ავტორი:

რა უნდა გააკეთდეს, ქვეყანაში პანდემიის მესამე ტალღის პიკური მაჩვენებლების თავიდან ასაცილებლად და იგეგმება თუ არა რადიკალური ზომები? - რა განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა?

რა უნდა გააკეთდეს, ქვეყანაში პანდემიის მესამე ტალღის პიკური მაჩვენებლების თავიდან ასაცილებლად და იგეგმება თუ არა რადიკალური ზომები? - რა განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა?

"უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი 100 ინფიცირებული ერთ გარდაცვლილს უდრის“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების სტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ტიკარაძე განმარტავს, მნიშვნელოვანია შემცირდეს ინფექციის გავრცელება, რათა მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა შეძლონ.

"უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი 100 ინფიცირებული ერთ გარდაცვლილს უდრის. სწორედ ამიტომ, მე აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანია პრევენცია, ვინაიდან კოვიდინფექციის ლეტალობის მაჩვენებლი მსოფლიოს მასშტაბით 1-2%-ს წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, ეს საგანგაშო მაჩვენებელია. მიზანია, რომ მოხდეს ინფექციის ნაკლები გავრცელება იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და გადავარჩინოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე", - აცხადებს ტიკარაძე.

მისი თქმით, იმ რიცხვებით, რაც დღეს გვაქვს და გათვლებით მაისის მეორე ნახევარში პიკური მაჩვენებელია მოსალოდნელი.

ტიკარაძის განცხადებით, თუ სახელმწიფო და საზოგადოება ერთიანად იმოქმედებს იმისთვის, რომ მოხდეს ვირუსის შეკავება, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ არ მივიღოთ პიკური მაჩვენებელი".

"მნიშვნელოვანია ისევ და ისევ საზოგადოების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ნიღბის გამოყენება და სოციალური დისტანცირება. აქტიური მოწოდების შედეგად ნიღბის ტარება გაზრდილია 75%-მდე, თუმცა ეს არ არის საკმარისი და მნიშვნელოვანია, რომ სულ მცირე 95%-ით მაინც გაიზარდოს ნიღბის ტარების აქტიურობა. დამატებითი ლოკალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით საბჭო იმსჯელებს. ჩვენ გარკვეული ხედვები გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, პრევენციას შევუწყოთ ხელი და არ მივმართოთ რადიკალურ ზომებს,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორში 6000 საწოლია მობილიზებული.

"ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებული გვაქვს 6000 საწოლი, ასევე მობილიზებულია 10-ზე მეტი კლინიკური სასტუმრო, სადაც პაციენტები გადიან მკურნალობას. ამ ეტაპისთვის კლინიკაში იმყოფება 4000 პაციენტი. ვთვლით, რომ ეს დღევანდელი მაჩვენებლებისთვის საკმარისი რაოდენობაა. ასევე, არსებობს გარკვეული გეგმა, მონაცემების მატებასთან ერთად, გვაქვს რესურსი, რომ უმოკლეს ვადაში დავამატოთ საწოლფონდის მომდევნო ნაკადი", - აცხადებს ტიკარაძე.

ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლები აშენდება - რაზე ისაუბრეს საპატრიარქოში გმართულ შეხვედრაზე

ეკატერინე ტიკარაძე, მეუფე შიო, კარლ ჰარცელი... - რა შეხვედრა მიმდინარეობს საპატრიარქოში

ამირან გამყრელიძე ჟურნალისტს - თქვენმა ხელმძღვანელმა მითხრას: "ძალიან მინდა ამირან გამყრელიძე გადადგეს", იქნებ მერე გაგიწიოთ ანგარიში