კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოლსა და შვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ცოლსა და შვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ცო­ლი­სა და შვი­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით კო­დუა 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კო­დუ­ას ად­ვო­კატ­მა მუხ­რან ღურწკა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

კო­დუ­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ შე­უც­ვა­ლა. რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, აღ­კვე­თის შეც­ვლის სა­ფუძ­ვე­ლი კო­დუ­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა გახ­და.

ღურწკა­ი­ას თქმით­ვე, მათ სა­სა­მარ­თლო­ში ახა­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია წა­რად­გი­ნეს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ბრალ­დე­ბულს ავ­სტრი­ა­ში ოპე­რა­ცია უნდა ჩა­უ­ტარ­დეს და ამას­თა­ნა­ვე, კვლე­ვე­ბი სჭირ­დე­ბა. ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, კო­დუ­ას ავ­სტრი­ა­ში ერთი ოპე­რა­ცია უკვე გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს.

ცნო­ბის­თვის, და­ვით კო­დუ­ას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 14 აპ­რილს შე­უ­ფარ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბიზ­ნეს­მენ და­ვით კო­დუ­ას მე­უღ­ლის და შვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა. კო­დუ­ას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126 პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ’’ ქვე­პუნ­ქტით (ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ, ოჯა­ხის სხვა წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი ორი ან მეტი პი­რის მი­მართ) გა­ნე­სა­ზღვრა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ერ­თი­დან-სამ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უუუუუუუუუუუუუ
0

უზნეო ქალების გამო კაცი რომ ოჯახს გაამწარებს ის კაცი გინდ გარეთ იყოს და გინდ შიგნით . მის არსებობას კაცობა არ ქვია

იგულავე დავით
0

აბა დაეცემა თავზე პაიჭა! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ცოლსა და შვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ცოლსა და შვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ცოლისა და შვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებული ბიზნესმენი დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ კოდუას ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ განუცხადა.

კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუცვალა. როგორც ადვოკატი განმარტავს, აღკვეთის შეცვლის საფუძველი კოდუას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა.

ღურწკაიას თქმითვე, მათ სასამართლოში ახალი დოკუმენტაცია წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულს ავსტრიაში ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს და ამასთანავე, კვლევები სჭირდება. ადვოკატის თქმითვე, კოდუას ავსტრიაში ერთი ოპერაცია უკვე გაკეთებული აქვს.

ცნობისთვის, დავით კოდუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 აპრილს შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში ქალი, რომელიც გააუპატიურეს, მერვე სართულიდან გადახტა და თავი მოიკლა

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინა და ხუთი აფთიაქის ხელმძღვანელი პირი დააკავა (ფარულად გადაღებული კადრები)

"დაახლოებით 10-12 წლის ბიჭები იყვნენ, ერთ-ერთმა მეორე დანით დაჭრა" - რა მოხდა ბათუმში, სადაც არასრულწლოვანი დაჭრეს