სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედია, თამარ ჟვანიას გაგება ეყოფა, რომ აღარავის უნდა მისი ცესკო-ს თავმჯდომარეობა და წავა" - გიორგი ვაშაძე
"იმედია, თამარ ჟვანიას გაგება ეყოფა, რომ აღარავის უნდა მისი ცესკო-ს თავმჯდომარეობა და წავა" - გიორგი ვაშაძე

იმე­დი მაქვს, ამ ადა­მი­ანს გა­გე­ბა ეყო­ფა, რომ აღა­რა­ვის აღარ უნდა მისი ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა და წავა, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რე თა­მარ ჟვა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

„ლე­ლო­ში“ ოპო­ზი­ცი­ურ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ვა­შა­ძემ იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ თა­მარ ჟვა­ნია პოსტს სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვებს.

"სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომც ჩაგ­ვე­წე­რა, რომ ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რე უნდა გა­დად­გეს, ვერ გა­და­ვა­ყე­ნებ­დით იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ბორდთან და­კავ­ში­რე­ბით იყო ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი, რომ ვა­და­ზე ადრე შე­უ­წყვი­ტა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, მა­შინ ჩვენ ოპო­ზი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვით, ვი­ჩივ­ლეთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, მან და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ეს სარ­ჩე­ლი, რომ ვადა სა­ნამ არ არის გა­სუ­ლი, მისი პი­რა­დი ნე­ბის გა­რე­შე ვერ გა­უშ­ვებ ამ ადა­მი­ანს სამ­სა­ხუ­რი­დან, იგი­ვე არის თა­მარ ჟვა­ნი­ას შემ­თხვე­ვა­ში.

იმე­დი მაქვს, ამ ადა­მი­ანს გა­გე­ბა ეყო­ფა, რომ აღა­რა­ვის აღარ უნდა მისი ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ და წავა, თუ არ წავა, ცეს­კო-ში იქ­ნე­ბა 8 ოპო­ზი­ცი­უ­რი წევ­რი, ასე­ვე ორი ახა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი წევ­რი უნდა იყოს 2/3-ის უმ­რავ­ლე­სო­ბით არ­ჩე­უ­ლი და ამით ძალ­თა ბა­ლან­სი მთლი­ა­ნად შე­იც­ვლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

გი­ორ­გი ვა­შა­ძის თქმით, "ხვალ გვექ­ნე­ბა გას­ვლი­თი შეხ­ვედ­რა, სა­დაც იქ­ნე­ბი­ან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც - ჩვენ ამ შეხ­ვედ­რა­ზე მი­ვალთ კონ­კრე­ტუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბით სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის კუ­თხით".

მი­სი­ვე თქმით, სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ცვლი­ლე­ბე­ბია გა­სა­ტა­რე­ბე­ლი.

"ახლა ჩვენ ვიკ­რი­ბე­ბით, რად­გან ძა­ლი­ან ფარ­თო სპექტრი ცვლი­ლე­ბე­ბის არის გა­სა­ტა­რე­ბე­ლი სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის კუ­თხით. ხვალ გვექ­ნე­ბა გას­ვლი­თი შეხ­ვედ­რა, სა­დაც იქ­ნე­ბი­ან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. ჩვენ ამ შეხ­ვედ­რა­ზე მი­ვალთ კონ­კრე­ტუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბით, რომ­ლე­ბიც შე­მიძ­ლია და­ვარ­ქვა, რომ არის ქარ­თუ­ლი ინო­ვა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ერ­თის მხრივ იქ­ნე­ბა იაფი, რომ და­ი­ნერ­გოს არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის, მე­ო­რეს მხრივ იქ­ნე­ბა მარ­ტი­ვი, რომ და­ი­ნერ­გოს. მე­სა­მე მხრივ ოქ­ტომ­ბრამ­დე ამის და­ნერგვა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რომ ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნუ­რი ჩა­რე­ვა იყოს არ­ჩევ­ნე­ბის, ხმის მი­ცე­მის, დათ­ვლის და ყვე­ლა ამ პრო­ცეს­ში. მი­ხა­რია, რომ გა­და­ვერ­თეთ ისევ ინო­ვა­ცი­ებ­ზე და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატო
36

ქ-ნი თამარი ასრულებდა და გააგრძელებს კიდევ თავის მოვალეობას. სიტყვა და საქმე დ ა მ ა რ ც ხ ე ბ ა რომ არავის მოგწონთ გასაგებია,მაგრამ ეს ხომ ჟვანიას არ დაუწესებია? ხალხმა არ მოგცათ ხმა და სხვას რატომ ერჩით. რამდენჯერაც დამარცხდით იმდენჯერ არავინ მოგეწონათ საარჩევნო უბნებზეც. საკმარისია ვაშაძევ სხვას წკნელი გადაატეხო თუ ამომრჩეველი არა გყავთ

ალექს
40

გაყალბებებში შენი და გოგორიშვილის "მონაწილეობის" შეფასება თუ მოხდა, აიკრავთ ოცოც წელს !

ავტორი:

"იმედია, თამარ ჟვანიას გაგება ეყოფა, რომ აღარავის უნდა მისი ცესკო-ს თავმჯდომარეობა და წავა" - გიორგი ვაშაძე

"იმედია, თამარ ჟვანიას გაგება ეყოფა, რომ აღარავის უნდა მისი ცესკო-ს თავმჯდომარეობა და წავა" - გიორგი ვაშაძე

იმედი მაქვს, ამ ადამიანს გაგება ეყოფა, რომ აღარავის აღარ უნდა მისი ცესკო-ს თავმჯდომარეობა და წავა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ლელოში“ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ ვაშაძემ იმედი გამოთქვა, რომ თამარ ჟვანია პოსტს საკუთარი სურვილით დატოვებს.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომც ჩაგვეწერა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე უნდა გადადგეს, ვერ გადავაყენებდით იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდთან დაკავშირებით იყო ასეთი პრეცედენტი, რომ ვადაზე ადრე შეუწყვიტა უფლებამოსილება, მაშინ ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით, ვიჩივლეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, მან დააკმაყოფილა ეს სარჩელი, რომ ვადა სანამ არ არის გასული, მისი პირადი ნების გარეშე ვერ გაუშვებ ამ ადამიანს სამსახურიდან, იგივე არის თამარ ჟვანიას შემთხვევაში.

იმედი მაქვს, ამ ადამიანს გაგება ეყოფა, რომ აღარავის აღარ უნდა მისი ცესკო-ს თავმჯდომარეობა, მარტივად რომ ვთქვათ და წავა, თუ არ წავა, ცესკო-ში იქნება 8 ოპოზიციური წევრი, ასევე ორი ახალი პროფესიული წევრი უნდა იყოს 2/3-ის უმრავლესობით არჩეული და ამით ძალთა ბალანსი მთლიანად შეიცვლება", - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, "ხვალ გვექნება გასვლითი შეხვედრა, სადაც იქნებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც - ჩვენ ამ შეხვედრაზე მივალთ კონკრეტული ტექნოლოგიური ინოვაციებით საარჩევნო რეფორმის კუთხით".

მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმაში ძალიან ბევრი ცვლილებებია გასატარებელი.

"ახლა ჩვენ ვიკრიბებით, რადგან ძალიან ფართო სპექტრი ცვლილებების არის გასატარებელი საარჩევნო რეფორმის კუთხით. ხვალ გვექნება გასვლითი შეხვედრა, სადაც იქნებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც. ჩვენ ამ შეხვედრაზე მივალთ კონკრეტული ტექნოლოგიური ინოვაციებით, რომლებიც შემიძლია დავარქვა, რომ არის ქართული ინოვაციები, რომელიც ერთის მხრივ იქნება იაფი, რომ დაინერგოს არჩევნების გაყალბების პრევენციისთვის, მეორეს მხრივ იქნება მარტივი, რომ დაინერგოს. მესამე მხრივ ოქტომბრამდე ამის დანერგვა შესაძლებელი იქნება, რომ ნაკლები ადამიანური ჩარევა იყოს არჩევნების, ხმის მიცემის, დათვლის და ყველა ამ პროცესში. მიხარია, რომ გადავერთეთ ისევ ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე", - განაცხადა ვაშაძემ.

"კიევი ამ წუთებში, ხვალიდან თბილისში" - გიორგი ვაშაძე პეტრო პოროშენკოს შეხვდა

ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან ერთად - მელია უკრაინიდან ახალ ფოტოს აქვეყნებს

ლევან ვასაძემ საზოგადოებას რვა შვილი წარუდგინდა: "მორაგბე...მოცეკვავე და..." - როგორ დაახასიათა ბიზნესმენმა შვილები