მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიას სტუმრობს - რა არის შეხვედრის მიზანი და რა საკითხებზე იმსჯელებს ის უცხოელ კოლეგასთან
საქართველოს პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიას სტუმრობს - რა არის შეხვედრის მიზანი და რა საკითხებზე იმსჯელებს ის უცხოელ კოლეგასთან

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი დღეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას ეწ­ვია.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან: პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი ნა­თია სუ­ლა­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას­თან მე­გობ­რო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი გივი მი­ქა­ნა­ძე, კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ვახ­ტანგ მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ა­ში თა­მარ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­კი­თხებ­ში კონ­სტან­ტი­ნე ნაც­ვლიშ­ვი­ლი და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ევ­რო­პის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი ნინო ბა­რა­თაშ­ვი­ლი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, და­გეგ­მი­ლია შეხ­ვედ­რე­ბი ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან: პრე­ზი­დენტ სტე­ვო პენ­და­როვ­სკის­თან, ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენტ ტა­ლატ ჯა­ფე­რის­თან და ვი­ცეპ­რე­მი­ერ არ­ტან გრუ­ბის­თან.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის დახ­ვედ­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ, რო­მე­ლიც "ვილა ვოდ­ნოს“ პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში გა­ი­მარ­თე­ბა, და­გეგ­მი­ლია ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტთან პი­რის­პირ და გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით შეხ­ვედ­რე­ბი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, ხელი მო­ე­წე­რე­ბა ორ დო­კუ­მენტს - შე­თან­ხმე­ბას "სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბებს შო­რის ვი­ზის მი­ღე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ და მე­მო­რან­დუმს „ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის რეს­პუბ­ლი­კას­თან კულ­ტუ­რის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ“. და­გეგ­მი­ლია ასე­ვე, შეხ­ვედ­რე­ბი ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე სპორ­ტსმე­ნებ­თან და კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ა­ში 11 მა­ისს დას­რულ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xxx
9

ვინმე ჭკვიანი თუ გააყოლეს ნეტავ,თორე ეგ ისეთ სისულელეებს წამოროშავს თავს მოგვჭრის.

უი
0

უნდა გეთქვათ ჩვენი მოძმე მაკედონია,,,,,ალბათ,,??>>>>>

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საქართველოს პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიას სტუმრობს - რა არის შეხვედრის მიზანი და რა საკითხებზე იმსჯელებს ის უცხოელ კოლეგასთან

საქართველოს პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიას სტუმრობს - რა არის შეხვედრის მიზანი და რა საკითხებზე იმსჯელებს ის უცხოელ კოლეგასთან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში თამარ ლილუაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან: პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკისთან, ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერისთან და ვიცეპრემიერ არტან გრუბისთან.

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც "ვილა ვოდნოს“ პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, დაგეგმილია ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება ორ დოკუმენტს - შეთანხმებას "საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ და მემორანდუმს „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. დაგეგმილია ასევე, შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიაში მოღვაწე სპორტსმენებთან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.

პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში 11 მაისს დასრულდება.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი კიევში - დახვედრის როგორი ცერემონია მოუწყვეს საქართველოს პრეზიდენტს უკრაინაში

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება