მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ვაზილ ჰუდაკი, რომელიც პრემიერმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში მრჩევლად დანიშნა და რა აკავშირებს საქართველოსთან
ვინ არის ვაზილ ჰუდაკი, რომელიც პრემიერმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში მრჩევლად დანიშნა და რა აკავშირებს საქართველოსთან

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი მრჩე­ვე­ლი, ვა­ზილ ჰუ­და­კი წა­რად­გი­ნა და რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ჰუ­და­კის ამო­ცა­ნა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სტრა­ტე­გი­ის­თვის უცხო­უ­რი სა­ჯა­რო და კერ­ძო სექ­ტო­რე­ბი­დან მხარ­და­ჭე­რის მო­ბი­ლი­ზე­ბა.

ვა­ზილ ჰუ­დაკს საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ის ყო­ფილ ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში, 1964 წელს და­ი­ბა­და. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე სწავ­ლობ­და პრა­ღა­ში, ჩე­ხე­თის ჩარლ­ზის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და გარ­და ამი­სა, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ჰარ­ვარ­დის ბიზ­ნეს-სკო­ლა.

• რო­გორც ვა­ზილ ჰუ­და­კის ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ირ­კვე­ვა, მუ­შა­ობ­და ევ­რო­პუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ვიცე პრე­ზი­დენ­ტად, ასე­ვე JPMorgan-ის ბან­კში. გარ­და ამი­სა, თა­ვი­სი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და სლო­ვა­კე­თის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრად, ასე­ვე სლო­ვა­კე­თის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრად.

ვა­ზილ ჰუ­და­კი, რო­გორც ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი, ხში­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში მიმ­დი­ნა­რე დის­კუ­სი­ებ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მის სა­მო­მავ­ლო მუ­შა­ო­ბას, აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ზი­ცია - უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვის სა­კი­თხებ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი, აქამ­დე არ არ­სე­ბობ­და და ჰუ­და­კი ამ პოსტზე პირ­ვე­ლია.

• პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჰუ­და­კი სა­ქარ­თვე­ლოს "დიდი მე­გო­ბა­რია."

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში ეკო­ნო­მი­კის აღ­დგე­ნის გეგ­მა­ზე ვმუ­შა­ობთ. ამ გეგ­მა­ში, რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­მავ­ლო ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის უცხო­ურ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ექ­ნე­ბა წამ­ყვა­ნი როლი. ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ი­ბი, რაც ნიშ­ნავს, რომ ეკო­ნო­მი­კის სწა­ფი აღ­დგე­ნა მოხ­დე­ბა, მეტი და­საქ­მე­ბა, მეტი შე­მო­სა­ვა­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ შე­ვარ­ჩი­ეთ ბა­ტო­ნი ვა­ზილ ჰუ­და­კი, რო­მე­ლიც არის სა­ქარ­თვე­ლოს დიდი მო­ქა­ლა­ქე, დიდი მე­გო­ბა­რი.

ის მისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად, სლო­ვა­კე­თის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრად, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრად, მა­ნამ­დე მუ­შა­ობ­და კერ­ძო ბან­კებ­ში“, - ამ­ბობს პრე­მი­ე­რი.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, ჰუ­და­კი სა­ქარ­თვე­ლოს კარ­გად იც­ნობს, რად­გა­ნაც სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ხში­რად სტუმ­რობ­და ჩვენს ქვე­ყა­ნას.

"ის ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობს სა­ქარ­თვე­ლოს, როცა სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ვიცე - პრე­ზი­დენ­ტი იყო, ხში­რად სტუმ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს, იც­ნობს ჩვენს გუნდს, ჩვენს ეკო­ნო­მი­კურ გუნდს. ის გუ­შინ წა­რად­გი­ნეს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლად. ბა­ტონ­მა ვა­ზილ­მა უკვე გა­მარ­თა შეხ­ვედ­რე­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ფი­ლის მი­ნის­ტრებ­თან.

მისი ამო­ცა­ნაა ჩვე­ნი ახა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სტრა­ტე­გის­თვის უცხო­უ­რი სა­ჯა­რო და კერ­ძო სექ­ტო­რე­ბი­დან მხარ­და­ჭე­რის მო­ბი­ლი­ზე­ბა. იგი აქ­ცენტს გა­ა­კე­თებს სტრა­ტე­გი­ულ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტებ­ზე. მას ურ­თი­ერ­თო­ბა ექ­ნე­ბა რო­გორც ევ­რო­კავ­შირ­თან, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონდთან, მსოფ­ლიო ბანკთან, ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბანკთან და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან.

ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი სტრა­ტე­გი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის სა­წარ­მო­ე­ბის სფე­რო­ში ევ­რო­პის პო­ლი­ტი­კას ჩვენ ძა­ლი­ან დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ, ეს პო­ლი­ტი­კაც სწო­რედ ბა­ტო­ნი ვა­ზი­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი რჩე­ვე­ბი­თა და ხედ­ვე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მინ­და მას დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ამ შე­თა­ვა­ზე­ბის მი­ღე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ვა­ზილ ჰუ­და­კის "ტვი­ტე­რის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­სულ წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბულ არა­ერთ ფო­ტოს ნა­ხავთ. მათ შო­რის, ერთ-ერთ ფო­ტო­ზე ის თბი­ლი­სის მერ­თან, კახა კა­ლა­ძეს­თან ერ­თა­დაა აღ­ბეჭ­დი­ლი.

“ბედ­ნი­ე­რი ვარ თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბით, ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ მერ­თან კახა კა­ლა­ძეს­თან ახალ სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე ქა­ლა­ქის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის­თვის“, - წერ­და ჰუ­და­კი 2019 წელს "ტვი­ტერ­ში.“ ქვე­მოთ მო­ცე­მუ­ლი ფო­ტო­ე­ბი პრე­მი­ე­რის მრჩე­ველს Twitter-ში აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი:

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გივი
42

შინაური არაფელს გვიკეთებს უცხო შეიწუხებს თავს. მეტი არაა ჩემი მტერი.

დაგვისვა ამერიკამ ან ღრუსებმა თავის მჩხიბავი ან სად იპოვეთ აი უპატრონო. ეე წასულია ჩვენი საქმე.

მაია
40

აი კაცუნები ჯიბის კაცუნები ამათ ჰჰყავთ დედაკაცუნებიც ჯიბის დედაკაცუნები ვისზეც გინდათ იმაზე გაიყიდებიან მსოფლიო ფართოა......ლალაააააასომეხთათარუკრაინაევროაზიამერიკოთურქოთურქო--ესაა ამათი ლოზუნგი ზიან სკამებზე გადარეკავენ გადმორეკავენ დარჩა კიდევ ტერიტორია გასაყიდი? არა? მეზობელი უნდა გავყიდოთ ფული შევჭამეთ მეზობელიც დავითარეჯასაც შევჭამთ თურქი კოსტუმს ჩავაცმევს ამერიკელი ბოტასს რუსმა წყალკანალი იკმაროს ტრალალა ჩვენია მსოფლიო....

ავტორი:

ვინ არის ვაზილ ჰუდაკი, რომელიც პრემიერმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში მრჩევლად დანიშნა და რა აკავშირებს საქართველოსთან

ვინ არის ვაზილ ჰუდაკი, რომელიც პრემიერმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში მრჩევლად დანიშნა და რა აკავშირებს საქართველოსთან

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი, ვაზილ ჰუდაკი წარადგინა და როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ჰუდაკის ამოცანა იქნება საქართველოს ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება.

ვაზილ ჰუდაკს საკმაოდ წარმატებული კარიერა და დიდი გამოცდილება აქვს. ის ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში, 1964 წელს დაიბადა. დამთავრებული აქვს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ასევე სწავლობდა პრაღაში, ჩეხეთის ჩარლზის უნივერსიტეტში და გარდა ამისა, დამთავრებული აქვს ჰარვარდის ბიზნეს-სკოლა.

