10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
27 წლის ბიჭი, რომელმაც ერთ-ერთი კრიპტოვალუტა შექმნა და მილიარდერი გახდა - ვინ არის ვიტალი ბუტერინი და რა კავშირი აქვს რუსეთთან
27 წლის ბიჭი, რომელმაც ერთ-ერთი კრიპტოვალუტა შექმნა და მილიარდერი გახდა - ვინ არის ვიტალი ბუტერინი და რა კავშირი აქვს რუსეთთან

27 წლის ვი­ტა­ლიკ ბუ­ტე­რი­ნი, რუ­სუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის, კა­ნა­და­ში მცხოვ­რე­ბი ინო­ვა­ტო­რია, რო­მელ­მაც 2013 წელს, ჯერ კი­დევ 19 წლის ასაკ­ში შექ­მნა კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა - ეთე­რი­უ­მი, დღეს კი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის წყა­ლო­ბით, მი­ლი­არ­დე­რი გახ­და.

რო­გორც CNN წერს, ეთე­რი­უ­მი ბა­ზარ­ზე 2015 წელს ჩა­ეშ­ვა. ბუ­ტე­რი­ნი კი ამ დრო­ის­თვის თა­ვის სა­ჯა­რო ან­გა­რიშ­ზე 333 500 ეთე­რი­უმს ფლობს. ამ ვა­ლუ­ტა­ზე ბოლო დროს მო­თხოვ­ნა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და და ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მისი ერთი ერ­თე­უ­ლის ფასი 3 482 დო­ლა­რია, შე­სა­ბა­მი­სად, პროგ­რა­მის­ტის ქო­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 1,1 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს.

ბუ­ტე­რი­ნი არის Bitcoin Magazine-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ეს არის გა­მო­ცე­მა, სა­დაც ქვეყ­ნდე­ბა პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი ბიტ­კო­ი­ნე­ბი­სა და სხვა კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბის შე­სა­ხებ 2012 წლი­დან. 2014 წელს ის მოხ­ვდა თი­ე­ლის სტი­პენ­დი­ან­ტებს შო­რის, სტი­პენ­დია და­ა­წე­სა მი­ლი­არ­დერ­მა პი­ტერ თი­ელ­მა, რათა ინო­ვა­ტო­რი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, მათ­თვის, ვი­საც აუ­დი­ტო­რი­ა­ში ყოფ­ნას, რა­ი­მის შექ­მნა ურ­ჩევ­ნია, თა­ვი­ან­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა.

სტი­პენ­დია ერთ ახალ­გაზ­რდა­ზე 100 000 დო­ლარს ით­ვა­ლის­წი­ნებს. სწო­რედ ეს იყო ის თან­ხა, რო­მე­ლიც ბუ­ტე­რინ­მა სა­წყის კა­პი­ტა­ლად გა­მო­ი­ყე­ნა.

ახალ­გაზ­რდა მი­ლი­არ­დე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, მა­გა­ლი­თად Twitter-ზე 1,4 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თით­ქმის არას­დროს არა­ფერს წერს და არ აქ­ტი­უ­რობს.

ბუ­ტე­რი­ნი რუ­სეთ­ში, ქა­ლაქ კო­ლომ­ნა­ში, დმიტ­რი ბუ­ტე­რი­ნი­სა და ნა­ტა­ლია ჩის­ტი­ა­კო­ვას ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მამა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი იყო. რუ­სეთ­ში ექ­ვსი წლის ასა­კამ­დე ცხოვ­რობ­და, ხოლო შემ­დეგ, ოჯა­ხი ემიგ­რა­ცი­ა­ში კა­ნა­და­ში წა­ვი­და, ცხოვ­რე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბის­თვის.

17 წლის იყო, რო­დე­საც მა­მამ ბიტ­კო­ი­ნე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბო. სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ვა­ტერ­ლო­ოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და და გა­მო­ირ­ჩე­ო­და თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭით მა­თე­მა­ტი­კა­ში. იყო კრიპ­ტოგ­რაფ იან გოლდბერ­გის კვლე­ვის ასის­ტენ­ტი.

2014 წელს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა­ზე უარი თქვა. თუმ­ცა ეს რა თქმა უნდა, არ ნიშ­ნავს რომ გა­ჩერ­და, მი­ი­ღო თი­ე­ლის სტი­პენ­დია და შექ­მნა კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა, რა­მაც დღეს უკვე მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ უმ­დიდ­რეს ადა­მი­ა­ნად აქ­ცია.

  • ბუ­ტე­რინ­მა კარ­გად იცის ეთე­რი­უ­მის ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ თა­ვი­სი მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნის­თვის. 2017 წლის 2 ივ­ნისს ის პე­ტერ­ბურ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინს შეხ­ვდა. მე­დია მა­შინ წერ­და, რომ სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბო­და ეთე­რი­უ­მის პო­ტენ­ცი­ალს და რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რას აღ­ნიშ­ნუ­ლი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ასე­ვე კავ­შირს რუს პარტნი­ო­რებ­თან. შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ბუ­ტე­რინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­უ­ბა­რი იყო მოკ­ლე და სა­სარ­გებ­ლო.

"ჩვენ ვცდი­ლობთ ხელ­საყ­რე­ლი ბიზ­ნეს კლი­მა­ტი შევ­ქმნათ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდი­სა და სტა­ბი­ლუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მის­თვის“, - ეს გან­ცხა­დე­ბა კრემ­ლმა აღ­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რო­გორც CNN წერს, ეთე­რი­უმ­ზე მო­თხოვ­ნის ზრდას ექ­სპერ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზებს მი­ა­წე­რენ. მათ შო­რის იმ ფაქტსაც, რომ ციფ­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბით ვაჭ­რო­ბის სფე­რო­ში აღ­ნიშ­ნულ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტას იყე­ნე­ბენ და შე­სა­ბა­მი­სად, მო­თხოვ­ნა წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Geo
40

ჩვეულებრივი ფინანსური პირამიდებია ეს კრიპტოვალუტები და ერთ დღესაც ჩამოიშლება, უამრავი ადამიანი გაკოტრდება. როგორ უნდა ენდობოდე და აბანდებდე ფულს იმაში, რისი ფასიც არაფერს არ ეფუძნება. 

ვახო
12

ფინანსური მახე .შემქმნელი გამდიდრდება დანარჩენები გაკოტრდებიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

27 წლის ბიჭი, რომელმაც ერთ-ერთი კრიპტოვალუტა შექმნა და მილიარდერი გახდა - ვინ არის ვიტალი ბუტერინი და რა კავშირი აქვს რუსეთთან

27 წლის ბიჭი, რომელმაც ერთ-ერთი კრიპტოვალუტა შექმნა და მილიარდერი გახდა - ვინ არის ვიტალი ბუტერინი და რა კავშირი აქვს რუსეთთან

27 წლის ვიტალიკ ბუტერინი, რუსული წარმომავლობის, კანადაში მცხოვრები ინოვატორია, რომელმაც 2013 წელს, ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში შექმნა კრიპტოვალუტა - ეთერიუმი, დღეს კი, აღნიშნული ვალუტის წყალობით, მილიარდერი გახდა.

როგორც CNN წერს, ეთერიუმი ბაზარზე 2015 წელს ჩაეშვა. ბუტერინი კი ამ დროისთვის თავის საჯარო ანგარიშზე 333 500 ეთერიუმს ფლობს. ამ ვალუტაზე ბოლო დროს მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა და ბოლო მონაცემებით, მისი ერთი ერთეულის ფასი 3 482 დოლარია, შესაბამისად, პროგრამისტის ქონება დაახლოებით, 1,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ბუტერინი არის Bitcoin Magazine-ის თანადამფუძნებელი, ეს არის გამოცემა, სადაც ქვეყნდება პუბლიკაციები ბიტკოინებისა და სხვა კრიპტოვალუტების შესახებ 2012 წლიდან. 2014 წელს ის მოხვდა თიელის სტიპენდიანტებს შორის, სტიპენდია დააწესა მილიარდერმა პიტერ თიელმა, რათა ინოვატორი ახალგაზრდებისთვის, მათთვის, ვისაც აუდიტორიაში ყოფნას, რაიმის შექმნა ურჩევნია, თავიანთი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მიეცა.

სტიპენდია ერთ ახალგაზრდაზე 100 000 დოლარს ითვალისწინებს. სწორედ ეს იყო ის თანხა, რომელიც ბუტერინმა საწყის კაპიტალად გამოიყენა.

ახალგაზრდა მილიარდერი სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია, მაგალითად Twitter-ზე 1,4 მილიონი გამომწერი ჰყავს მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არასდროს არაფერს წერს და არ აქტიურობს.

ბუტერინი რუსეთში, ქალაქ კოლომნაში, დმიტრი ბუტერინისა და ნატალია ჩისტიაკოვას ოჯახში დაიბადა. მამა კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი იყო. რუსეთში ექვსი წლის ასაკამდე ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ, ოჯახი ემიგრაციაში კანადაში წავიდა, ცხოვრებისა და მუშაობის უკეთესი პირობებისთვის.

17 წლის იყო, როდესაც მამამ ბიტკოინების შესახებ უამბო. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, ვატერლოოს უნივერსიტეტში სწავლობდა და გამოირჩეოდა თავისი განსაკუთრებული ნიჭით მათემატიკაში. იყო კრიპტოგრაფ იან გოლდბერგის კვლევის ასისტენტი.

2014 წელს უნივერსიტეტში სწავლაზე უარი თქვა. თუმცა ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს რომ გაჩერდა, მიიღო თიელის სტიპენდია და შექმნა კრიპტოვალუტა, რამაც დღეს უკვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად აქცია.

  • ბუტერინმა კარგად იცის ეთერიუმის ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობის შესახებ თავისი მშობლიური ქვეყნისთვის. 2017 წლის 2 ივნისს ის პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მედია მაშინ წერდა, რომ საუბარი შეეხებოდა ეთერიუმის პოტენციალს და რუსეთის მხარდაჭერას აღნიშნული კრიპტოვალუტის განვითარებაში, ასევე კავშირს რუს პარტნიორებთან. შეხვედრის შემდეგ, ბუტერინმა აღნიშნა, რომ საუბარი იყო მოკლე და სასარგებლო.

"ჩვენ ვცდილობთ ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატი შევქმნათ ეკონომიკური ზრდისა და სტაბილური სოციალური სისტემისთვის“, - ეს განცხადება კრემლმა აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა.

როგორც CNN წერს, ეთერიუმზე მოთხოვნის ზრდას ექსპერტები სხვადასხვა მიზეზებს მიაწერენ. მათ შორის იმ ფაქტსაც, რომ ციფრული ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობის სფეროში აღნიშნულ კრიპტოვალუტას იყენებენ და შესაბამისად, მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.

უკრაინა ბელარუსთან ფრენებს წყვეტს, მასთან ერთად Air France, Finnair და "სინგაპურის ავიახაზები"

ესპანეთში დინოზავრის ქანდაკებაში ცხედარი იპოვეს - რა დეტალებს ასაჯაროებს პოლიცია უჩვეულო საქმის შესახებ

"ჩემი ვაჟი აიძულეს... მას სცემენ და აწამებენ" - რას აცხადებენ დაკავებული ბელარუსი ჟურნალისტისა და მისი მეგობარი გოგონას მშობლები?