მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის გაიმართება ნიკა მელიას სასამართლო პროცესი და რას ამბობს საქმის პროკურორი
როდის გაიმართება ნიკა მელიას სასამართლო პროცესი და რას ამბობს საქმის პროკურორი

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ გა­ი­მარ­თე­ბა.

პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ცე­სის ზუს­ტი დრო ხვალ დი­ლით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ნიკა მე­ლი­ას მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ.

"ჩვე­ნი დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია იყო ის, რომ რო­გორც ზო­გა­დად, ასე­ვე ამ შემ­თხვე­ვა­შიც პა­ტიმ­რო­ბა არ წარ­მო­ად­გენ­და ჩვენ თვით­მი­ზანს", - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას საქ­მის პრო­კუ­რორ­მა მი­ხე­ილ სად­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ახლა სა­სა­მარ­თლო­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რა ვა­და­ში მოხ­დე­ბა ამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბის გან­ხილ­ვა.

"ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის უფრო ნაკ­ლე­ბად მკაც­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის გი­რა­ო­თი შეც­ვლის შე­სა­ხებ უკვე შე­ტა­ნი­ლია სა­სა­მარ­თლო­ში. სა­სა­მარ­თლო­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რა ვა­და­ში მოხ­დე­ბა ამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბის გან­ხილ­ვა. ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად გო­ნივ­რულ ვა­და­ში წარ­მო­ვად­გი­ნეთ. რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არის ცნო­ბი­ლი, ჩვე­ნი დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია იყო ის, რომ რო­გორც ზო­გა­დად, ასე­ვე ამ შემ­თხვე­ვა­შიც პა­ტიმ­რო­ბა არ წარ­მო­ად­გენ­და ჩვენ თვით­მი­ზანს. აქ სა­უ­ბა­რი იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, სა­თა­ნა­დო ქცე­ვა სის­ხლის სა­მარ­თლის სივ­რცე­ში და ზო­გა­დად პრინ­ციპ­ზე, რომ კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა არის თა­ნა­ბა­რი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს ჩვე­ნი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა შე­ტა­ნი­ლია, რაც ადას­ტუ­რებს, რომ ჩვენ ჩვე­ნი პი­რო­ბა შე­ვას­რუ­ლეთ", - გა­ნა­ცხა­და სად­რა­ძემ.

ნიკა მე­ლი­ას გი­რა­ოს თან­ხა - 40 000 ლარი ევ­რო­კავ­შირ­მა გუ­შინ გა­და­ი­ხა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა „ევ­რო­პულ­მა ფონდმა დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის“ (European Endowment for Democracy) გა­მო­ყო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ამ გა­დას­ცა.

ცნო­ბის­თვის, „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რეს, ნიკა მე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 17 თე­ბერ­ვალს შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­ში და­ტო­ვა 13 აპ­რილს.

ნიკა მე­ლი­ას ბრა­ლი 20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის 1-ელი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით აქვს წარ­დგე­ნი­ლი. 2019 წლის 27 ივ­ნისს, მას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 30 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ასე­ვე, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას და­მა­ტე­ბით შემ­ზღუ­დავ ღო­ნის­ძი­ე­ბად ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი და­უ­წეს­და და სა­მა­ჯუ­რი გა­უ­კეთ­და, თუმ­ცა, ნიკა მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რი 2020 წლის 1-ელ ნო­ემ­ბერს, სა­ჯა­როდ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მო­იხ­სნა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის და 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა. 2020 წლის 3 ნო­ემ­ბერს, სა­ა­მარ­თლომ უწყე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 40 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით­ვე, ნიკა მე­ლი­ას და­მა­ტე­ბი­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც და­ე­კის­რა - მას ბრალ­დე­ბის მხა­რის წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და თან­ხმო­ბის გა­რე­შე, შე­ე­ზღუ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის კვე­თაც. ნიკა მე­ლი­ამ სა­სა­მარ­თლოს მიერ შე­ფარ­დე­ბუ­ლი გი­რაო არ გა­და­ი­ხა­და, რის გა­მოც, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ნიკა მე­ლია გა­აფრ­თხი­ლა და გი­რა­ოს გა­და­სახ­დე­ლად ერ­თკვი­რი­ა­ნი ვადა მის­ცა, თუმ­ცა, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ გი­რა­ოს გა­დახ­და­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რას „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის­თვის პა­ტიმ­რო­ბის მო­თხოვ­ნა­ზე ნე­ბარ­თვა პარ­ლა­მენ­ტმა მის­ცა, რო­მელ­მაც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს იმუ­ნი­ტე­ტი 88 ხმით მო­უხ­სნა.

ნიკა მე­ლია 23 თე­ბერ­ვალს, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა პარ­ტი­ის ოფის­ში, სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში აიყ­ვა­ნა.

ჯუანშერი
0

მელია მიშასთვის გახსნილი შამპანურის საცობია, ევროპისთვის თავის ტკივილი, ხელისუფლებისთვის დაჯდომისას შერჭობილი ხიჭვი, ხალხისთვის ყელში ამოსული თემა ... გამოვა და ისევ ის მელია იქნება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

როდის გაიმართება ნიკა მელიას სასამართლო პროცესი და რას ამბობს საქმის პროკურორი

როდის გაიმართება ნიკა მელიას სასამართლო პროცესი და რას ამბობს საქმის პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პროცესის ზუსტი დრო ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს უკვე მიმართა საქართველოს პროკურატურამ.

"ჩვენი დეკლარირებული პოზიცია იყო ის, რომ როგორც ზოგადად, ასევე ამ შემთხვევაშიც პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენ თვითმიზანს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა სასამართლოზეა დამოკიდებული რა ვადაში მოხდება ამ შუამდგომლობის განხილვა.

"ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნიკანორ მელიას მიერ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის უფრო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ უკვე შეტანილია სასამართლოში. სასამართლოზეა დამოკიდებული რა ვადაში მოხდება ამ შუამდგომლობის განხილვა. ჩვენ მაქსიმალურად გონივრულ ვადაში წარმოვადგინეთ. როგორც საზოგადოებაში არის ცნობილი, ჩვენი დეკლარირებული პოზიცია იყო ის, რომ როგორც ზოგადად, ასევე ამ შემთხვევაშიც პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენ თვითმიზანს. აქ საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებაზე, სათანადო ქცევა სისხლის სამართლის სივრცეში და ზოგადად პრინციპზე, რომ კანონის წინაშე ყველა არის თანაბარი. აქედან გამომდინარე ეს ჩვენი შუამდგომლობა შეტანილია, რაც ადასტურებს, რომ ჩვენ ჩვენი პირობა შევასრულეთ", - განაცხადა სადრაძემ.

ნიკა მელიას გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა გუშინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 13 აპრილს.

ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

პროკურატურას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი 88 ხმით მოუხსნა.

ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

"მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება" - რას ამბობს ნათია თურნავა "ნამახვანჰესის" შესახებ

"თამარ ჟვანიას პოსტზე დარჩენა არაადეკვატური იქნება, მაგრამ გადადგომა არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი" - ვახტანგ მეგრელიშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი