ავტორი:

"ერთი მხრივ, სასულიერო პირი საეკლესიო ქცევის ნორმებში უნდა დარჩეს და მეორე მხრივ, გარემოება პროვოკაცია იყო" - ანდრია ჯაღმაიძე გარეჯთან მომხდარ ინციდენტზე

"ერთი მხრივ, სასულიერო პირი საეკლესიო ქცევის ნორმებში უნდა დარჩეს და მეორე მხრივ, გარემოება პროვოკაცია იყო" - ანდრია ჯაღმაიძე გარეჯთან მომხდარ ინციდენტზე

"დავით გარეჯთან მომხდარი ინციდენტი ძალიან უსიამოვნო იყო“ , - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ივერი მელაშვილის ქმედება იმ ადგილზე, სადაც სავარაუდოდ დანაშაული აქვს ჩადენილი ერთმნიშვნელოვნად, როგორც პროვოკაცია ისე აღიქმება. თუმცა მეორე მხრივ, სასულიერო პირი საეკლესიო ქცევის ნორმებში უნდა დარჩეს.

"დავით გარეჯთან მომხდარი ინციდენტი ძალიან უსიამოვნო იყო. თუმცა ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ, სასულიერო პირი საეკლესიო ქცევის ნორმებში უნდა დარჩეს, მიუხედავად გარემოებებისა და მეორე მხრივ, გარემოება ერთმნიშვნელოვნად პროვოკაცია იყო. ივერი მელაშვილი ბრალდებული, გირაოთი გამოსულია, სავარაუდოდ, იმ პირობით რომ მოწმეებზე ზეგავლენის მცდელობა არ ექნება. ამიტომ იმ ადგილზე, სადაც სავარაუდოდ, დანაშაული აქვს ჩადენილი, ერთმნიშვნელოვნად აღიქმება, როგორც პროვოკაცია. შეიძლება, თავად ივერი მელაშვილი არ გეგმავდა იქ ჩასვლას და "მთავარი არხის“ დაგეგმილი იყოს", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, "მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. ივერი მელაშვილის განცხადებით, სასულიერო პირები, რომლებიც დავით-გარეჯში „მთავრი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და მას თავს დაესხნენ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.

"ამ დროისთვის, რაც ვნახეთ, სრულიად სიმშვიდეა... ერთადერთი, ბავშვები შეწუხებულები არიან აჟიოტაჟით, რაც შეიქმნა" - დეკანოზი ანდრეა ჯაღმაიძე

"არაფერი ისეთი არ ხდება, არავინ ბავშვის ხორცით არ იკვებება აქ" - მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონზე

"ჩვენც შესაძლოა, 12 წლის ასაკის ზემოთ დავიწყოთ ვაქცინაცია" - რა განცხადებას აკეთებს ამირან გამყრელიძე?