მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საერთოდ არ ეტყობოდა, თუ ბოლო დღეები ჰქონდა... გეგმებს სახავდა, ზარებს პასუხობდა" - როგორ იხსენებენ კოვიდით გარდაცვლილ რეჟისორს მეგობრები, კოლეგები და მოსწავლეები
"საერთოდ არ ეტყობოდა, თუ ბოლო დღეები ჰქონდა... გეგმებს სახავდა, ზარებს პასუხობდა" - როგორ იხსენებენ კოვიდით გარდაცვლილ რეჟისორს მეგობრები, კოლეგები და მოსწავლეები

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი ბუბა ხო­ტი­ვა­რი "კო­ვიდ-19-ს 21 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და. სამ­წუ­ხა­როდ, ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბა ვერ შეძ­ლო. ქარ­თულ სა­ზო­გა­დე­ო­ბას, კი­ნე­მა­ტოგ­რაფს, ოჯახს, ნა­თე­სა­ვებს, ახ­ლობ­ლებს, კო­ლე­გებს მისი სა­ხით კი­დევ ერთი სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი და­აკ­ლდა. ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ქარ­თულ კი­ნოს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

გა­და­ღე­ბუ­ლი აქვს დო­კუ­მენ­ტუ­რი და მხატ­ვრუ­ლი ფილ­მე­ბი. მათ შო­რის - "ლა­ზა­რე“, "ჩი­რი­კი და ჩი­კო­ტე­ლა", "ის­ლა­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში", "მარ­კო­ზის სა­ხა­რე­ბა“, „ლე­ხა­იმ!“, „დი­მიტ­რი მე­ო­რე“ და კი­დევ არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სუ­რა­თი... იყო სა­ქარ­თვე­ლოს შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ემე­რი­ტუ­სი.

არა­ერ­თი ნი­ჭი­ე­რი თა­ო­ბის აღ­მზრდე­ლი და მათი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. ბუბა ხო­ტი­ვა­რი გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტთა კავ­ში­რის წევ­რი და 2019 წლი­დან - სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტი. ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და „ქარ­თუ­ლი ფილ­მის“ ახალ­გაზ­რდულ შე­მოქ­მე­დე­ბით გა­ერ­თი­ა­ნე­ბას. იყო კი­ნოს­ტუ­დია „მე­მა­ტი­ა­ნეს“ დი­რექ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლო-ინ­გლი­სის ერ­თობ­ლი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „მთვა­რის გლო­ბუ­სის“ გამ­გე­ო­ბის წევ­რი და დი­რექ­ტო­რი. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი თუ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და რე­ჟი­სო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა.

AMBEBI.GE ბუბა ხო­ტი­ვა­რის მე­გობ­რებს, კო­ლე­გებს, მოს­წავ­ლე­ებს, ნა­თე­სა­ვებს და იმ ადა­მი­ა­ნებს და­უ­კავ­შირ­და, ვინც მას კარ­გად იც­ნობ­და.

ლე­ვან თუთ­ბე­რი­ძე, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, ბუბა ხო­ტი­ვა­რის დის­შვი­ლი:

- ეს არის ტკი­ვი­ლი არა მარ­ტო ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის, ვფიქ­რობ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ძა­ლი­ან ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, მისი ჯან­მრთე­ლო­ბით და ენერ­გი­ით სულ მე­გო­ნა, რომ 100 წლამ­დე იცო­ცხლებ­და, მაგ­რამ რა­ღაც სა­ში­ნე­ლი ავად­მყო­ფო­ბა ყო­ფი­ლა ეს კო­ვი­დი... თუმ­ცა ბოლო მო­მენ­ტამ­დე ნორ­მა­ლუ­რად იყო, სი­ტუ­ა­ცია სამ დღე­ში დამ­ძიმ­და... მა­ნამ­დე, ხომ ვამ­ბობ, სა­ერ­თოდ არ ეტყო­ბო­და, თუ ბოლო დღე­ე­ბი ჰქონ­და, სა­მუ­შაო გან­წყო­ბა­ზეც იყო, გეგ­მებს სა­ხავ­და, ადა­მი­ა­ნებს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებ­ზე პა­სუ­ხობ­და, ვი­ღა­ცებს რა­ღაც საქ­მე­ებს ავა­ლებ­და... მას ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო როლი აქვს ქარ­თულ კი­ნო­ში, რო­გორც დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი­კა­ში, ისე მხატ­ვრუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ის ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რია, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერ­თა­დერ­თი ის­ტო­რი­უ­ლი კინო გა­და­ი­ღო და ეს არის „დე­მეტ­რე მე­ო­რე“. ფილ­მი ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ზეა შექ­მნი­ლი და ამით არის გმორ­ჩე­უ­ლი. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა, გიჟ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ქარ­თვე­ლებ­ზე და სამ­წუ­ხა­როა, რომ მისი როლი ქარ­თულ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში მა­ინც და­უ­ფა­სე­ბე­ლია...