• როგორც ვაზილ ჰუდაკის ბიოგრაფიიდან ირკვევა, მუშაობდა ევროპული საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტად, ასევე JPMorgan-ის ბანკში. გარდა ამისა, თავისი კარიერის განმავლობაში მუშაობდა სლოვაკეთის ფინანსთა მინისტრად, ასევე სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრად.

ვაზილ ჰუდაკი, როგორც ეკონომიკის ექსპერტი, ხშირადაა ჩართული სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე დისკუსიებში ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესების მიზნით.

რაც შეეხება საქართველოში მის სამომავლო მუშაობას, აღნიშნული პოზიცია - უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, აქამდე არ არსებობდა და ჰუდაკი ამ პოსტზე პირველია.

• პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჰუდაკი საქართველოს "დიდი მეგობარია."

"მოგეხსენებათ, კორონავირუსით გამოწვეულ რთულ ვითარებაში ეკონომიკის აღდგენის გეგმაზე ვმუშაობთ. ამ გეგმაში, რა თქმა უნდა, საქართველოს სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს ექნება წამყვანი როლი. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციეიბი, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის სწაფი აღდგენა მოხდება, მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის და აქედან გამომდინარე ჩვენ შევარჩიეთ ბატონი ვაზილ ჰუდაკი, რომელიც არის საქართველოს დიდი მოქალაქე, დიდი მეგობარი.

ის მისი წარმატებული კარიერის განმავლობაში მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრად, ფინანსთა მინისტრად, მანამდე მუშაობდა კერძო ბანკებში“, - ამბობს პრემიერი.

ღარიბაშვილის თქმით, ჰუდაკი საქართველოს კარგად იცნობს, რადგანაც საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში ხშირად სტუმრობდა ჩვენს ქვეყანას.

"ის ძალიან კარგად იცნობს საქართველოს, როცა საინვესტიციო ბანკის ვიცე - პრეზიდენტი იყო, ხშირად სტუმრობდა საქართველოს, იცნობს ჩვენს გუნდს, ჩვენს ეკონომიკურ გუნდს. ის გუშინ წარადგინეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად. ბატონმა ვაზილმა უკვე გამართა შეხვედრები ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან.

მისი ამოცანაა ჩვენი ახალი ეკონომიკური სტრატეგისთვის უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება. იგი აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტებზე. მას ურთიერთობა ექნება როგორც ევროკავშირთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

ჩვენი დღევანდელი სტრატეგიის გათვალისწინებით, საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების სფეროში ევროპის პოლიტიკას ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ეს პოლიტიკაც სწორედ ბატონი ვაზილის პროფესიული რჩევებითა და ხედვებით განხორციელდება. მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო ამ შეთავაზების მიღებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვაზილ ჰუდაკის "ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გასულ წლებში საქართველოში გადაღებულ არაერთ ფოტოს ნახავთ. მათ შორის, ერთ-ერთ ფოტოზე ის თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთადაა აღბეჭდილი.

Happy to see new developments happening in #Tbilisi, we have discussed with Mayor #KakhaKaladze new investment opportunities to modernise city with the #European support @kakhakala pic.twitter.com/AcYuYS6NK1
— Vazil Hudak (@VazilHudak) October 30, 2019

“ბედნიერი ვარ თბილისის განვითარებით, ჩვენ ვისაუბრეთ მერთან კახა კალაძესთან ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებზე ქალაქის მოდერნიზაციისთვის“, - წერდა ჰუდაკი 2019 წელს "ტვიტერში.“ ქვემოთ მოცემული ფოტოები პრემიერის მრჩეველს Twitter-ში აქვს გამოქვეყნებული:

როდის გაიმართება ნიკა მელიას სასამართლო პროცესი და რას ამბობს საქმის პროკურორი

პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა

"ევროკავშირის მიერ გირაოს დეკლარირება ზუსტად იმის დადასტურებაა, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები" - ხატია დეკანოიძე