კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკა მელიას ნების საწინააღმდეგოდ მყოფნის ვაჟკაცობაც და გამბედაობაც, რომ ამანისტიის კანონი მივიღოთ" - გიორგი ვაშაძე
"ნიკა მელიას ნების საწინააღმდეგოდ მყოფნის ვაჟკაცობაც და გამბედაობაც, რომ ამანისტიის კანონი მივიღოთ" - გიორგი ვაშაძე

ნიკა მე­ლი­ას ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მყოფ­ნის ვაჟ­კა­ცო­ბაც, გამ­ბე­და­ო­ბაც, კა­ცო­ბაც, პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც და ყვე­ლა­ფე­რი, რომ ამა­ნის­ტი­ის კა­ნო­ნი მი­ვი­ღოთ და ის გა­მო­ვუშ­ვათ სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში 360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ვა­შა­ძემ გან­მარ­ტა, ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნონს მი­ი­ღე­ბენ და ნიკა მე­ლი­აც გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მე­ლი­ას­თან სა­პა­ტიმ­რო­ში არ შე­დის, ვი­ნა­ი­დან, სწო­რად არ მი­იჩ­ნევს, მას ჰკი­თხოს, თუ რის გა­კე­თე­ბას აპი­რებს.

"ამ­ნის­ტი­ის მუხ­ლი შე­თან­ხმე­ბა­ში მე­ლი­ას­თვის ჩა­ი­წე­რა, ნიკა მე­ლი­ას სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ვა­პი­რებთ, რომ შე­ვა­ხოთ მას ამ­ნის­ტია, ეს არის შე­თან­ხმე­ბის ში­ნა­არ­სი, ამა­ზე მაქვს მე ხელი მო­წე­რი­ლი. თუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პი­რო­ბებს შეც­ვლის, ამა­ზე სა­კად­რის პა­სუხ­საც მი­ი­ღებს. ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნის მი­ღე­ბის 6-კვი­რი­ა­ნი პრო­ცე­სი გვაქვს წინ, სას­ტარ­ტო ეტაპ­ზე რა­ღაც რომ წე­რია კა­ნონ­ში, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ეს აუ­ცი­ლებ­ლად ასე იქ­ნე­ბა. ამ­ნის­ტი­ის კა­ნონს მი­ვი­ღებთ, ნიკა მე­ლია გან­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და მერე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი რო­გორ წავა, ამას ყვე­ლა და­ვი­ნა­ხავთ. შე­ჯე­რე­ბის პრო­ცე­სი იმე­დია, მოხ­დე­ბა და იმე­დია, რომ რე­ა­ლო­ბას თვალს გა­უს­წო­რებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. მე არ ვიცი, ეს პი­რო­ბა რას გუ­ლის­ხმობს, სა­ერ­თოდ, რა მო­ი­გო­ნეს, აქამ­დე 30 წლის მან­ძილ­ზე ამ­ნის­ტი­ის არც ერთ კა­ნონ­ში მსგავ­სი პი­რო­ბა არ იყო ჩა­დე­ბუ­ლი, ეს არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხრი­კი, რომ ეს 3 თუ 6 კვი­რა ამა­ზე დავ­ხო­ცოთ ერ­თმა­ნე­თი“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ იღე­ბენ ნიკა მე­ლი­ას ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კა­ნონპ­რო­ექტს, ვა­შა­ძე პა­სუ­ხობს, რომ მე­ლი­ას „ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ვაჟ­კა­ცო­ბაც და გამ­ბე­და­ო­ბაც ყოფ­ნის, რომ ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნი მი­ი­ღონ“.

„მე მინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის თემა და­ი­ხუ­როს, მათ შო­რის, მე­ლია პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი არ არ­სე­ბობ­დეს, მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მყოფ­ნის ვაჟ­კა­ცო­ბაც, გამ­ბე­და­ო­ბაც, კა­ცო­ბაც, პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც და ყვე­ლა­ფე­რი, რომ ამა­ნის­ტი­ის კა­ნო­ნი მი­ვი­ღოთ და ის გა­მო­ვუშ­ვათ სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან. ვფიქ­რობ, ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სი ასე უნდა იქ­ცე­ო­დეს და ცი­ხე­ებ­ში მჯდო­მი ადა­მი­ა­ნი ზურგს უკან არ უნდა იმა­ლე­ბო­დეს, რომ აი, იმას ასე უნდა, იმას ასე უნ­დაო. მე ვიცი, ქვე­ყა­ნას რა სჭირ­დე­ბა, მე­ლია პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ქვე­ყა­ნას არ სჭირ­დე­ბა. მე­ლია ცი­ხე­შია, მას შე­იძ­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია ჰქონ­დეს, მაგ­რამ ჩემი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, გა­რეთ მყო­ფი პო­ლი­ტი­კო­სის, პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი პა­ტიმ­რო­ბი­დან და­ვისხნა. ღიად ვა­ცხა­დებ, რომ მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნი უნდა მი­ვი­ღოთ, რომ ის სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

იმ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მე­ლი­ას გა­და­სა­წყვე­ტია, თუ რა გზას აირ­ჩევს ის, ვა­შა­ძე აცხა­დებს, რომ „ეს მისი გა­და­სა­წყვე­ტი არ არის“.

"არ არის მისი გა­და­სა­წყვე­ტი, ჩემი გა­და­სა­წყვე­ტია, სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია, მე­ყოს იმის გამ­ბე­და­ო­ბა, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ავი­ღო ჩემ თავ­ზე და პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი გა­ვათ­ვი­სუფ­ლო სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან. როცა იქ­ნე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, მერე გა­ვარ­ჩევთ, ვინ მტყუ­ა­ნი იყო და ვინ - მარ­თა­ლი. იმ ხალ­ხის პოზა - მე­ლი­ამ ასე თქვაო - ვერ გა­ვი­გე, ცი­ხე­ში მყოფ ადა­მი­ანს ეკი­თხე­ბით? ცი­ხე­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი უნდა გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ, რად­გან პო­ლიტ­პა­ტი­მა­რია... მე იცით რა­ტომ არ ვი­ყა­ვი შე­სუ­ლი? იმი­ტომ რომ არას­წო­რი მგო­ნია მას ვკი­თხო ცი­ხე­ში, ნიკა შენ რას იზა­მო? ჩემი კა­ცო­ბი­თაც, ვაჟ­კა­ცო­ბი­თაც, პო­ლი­ტი­კო­სო­ბი­თაც და ყვე­ლაფ­რით, სწო­რი მგო­ნია, რომ პო­ლიტ­პა­ტიმ­რო­ბი­საგნ გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლო“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბურატინოს
19

ბურატინო პიპი.ვეღარ გაძეხი ჩხარტიშვილის ფულებით? შე მოღალატე.ეს არსება შეგდებულია ოპოზიციაში ტროას ცხენივით

გურანდუხტი
22

ვაშაძემ ელისაშვილის ტალღაზე დაიწყო ჭიკჭიკი და ოცნების წისქვილზე წყლის დასხმა.დიდი ძალა ქონია მიზიდულობის კანონს პირადი კეთილდღეობისათვის.სამაგიეროდ მაგისმა რეიტინგმა განიცადა ტყაპანი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ნიკა მელიას ნების საწინააღმდეგოდ მყოფნის ვაჟკაცობაც და გამბედაობაც, რომ ამანისტიის კანონი მივიღოთ" - გიორგი ვაშაძე

"ნიკა მელიას ნების საწინააღმდეგოდ მყოფნის ვაჟკაცობაც და გამბედაობაც, რომ ამანისტიის კანონი მივიღოთ" - გიორგი ვაშაძე

ნიკა მელიას ნების საწინააღმდეგოდ მყოფნის ვაჟკაცობაც, გამბედაობაც, კაცობაც, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც და ყველაფერი, რომ ამანისტიის კანონი მივიღოთ და ის გამოვუშვათ საპატიმრო დაწესებულებიდან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში 360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ განმარტა, ამნისტიის შესახებ კანონს მიიღებენ და ნიკა მელიაც გათავისუფლდება.

როგორც მან აღნიშნა, მელიასთან საპატიმროში არ შედის, ვინაიდან, სწორად არ მიიჩნევს, მას ჰკითხოს, თუ რის გაკეთებას აპირებს.

"ამნისტიის მუხლი შეთანხმებაში მელიასთვის ჩაიწერა, ნიკა მელიას საწინააღმდეგოდ ვაპირებთ, რომ შევახოთ მას ამნისტია, ეს არის შეთანხმების შინაარსი, ამაზე მაქვს მე ხელი მოწერილი. თუ „ქართული ოცნება“ პირობებს შეცვლის, ამაზე საკადრის პასუხსაც მიიღებს. ამნისტიის კანონის მიღების 6-კვირიანი პროცესი გვაქვს წინ, სასტარტო ეტაპზე რაღაც რომ წერია კანონში, ეს არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად ასე იქნება. ამნისტიის კანონს მივიღებთ, ნიკა მელია განთავისუფლდება და მერე პოლიტიკური პროცესი როგორ წავა, ამას ყველა დავინახავთ. შეჯერების პროცესი იმედია, მოხდება და იმედია, რომ რეალობას თვალს გაუსწორებს „ქართული ოცნება“. მე არ ვიცი, ეს პირობა რას გულისხმობს, საერთოდ, რა მოიგონეს, აქამდე 30 წლის მანძილზე ამნისტიის არც ერთ კანონში მსგავსი პირობა არ იყო ჩადებული, ეს არის „ქართული ოცნების“ ხრიკი, რომ ეს 3 თუ 6 კვირა ამაზე დავხოცოთ ერთმანეთი“, - განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, რატომ იღებენ ნიკა მელიას ნების საწინააღმდეგო კანონპროექტს, ვაშაძე პასუხობს, რომ მელიას „ნების საწინააღმდეგოდ ვაჟკაცობაც და გამბედაობაც ყოფნის, რომ ამნისტიის კანონი მიიღონ“.

„მე მინდა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრების თემა დაიხუროს, მათ შორის, მელია პოლიტპატიმარი არ არსებობდეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ მყოფნის ვაჟკაცობაც, გამბედაობაც, კაცობაც, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც და ყველაფერი, რომ ამანისტიის კანონი მივიღოთ და ის გამოვუშვათ საპატიმრო დაწესებულებიდან. ვფიქრობ, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ასე უნდა იქცეოდეს და ციხეებში მჯდომი ადამიანი ზურგს უკან არ უნდა იმალებოდეს, რომ აი, იმას ასე უნდა, იმას ასე უნდაო. მე ვიცი, ქვეყანას რა სჭირდება, მელია პოლიტპატიმარი ქვეყანას არ სჭირდება. მელია ციხეშია, მას შეიძლება განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ ჩემი ვალდებულებაა, გარეთ მყოფი პოლიტიკოსის, პოლიტპატიმარი პატიმრობიდან დავისხნა. ღიად ვაცხადებ, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ამნისტიის კანონი უნდა მივიღოთ, რომ ის საპატიმრო დაწესებულებიდან გავათავისუფლოთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მელიას გადასაწყვეტია, თუ რა გზას აირჩევს ის, ვაშაძე აცხადებს, რომ „ეს მისი გადასაწყვეტი არ არის“.

"არ არის მისი გადასაწყვეტი, ჩემი გადასაწყვეტია, სხვა პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, მეყოს იმის გამბედაობა, რომ პასუხისმგებლობა ავიღო ჩემ თავზე და პოლიტპატიმარი გავათვისუფლო საპატიმრო დაწესებულებიდან. როცა იქნება თავისუფლებაზე, მერე გავარჩევთ, ვინ მტყუანი იყო და ვინ - მართალი. იმ ხალხის პოზა - მელიამ ასე თქვაო - ვერ გავიგე, ციხეში მყოფ ადამიანს ეკითხებით? ციხეში მყოფი ადამიანი უნდა გავათავისუფლოთ, რადგან პოლიტპატიმარია... მე იცით რატომ არ ვიყავი შესული? იმიტომ რომ არასწორი მგონია მას ვკითხო ციხეში, ნიკა შენ რას იზამო? ჩემი კაცობითაც, ვაჟკაცობითაც, პოლიტიკოსობითაც და ყველაფრით, სწორი მგონია, რომ პოლიტპატიმრობისაგნ გავათავისუფლო“, - განაცხადა ვაშაძემ.

"იმედია, თამარ ჟვანიას გაგება ეყოფა, რომ აღარავის უნდა მისი ცესკო-ს თავმჯდომარეობა და წავა" - გიორგი ვაშაძე

"პარლამენტში შემოსვლა, შეთანხმების ხელმოწერას გულისხმობს, შთაბეჭდილება მაქვს, რომ "ნაცმოძრაობაში" ამაზე აზრთა სხვადასხვაობაა" - სალომე სამადაშვილი

როდის გაიმართება ნიკა მელიას სასამართლო პროცესი და რას ამბობს საქმის პროკურორი