- ბა­ტო­ნი ბუბა თქვე­ნი ბიძა იყო, დე­დის ძმა. რა როლი აქვს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ვი­ნა­ი­დან თქვენც კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ბრძა­დე­ბით?

- ერთი ოჯა­ხი ვი­ყა­ვით, რო­გორც უფ­რო­სი ძმა, ჩემ­თვის ასე იყო, 13 წლით უფ­რო­სი იყო, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვმე­გობ­რობ­დით. პა­ტა­რა­ო­ბა­ში ასაკ­ში გან­სხვა­ვე­ბა იგ­რძნო­ბო­და, მაგ­რამ მერე რა­ღაც და­მე­გობ­რე­ბის ამ­ბა­ვი იყო. ძა­ლი­ან და­მაკ­ლდა მეც, თა­ვის საქ­მეს და ქვე­ყა­ნას... გუ­ლის­ხმი­ე­რი, კე­თი­ლი, ძა­ლი­ან თბი­ლი, ემო­ცი­უ­რი კაცი იყო ბუბა. სულ სხვის ქე­ბა­ში იყო, არც მახ­სოვს, თა­ვის თავ­ზე რა­ი­მე ეთ­ქვას. სხვი­სი ნი­ჭის და­ნახ­ვა და და­ფა­სე­ბა იცო­და.

მა­ნა­ნა ანა­საშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი, კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტის მო­ად­გი­ლე:

- ბუ­ბას გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბი­დან ვიც­ნობ­დი. ერ­თად მოგ­ვი­წია მუ­შა­ო­ბა თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნ­ვერ­სი­ტეტ­ში - მას სა­რე­ჟი­სო­რო ჯგუ­ფი ჰყავ­და, მე იმ ჯგუფს მსა­ხი­ო­ბის ოს­ტა­ტო­ბას ვას­წავ­ლი­დი... მარ­თლა გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო თა­ვი­სი წე­სი­ე­რე­ბით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბით, ცხა­დია, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბით. თით­ქოს თა­ვი­დან დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი იყო, მაგ­რამ ამის გარ­და, რამ­დე­ნი­მე მხატ­ვრუ­ლი ფილ­მიც გა­და­ი­ღო, მარ­ტო „ლა­ზა­რე“ რად ღირს?! ფილ­მი თა­ვი­დან მის­მა ძმამ და­ი­წყო, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბის გამო ბუ­ბამ და­ას­რუ­ლა. ის ქარ­თუ­ლი კი­ნოს ერთ-ერთი შე­დევ­რია. მას­ში კარ­გად ჩანს, რო­გორ შე­ეძ­ლო მსა­ხი­ობ­თან მუ­შა­ო­ბა... არც ისე დიდი ხნის წინ, ირაკ­ლი პა­პა­ვას­თან ერ­თად გა­და­ი­ღო ფილ­მი "მარ­კო­ზის სა­ხა­რე­ბა“.

ეს ნა­მუ­შე­ვა­რი მარ­თლა გა­მორ­ჩე­უ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მია, სა­დაც ბუ­ბამ ირაკ­ლი ფარ­ჯი­ა­ნის სრუ­ლი­ად გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­ხა­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა. უნი­კა­ლუ­რი ფილ­მია და ის ინ­გლი­სუ­რა­დაც გა­ახ­მო­ვა­ნეს, რად­გან სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვა­ლი ითხოვ­და... ბუბა 2019 წლის შე­მოდ­გო­მი­დან კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს, მე კი მისი მო­ად­გი­ლე გახ­ლდით შე­მოქ­მე­დე­ბით დარ­გში. გეგ­მა­ში გვქონ­და, ძა­ლი­ან უნ­დო­და, რომ ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ჯილ­დოს გა­და­ცე­მის ტრა­დი­ცია დაგ­ვემ­კვიდ­რე­ბი­ნა, ამის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დით, მაგ­რამ პან­დე­მი­ამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ჩე­რა... ახლა კი ბუბა ამ ქვეყ­ნი­დან თა­ვად წა­ვი­და... დავ­კარ­გეთ გუ­ლის­ხმი­ე­რი, კე­თი­ლი, თბი­ლი და თა­ვის ქვე­ყა­ნა­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი... ტე­ლე­კომ­პა­ნია "პულ­სი ტვ"-ში "კი­ნო­ა­ნა­ტო­მია" მიჰ­ყავ­და. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­და­ცე­მა იყო. კი­ნოს ხალ­ხსაც პა­ტი­ჟებ­და, მათ­თან დი­ა­ლოგს მარ­თავ­და და ექი­მებ­საც იწ­ვევ­და, კი­ნო­ზე, მუ­სი­კა­ზე, ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ზე ესა­უბ­რე­ბო­და, „კი­ნო­ა­ნა­ტო­მი­ა­ში“ უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო გა­და­ცე­მა ჩა­წე­რა. ერთ-ერთ ჯერ­ზე მეც მი­მიწ­ვია. იქ ჩან­და რამ­დე­ნად ერუ­დი­რე­ბუ­ლი იყო და რო­გორ შე­ეძ­ლო, ყვე­ლა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ან­თან დი­ა­ლო­გი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ წა­რე­მარ­თა.

გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი, ბუბა ხო­ტი­ვა­რის ნა­მო­წა­ფა­რი:

- პირ­ვე­ლი ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა ძველ კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში შედ­გა. ადრე სას­წავ­ლო კი­ნოს­ტუ­დია იქ იყო, სა­დაც სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი იყო, ხე­ლო­ბას იქ ვსწავ­ლობ­დით. ჩენი ოს­ტა­ტი ნო­დარ მა­ნა­გა­ძე გახ­ლდათ. პირ­ველ კურ­სზე ვი­ყა­ვით, თვა­ლე­ბი, რო­გორც იტყვი­ან, ფარ­თოდ გვქონ­და გა­ხე­ლი­ლი, ყველ­ფე­რი გვა­ო­ცებ­და და იმ პე­რი­ოდ­ში, მახ­სოვს, ბა­ტონ­მა ნო­დარ­მა სა­ხე­ლოს­ნო­ში ბუბა ხო­ტი­ვა­რი მო­იყ­ვა­ნა. თქვე­ნი პე­და­გო­გი იქ­ნე­ბა, პრო­ფე­სი­ას გას­წავ­ლი­თო, გვი­თხრა. მას­ზე პირ­ვე­ლად რო­გო­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაც შე­მექ­მნა, ეს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გა­მომ­ყვა ბო­ლომ­დე, არ გამ­ქრა­ლა, რად­გან ასე­თი ადა­მი­ა­ნი იყო - თით­ქმის არ იც­ვლე­ბო­და, თით­ქოს წლე­ბიც არ ემა­ტე­ბო­და. თან, რამ­ხე­ლა ოპ­ტი­მიზ­მი ჰქონ­და და იმედს გვი­სა­ხავ­და, ბრძო­ლის ჟინს გვი­მა­ტებ­და, რომ სირ­თლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გვე­მუ­შა­ვა, ხელი არ ჩაგ­ვექ­ნია და ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ასე გა­მოგ­ვი­ვი­დო­და!

ეს ოპ­ტი­მიზ­მი სულ ჰქონ­და, რაც მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის დიდი მო­ტი­ვა­ცია იყო... წლე­ბის შემ­დეგ უკვე მე ვი­ყა­ვი ბუ­ბას ასის­ტენ­ტი თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სტუ­დენ­ტებს ვას­წავ­ლი­დი და ის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. მო­დი­ო­და და მოჰ­ქონ­და თა­ვი­სი ცე­ცხლი, იმე­დი, ბრძო­ლის გან­წყო­ბა. ვე­უბ­ნე­ბო­დი - ბა­ტო­ნო ბუბა, თუ რამე არ გა­მო­მი­ვა, არ იფიქ­როთ, რომ ჩემი ბრა­ლია, ეს თქვე­ნი ბრა­ლი იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. ამა­ზე მპა­სუ­ხობ­და - "მო­საკ­ლა­ვი მე ვარ მხო­ლოდ, რომ კა­ცად ვერ გა­მიზ­რდი­ხარ".

თუ შე­მა­ქებ­და, ვე­ტყო­დი, ეს თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა-მეთ­ქი და ვი­ყა­ვით ასე... მას­ზე ღი­მი­ლით მინ­და ვი­სა­უბ­რო, რად­გან ბუ­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა დრა­მა არას­დროს ყო­ფი­ლა... ში­ნა­გა­ნი ბო­ბოქ­რო­ბა ჰქონ­და, სულ ღე­ლავ­და, მო­ტი­ვით - "არ გავ­ჩერ­დეთ და ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვა!". "კი­ნოს­ტუ­დია ქარ­თუ­ლი ფილ­მის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ვი­ყა­ვით და იქაც სულ ასე­თი გან­წყო­ბა ჰქონ­და. ამას გა­ვა­კე­თებთ, გან­ვა­ვი­თა­რებთ - სკეპ­ტი­კო­სე­ბის და­სათ­რგუ­ნა­ვად ეს იყო მისი მთა­ვა­რი ლო­კო­მო­ტი­ვი. მოკ­ლედ, დღეს სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი მე მა­ინც არ მჯე­რა, არ მი­ვი­ღე მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა - ბუ­ბას რა მო­უ­ვი­დო­და? ეს რო­გორ უნდა მოს­ვლო­და?!. ბო­ლოს თა­ვის ახა­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­მო­მიგ­ზავ­ნა - გი­ორ­გი, ნახე და შენი აზრი მა­ინ­ტე­რე­სებ­სო. უდ­რო­ო­ბის გამო, ბო­ლომ­დე ვერ მო­ვა­ხერ­ხე ფილ­მის ნახ­ვა, რომ პა­სუ­ხი მი­მე­წე­რა, მოკ­ლედ, ამას ახლა ძა­ლი­ან ვნა­ნობ. ის ზაზა ურუ­შა­ძის შემ­დეგ, კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტი იყო. ორი პრე­ზი­დენ­ტი ჰყავ­და კი­ნო­ა­კა­დე­მი­ას და ორი­ვე ასე ტრა­გი­კუ­ლად წა­ვი­და... ძნე­ლია ბუ­ბა­ზე წარ­სულ­ში ლა­პა­რა­კი, ის ჩემი მხო­ლოდ მას­წავ­ლე­ბე­ლი და კო­ლე­გა კი არა, ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რი იყო.

ეკა მელ­ქა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი:

- პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და მკა­ფი­ოდ მახ­სოვს ის დღე, როცა მა­მას­თან ერ­თად ძველ თბი­ლის­ში ვსე­ირ­ნობ­დი. მა­მამ ხიდ­ზე გა­და­ვი­დეთ, იქვე, ღვი­ნის აღ­მარ­თზე, ჩემი მე­გობ­რე­ბი ფილ­მს იღე­ბე­ნო, მი­თხრა. ჩვენს და­ნახ­ვა­ზე ვი­ღაც კე­პი­ა­ნი და კე­თილ­ღი­მი­ლი­ა­ნი კაცი ჩვენ­სკენ და­ე­შა­ვა, მა­მას მი­ე­სალ­მა და უთხრა - ეს "რი­ჟი­კა“ გოგო ვინ არის? და ხელ­ში ამიყ­ვა­ნა. მე ბუბა ბი­ძია ვარ - ასე გა­მეც­ნო, რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა, რომ ბუბა მხო­ლოდ კი­კა­ბი­ძე შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო და სხვას არ უნდა რქმე­ო­და ეს სა­ხე­ლი. ამი­ტომ, რა­ღაც გა­ვი­ბუ­ტე.

ამა­ზე იმ­დე­ნი იცი­ნეს, და­ი­ხოც­ნენ სი­ცი­ლით. მერე ცოტა ხანს სა­დღაც გაქ­რა და მალე დაბ­რუნ­და, ნა­ყი­ნი მო­მი­ტა­ნა და ასე შე­მი­რი­გა. ნა­ყი­ნის ხათ­რით შე­რი­გე­ბა­ზე უარს რო­გორ ვი­ტყო­დი? ჰოდა, დავძმა­კაც­დით... ერთი წლის წინ სტუმ­რად გვყავ­და გა­და­ცე­მა „ავ­ტოგ­რაფ­ში“, სა­ნამ და­ი­წყე­ბო­და, ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძეს და­უჯ­და გვერ­დით და კარ­გა ხანს უყ­ვე­ბო­და რო­გო­რი მამა მყავ­და (მამა გივი მელ­ქა­ძე კი­ნო­ო­პე­რა­ტო­რი იყო). იმ დღეს იმ­დე­ნი ვი­ტი­რე, თვა­ლე­ბი და­მი­სივ­და... ერთი თვის წინ „პლე­ხა­ნოვ­ზე“ ვნა­ხე ბუბა ბი­ძია, თა­ვის გა­ნუყ­რე­ლი კე­პით, ჟი­ლე­ტით და ისევ ისე­თი კე­თი­ლი ღი­მი­ლით, რო­გორც მრა­ვა­ლი წლის წინ, პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას. ცხა­დია, თბი­ლად მო­ვი­კი­თხეთ ერ­თმა­ნე­თი...

ქეთი დუმ­ბა­ძე, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი:

- ბუბა ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, მუდ­მი­ვად ახალ პრო­ექ­ტებ­ზე ფიქ­რობ­და, იდე­ებს გვი­ზი­ა­რებ­და და ამ ყველ­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებ­და სხვი­სი აზრი. კი, ბევ­რი გეგ­მა ჰქონ­და, გულ­სატ­კე­ნია, რომ სა­ინ­ტე­რე­სო, თბი­ლი, ქა­ლა­ქე­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი, კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ასე გარ­და­იც­ვა­ლა. ჩვენ ერთი თა­ო­ბა არ ვართ, მაგ­რამ კულ­ტუ­რის სფე­რო­ში ყოფ­ნი­სას ძა­ლი­ან დავ­მე­გობ­რდით და ხში­რად გვქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი თე­ატ­რა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

ძა­ლი­ან ზრუ­ნავ­და ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა­ზე, სულ ფიქ­რობ­და, რომ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ხელი გა­ე­მარ­თა მათ­თვის, რომ რა­ღაც თან­ხე­ბი გა­მო­ნა­ხუ­ლი­ყო იმის­თვის, რომ ახალ­გაზ­რდებს ფილ­მე­ბი გა­და­ე­ღოთ - მათი წარ­მა­ტე­ბის­თვის ძა­ლი­ან ზრუ­ნავ­და. რა­ღაც მძი­მე წელი აღ­მოჩ­ნდა, ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი, ხა­რის­ხი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გეთ, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ბევ­რს ნიშ­ნავ­და, რომ­ლე­ბიც ყვე­ლას­თვის მა­გა­ლი­თე­ბი იყ­ვნენ. ამი­ტომ, ბუ­ბას ტკი­ვი­ლით გა­ა­ცი­ლებს თბი­ლი­სი...

AMBEBI.GE მწუ­ხა­რე­ბას გა­მოქ­ვამს ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რის, ბუბა ხო­ტი­ვა­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და უსამ­ძიმ­რებს გან­სვე­ნე­ბუ­ლის ოჯახს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
0

ვუსამძიმრებთ ოჯახს და მთელ საქართველოს. ნათელი და სანთელი მის სულს

მარკი
0

მარადიული ხსოვნა კაცურ კაცს სულით და საქმით ეროვნულს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"საერთოდ არ ეტყობოდა, თუ ბოლო დღეები ჰქონდა... გეგმებს სახავდა, ზარებს პასუხობდა" - როგორ იხსენებენ კოვიდით გარდაცვლილ რეჟისორს მეგობრები, კოლეგები და მოსწავლეები

"საერთოდ არ ეტყობოდა, თუ ბოლო დღეები ჰქონდა... გეგმებს სახავდა, ზარებს პასუხობდა" - როგორ იხსენებენ კოვიდით გარდაცვლილ რეჟისორს მეგობრები, კოლეგები და მოსწავლეები

ცნობილი ქართველი რეჟისორი ბუბა ხოტივარი "კოვიდ-19-ს 21 დღის განმავლობაში ებრძოდა. სამწუხაროდ, ვირუსის დამარცხება ვერ შეძლო. ქართულ საზოგადეობას, კინემატოგრაფს, ოჯახს, ნათესავებს, ახლობლებს, კოლეგებს მისი სახით კიდევ ერთი საუკეთესო ადამიანი დააკლდა. ცნობილი რეჟისორი ცხოვრების მანძილზე ქართულ კინოს ემსახურებოდა.

გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები. მათ შორის - "ლაზარე“, "ჩირიკი და ჩიკოტელა", "ისლამი საქართველოში", "მარკოზის სახარება“, „ლეხაიმ!“, „დიმიტრი მეორე“ და კიდევ არაერთი საინტერესო სურათი... იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი.

არაერთი ნიჭიერი თაობის აღმზრდელი და მათი გულშემატკივარი. ბუბა ხოტივარი გახლდათ საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი და 2019 წლიდან - საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი. ხელმძღვანელობდა „ქართული ფილმის“ ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანებას. იყო კინოსტუდია „მემატიანეს“ დირექტორი, საქართველო-ინგლისის ერთობლივი ორგანიზაციის „მთვარის გლობუსის“ გამგეობის წევრი და დირექტორი. მისი გარდაცვალების ამბავს უამრავი ცნობილი თუ უცნობი ადამიანი გამოეხმაურა და რეჟისორის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

AMBEBI.GE ბუბა ხოტივარის მეგობრებს, კოლეგებს, მოსწავლეებს, ნათესავებს და იმ ადამიანებს დაუკავშირდა, ვინც მას კარგად იცნობდა.

ლევან თუთბერიძე, კინორეჟისორი, ბუბა ხოტივარის დისშვილი:

- ეს არის ტკივილი არა მარტო ჩვენი ოჯახისთვის, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან ჯანმრთელი ადამიანი იყო, მისი ჯანმრთელობით და ენერგიით სულ მეგონა, რომ 100 წლამდე იცოცხლებდა, მაგრამ რაღაც საშინელი ავადმყოფობა ყოფილა ეს კოვიდი... თუმცა ბოლო მომენტამდე ნორმალურად იყო, სიტუაცია სამ დღეში დამძიმდა... მანამდე, ხომ ვამბობ, საერთოდ არ ეტყობოდა, თუ ბოლო დღეები ჰქონდა, სამუშაო განწყობაზეც იყო, გეგმებს სახავდა, ადამიანებს სატელეფონო ზარებზე პასუხობდა, ვიღაცებს რაღაც საქმეებს ავალებდა... მას ძალიან საინტერესო როლი აქვს ქართულ კინოში, როგორც დოკუმენტალისტიკაში, ისე მხატვრული მიმართულებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ერთადერთი ქართველი რეჟისორია, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ერთადერთი ისტორიული კინო გადაიღო და ეს არის „დემეტრე მეორე“. ფილმი ისტორიულ წყაროებზეა შექმნილი და ამით არის გმორჩეული. ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა, გიჟდებოდა საქართველოზე, ქართველებზე და სამწუხაროა, რომ მისი როლი ქართულ ხელოვნებაში მაინც დაუფასებელია...

- ბატონი ბუბა თქვენი ბიძა იყო, დედის ძმა. რა როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში, ვინაიდან თქვენც კინორეჟისორი ბრძადებით?

- ერთი ოჯახი ვიყავით, როგორც უფროსი ძმა, ჩემთვის ასე იყო, 13 წლით უფროსი იყო, ფაქტობრივად, ვმეგობრობდით. პატარაობაში ასაკში განსხვავება იგრძნობოდა, მაგრამ მერე რაღაც დამეგობრების ამბავი იყო. ძალიან დამაკლდა მეც, თავის საქმეს და ქვეყანას... გულისხმიერი, კეთილი, ძალიან თბილი, ემოციური კაცი იყო ბუბა. სულ სხვის ქებაში იყო, არც მახსოვს, თავის თავზე რაიმე ეთქვას. სხვისი ნიჭის დანახვა და დაფასება იცოდა.

მანანა ანასაშვილი, რეჟისორი, კინოაკადემიის პრეზიდენტის მოადგილე:

- ბუბას გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ვიცნობდი. ერთად მოგვიწია მუშაობა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნვერსიტეტში - მას სარეჟისორო ჯგუფი ჰყავდა, მე იმ ჯგუფს მსახიობის ოსტატობას ვასწავლიდი... მართლა გამორჩეული ადამიანი იყო თავისი წესიერებით, პასუხისმგებლობის გრძნობით, ცხადია, შემოქმედებითი უნარებით. თითქოს თავიდან დოკუმენტალისტი იყო, მაგრამ ამის გარდა, რამდენიმე მხატვრული ფილმიც გადაიღო, მარტო „ლაზარე“ რად ღირს?! ფილმი თავიდან მისმა ძმამ დაიწყო, მაგრამ სხვადასხვა გარემოების გამო ბუბამ დაასრულა. ის ქართული კინოს ერთ-ერთი შედევრია. მასში კარგად ჩანს, როგორ შეეძლო მსახიობთან მუშაობა... არც ისე დიდი ხნის წინ, ირაკლი პაპავასთან ერთად გადაიღო ფილმი "მარკოზის სახარება“.

ეს ნამუშევარი მართლა გამორჩეული დოკუმენტური ფილმია, სადაც ბუბამ ირაკლი ფარჯიანის სრულიად გამორჩეული ნახატები გამოიყენა. უნიკალური ფილმია და ის ინგლისურადაც გაახმოვანეს, რადგან სხვადასხვა ფესტივალი ითხოვდა... ბუბა 2019 წლის შემოდგომიდან კინოაკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს, მე კი მისი მოადგილე გახლდით შემოქმედებით დარგში. გეგმაში გვქონდა, ძალიან უნდოდა, რომ ქართული ეროვნული კინოჯილდოს გადაცემის ტრადიცია დაგვემკვიდრებინა, ამისთვის ვემზადებოდით, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი გააჩერა... ახლა კი ბუბა ამ ქვეყნიდან თავად წავიდა... დავკარგეთ გულისხმიერი, კეთილი, თბილი და თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი... ტელეკომპანია "პულსი ტვ"-ში "კინოანატომია" მიჰყავდა. ძალიან საინტერესო გადაცემა იყო. კინოს ხალხსაც პატიჟებდა, მათთან დიალოგს მართავდა და ექიმებსაც იწვევდა, კინოზე, მუსიკაზე, ქართულ კულტურაზე ესაუბრებოდა, „კინოანატომიაში“ უამრავი საინტერესო გადაცემა ჩაწერა. ერთ-ერთ ჯერზე მეც მიმიწვია. იქ ჩანდა რამდენად ერუდირებული იყო და როგორ შეეძლო, ყველა პროფესიის ადამიანთან დიალოგი ძალიან საინტერესოდ წარემართა.

გიორგი ოვაშვილი, რეჟისორი, ბუბა ხოტივარის ნამოწაფარი:

- პირველი ჩვენი შეხვედრა ძველ კინოსტუდიაში შედგა. ადრე სასწავლო კინოსტუდია იქ იყო, სადაც სტუდენტებისთვის სახელოსნოები იყო, ხელობას იქ ვსწავლობდით. ჩენი ოსტატი ნოდარ მანაგაძე გახლდათ. პირველ კურსზე ვიყავით, თვალები, როგორც იტყვიან, ფართოდ გვქონდა გახელილი, ყველფერი გვაოცებდა და იმ პერიოდში, მახსოვს, ბატონმა ნოდარმა სახელოსნოში ბუბა ხოტივარი მოიყვანა. თქვენი პედაგოგი იქნება, პროფესიას გასწავლითო, გვითხრა. მასზე პირველად როგორი შთაბეჭდილებაც შემექმნა, ეს შთაბეჭდილება გამომყვა ბოლომდე, არ გამქრალა, რადგან ასეთი ადამიანი იყო - თითქმის არ იცვლებოდა, თითქოს წლებიც არ ემატებოდა. თან, რამხელა ოპტიმიზმი ჰქონდა და იმედს გვისახავდა, ბრძოლის ჟინს გვიმატებდა, რომ სირთლეების მიუხედავად, გვემუშავა, ხელი არ ჩაგვექნია და ყველაფერი მხოლოდ ასე გამოგვივიდოდა!

ეს ოპტიმიზმი სულ ჰქონდა, რაც მომავალი თაობისთვის დიდი მოტივაცია იყო... წლების შემდეგ უკვე მე ვიყავი ბუბას ასისტენტი თეატრალურ უნივერსიტეტში, სტუდენტებს ვასწავლიდი და ის ხელმძღვანელი იყო. მოდიოდა და მოჰქონდა თავისი ცეცხლი, იმედი, ბრძოლის განწყობა. ვეუბნებოდი - ბატონო ბუბა, თუ რამე არ გამომივა, არ იფიქროთ, რომ ჩემი ბრალია, ეს თქვენი ბრალი იქნება-მეთქი. ამაზე მპასუხობდა - "მოსაკლავი მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ".

თუ შემაქებდა, ვეტყოდი, ეს თქვენი დამსახურებაა-მეთქი და ვიყავით ასე... მასზე ღიმილით მინდა ვისაუბრო, რადგან ბუბასთან ურთიერთობა დრამა არასდროს ყოფილა... შინაგანი ბობოქრობა ჰქონდა, სულ ღელავდა, მოტივით - "არ გავჩერდეთ და ყველაფერი გამოვა!". "კინოსტუდია ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოში წლების განმავლობაში ერთად ვიყავით და იქაც სულ ასეთი განწყობა ჰქონდა. ამას გავაკეთებთ, განვავითარებთ - სკეპტიკოსების დასათრგუნავად ეს იყო მისი მთავარი ლოკომოტივი. მოკლედ, დღეს სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, მაგრამ ეს ყველაფერი მე მაინც არ მჯერა, არ მივიღე მისი გარდაცვალება - ბუბას რა მოუვიდოდა? ეს როგორ უნდა მოსვლოდა?!. ბოლოს თავის ახალი დოკუმენტური ფილმი გამომიგზავნა - გიორგი, ნახე და შენი აზრი მაინტერესებსო. უდროობის გამო, ბოლომდე ვერ მოვახერხე ფილმის ნახვა, რომ პასუხი მიმეწერა, მოკლედ, ამას ახლა ძალიან ვნანობ. ის ზაზა ურუშაძის შემდეგ, კინოაკადემიის პრეზიდენტი იყო. ორი პრეზიდენტი ჰყავდა კინოაკადემიას და ორივე ასე ტრაგიკულად წავიდა... ძნელია ბუბაზე წარსულში ლაპარაკი, ის ჩემი მხოლოდ მასწავლებელი და კოლეგა კი არა, ძალიან კარგი მეგობარი იყო.

ეკა მელქაძე, ჟურნალისტი:

- პატარა ვიყავი და მკაფიოდ მახსოვს ის დღე, როცა მამასთან ერთად ძველ თბილისში ვსეირნობდი. მამამ ხიდზე გადავიდეთ, იქვე, ღვინის აღმართზე, ჩემი მეგობრები ფილმს იღებენო, მითხრა. ჩვენს დანახვაზე ვიღაც კეპიანი და კეთილღიმილიანი კაცი ჩვენსკენ დაეშავა, მამას მიესალმა და უთხრა - ეს "რიჟიკა“ გოგო ვინ არის? და ხელში ამიყვანა. მე ბუბა ბიძია ვარ - ასე გამეცნო, რატომღაც მეგონა, რომ ბუბა მხოლოდ კიკაბიძე შეიძლებოდა ყოფილიყო და სხვას არ უნდა რქმეოდა ეს სახელი. ამიტომ, რაღაც გავიბუტე.

ამაზე იმდენი იცინეს, დაიხოცნენ სიცილით. მერე ცოტა ხანს სადღაც გაქრა და მალე დაბრუნდა, ნაყინი მომიტანა და ასე შემირიგა. ნაყინის ხათრით შერიგებაზე უარს როგორ ვიტყოდი? ჰოდა, დავძმაკაცდით... ერთი წლის წინ სტუმრად გვყავდა გადაცემა „ავტოგრაფში“, სანამ დაიწყებოდა, ნიკოლოზ წულუკიძეს დაუჯდა გვერდით და კარგა ხანს უყვებოდა როგორი მამა მყავდა (მამა გივი მელქაძე კინოოპერატორი იყო). იმ დღეს იმდენი ვიტირე, თვალები დამისივდა... ერთი თვის წინ „პლეხანოვზე“ ვნახე ბუბა ბიძია, თავის განუყრელი კეპით, ჟილეტით და ისევ ისეთი კეთილი ღიმილით, როგორც მრავალი წლის წინ, პირველი შეხვედრისას. ცხადია, თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი...

ქეთი დუმბაძე, პარლამენტის წევრი:

- ბუბა ძალიან ახალგაზრდული ადამიანი იყო, მუდმივად ახალ პროექტებზე ფიქრობდა, იდეებს გვიზიარებდა და ამ ყველფერთან დაკავშირებით ძალიან აინტერესებდა სხვისი აზრი. კი, ბევრი გეგმა ჰქონდა, გულსატკენია, რომ საინტერესო, თბილი, ქალაქელი, ტრადიციული, კეთილშობილი ადამიანი ასე გარდაიცვალა. ჩვენ ერთი თაობა არ ვართ, მაგრამ კულტურის სფეროში ყოფნისას ძალიან დავმეგობრდით და ხშირად გვქონდა შეხვედრები თეატრალურ საზოგადოებაში.

ძალიან ზრუნავდა ახალგაზრდა თაობაზე, სულ ფიქრობდა, რომ როგორ შეიძლებოდა ხელი გაემართა მათთვის, რომ რაღაც თანხები გამონახულიყო იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ფილმები გადაეღოთ - მათი წარმატებისთვის ძალიან ზრუნავდა. რაღაც მძიმე წელი აღმოჩნდა, ძალიან ბევრი კარგი, ხარისხიანი ადამიანი დავკარგეთ, რომელთა არსებობა საზოგადოებისთვის ბევრს ნიშნავდა, რომლებიც ყველასთვის მაგალითები იყვნენ. ამიტომ, ბუბას ტკივილით გააცილებს თბილისი...

AMBEBI.GE მწუხარებას გამოქვამს ცნობილი რეჟისორის, ბუბა ხოტივარის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს განსვენებულის ოჯახს.

"ქართული გასტრონომია სხვა საფეხურზე უნდა გადავიდეს... ფინალისტებს ურთულესი ტურები ელოდებათ" - ვინ მოირგებს "წითელ კიტელს" და რა სურპრიზები ელის "სამზარეულოს ომების" მაყურებელს

ქართველი მსახიობი ადამ დრაივერთან ერთად House of Gucci-ს გადასაღებ მოედანზე - რას წერს ლუკა ჩიქოვანი სოციალურ ქსელში

მშობლებისგან მიტოვებული ალბინოსი გოგონას გზა წარმატებამდე - როგორ დაამსხვრია ყველასგან უარყოფილმა მოდელმა სტერეოტიპები