საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთი Sputnik V-ის სომხეთში წარმოების შესაძლებლობაზე საუბრობს - "რაც გამოუშვეს, ის არ გაუსაღებიათ და რატომ დასჭირდათ ახალი პარტიის წარმოება?!"
რუსეთი Sputnik V-ის სომხეთში წარმოების შესაძლებლობაზე საუბრობს - "რაც გამოუშვეს, ის არ გაუსაღებიათ და რატომ დასჭირდათ ახალი პარტიის წარმოება?!"

სომ­ხეთ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ჩა­სუ­ლი რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი­სა და ად­გი­ლობ­რივ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის შეხ­ვედ­რა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ აღ­მარ­თუ­ლი კო­რი­დო­რის ფონ­ზე წა­რი­მარ­თა.

სერ­გეი ლავ­რო­ვი თა­ვის სო­მეხ კო­ლე­გას რუ­სე­თის სა­ელ­ჩო­ში შეხ­ვდა, სა­დაც გად­რუ­ტის რა­ი­ო­ნი­დან დევ­ნი­ლებ­მა აქ­ცია გა­მარ­თეს მო­თხოვ­ნით - დაგ­ვაბ­რუ­ნეთ ჩვენს სახ­ლებ­ში!.. აქ­ცი­ას ევ­რო­პუ­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რი, ტიგ­რან ხმზა­ლი­ა­ნი, თა­ვის მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად უძღვე­ბო­და.

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლეს, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მი იყო, რუ­სე­თის მიერ სომ­ხე­თის მი­მართ წარ­მო­ე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა, ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

"რუ­სე­თის მი­მართ ნდო­ბა და­კარ­გუ­ლია და მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში აღ­დგე­ბა, თუ რუ­სე­თი სო­მე­ხი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ჩა­ერ­თვე­ბა... ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ლავ­რო­ვის ვი­ზი­ტი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვენს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და ის არა­სა­სურ­ველ პერ­სო­ნად ით­ვლე­ბა" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც სომ­ხეთ­ში რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელს აქ­ცი­ე­ბით დახ­ვდნენ. თუმ­ცა, ლავ­რო­ვის ვი­ზი­ტის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი, მხო­ლოდ აზერ­ბა­ი­ჯან­ში მყო­ფი სო­მე­ხი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის ბედი არ ყო­ფი­ლა;

რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მა interfax.ru იმ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე წერს, რო­მე­ლიც ერე­ვან­ში ჩა­სულ­მა სერ­გეი ლავ­როვ­მა თა­ვის კო­ლე­გას­თან არა აი­ვა­ზი­ან­თან შეხ­ვედ­რი­სად გა­ახ­მო­ვა­ნა. სა­უ­ბა­რია, კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნის, sputnik V--ის სომ­ხეთ­ში წარ­მო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე, რა­მაც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა.

მათი ცნო­ბით, სა­წარ­მოს აშე­ნე­ბა სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, დიდი ალ­ბა­თო­ბით გი­უმ­რის ბა­ზის მიმ­დე­ბა­რედ იგეგმბა, რათა უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი და­ცუ­ლი იყოს, რაც უკვე აჩენს კი­თხვებს.

"რუ­სეთს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დე­ფი­ცი­ტი არ აქვს, რა­ტომ მა­ინ­ცდ­მა­ი­ანც ჩვენ­თან, მე­რამ­დე­ნე სა­ი­დუმ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თუ ბაზა უნდა აი­გოს სომ­ხეთ­ში, რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ, ბო­ლოს­და­ბო­ლოს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა ვართ თუ არა?!.." - წე­რენ სომ­ხე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

"რუ­სე­თის გარ­და არა­ვის სჭირ­დე­ბა ეს რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა, ჩვენ­თან კი ჩა­მო­ი­ტა­ნეს, მაგ­რამ ვიცი, რომ ყვე­ლა თავს იკა­ვებს, არც აფხა­ზე­ბი და ოსე­ბი იჩე­ნენ დიდ ინ­ტე­რესს. აფ­რი­კი­სა და სამ­ხრეთ ამე­რი­კის ქვეყ­ნებს, ასე­ვა ინ­დო­ეთს ჩა­ვუ­ტა­ნე­თო, ამ­ბობს რუ­სუ­ლი მე­დია, მაგ­რამ იქ მა­ინც "ას­ტრა­ზე­ნე­კას", "სი­ნო­ფარ­მი­სა" და "ფა­ი­ზე­რის" გარ­შე­მოა რი­გე­ბი... ჰოდა, ვის რაში სჭირ­დე­ბა სპუტ­ნი­კი? რა­ღაც გან­სა­კუ­თე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა რომ იყოს და მსოფ­ლი­ო­ში მის ჩა­ტა­ნას ვერ აუ­დი­ოდ­ნენ, კი­დევ გა­სა­გე­ბია, რაც გა­მო­უშ­ვეს, ისიც კი არ გა­უ­სა­ღე­ბი­ათ ჯერ და რა­ტომ დას­ჭირ­დათ ახა­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­ე­ბა, თან სომ­ხეთ­ში?.. იმე­დია, ამ კი­თხვა­ზე პა­სუხს ფა­ში­ნი­ა­ნის გუნ­დი გაგ­ვცემს..." - წერს აშოტ ავა­კი­ა­ნი.

"ფა­ში­ნი­ა­ნი ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლია და ყვე­ლა მი­სა­ღე­ბი თუ მი­უ­ღე­ბე­ლი გზე­ბით ცდი­ლობს პუ­ტინს ერ­თგუ­ლე­ბა და­უმ­ტკი­ცოს. ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი საგ­რძნო­ბია და ასე­თი მო­ნუ­რი მორ­ჩი­ლე­ბა მას არც სა­არ­ჩევ­ნოდ მო­უ­ტანს სი­კე­თეს... არ გვინ­და კი­დევ ერთი სა­ეჭ­ვო სა­წარ­მო სომ­ხეთ­ში, ისე­დაც აღარ ვიცი ჩემი ქვეყ­ნი­სა და რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კა­ში სად გა­დის ზღვა­რი. რო­გო­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რეც არის, ომის დროს ვნა­ხეთ, ზურ­გი გვაქ­ცია, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­რი­ოდ, ახალ-ახალ მი­ზე­ზებს პო­უ­ლო­ბენ, რომ ცო­ცხა­ლი ძალა თუ სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა გად­მოს­ხან" - მი­აჩ­ნია ანა­იდ გო­გო­რი­ანს.

ამას­თან, ლავ­რო­ვის თქმით, რუ­სე­თი უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში სომ­ხე­თის­თვის სპუტ­ნი­კის ვაქ­ცი­ნის 1 მი­ლი­ო­ნი დო­ზის მი­წო­დე­ბას გეგ­მავს. აქამ­დე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბით, რუ­სეთ­მა სომ­ხეთს ვაქ­ცი­ნის 15 ათა­სი დოზა უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცა. რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი პარ­ტია სომ­ხეთ­ში 8 აპ­რილს ჩა­ი­ტა­ნეს, ამის შე­სა­ხებ სომ­ხეთ­ში რუ­სე­თის ელჩი პა­ველ კუ­რო­ჩი­ა­ნი იტყო­ბი­ნე­ბა, თუმ­ცა, არ არ­სე­ბობს სტა­ტის­ტი­კა, რა რო­დე­ნო­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი აიც­რა რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნით.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aleko
0

დაკარგულ ტერიტორიებს ვერა მაგრამ სპუტნიკს დაგინიშნავთ.

პესო
51

სამწუხაროდ ყველა სახემწიფო ჩვენ გვჯობნის ჩვენ მხოლოდ მიტინგები ქუჩა და არჩევნები გვაინტერესებს სირცხვილია მეგობრებოოო

ავტორი:

რუსეთი Sputnik V-ის სომხეთში წარმოების შესაძლებლობაზე საუბრობს - "რაც გამოუშვეს, ის არ გაუსაღებიათ და რატომ დასჭირდათ ახალი პარტიის წარმოება?!"

რუსეთი Sputnik V-ის სომხეთში წარმოების შესაძლებლობაზე საუბრობს - "რაც გამოუშვეს, ის არ გაუსაღებიათ და რატომ დასჭირდათ ახალი პარტიის წარმოება?!"

სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩასული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ადგილობრივ ხელმძღვანელობის შეხვედრა სამართალდამცველების მიერ აღმართული კორიდორის ფონზე წარიმართა.

სერგეი ლავროვი თავის სომეხ კოლეგას რუსეთის საელჩოში შეხვდა, სადაც გადრუტის რაიონიდან დევნილებმა აქცია გამართეს მოთხოვნით - დაგვაბრუნეთ ჩვენს სახლებში!.. აქციას ევროპული პარტიის ლიდერი, ტიგრან ხმზალიანი, თავის მხარდამჭერებთან ერთად უძღვებოდა.

აქციის ორგანიზატორებმა მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რუსეთის მიერ სომხეთის მიმართ წარმოებული პოლიტიკა, ქვეყნის სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება.

"რუსეთის მიმართ ნდობა დაკარგულია და მხოლოდ იმ შემთხვევაში აღდგება, თუ რუსეთი სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაში ჩაერთვება... ამ სიტუაციაში, ლავროვის ვიზიტი ეწინააღმდეგება ჩვენს დამოუკიდებლობას და ის არასასურველ პერსონად ითვლება" - ნათქვამია განცხადებაში.

ადგილობრივების ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სომხეთში რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენელს აქციებით დახვდნენ. თუმცა, ლავროვის ვიზიტის უკმაყოფილების მიზეზი, მხოლოდ აზერბაიჯანში მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეების ბედი არ ყოფილა;

რუსული ინტერნეტ გამოცემა interfax.ru იმ ინიციატივაზე წერს, რომელიც ერევანში ჩასულმა სერგეი ლავროვმა თავის კოლეგასთან არა აივაზიანთან შეხვედრისად გაახმოვანა. საუბარია, კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული ვაქცინის, sputnik V--ის სომხეთში წარმოების შესაძლებლობაზე, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი გააღიზიანა.

მათი ცნობით, საწარმოს აშენება სომხეთის ტერიტორიაზე, დიდი ალბათობით გიუმრის ბაზის მიმდებარედ იგეგმბა, რათა უსაფრთხოების ზომები დაცული იყოს, რაც უკვე აჩენს კითხვებს.

"რუსეთს ტერიტორიების დეფიციტი არ აქვს, რატომ მაინცდმაიანც ჩვენთან, მერამდენე საიდუმლო დაწესებულება თუ ბაზა უნდა აიგოს სომხეთში, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ, ბოლოსდაბოლოს, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ თუ არა?!.." - წერენ სომხები სოციალურ ქსელებში.

"რუსეთის გარდა არავის სჭირდება ეს რუსული ვაქცინა, ჩვენთან კი ჩამოიტანეს, მაგრამ ვიცი, რომ ყველა თავს იკავებს, არც აფხაზები და ოსები იჩენენ დიდ ინტერესს. აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს, ასევა ინდოეთს ჩავუტანეთო, ამბობს რუსული მედია, მაგრამ იქ მაინც "ასტრაზენეკას", "სინოფარმისა" და "ფაიზერის" გარშემოა რიგები... ჰოდა, ვის რაში სჭირდება სპუტნიკი? რაღაც განსაკუთებული მოთხოვნა რომ იყოს და მსოფლიოში მის ჩატანას ვერ აუდიოდნენ, კიდევ გასაგებია, რაც გამოუშვეს, ისიც კი არ გაუსაღებიათ ჯერ და რატომ დასჭირდათ ახალი პარტიის წარმოება, თან სომხეთში?.. იმედია, ამ კითხვაზე პასუხს ფაშინიანის გუნდი გაგვცემს..." - წერს აშოტ ავაკიანი.

"ფაშინიანი ძალიან შეშინებულია და ყველა მისაღები თუ მიუღებელი გზებით ცდილობს პუტინს ერთგულება დაუმტკიცოს. ანტირუსული განწყობები საგრძნობია და ასეთი მონური მორჩილება მას არც საარჩევნოდ მოუტანს სიკეთეს... არ გვინდა კიდევ ერთი საეჭვო საწარმო სომხეთში, ისედაც აღარ ვიცი ჩემი ქვეყნისა და რუსეთის პოლიტიკისა და ეკონომიკაში სად გადის ზღვარი. როგორი სტრატეგიული მოკავშირეც არის, ომის დროს ვნახეთ, ზურგი გვაქცია, მაგრამ სამაგიერიოდ, ახალ-ახალ მიზეზებს პოულობენ, რომ ცოცხალი ძალა თუ სამხედრო ტექნიკა გადმოსხან" - მიაჩნია ანაიდ გოგორიანს.

ამასთან, ლავროვის თქმით, რუსეთი უახლოეს თვეებში სომხეთისთვის სპუტნიკის ვაქცინის 1 მილიონი დოზის მიწოდებას გეგმავს. აქამდე, ოფიციალური ცნობით, რუსეთმა სომხეთს ვაქცინის 15 ათასი დოზა უსასყიდლოდ გადასცა. რუსული ვაქცინის პირველი პარტია სომხეთში 8 აპრილს ჩაიტანეს, ამის შესახებ სომხეთში რუსეთის ელჩი პაველ კუროჩიანი იტყობინება, თუმცა, არ არსებობს სტატისტიკა, რა როდენობით ადგილობრივი აიცრა რუსული ვაქცინით.