მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღალატი და წლების შემდეგ გამჟღავნებული ძალადობის ფაქტები...  - ცნობილი ქართველი წყვილები, რომლებიც სკანდალურად დაშორდნენ
ღალატი და წლების შემდეგ გამჟღავნებული ძალადობის ფაქტები...  - ცნობილი ქართველი წყვილები, რომლებიც სკანდალურად დაშორდნენ

ცნო­ბი­ლი წყვი­ლე­ბის და­შო­რე­ბა ეს ისე­თი თე­მაა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ექ­ცე­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო კი მა­შინ ხდე­ბა, თუ წყვი­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბას სკან­და­ლე­ბი ახ­ლავს თან.

ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ბოლო წლე­ბია, რაც წყვი­ლე­ბი ღიად ლა­პა­რა­კო­ბენ გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე, თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას გან­ცდილ ძა­ლა­დო­ბა­სა და იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რო­მე­ლიც მათ ქორ­წი­ნე­ბის დროს შეხ­ვდათ.

წარ­მო­გიდ­გენთ ქარ­თველ წყვი­ლებს, რო­მელ­თა გან­ქორ­წი­ნე­ბის დე­ტა­ლებ­ზე მე­დია დღემ­დე წერს...

  • ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი და ბესო ზან­გუ­რი

ისი­ნი 11 წლის წინ და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ მათი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი ერთი თვის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ბესო ზან­გუ­რი კი­დევ ორ­ჯერ იყო ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში, თუმ­ცა გა­და­ცე­მა­ში "ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტი“ ნი­ნუ­ცამ წლე­ბის­წი­ნან­დელ ძა­ლა­დო­ბა­ზე ილა­პა­რა­კა - თუ რო­გორ უს­წორ­დე­ბო­და ფი­ზი­კუ­რად ქმა­რი მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ორ­სუ­ლად იყო. წლე­ბის წინ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბა ზან­გურს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ აპა­ტია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ყაშ­ვილ­მა პო­ლი­ცი­ა­ში და­კი­თხვა­ზე მის­ვლა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, ზან­გუ­რი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ყვე­ლა რო­ლი­დან მოხ­სნეს.

  • ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე და ეკა სამ­ხა­რა­ძე

წლე­ბის წინ ეკა სამ­ხა­რა­ძე "რუს­თა­ვი 2"-ზე დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი იყო, ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე კი - ამა­ვე არხზე პრო­დი­უ­სე­რი. მათი "ლავ­სთო­რი" სწო­რედ ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და­ი­წყო და ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და. იმ­ჟა­მად ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის ან­გა­რიშ­ზე უკვე იყო ერთი ქორ­წი­ნე­ბა, რომ­ლი­და­ნაც ვაჟი ჰყავ­და. ეკას და ნოეს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ, თუმ­ცა მალე "იმე­დის" არხზე გა­და­სუ­ლი ნოე, არა­ერთ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ჭო­რე­ბი რომ სუ­ლა­ბე­რი­ძე სხვა­დას­ხვა ცნო­ბილ ქარ­თველ ქა­ლებ­თან იყო სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მე­უღ­ლეს არ გა­მორ­ჩე­ნია და ეკა სამ­ხა­რა­ძემ ქორ­წი­ნე­ბა და­ას­რუ­ლა. ნოე მე­დი­ას­თან ჯი­უ­ტად ამ­ბობ­და, რომ წყვი­ლი ერ­თად ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლებ­და, მაგ­რამ ეკა სამ­ხა­რა­ძის ინ­ტერ­ვი­უმ, რო­მელ­შიც ყო­ფი­ლი ქმრის გა­ტა­ცე­ბებ­ზე ისა­უბ­რა, სა­ბო­ლო­ოდ და­უს­ვა მათ ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბას წერ­ტი­ლი.

ნოემ, ეკას­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ, ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა და წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავს. ეკა სამ­ხა­რა­ძე კი წლე­ბია მო­ქან­და­კე ზუ­რაბ არა­ბი­ძე­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. არა­ბი­ძე მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს და სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ხში­რად აწყობს გა­მო­ფე­ნებს.

  • ია ფა­რუ­ლა­ვა და ტა­რი­ელ სუ­ა­რი

მათი და­ქორ­წი­ნე­ბაც სკან­და­ლუ­რი იყო. ვიდ­რე ია ფა­რუ­ლა­ვამ ეკ­ლე­სი­ი­დან ჯვრის­წე­რის ფო­ტო­ე­ბი არ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, მა­ნამ­დე ხალ­ხმა არ და­ი­ჯე­რა, რომ შოუ "ნი­ჭი­ერ­ში" სცე­ნა­ზე ხე­ლის თხოვ­ნის შემ­დეგ მუ­სი­კოს ტა­რი­ელ სუ­არს ია ფა­რუ­ლა­ვა ცო­ლო­ბა­ზე და­თან­ხმდა. ერ­თად ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბი­დან მალე ყვე­ლა­ფე­რი აი­რია.

მსა­ხი­ობ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა მუ­სი­კო­სი ქმა­რი კატა ზუ­ზის ფან­ჯრი­დან გა­დაგ­დე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მალე ია ფა­რუ­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ რი­გით მე­ო­თხე ქმარს და­შორ­და... მარ­თა­ლია, მას შემ­დეგ ია და ტა­რი­ე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ერ­თად აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ წყვი­ლი ისევ ერ­თად ცხოვ­რობს.

  • ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი

ნე­კას და ნი­კო­ლო­ზის გან­ქორ­წი­ნე­ბის დე­ტა­ლე­ბი იმ­დე­ნად ხმა­უ­რი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რომ პან­დე­მი­ის დროს კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ სი­ახ­ლე­ე­ბიც კი გა­და­ფა­რა. ამ­ჟა­მად ყო­ფი­ლი ცოლი ჩოგ­ბურ­თელს ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და საქ­მე ძი­ე­ბის პრო­ცეს­შია. მათ შო­რის ქო­ნებ­რი­ვი და­ვაც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ეს არის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი საქ­მე ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ძა­ლა­დო­ბა­ში ამ­ხი­ლეს და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს მა­ინც ჰგო­ნია, რომ სპორ­ტსმე­ნი შან­ტა­ჟის მსხვერ­პლია. წყვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე­ჯერ გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა საქ­მე ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი შვილ­თან ერ­თად ბოლო თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დუ­ბა­ის სტუმ­რობს, ჩოგ­ბურ­თელ­მა კი, სკან­და­ლუ­რი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის ფონ­ზე, არა­ერთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია.

  • ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე­ზე გა­თხო­ვე­ბა არა­ნაკ­ლებ შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ვიდ­რე გან­ქორ­წი­ნე­ბა. ნი­ნის ბე­ბია ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი იმ­ჟა­მად ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მისი შვი­ლიშ­ვი­ლი ნამ­დვილ ქარ­თველ ვაჟ­კაცს მიყ­ვე­ბო­და ცო­ლად. მი­უ­ხე­და­ვად ოჯა­ხის კმა­ყო­ფი­ლე­ბი­სა, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მომ­ღერ­ლის ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე­ზე გა­თხო­ვე­ბა კრი­ტი­კის მი­ზე­ზი გახ­და. მომ­ღე­რა­ლი ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლიც კი გახ­და, რო­დე­საც საქმრო და­უ­წუ­ნეს. სკან­და­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა გან­ქორ­წი­ნე­ბაც. თბი­ლის­ში ნინი ორ­სუ­ლი დაბ­რუნ­და, თუმ­ცა ოჯა­ხი მა­ლავ­და, რომ წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და, ვიდ­რე ერთ-ერთ ჟურ­ნალ­ში ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძის ინ­ტერ­ვიუ არ და­ი­ბეჭ­და, რო­მელ­შიც მა­მა­კა­ცი ნი­ნის ყო­ფი­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­და და სხვა­დას­ხვა ბრალ­დე­ბებს უყე­ნებ­და.

ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე და ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი დღეს კარგ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ, სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი კი ხში­რად სტუმ­რობს მა­მას მოს­კოვ­ში. უფრო მე­ტიც, ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე ნინი ბა­დუ­რაშ­ვილს "ინ­სტაგ­რამ­ზე" ყვე­ლა ფო­ტოს "უგუ­ლავს".

  • შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ნა­ნა­ძე

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­მა მე­ო­რე ქმარს და­შო­რე­ბის ამ­ბა­ვი "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­თი გა­ა­გე­ბი­ნა, რო­მელ­ზეც იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში გან­ქორ­წი­ნე­ბის ფურ­ცლით იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. თუმ­ცა ნა­ნა­ძე-ბე­გაშ­ვი­ლის წყვი­ლის ქორ­წი­ლამ­დე მის­ვლაც მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა, რად­გან ბიზ­ნეს­მენს ოჯა­ხი და შვი­ლე­ბი ჰყავ­და, რო­დე­საც შო­რე­ნა­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ქარ­თვე­ლი სექსსიმ­ბო­ლო მარ­ტო დიდ­ხანს არ დარ­ჩე­ნი­ლა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მე­სა­მე ოჯა­ხი თურ­ქეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ კა­ნო­ნი­ერ ქურდ ლაშა ბა­რა­თელ­თან შექ­მნა. მარ­თა­ლია, ამ ფაქტს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი დიდ­ხანს უარ­ყოფ­და, თუმ­ცა პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თხელ ჩა­ა­კი­თხა უცხო­ეთ­ში საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს და სა­ერ­თო ფო­ტოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

  • ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი და და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი

მათი წყვი­ლი ერთ-ერ­თია, რო­მე­ლიც სკან­და­ლუ­რად და­ქორ­წინ­და. ორი სა­მე­ფო შტოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მიზ­ნით, ანა და და­ვი­თი მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნით აღ­ტკი­ნე­ბულ­მა ჯგუფ­მა და­ა­ქორ­წი­ნეს. პრო­ექ­ტი არ შედ­გა და ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­ვი­თი უზო­მოდ იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­ზე.

მემ­კვიდ­რე და­ი­ბა­და, მაგ­რამ სა­მე­ფო ოჯახ­მა ერ­თად დიდ­ხანს ვერ გაძ­ლო და გან­ქორ­წინ­დნენ. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი რო­გორც პირ­ვე­ლო­ბა­ზე, ისე­ვე ძა­ლა­დო­ბა­სა და ქო­ნე­ბის გა­ყო­ფა­ზე ანა­სა და და­ვითს შო­რის დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

გან­ქორ­წი­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დგე, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი მე­ო­რედ და­ქორ­წინ­და. მისი რჩე­უ­ლი ირი­ნა ბე­გაშ­ვი­ლია. "პრინ­ცი“ მე­ო­რე ცოლს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აღარ უმა­ლავს და ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ირი­ნას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს.

  • ერეკ­ლე კო­დუა და ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი

ნა­ნუ­კა­სა და ერეკ­ლეს "ლავ­სთო­რი" წლე­ბი გრძელ­დე­ბო­და. მა­შინ პო­პუ­ლა­რულ ჟურ­ნა­ლისტსა და კუ­დის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­ზე ბევ­რს ჭო­რა­ობ­დნენ, რად­გან კო­დუ­ას სახ­ლში ცოლი და 5 შვი­ლი ჰყავ­და. ნა­ნუ­კა­ზე შეყ­ვა­რე­ბულ­მა კო­დუ­ამ ოჯა­ხი და­ტო­ვა და წყვილ­მა ერ­თად ცხოვ­რე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტის სახ­ლში და­ი­წყეს და შვი­ლიც შე­ე­ძი­ნათ.

არა­ვინ იცის და­ინ­გრე­ო­და თუ არა ოჯა­ხი, რომ არა პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, ერეკ­ლე კო­დუ­ას მი­მართ სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო და მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა ევ­რო­პას შე­ა­ფა­რა თავი. თა­ვი­დან ნა­ნუ­კა ხში­რად ჩა­დი­ო­და ქმრის სა­ნა­ხა­ვად, თუმ­ცა ვი­ზი­ტე­ბი შე­წყდა და მას შემ­დეგ რაც მე­დი­ა­ში კო­დუ­ას ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ და­ი­წე­რა და ფო­ტო­ე­ბიც გა­მოქ­ვეყ­ნდა, ჟურ­ნა­ლის­ტმა არა­ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა კო­დუ­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

ირაკ­ლი კო­დუ­ას მე­სა­მე მე­უღ­ლე უკვე დიდი ხა­ნია რაც კა­ტი­კა დი­დაა. წყვი­ლი ბედ­ნი­ე­რად ატა­რებს დროს და ხში­რად აქ­ვეყ­ნებს მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს გა­და­რე­ბულ ფო­ტო­ებს.

  • თიკა ჯამ­ბუ­რია და ბექა ხო­ფე­რია

ისი­ნი ბავ­შვო­ბი­დან იყ­ვნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, მათი მშობ­ლე­ბი კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­გობ­რობ­დნენ. ბე­ქამ და თი­კამ ად­რე­ულ ასაკ­ში იქორ­წი­ნეს და შვი­ლის შე­ძე­ნი­დან ძა­ლი­ან მალე გან­ქორ­წინ­დნენ. თიკა ამ თე­მა­ზე ყო­ველ­თვის გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობ­და, მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღი­ა­რა, რომ ბე­ქამ უღა­ლა­ტა, რაც არ აპა­ტია მომ­ღე­რალ­მა. ბე­ქას ამ­ჟა­მად მე­ო­რე მე­უღ­ლე ჰყავს, რო­მელ­თა­ნაც ორი გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა. თიკა კი ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ხში­რად აღ­ნიშ­ნავს, რომ ბე­ქას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ა­ლა­გა და ის ბოლო დროს კარ­გი მამა გახ­და.

  • სა­ლო­მე ჭა­ჭუა და გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე

სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ა­სა და გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძის რო­მა­ნი წლებს ით­ვლი­და, რო­დე­საც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვალ­ვებ­ში" სა­ლო­მეს სა­კუ­თა­რი მე­წყვი­ლე გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე შე­უყ­ვარ­და. ამ­ბო­ბენ, რომ იმ­ჟა­მად სა­ლო­მე­სა და გი­გის შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა უკვე არე­უ­ლი იყო.

პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბი­დან მალე სა­ლო­მემ და გი­ორ­გიმ გრან­დი­ო­ზუ­ლად იქორ­წი­ნეს და ჯვა­რი და­ი­წე­რეს. გა­და­ვიდ­ნენ ცალ­კე სა­ცხოვ­რებ­ლად, თუმ­ცა ძა­ლი­ან მალე, რამ­დე­ნი­მე თვე­ში წყვი­ლი გან­ქორ­წინ­და. გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე მალე ასა­კით უფ­როს უცხო­ელ ქალ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ კი აქამ­დე არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

  • გიგი უგუ­ლა­ვა და ლელა კი­ლა­ძე

ლელა კი­ლა­ძე სა­ბე­დის­წე­რო ქალი აღ­მოჩ­ნდა გიგი უგუ­ლა­ვას­თვის. ჯერ კი­დევ თბი­ლი­სის მერი იყო, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ლელა კი­ლა­ძე­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი უგუ­ლა­ვა ცოლს და­შორ­და. მათ მალე იქორ­წი­ნეს კი­დეც. ამ­ბობ­დნენ, რომ გიგი სი­გი­ჟემ­დე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქალ­ზე. ლე­ლას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ვაჟი ჰყავ­და, მე­სა­მე კი - გი­გის­თან შე­ე­ძი­ნა.

პირ­ვე­ლად ლელა კი­ლა­ძი­სა და გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის "ლავ­სთო­რის" შე­სა­ხებ მა­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­დე­საც გი­გის კა­რი­ე­რუ­ლად არც თუ ისე კარ­გი პე­რი­ო­დი ჰქონ­და და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მოს­ვლის შემ­დეგ მისი საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში იხი­ლე­ბო­და. ლელა პრო­ცე­სებს ეს­წრე­ბო­და, და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში გა­და­ღე­ბუ­ლი გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი კად­რე­ბი მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და.

