ავტორი:

ვინ არის პირველი სასულიერო პირი საქართველოში, რომელიც საჯაროდ აიცრა

ვინ არის პირველი სასულიერო პირი საქართველოში, რომელიც საჯაროდ აიცრა

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

როგორც დეკანოზმა ჟურნალისტებთან განაცხადა, იმისთვის რომ ქვეყანა ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება აუცილებელია.

„წამალია ერთ-ერთი ისეთი საშუალება, რომლითაც ადამიანმა უნდა იმკურნალოს. ქვეყნის ეკონომიკა მეტს ვეღარ გაუძლებს, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ქვეყანა განვითარდეს. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიკეთოთ ეს ვაქცინაცია, რომ ჩვეულებრივ კალაპოტს დავუბრუნდეთ“, - განაცხადა დეკანოზმა.

კოვიდით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმეში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა - "განიხილება ორი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი"

მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი - როდიდან გაუარესდება ამინდი?

კორონავირუსის 1 564 ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და როგორია მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით?