მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოვიდით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმეში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა - "განიხილება ორი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი"
კოვიდით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმეში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა - "განიხილება ორი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი"

კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის თეკ­ლა თორ­დი­ას საქ­მე­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­ღვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი“ ავ­რცე­ლებს.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თეკ­ლა თორ­დი­ას საქ­მე­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლია 10 სა­ხის დარ­ღვე­ვა-ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 19 წლის თეკ­ლა თორ­დია კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით 2020 წლის 29 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში „გერ­მა­ნულ ჰოს­პი­ტალ­ში“ გარ­და­იც­ვა­ლა, პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის გამო ვერ მო­ხერ­ხდა.

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრმა“ თეკ­ლა თორ­დი­ას საქ­მე­ზე რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რას და ჯან­დაც­ვის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თა. რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს უკვე და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და მოკ­ვლე­ვა, მაგ­რამ გარ­დაც­ვლი­ლის მშობ­ლებს გა­მოვ­ლე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ვა-ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის“ საქ­მე­ში ჩარ­თვამ­დე არ მი­უ­ღი­ათ.

„ჯან­დაც­ვის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ირ­კვე­ვა, რომ თეკ­ლა თორ­დი­ას საქ­მე­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლია 10 სა­ხის დარ­ღვე­ვა-ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა. რე­ცენ­ზენტ-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის დას­კვნით, და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი­ვე კვი­რა­ში, ვირუ­სის რეპ­ლი­კა­ცი­ის ფა­ზა­ში, ინ­ფექ­ცი­უ­რი პრო­ცე­სის მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პროგ­ნო­ზი შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ობი­ექ­ტუ­რი კლი­ნი­კურ-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ფა­სე­ბით. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, მყი­სი­ე­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი­ყო 1 ტი­პის შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის (ინ­სუ­ლინ­და­მო­კი­დე­ბუ­ლო­ბის) სა­კი­თხი. დას­კვნა­ში ასე­ვე, ნათ­ქვა­მია, რომ ყვე­ლა პა­რა­მეტ­რის და მო­ნა­ცე­მის დრო­უ­ლი, კრი­ტი­კუ­ლი, სრულ­ყო­ფი­ლი შე­ფა­სე­ბის და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო მძი­მე ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ით და ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბით.

სა­ა­გენ­ტოს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე, ირ­კვე­ვა, რომ დარ­ღვე­უ­ლია ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ბრძა­ნე­ბე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი. თუმ­ცა, შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო რე­ცენ­ზი­ის ავ­ტო­რე­ბი, თა­ვი­ანთ დას­კვნა­ში აღ­წე­რი­ლი და გა­მოვ­ლე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მხო­ლოდ ერთი წი­ნა­და­დე­ბით, ბუნ­დოვ­ნად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ „ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ პრობ­ლე­მებს, რაც არ­სე­ბობ­და პა­ცი­ენ­ტის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ მო­უხ­დე­ნია გავ­ლე­ნა გა­მო­სა­ვალ­ზე“. ასე­თი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია და აჩენს კი­თხვებს რე­ცენ­ზი­ის ავ­ტო­რე­ბის ტენ­დენ­ცი­უ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ჯან­დაც­ვის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თეკ­ლა თორ­დი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა ორი ექი­მის პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი.

ამ ეტაპ­ზე ჯან­დაც­ვის სა­მინ­სიტ­რომ „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრს“ არ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია კი­თხვა­ზე - თეკ­ლა თორ­დი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, პა­ცი­ენ­ტის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბი­სას იყო თუ არა თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით“, - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

„ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი მო­უ­წო­დებს“ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, მყი­სი­ე­რად და ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­იკ­ვლი­ოს კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი თეკ­ლა თორ­დი­ას საქ­მე და ყვე­ლა კი­თხვა­ზე ოჯახს მი­ა­წო­დოს დრო­უ­ლი და ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი.

„ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი“ მო­უ­წო­დებს პრო­კუ­რა­ტუ­რას, ობი­ექ­ტუ­რად და დრო­უ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წმინდა გაგა
7

,,...თეკ­ლა თორ­დი­ას საქ­მე­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლია 10 სა­ხის დარ­ღვე­ვა-ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა." ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ბავშვი განზრახ მოკლეს? 1 და 2 მესმის მაგრამ 10 შემთხვევით არ იქნებოდა.

*
1

საწყალი ბავშვი!

ამიტომაა, თუ არა ხარ სულით ექიმი და ადამიანობა არა გაქვს უნდა მოშორდე ჯანდაცვის სფეროს, რომ შენი უცოდინარობით თუ გულგრილობით, ადამიანები არ შეიწირო. 

ასეთ ექიმებს მინდა ვკითხო: ექიმებო როგორ ფიქრობთ, როცა ადამიანის სიცოცხლეს განდობთ, უფალი, არ მოგკითხავთ რა გააკეთეთ ამ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

კოვიდით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმეში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა - "განიხილება ორი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი"

კოვიდით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმეში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა - "განიხილება ორი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი"

კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას საქმეზე მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახის ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, თეკლა თორდიას საქმეზე გამოვლენილია 10 სახის დარღვევა-ნაკლოვანება.

მათივე ინფორმაციით, 19 წლის თეკლა თორდია კორონავირუსის დიაგნოზით 2020 წლის 29 ნოემბერს, თბილისში „გერმანულ ჰოსპიტალში“ გარდაიცვალა, პაციენტის გადარჩენა დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო ვერ მოხერხდა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ თეკლა თორდიას საქმეზე რეაგირების მიზნით თბილისის პროკურატურას და ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიმართა. რეგულირების სააგენტოს უკვე დაწყებული ჰქონდა მოკვლევა, მაგრამ გარდაცვლილის მშობლებს გამოვლენილი დარღვევევა-ნაკლოვანებების შესახებ ინფორმაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საქმეში ჩართვამდე არ მიუღიათ.

„ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თეკლა თორდიას საქმეზე გამოვლენილია 10 სახის დარღვევა-ნაკლოვანება. რეცენზენტ-ინფექციონისტის დასკვნით, დაავადების პირველივე კვირაში, ვირუსის რეპლიკაციის ფაზაში, ინფექციური პროცესის მძიმე მიმდინარეობის პროგნოზი შესაძლებელი იყო ობიექტური კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების შეფასებით. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, მყისიერად შეფასებულიყო 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის (ინსულინდამოკიდებულობის) საკითხი. დასკვნაში ასევე, ნათქვამია, რომ ყველა პარამეტრის და მონაცემის დროული, კრიტიკული, სრულყოფილი შეფასების და დაჩქარებული ჰოსპიტალიზაციის პრობლემა განპირობებული იყო მძიმე ეპიდსიტუაციით და ორგანიზაციული სირთულეებით.

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ასევე, ირკვევა, რომ დარღვეულია ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბრძანებების მოთხოვნები. თუმცა, შესაბამისი სამედიცინო რეცენზიის ავტორები, თავიანთ დასკვნაში აღწერილი და გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, მხოლოდ ერთი წინადადებით, ბუნდოვნად აღნიშნავენ, რომ „ორგანიზაციულ პრობლემებს, რაც არსებობდა პაციენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, არ მოუხდენია გავლენა გამოსავალზე“. ასეთი პოზიციის დაფიქსირება შემაშფოთებელია და აჩენს კითხვებს რეცენზიის ავტორების ტენდენციურობასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თეკლა თორდიას გარდაცვალების საქმეზე განიხილება ორი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.

ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინსიტრომ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ არ მიაწოდა ინფორმაცია კითხვაზე - თეკლა თორდიას ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პაციენტის ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისას იყო თუ არა თავისუფალი ადგილები საქართველოს მასშტაბით“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს“ ჯანდაცვის სამინისტროს, მყისიერად და ობიექტურად გამოიკვლიოს კორონავირუსით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმე და ყველა კითხვაზე ოჯახს მიაწოდოს დროული და ამომწურავი პასუხი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს პროკურატურას, ობიექტურად და დროულად განახორციელოს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

"საქართველოში არ აქვს მნიშვნელობა საით წახვალ - ოთხივე მიმართულებით ყველაფერი საოცარია" - რას წერენ შვეიცარული გაზეთი და მისი მკითხველები?

ვარძიის საკონსერვაციო პროექტმა ე.წ. ევროპის “ოსკარი” მიიღო

"ახალი მუტირებული შტამების გამო, შესაძლოა აგვისტოში ინფიცირების შემთხვევების ზრდა ისევ დაიწყოს" - ამირან გამყრელიძის პროგნოზი