა­ძე, ესეც გა­ურ­კვე­ვე­ლია, თუმ­ცა "ოც­ნე­ბის" შიგ­ნით ლა­პა­რა­კო­ბენ იმ და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც თით­ქოს მერს ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და კო­ბა­ხი­ძეს­თან აქვს.

"კო­ბა­ხი­ძე კა­ლა­ძეს ვერ იტანს და იმე­დი ჰქონ­და, რომ მას ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხე­ლით ჩა­მო­ი­ცი­ლებ­და. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ღიად ერი­დე­ბა კო­ბა­ხი­ძეს­თან ომს, თუმ­ცა მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია. კა­ლა­ძის წას­ვლა ყვე­ლას უნდა, მაგ­რამ თან არა, ვი­ნა­ი­დან ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ძა­ლაა და მისი მო­შო­რე­ბა არაა მარ­ტი­ვი საქ­მე. კახი რომც გა­ვი­დეს გუნ­დი­დან, მას ელექ­ტო­რა­ტის საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გაჰ­ყვე­ბა, რა­საც კო­ბა­ხი­ძე­ზე ვერ ვი­ტყვით. ის და მდი­ნა­რა­ძე რომც გა­უშ­ვან და ოხა­ნაშ­ვი­ლიც ზედ მი­ა­ყო­ლონ, "ოც­ნე­ბას“ ამით არა­ფე­რი და­აკ­ლდე­ბა.

კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, "ოც­ნე­ბას“ 43% ექ­ნე­ბა და მე ვი­ღებ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სო, მაგ­რამ ვერ მი­ი­ღებს - იქით გა­ხა­რია, აქეთ ვა­სა­ძე წა­არ­თმევს ელექ­ტო­რატს. ახლა ის მო­მენ­ტია, როცა ყვე­ლა ერ­თმა­ნეთ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ღიად რომ და­ე­ჯა­ხონ, შე­იძ­ლე­ბა გა­დაჭ­რი­ლი თო­კის ეფექ­ტი იყოს და ყვე­ლა და­ი­ღუ­პოს. სუს-ის ფაქ­ტო­რიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ­ლის სიმ­პა­თი­აც ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­კენ იხ­რე­ბა. ლი­ლუ­აშ­ვილს და გო­მე­ლა­ურს გულ­ზე არც კო­ბა­ხი­ძე ეხა­ტე­ბათ და არც კა­ლა­ძე“.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" კახა კა­ლა­ძის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობს ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლიც და აღ­ნიშ­ნავს, რომ თუ კა­ლა­ძე დარ­ჩა ამ პარ­ტი­ში, მა­შინ მას თბი­ლი­სის მე­რო­ბა­ზე მეტი ამ­ბი­ცია ექ­ნე­ბა.

პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ლი­დე­რე­ბის და­კარ­გულ თუ შე­ძე­ნილ შან­სებ­ზე ambebi.ge-ს პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე ესა­უბ­რა:

"ლე­ვან ვა­სა­ძის გა­მო­ჩე­ნა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა. ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რი იყო, რომ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ის აუ­ცი­ლებ­ლად შე­მო­ვი­დო­და პო­ლი­ტი­კა­ში და ასეც მოხ­და - ისე­თი დრო შე­არ­ჩია, როცა ელექ­ტო­რა­ტის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლია, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი ას­პა­რე­ზი და­ტო­ვა ივა­ნიშ­ვილ­მა და მე­სა­მე ძალა ისევ მო­თხოვ­ნად დარ­ჩა".

პო­ლი­ტო­ლო­გი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მიერ დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზეც ლა­პა­რა­კობს:

"რაც შე­ე­ხე­ბა გა­ხა­რი­ას, მას აქვს თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი. შე­საძ­ლოა მას­თან გა­და­ბარ­გდნენ, მაგ­რამ ისაა სა­ინ­ტე­რე­სო, ეს დე­პუ­ტა­ტე­ბის რა კა­ტე­გო­რი­აა. მე­ო­რე - გა­ხა­რი­ას ექ­ნე­ბა ფრაქ­ცია, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, მისი შეც­დო­მა სწო­რედ ის იყო, რომ პარ­ტი­ის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე ფრაქ­ცია შექ­მნა. ეს ფრაქ­ცია არც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და ამან გა­ხა­რი­ას მი­მართ ირო­ნია უფრო გა­მო­იწ­ვია, ვიდ­რე პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა. პო­ლი­ტი­კა­ში მე­სა­მე ძა­ლის პრე­ტენ­ზია თუ გაქვს, ჯერ პარ­ტი­ის პრე­ზენ­ტა­ცია უნდა გა­ა­კე­თო, მერე ფრაქ­ცია შექ­მნა, მერე გა­და­ვი­დოდ­ნენ დე­პუ­ტა­ტე­ბი და ეს გა­ა­ჩენ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­ცდას, რომ გა­ხა­რია ძლი­ერ­დე­ბა.

კი­თხვა­ზე, მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა "ოც­ნე­ბამ“ უმ­რავ­ლე­სო­ბა და­კარ­გოს და აი­ღებს თუ არა 43%-ს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში, რაც ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის გან­მსა­ზღვრე­ლი იქ­ნე­ბა, ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე ამ­ბობს, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია:

"არ გა­მოვ­რი­ცხავ ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­საც, მაგ­რამ არ მაქვს იმის მო­ლო­დი­ნი, რომ ეს აუ­ცი­ლებ­ლად ასე იქ­ნე­ბა. ხვალ რომ ტარ­დე­ბო­დეს არ­ჩევ­ნე­ბი, "ოც­ნე­ბა“43%-ს აი­ღებს, მაგ­რამ არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა 6 თვის შემ­დეგ. ისეც მე­ეჭ­ვე­ბა, "ოც­ნე­ბამ“ და­კარ­გოს უმ­რავ­ლე­სო­ბა, ვი­ნა­ი­დან ასე­თი პრაქ­ტი­კა ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ყო­ფი­ლა, რო­მე­ლი­მე მმარ­თველ ძა­ლას უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ე­კარ­გოს პარ­ლა­მენ­ტში. ისი­ნი, ვინც და­ვუშ­ვათ, გა­ხა­რი­ას­თან გა­დავ­ლენ, მათ რა მო­ლო­დი­ნე­ბი აქვთ? ისი­ნი დღეს კარ­გა­ვენ გავ­ლე­ნას იმ იმე­დით, რომ 24-ში ისევ მო­ი­პო­ვე­ბენ? არ ვიცი, გუნ­დის შიგ­ნით რა და­პი­რის­პი­რე­ბა და რა გა­და­ნა­წი­ლე­ბე­ბია, ერთი რამ შე­მიძ­ლია ვთქვა - ივა­ნიშ­ვილს თუ უნ­დო­და, ღა­რი­ბაშ­ვილს და­ნიშ­ნავ­და პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ და არა - კო­ბა­ხი­ძეს. დღეს რა, ივა­ნიშ­ვილს სა­ერ­თოდ აღარ ახ­სოვს, რომ ასე­თი პარ­ტია არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში? შე­იძ­ლე­ბა ის ყო­ველ­დღი­ურ პრო­ცე­სებ­ში არ ერე­ვა, მაგ­რამ სა­ერ­თოდ მო­წყდა პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას? მე რო­გორც მახ­სოვს, იყო ჭო­რე­ბი, კო­ბა­ხი­ძის პრე­მი­ე­რო­ბის სურ­ვილ­ზე, რო­დე­საც საქ­მე­ში ჩა­ე­რია ივა­ნიშ­ვი­ლი და თქვა, - არა. ასე რომ, დღეს კი­დევ ერთი კა­ცია, რო­მელ­საც სი­ტყვა ეთ­ქმის "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“, მაგ­რამ ის რას იტყვის, ჯერ არ ვი­ცით. კუ­ლუ­ა­რუ­ლი თა­მა­შე­ბი არ ვიცი, მაგ­რამ იმას ვერ ვხე­დავ, რომ კო­ბა­ხი­ძემ გავ­ლე­ნა და­კარ­გა“.

მკითხველის კომენტარები / 94 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
179

სისულელეა ეს ყველაფერი ქართული ოცნება არის ყვეელაზე ეროვნული და ერთმანეთზე თავდავიწყებით შეყვარებული პოლიტ პარტია

Morali
12

Amoxvedit ukve kisershi daabechevet xalxi ukan daxiet qveyana tqve muqtaxorebo 9celia tanjavt qveyanas tqvenc mogicilebt male da tu goniat ro xalxi sulelia cdebit mase egona mishas mudam iqneboda, magram yvelaze didi problema isaa ro aravin ar chans iseti rom am qveyanas chaobidan a moiyvans samcuxarod, memgoni ruseti dagvitrevs uomod nametani bevri moxalatea qveyanashi da sul ase yofila odidganve xmertis imedad vart 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"კობახიძე კალაძეს ვერ იტანს, იმედი ჰქონდა, რომ მას ღარიბაშვილის ხელით ჩამოიცილებდა, მაგრამ..." - რა ხდება "ქართულ ოცნებაში"?

"კობახიძე კალაძეს ვერ იტანს, იმედი ჰქონდა, რომ მას ღარიბაშვილის ხელით ჩამოიცილებდა, მაგრამ..." - რა ხდება "ქართულ ოცნებაში"?

როგორც ამბობენ, გიორგი გახარიას პოლიტიკაში მობრუნების შემდეგ, "ქართულ ოცნებას" ახალი თავსატეხი ლევან ვასაძის სახით გამოუჩნდა. ულტრაკონსერვატული შეხედულებების მქონე ბიზნესმენმა 6 მაისს საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი” დააფუძნა. როგორც ჩანს, ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ეს მოულოდნელობა იყო. არის მითქმა-მოთქმა და ეჭვი, რომ ვასაძე კრემლმა გაააქტიურა და არ გამორიცხავენ, სერიოზული პრორუსული ძალაც შეკრას. კულუარული ინფორმაციით, თავის მხრივ, გიორგი გახარია პარტიის პრეზენტაციას თვის ბოლოს აპირებს და არ გამორიცხავენ, რომ ამ დღეს უმრავლესობიდან მასთან გადაბარგებული რამდენიმე დეპუტატი კიდევ ვიხილოთ. მითქმა-მოთქმა არ წყდება იმაზეც, რომ "ოცნებაში“ ლიდერები ვერ თანხმდებიან და მათ შორის დაპირისპირება ღრმავდება. სანდო წყაროს თქმით, ლიდერები ღიად ერთმანეთს ვერც უპირისპირდებიან და ვერც წირავენ, "რადგან თოკის გადაჭრას შესაძლოა ყველას ჩაყოლა-დაღუპვა მოჰყვეს“.

"დიდი ალბათობით, ივნისში "ოცნების“ ყრილობა ჩატარდება და კობახიძე პარტიის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს, მის შეფობას კი ღარიბაშვილი ითავებს. კობახიძეს დეპუტატების მხარდაჭერა თითქმის დაკარგული აქვს. ჩემი ინფორმაციით, სულ მალე რამდენიმე დეპუტატი გახარიასთან გადაბარგებას აპირებს. გახარია თვის ბოლოს აფუძნებს პარტიას და "ოცნება“ მანამდე ეცდება დაპირებებით "საეჭვო“ დეპუტატების გადმობირებას. გახარია ჯერ იცდის, პროცესებს აკვირდება. ვასაძის გამოჩენას არც ეგ ელოდა“, - გვეუბნება წყარო.

კვალავ იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე, ესეც გაურკვეველია, თუმცა "ოცნების" შიგნით ლაპარაკობენ იმ დაპირისპირების შესახებ, რომელიც თითქოს მერს ღარიბაშვილსა და კობახიძესთან აქვს.

"კობახიძე კალაძეს ვერ იტანს და იმედი ჰქონდა, რომ მას ღარიბაშვილის ხელით ჩამოიცილებდა. ღარიბაშვილი ღიად ერიდება კობახიძესთან ომს, თუმცა მათი დამოკიდებულების შესახებ ყველასთვის ცნობილია. კალაძის წასვლა ყველას უნდა, მაგრამ თან არა, ვინაიდან ანგარიშგასაწევი ძალაა და მისი მოშორება არაა მარტივი საქმე. კახი რომც გავიდეს გუნდიდან, მას ელექტორატის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი გაჰყვება, რასაც კობახიძეზე ვერ ვიტყვით. ის და მდინარაძე რომც გაუშვან და ოხანაშვილიც ზედ მიაყოლონ, "ოცნებას“ ამით არაფერი დააკლდება.

კობახიძე ამბობს, "ოცნებას“ 43% ექნება და მე ვიღებ ყველაფერზე პასუხისმგებლობასო, მაგრამ ვერ მიიღებს - იქით გახარია, აქეთ ვასაძე წაართმევს ელექტორატს. ახლა ის მომენტია, როცა ყველა ერთმანეთზეა დამოკიდებული, ღიად რომ დაეჯახონ, შეიძლება გადაჭრილი თოკის ეფექტი იყოს და ყველა დაიღუპოს. სუს-ის ფაქტორიც მნიშვნელოვანია, რომლის სიმპათიაც ღარიბაშვილისკენ იხრება. ლილუაშვილს და გომელაურს გულზე არც კობახიძე ეხატებათ და არც კალაძე“.

