ბათუმში აბაშიძის ქუჩაზე, არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაჭრეს. ინციდენტი 10-12 წლის მოზარდებს შორის მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაჭრილი კლინიკაში სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გადაიყვანეს.
"ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წინ, არასრულწლოვანთა ორმა ჯგუფმა იჩხუბა. დაახლოებით 10-12 წლის ბიჭები იყვნენ და ერთ-ერთმა მეორე დანით დაჭრა. თვითონ ამბობდა, რომ დანა ჰქონდა დარტყმული. დაჭრილმა მაისური გაიძრო და სისხლიც უჩანდა. დაჭრილი მოძრაობდა, თუმცა მდგომარეობა რამდენად რთულად არის, არ ვიცი, არც მიზეზი ვიცი", - აცხადებს თვითმხილველი. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.