თუმ­ცა გი­გის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ხში­რად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლელა რე­ა­ლუ­რად გუ­კას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ჭო­რებს წერ­ტი­ლი გიგი უგუ­ლა­ვას წე­რილ­მა და­უს­ვა, რო­მელ­შიც ის მისი და ლე­ლას გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ წერ­და.

  • ლელა კი­ლა­ძე და გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი

არა­ნაკ­ლებ სკან­და­ლუ­რი და ხმა­უ­რი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა ლე­ლა­სა და გუ­კას თა­ნა­ცხოვ­რე­ბა. ერთი წლის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქალ­მა ქმარს უჩივ­ლა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის გამო. გუკა და­ა­კა­ვეს და გლ­და­ნის იზო­ლა­ტორ­ში რამ­დე­ნი­მე თვე გა­ა­ტა­რა. სამი თვის წინ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვა. მარ­თა­ლია, წყვი­ლი ერ­თად აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ გუკა და ლელა ძვე­ლე­ბუ­რად ერ­თად ცხოვ­რო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლილო
36

ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე ნინი ბა­დუ­რაშ­ვილს ინ­სტაგ­რამ­ზე ყვე­ლა ფო­ტოს "უგუ­ლა­ვას". არადა თვითონ ბადურაშვილები გუ

...
47

ნინო გიგიშვილო, აშენდა და დამშვენდა შენი ოჯახი. რამდენი კვლევა ჩაგიტარებია ამ ცნობილიკოების პირადი ცხოვრების კვლევაზე. წაიკითხავ და პირდაპირ ივსები, კმაყოფილდები, რომ მიუხედავად ამდენი პერიპეტიებისა, ისინი ისევ მზად არიან ახალი ეიფელების დასაპყრობად. იმედია, რუბრიკა გაგრძელდება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ღალატი და წლების შემდეგ გამჟღავნებული ძალადობის ფაქტები...  - ცნობილი ქართველი წყვილები, რომლებიც სკანდალურად დაშორდნენ

ღალატი და წლების შემდეგ გამჟღავნებული ძალადობის ფაქტები...  - ცნობილი ქართველი წყვილები, რომლებიც სკანდალურად დაშორდნენ

ცნობილი წყვილების დაშორება ეს ისეთი თემაა, რომელიც ყველა ქვეყანაში მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. განსაკუთრებულად საინტერესო კი მაშინ ხდება, თუ წყვილის განქორწინებას სკანდალები ახლავს თან.

ქართულ რეალობაში ბოლო წლებია, რაც წყვილები ღიად ლაპარაკობენ განქორწინებაზე, თანაცხოვრებისას განცდილ ძალადობასა და იმ პრობლემებზე, რომელიც მათ ქორწინების დროს შეხვდათ.

წარმოგიდგენთ ქართველ წყვილებს, რომელთა განქორწინების დეტალებზე მედია დღემდე წერს...

  • ნინუცა მაყაშვილი და ბესო ზანგური

ისინი 11 წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ მათი თანაცხოვრების სკანდალური დეტალები ერთი თვის წინ გახდა ცნობილი. ნინუცა მაყაშვილთან განქორწინების შემდეგ, ბესო ზანგური კიდევ ორჯერ იყო ოფიციალურ ქორწინებაში, თუმცა გადაცემაში "ფარული კონვერტი“ ნინუცამ წლებისწინანდელ ძალადობაზე ილაპარაკა - თუ როგორ უსწორდებოდა ფიზიკურად ქმარი მაშინაც კი, როდესაც ორსულად იყო. წლების წინ ჩადენილი ძალადობა ზანგურს საზოგადოებამ არ აპატია. მიუხედავად იმისა, რომ მაყაშვილმა პოლიციაში დაკითხვაზე მისვლაზე უარი განაცხადა, ზანგური რუსთაველის თეატრში ყველა როლიდან მოხსნეს.

  • ნოე სულაბერიძე და ეკა სამხარაძე

წლების წინ ეკა სამხარაძე "რუსთავი 2"-ზე დილის გადაცემის წამყვანი იყო, ნოე სულაბერიძე კი - ამავე არხზე პროდიუსერი. მათი "ლავსთორი" სწორედ ამ ტელევიზიაში დაიწყო და ქორწინებით დასრულდა. იმჟამად ნოე სულაბერიძის ანგარიშზე უკვე იყო ერთი ქორწინება, რომლიდანაც ვაჟი ჰყავდა. ეკას და ნოეს გოგონა შეეძინათ, თუმცა მალე "იმედის" არხზე გადასული ნოე, არაერთ სკანდალში გაეხვა. ჭორები რომ სულაბერიძე სხვადასხვა ცნობილ ქართველ ქალებთან იყო სასიყვარულო ურთიერთობაში, მეუღლეს არ გამორჩენია და ეკა სამხარაძემ ქორწინება დაასრულა. ნოე მედიასთან ჯიუტად ამბობდა, რომ წყვილი ერთად ცხოვრებას აგრძელებდა, მაგრამ ეკა სამხარაძის ინტერვიუმ, რომელშიც ყოფილი ქმრის გატაცებებზე ისაუბრა, საბოლოოდ დაუსვა მათ ოჯახურ ურთიერთობას წერტილი.

ნოემ, ეკასთან დაშორების შემდეგ, ჯანეტ ქერდიყოშვილზე იქორწინა და წყვილს საერთო შვილი ჰყავს. ეკა სამხარაძე კი წლებია მოქანდაკე ზურაბ არაბიძეზეა შეყვარებული. არაბიძე მოსკოვში ცხოვრობს და სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად აწყობს გამოფენებს.

  • ია ფარულავა და ტარიელ სუარი

მათი დაქორწინებაც სკანდალური იყო. ვიდრე ია ფარულავამ ეკლესიიდან ჯვრისწერის ფოტოები არ გამოაქვეყნა, მანამდე ხალხმა არ დაიჯერა, რომ შოუ "ნიჭიერში" სცენაზე ხელის თხოვნის შემდეგ მუსიკოს ტარიელ სუარს ია ფარულავა ცოლობაზე დათანხმდა. ერთად ცხოვრების დაწყებიდან მალე ყველაფერი აირია.

მსახიობმა და ტელეწამყვანმა მუსიკოსი ქმარი კატა ზუზის ფანჯრიდან გადაგდებაში დაადანაშაულა. მალე ია ფარულავამ განაცხადა, რომ რიგით მეოთხე ქმარს დაშორდა... მართალია, მას შემდეგ ია და ტარიელი საზოგადოებაში ერთად აღარ გამოჩენილა, მაგრამ ამბობენ, რომ წყვილი ისევ ერთად ცხოვრობს.

  • ნეკა დოროყაშვილი და ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნეკას და ნიკოლოზის განქორწინების დეტალები იმდენად ხმაურიანი აღმოჩნდა, რომ პანდემიის დროს კორონავირუსის შესახებ სიახლეებიც კი გადაფარა. ამჟამად ყოფილი ცოლი ჩოგბურთელს ძალადობაში ადანაშაულებს და საქმე ძიების პროცესშია. მათ შორის ქონებრივი დავაც მიმდინარეობს.

ეს არის ერთ-ერთი პირველი საქმე ქართულ რეალობაში, როდესაც ცნობილი ადამიანი ძალადობაში ამხილეს და მიუხედავად ამისა, საზოგადოების დიდ ნაწილს მაინც ჰგონია, რომ სპორტსმენი შანტაჟის მსხვერპლია. წყვილის სასამართლო პროცესი რამდენიმეჯერ გაიმართა, თუმცა საქმე ჯერ არ დასრულებულა. ნეკა დოროყაშვილი შვილთან ერთად ბოლო თვის განმავლობაში დუბაის სტუმრობს, ჩოგბურთელმა კი, სკანდალური სასამართლო პროცესის ფონზე, არაერთ წარმატებას მიაღწია.

  • ნინი ბადურაშვილი და ირაკლი კუტალაძე

ნინი ბადურაშვილის ირაკლი კუტალაძეზე გათხოვება არანაკლებ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, ვიდრე განქორწინება. ნინის ბებია ლალი ბადურაშვილი იმჟამად ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ მისი შვილიშვილი ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს მიყვებოდა ცოლად. მიუხედავად ოჯახის კმაყოფილებისა, ქართული საზოგადოებისთვის მომღერლის ირაკლი კუტალაძეზე გათხოვება კრიტიკის მიზეზი გახდა. მომღერალი ბულინგის მსხვერპლიც კი გახდა, როდესაც საქმრო დაუწუნეს. სკანდალური აღმოჩნდა განქორწინებაც. თბილისში ნინი ორსული დაბრუნდა, თუმცა ოჯახი მალავდა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ვიდრე ერთ-ერთ ჟურნალში ირაკლი კუტალაძის ინტერვიუ არ დაიბეჭდა, რომელშიც მამაკაცი ნინის ყოფილად მოიხსენიებდა და სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდა.

ირაკლი კუტალაძე და ნინი ბადურაშვილი დღეს კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ, საერთო ქალიშვილი კი ხშირად სტუმრობს მამას მოსკოვში. უფრო მეტიც, ირაკლი კუტალაძე ნინი ბადურაშვილს "ინსტაგრამზე" ყველა ფოტოს "უგულავს".

  • შორენა ბეგაშვილი და ირაკლი ნანაძე

შორენა ბეგაშვილმა მეორე ქმარს დაშორების ამბავი "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული ფოტოთი გააგებინა, რომელზეც იუსტიციის სახლში განქორწინების ფურცლით იყო გადაღებული. თუმცა ნანაძე-ბეგაშვილის წყვილის ქორწილამდე მისვლაც მარტივი არ ყოფილა, რადგან ბიზნესმენს ოჯახი და შვილები ჰყავდა, როდესაც შორენაზე იყო შეყვარებული. ქართველი სექსსიმბოლო მარტო დიდხანს არ დარჩენილა. როგორც ამბობენ, მესამე ოჯახი თურქეთში მოღვაწე ქართველ კანონიერ ქურდ ლაშა ბარათელთან შექმნა. მართალია, ამ ფაქტს ტელეწამყვანი დიდხანს უარყოფდა, თუმცა პანდემიის მიუხედავად არაერთხელ ჩააკითხა უცხოეთში საყვარელ მამაკაცს და საერთო ფოტოც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

  • ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და დავით ბაგრატიონ-მუხრანელი

მათი წყვილი ერთ-ერთია, რომელიც სკანდალურად დაქორწინდა. ორი სამეფო შტოს გაერთიანების მიზნით, ანა და დავითი მონარქიის აღდგენით აღტკინებულმა ჯგუფმა დააქორწინეს. პროექტი არ შედგა და ცნობილი გახდა, რომ დავითი უზომოდ იყო შეყვარებული შორენა ბეგაშვილზე.

მემკვიდრე დაიბადა, მაგრამ სამეფო ოჯახმა ერთად დიდხანს ვერ გაძლო და განქორწინდნენ. სასამართლო პროცესი როგორც პირველობაზე, ისევე ძალადობასა და ქონების გაყოფაზე ანასა და დავითს შორის დღემდე გრძელდება.

განქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდგე, ცნობილი გახდა, რომ დავით ბაგრატიონი მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული ირინა ბეგაშვილია. "პრინცი“ მეორე ცოლს საზოგადოებას აღარ უმალავს და ოფიციალურ გვერდზე ხშირად აქვეყნებს ირინასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.

  • ერეკლე კოდუა და ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკასა და ერეკლეს "ლავსთორი" წლები გრძელდებოდა. მაშინ პოპულარულ ჟურნალისტსა და კუდის მაღალჩინოსანზე ბევრს ჭორაობდნენ, რადგან კოდუას სახლში ცოლი და 5 შვილი ჰყავდა. ნანუკაზე შეყვარებულმა კოდუამ ოჯახი დატოვა და წყვილმა ერთად ცხოვრება ჟურნალისტის სახლში დაიწყეს და შვილიც შეეძინათ.

არავინ იცის დაინგრეოდა თუ არა ოჯახი, რომ არა პოლიტიკური ცვლილებები. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერეკლე კოდუას მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო და მაღალჩინოსანმა ევროპას შეაფარა თავი. თავიდან ნანუკა ხშირად ჩადიოდა ქმრის სანახავად, თუმცა ვიზიტები შეწყდა და მას შემდეგ რაც მედიაში კოდუას ახალი სიყვარულის შესახებ დაიწერა და ფოტოებიც გამოქვეყნდა, ჟურნალისტმა არაერთ ინტერვიუში ისაუბრა კოდუასთან ურთიერთობის დასრულების შესახებ.

ირაკლი კოდუას მესამე მეუღლე უკვე დიდი ხანია რაც კატიკა დიდაა. წყვილი ბედნიერად ატარებს დროს და ხშირად აქვეყნებს მოგზაურობის დროს გადარებულ ფოტოებს.

  • თიკა ჯამბურია და ბექა ხოფერია

ისინი ბავშვობიდან იყვნენ შეყვარებულები, მათი მშობლები კი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ. ბექამ და თიკამ ადრეულ ასაკში იქორწინეს და შვილის შეძენიდან ძალიან მალე განქორწინდნენ. თიკა ამ თემაზე ყოველთვის გულახდილად საუბრობდა, მან ჟურნალისტებთან აღიარა, რომ ბექამ უღალატა, რაც არ აპატია მომღერალმა. ბექას ამჟამად მეორე მეუღლე ჰყავს, რომელთანაც ორი გოგონა შეეძინა. თიკა კი ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ ბექასთან ურთიერთობა დაალაგა და ის ბოლო დროს კარგი მამა გახდა.

  • სალომე ჭაჭუა და გიორგი ვარდოსანიძე

სალომე ჭაჭუასა და გიგი გაჩეჩილაძის რომანი წლებს ითვლიდა, როდესაც "ცეკვავენ ვარსკვალვებში" სალომეს საკუთარი მეწყვილე გიორგი ვარდოსანიძე შეუყვარდა. ამბობენ, რომ იმჟამად სალომესა და გიგის შორის ურთიერთობა უკვე არეული იყო.

პროექტის დასრულებიდან მალე სალომემ და გიორგიმ გრანდიოზულად იქორწინეს და ჯვარი დაიწერეს. გადავიდნენ ცალკე საცხოვრებლად, თუმცა ძალიან მალე, რამდენიმე თვეში წყვილი განქორწინდა. გიორგი ვარდოსანიძე მალე ასაკით უფროს უცხოელ ქალთან ერთად გამოჩნდა საზოგადოებაში. სალომე ჭაჭუას პირადი ცხოვრების შესახებ კი აქამდე არაფერია ცნობილი.

  • გიგი უგულავა და ლელა კილაძე

ლელა კილაძე საბედისწერო ქალი აღმოჩნდა გიგი უგულავასთვის. ჯერ კიდევ თბილისის მერი იყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ლელა კილაძეზე შეყვარებული უგულავა ცოლს დაშორდა. მათ მალე იქორწინეს კიდეც. ამბობდნენ, რომ გიგი სიგიჟემდე იყო შეყვარებული ქალზე. ლელას პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავდა, მესამე კი - გიგისთან შეეძინა.

პირველად ლელა კილაძისა და გუკა რჩეულიშვილის "ლავსთორის" შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც გიგის კარიერულად არც თუ ისე კარგი პერიოდი ჰქონდა და "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ მისი საქმე სასამართლოში იხილებოდა. ლელა პროცესებს ესწრებოდა, დაკავების მომენტში გადაღებული გულისამაჩუყებელი კადრები მედიაში გავრცელდა.

თუმცა გიგის დაკავების შემდეგ ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლელა რეალურად გუკასთან ერთად ცხოვრობდა. ჭორებს წერტილი გიგი უგულავას წერილმა დაუსვა, რომელშიც ის მისი და ლელას განქორწინების შესახებ წერდა.

  • ლელა კილაძე და გუკა რჩეულიშვილი

არანაკლებ სკანდალური და ხმაურიანი აღმოჩნდა ლელასა და გუკას თანაცხოვრება. ერთი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ქალმა ქმარს უჩივლა შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო. გუკა დააკავეს და გლდანის იზოლატორში რამდენიმე თვე გაატარა. სამი თვის წინ რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა. მართალია, წყვილი ერთად აღარ გამოჩენილა, თუმცა ამბობენ, რომ გუკა და ლელა ძველებურად ერთად ცხოვრობენ.