"ქართული ოცნებისთვის" კახა კალაძის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს ექსპერტი გია ხუხაშვილიც და აღნიშნავს, რომ თუ კალაძე დარჩა ამ პარტიში, მაშინ მას თბილისის მერობაზე მეტი ამბიცია ექნება.

პოლიტიკური მოვლენების სავარაუდო განვითარებაზე და ლიდერების დაკარგულ თუ შეძენილ შანსებზე ambebi.ge-ს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა:

"ლევან ვასაძის გამოჩენა მოულოდნელი არ ყოფილა. ადვილი მისახვედრი იყო, რომ გარკვეული დროის შემდეგ ის აუცილებლად შემოვიდოდა პოლიტიკაში და ასეც მოხდა - ისეთი დრო შეარჩია, როცა ელექტორატის გარკვეული ნაწილი თავისუფალია, როდესაც პოლიტიკური ასპარეზი დატოვა ივანიშვილმა და მესამე ძალა ისევ მოთხოვნად დარჩა".

პოლიტოლოგი გიორგი გახარიას მიერ დაშვებულ შეცდომებზეც ლაპარაკობს:

"რაც შეეხება გახარიას, მას აქვს თავისი პოლიტიკური კაპიტალი. შესაძლოა მასთან გადაბარგდნენ, მაგრამ ისაა საინტერესო, ეს დეპუტატების რა კატეგორიაა. მეორე - გახარიას ექნება ფრაქცია, მაგრამ ჩემი აზრით, მისი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ პარტიის გამოცხადებამდე ფრაქცია შექმნა. ეს ფრაქცია არც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამან გახარიას მიმართ ირონია უფრო გამოიწვია, ვიდრე პოზიტიური შეფასება. პოლიტიკაში მესამე ძალის პრეტენზია თუ გაქვს, ჯერ პარტიის პრეზენტაცია უნდა გააკეთო, მერე ფრაქცია შექმნა, მერე გადავიდოდნენ დეპუტატები და ეს გააჩენდა საზოგადოებაში განცდას, რომ გახარია ძლიერდება.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა "ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგოს და აიღებს თუ არა 43%-ს თვითმმართველობის არჩევნებში, რაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნის განმსაზღვრელი იქნება, ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია:

"არ გამოვრიცხავ ვადამდელ არჩევნებსაც, მაგრამ არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს აუცილებლად ასე იქნება. ხვალ რომ ტარდებოდეს არჩევნები, "ოცნება“43%-ს აიღებს, მაგრამ არ ვიცი, რა იქნება 6 თვის შემდეგ. ისეც მეეჭვება, "ოცნებამ“ დაკარგოს უმრავლესობა, ვინაიდან ასეთი პრაქტიკა ჯერ საქართველოში არ ყოფილა, რომელიმე მმართველ ძალას უმრავლესობა დაეკარგოს პარლამენტში. ისინი, ვინც დავუშვათ, გახარიასთან გადავლენ, მათ რა მოლოდინები აქვთ? ისინი დღეს კარგავენ გავლენას იმ იმედით, რომ 24-ში ისევ მოიპოვებენ? არ ვიცი, გუნდის შიგნით რა დაპირისპირება და რა გადანაწილებებია, ერთი რამ შემიძლია ვთქვა - ივანიშვილს თუ უნდოდა, ღარიბაშვილს დანიშნავდა პარტიის თავმჯდომარედ და არა - კობახიძეს. დღეს რა, ივანიშვილს საერთოდ აღარ ახსოვს, რომ ასეთი პარტია არსებობს საქართველოში? შეიძლება ის ყოველდღიურ პროცესებში არ ერევა, მაგრამ საერთოდ მოწყდა პოლიტიკურ ცხოვრებას? მე როგორც მახსოვს, იყო ჭორები, კობახიძის პრემიერობის სურვილზე, როდესაც საქმეში ჩაერია ივანიშვილი და თქვა, - არა. ასე რომ, დღეს კიდევ ერთი კაცია, რომელსაც სიტყვა ეთქმის "ქართულ ოცნებაში“, მაგრამ ის რას იტყვის, ჯერ არ ვიცით. კულუარული თამაშები არ ვიცი, მაგრამ იმას ვერ ვხედავ, რომ კობახიძემ გავლენა დაკარგა“.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ვინმემ ითხოვა ეს დოკუმენტი და არ მისცეს?" - როგორ პასუხობს მიხეილ სარჯველაძე ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციას და რას ამბობს დოკუმენტის შინაარსზე?

ცნობილია, როდის და სად გაიმართება გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია