ავტორი:

დედამიწას მწყობრიდან გამოსული გიგანტური ჩინური რაკეტა უახლოვდება - რა საფრთხეებზე საუბრობენ პენტაგონში

დედამიწას მწყობრიდან გამოსული გიგანტური ჩინური რაკეტა უახლოვდება - რა საფრთხეებზე საუბრობენ პენტაგონში

პენტაგონი აკვირდება ჩინურ რაკეტას, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა და დედამიწას უახლოვდება - ამის შესახებ CNN წერს. გამოცემის ცნობითვე, მოსალოდნელია, რომ რაკეტის ნამსხვრევები დედამიწაზე მომდევნო დღეებში ჩამოვარდება.

მეცნიერები ასახელებენ სავარაუდო თარიღსაც, როცა რაკეტის ნამსხვრევები დედამიწამდე მოაღწევს და ეს სავარაუდო თარიღი 8 მაისია. ამის შესახებ საუბრობს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერი მაიკ ჰოვარდი. რაკეტის მოძრაობის ტრაექტორიას აკვირდება აშშ-ის კოსმოსური სარდლობა, თუმცა ამ ეტაპისთვის ვერ ასახელებენ ადგილს, სადაც შეიძლება მისი ნამსხვრევები ჩამოვარდეს.

ჩინელებმა აღნიშნული რაკეტა გასულ კვირას, კოსმოსური სადგურის ნაწილის გასაშვებად გამოიყენეს. მოგვიანებით კი, ის მწყობრიდან გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ატმოსფეროში შემოსვლისას ნამსხვრევების უმეტესობა დაიწვება, ყოველივე მეცნიერებისთვის მაინც შემაშფოთებელია, ვინაიდან საუბარია გიგანტური ზომის რაკეტაზე, რომელიც 22 ტონას იწონის და თუ დასახლებულ ადგილებში მოხვდება მისი რომელიმე ნატეხი, შესაძლოა, დიდი ზიანი გამოიწვიოს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ჯონათან მაკდოუელი სხვა მეცნიერებთან შედარებით იმედისმომცემ პროგნოზს აკეთებს და ამბობს, რომ რაკეტის ჩამოვარდნა "სამყაროს აღსასრულს არ გამოიწვევს“.

"არ ვფიქრობ, რომ ადამიანებმა სიფრთხილის ზომები უნდა მიიღონ, რისკი, რომ მოსალოდნელი ფაქტი ვინმეს დააზიანებს, ძალიან მცირეა., შეიძლება მოჰყვეს ხიფათი, მაგრამ ამის რისკი უმცირესია“, - ამბობს ასტროფიზიკოსი.

წყარო: CNN.com

როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მეფე - გაიცანით სკანდალური და ექსტრავაგანტული რამა X

"გამარჯვების მემკვიდრეებად ყოფნის პრეტენზიები ვერ გაამართლებს დღევანდელ "გამარჯვებებს" უკრაინის და საქართველოს ტერიტორიების ანექსიაში" - ლინას ლინკევიჩუსი რუსეთზე

ინდოეთში COVID-19-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა