ავტორი:

"სხვათა შორის, გათამამდა ზოგი აცრილი" - პაატა იმნაძე

"სხვათა შორის, გათამამდა ზოგი აცრილი" - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ "ზოგიერთი აცრილი გათამამდა", რაც არ შეიძლება, რადგანაც აცრიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირებისგან დაცული არავინაა. აღნიშნულის შესახებ იმნაძემ "აჭარის ტელევიზიის" ეთერში ისაუბრა.

"უკვე გვაქვს შემთხვევები, როცა პირველი აცრის მერე ადამიანები გახდნენ ავად, იყო ასეთი. რა თქმა უნდა, ვიღაც ინკუბაციურ პერიოდში იყო, როდესაც აიცრა...

სხვათა შორის, გათამამდა ზოგი აცრილი და ჰგონია, რომ… ეგრე არ არის, აცრის მერე პირველი ორი კვირა დაცული არ ხარ. აქედან გამომდინარე, ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ თავს.

არის შემთხვევები, როცა ადამიანები ავად ხდებიან. საბედნიეროდ, ძალიან მსუბუქად გადაიტანა ყველამ, ის აცრა მაინც თავის საქმეს აკეთებს. ინფიცირებულიც რომ იყოს ადამიანი და ჯერ არ იცოდეს, პირიქით, თუ აიცრება, ის იმასაც კი უშველის და ვირუსი უფრო მსუბუქად წავა", - ამბობს იმნაძე (ვიდეო).

როგორ გამოიყურებოდა კახა კალაძის დიზაინერი მეუღლე გუშინდელ წარდგენაზე - ანუკი არეშიძის ფოტოები

დღეიდან აგრილდება - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"საქმე არ არის ადვილად გადასაწყვეტი..." - რას წერდა რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს გახელაძის საქმეზე და რა უპასუხა მას საქართველოს პატრიარქმა დატყვევებულის გათავისუფლების შემდეგ