მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში
საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში

Stopcov.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ბოლო 24 სა­ათ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჩა­ტარ­და 9 535 კვლე­ვა ტეს­ტით, მათ შო­რის 5 665 კვლე­ვა ან­ტი­გე­ნის ტეს­ტით და 3 870 PCR ტეს­ტით.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, ბოლო 24 სა­ათ­ში გა­მოვ­ლინ­და ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 549 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. ქვე­ყა­ნა­ში კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 322 468-ს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს, 9 მა­ი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, და­დე­ბი­თო­ბის დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის მან­ძილ­ზე - 6.03%, ხოლო 7 დღის მან­ძილ­ზე - 6.48%.

ბოლო 24 სა­ათ­ში ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთელ­და 1 439 პირი, ხოლო ჯამ­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და 302 428-მდე.

ბოლო 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 24 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე ვირუსს ჯამ­ში 4 305 პირი ემსხვერ­პლა.

დღეს ქვე­ყა­ნა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის 549 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან: თბი­ლის­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია 300 შემ­თხვე­ვა, აჭა­რა - 77, იმე­რე­თი - 43, ქვე­მო ქარ­თლი - 22, შიდა ქარ­თლი - 9, გუ­რია - 9, სა­მეგ­რე­ლო - ზემო სვა­ნე­თი - 45, კა­ხე­თი - 16, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი - 11, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი - 7, რაჭა-ლე­ჩხუ­მი და ქვე­მო სვა­ნე­თი - 10.

ამ ეტაპ­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა არის 15 709, სა­ი­და­ნაც: 4 481 ადა­მი­ა­ნი მკურ­ნა­ლობს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მათ შო­რის, თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში - 2 562, აჭა­რა­ში - 490, იმე­რეთ­ში - 494. ამ ეტაპ­ზე მძი­მე პა­ცი­ენ­ტია 924 პირი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 474, აჭა­რა­ში - 87, იმე­რეთ­ში -131. ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იმ­ყო­ფე­ბა 197 პირი, მათ­გან თბი­ლის­ში - 135, აჭა­რა­ში - 9, იმე­რეთ­ში - 16. 784 ადა­მი­ა­ნი მო­თავ­სე­ბუ­ლია კლი­ნი­კურ-სას­ტუმ­რო­ებ­ში, მათ შო­რის 405 - თბი­ლის­ში, 352 - აჭა­რა­ში. 10 444 პირი ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ზე.

სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია 69 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 61, ხოლო აჭა­რა­ში - 7.

სულ 6 ოქ­ტომ­ბრი­დან - 9 მა­ი­სის პე­რი­ოდ­ში, სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრი­დან სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლია - 24 625 პირი.

ამ ეტა­პის­თვის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა 30 655 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის თბი­ლის­ში - 23 162 პირი, აჭა­რა­ში - 1 816, იმე­რეთ­ში - 1 256.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
31

ხოდა ვაქცინა სადაა რომ ავიცრათ ვისაც გვინდა აცრა?მსურველი ბევრია და ყველა ადგილი დაჯავშნილია.

ტარიელი
22

2 თვეა ვაქცინაცია მიმდინარეობს და უფრო მეტია დაღუპული,რა ხდება ვაქცინაა უხარისხო თუ ჯანდაცვა? თბილისში ვაქცინა არ ყოფნის ხალხს, როდემდე ესეთი განუკითხაობა? 24 დაღუპულით რიცხოვნობიდან გამომდინარე ყველას გადავასწარით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 535 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 665 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 870 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 549 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 322 468-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.48%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 439 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 302 428-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 305 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 549 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 300 შემთხვევა, აჭარა - 77, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 9, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 709, საიდანაც: 4 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 562, აჭარაში - 490, იმერეთში - 494. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 924 პირი, მათ შორის, თბილისში - 474, აჭარაში - 87, იმერეთში -131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 197 პირი, მათგან თბილისში - 135, აჭარაში - 9, იმერეთში - 16. 784 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 405 - თბილისში, 352 - აჭარაში. 10 444 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 9 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 625 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 655 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 23 162 პირი, აჭარაში - 1 816, იმერეთში - 1 256.

"40 წუთის უკან აქ ჯოჯოხეთი ხდებოდა... რამდენი რაკეტა ისროლეს, ვერ დათვლი" - რას ჰყვება თელ-ავივში მყოფი ვატო წერეთელი იქ არსებულ სიტუაციაზე?

"ჰამასმა" თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა - საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს აფრთხილებს

"ჩემი აზრით, მაისის ბოლოსთვის "კომენდანტის საათიც" მოიხსნება" - თენგიზ ცერცვაძე