პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გირჩის სამეფო" რამდენიმე პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს - "მზად იყავით, რომ თქვენი გასაუბრება იქნება საჯარო - ლაივში გავუშვებთ"
"გირჩის სამეფო" რამდენიმე პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს - "მზად იყავით, რომ თქვენი გასაუბრება იქნება საჯარო - ლაივში გავუშვებთ"

"გირ­ჩის სა­მე­ფო" რამ­დე­ნი­მე პო­ზი­ცი­ა­ზე ვა­კან­სი­ას აცხა­დებს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა მათ ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სდა. ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია მო­თხოვ­ნე­ბი, რო­მელ­საც და­სა­ხე­ლე­ბულ პო­ზი­ცი­ებ­ზე მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ.

"პო­ზი­ცია პირ­ვე­ლი - “პარ­ლა­მენ­ტა­რის თა­ნა­შემ­წე”

მას მერე, რაც ‘გირ­ჩი’ პარ­ლა­მენ­ტში სამი დე­პუ­ტა­ტით შე­ვი­და, ჩვენს პარ­ლა­მენ­ტა­რებს რეგ­ლა­მენ­ტით ეკუთ­ვნით თა­ნა­შემ­წე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბი­ან.

თუ შე­გიძ­ლი­ათ:

  1. წერა (ქარ­თუ­ლად. გა­მარ­თუ­ლად. სხვა და­მა­ტე­ბი­თი ენე­ბი პლუ­სად ჩა­გეთ­ვლე­ბათ)
  2. კი­თხვა (და მერე წა­კი­თხუ­ლი­დან ში­ნა­არ­სის გა­მო­ტა­ნა);
  3. ლა­პა­რა­კი (გა­სა­გე­ბად);
  4. ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა (არ ხართ ასო­ცი­ა­ლუ­რი),
  5. და არ გიყ­ვართ საქ­მის გა­და­დე­ბა.

თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან ერთი სფე­რო მა­ინც:

  1. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი;
  2. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა;
  3. გა­ნათ­ლე­ბა;
  4. ჯან­დაც­ვა,
  5. ეკო­ნო­მი­კა.

გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რეთ, ჩვენ გთა­ვა­ზობთ:

  1. შე­საძ­ლებ­ლო­ბას, იმუ­შა­ოთ ჩვენ­თან ერ­თად და მი­ი­ღოთ გა­მოც­დი­ლე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში;
  2. ხელ­ფასს 1000-დან 3000 ლა­რამ­დე,
  3. შე­საძ­ლებ­ლო­ბას, უფრო ღრმად გა­ერ­კვეთ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სფე­რო­ში (ზე­მოთ რაც ჩა­მოვ­თვა­ლეთ).

გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეთ თქვე­ნი CV და მაქ­სი­მუმ 1 გვერ­დი­ა­ნი წე­რი­ლი, თუ რა­ტომ გინ­დათ ამ პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა - info@girchi.com - მე­ი­ლის სა­თა­ურ­ში მი­უ­თი­თეთ პო­ზი­ცი­ის და­სა­ხე­ლე­ბა.

მზად იყა­ვით, რომ თქვე­ნი გა­სა­უბ­რე­ბა იქ­ნე­ბა სა­ჯა­რო - ლა­ივ­ში გა­ვუშ­ვებთ.

გირ­ჩის სა­მე­ფომ პარ­ლა­მენ­ტიც მო­იც­ვა, ამ ამ­ბავს კი უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ ვა­ცხა­დებთ ორ ტექ­ნი­კურ ვა­კან­სი­ას:

პო­ზი­ცია მე­ო­რე - “ციფ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი”

გირ­ჩის სა­მე­ფოს ესა­ჭი­რო­ე­ბა გა­მოც­დი­ლი, კარ­გი, დაღ­ვი­ნე­ბუ­ლი “ციფ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი”, რო­მელ­საც აქვს დიდი და მრა­ვალ­ნა­კა­დი­ა­ნი ციფ­რუ­ლი არ­ხე­ბის მარ­თვის გა­მოც­დი­ლე­ბა და აქვს რო­გორც პრე­ტენ­ზია, ისე ამ­ბი­ცია, რომ ჩვე­ნი სა­მე­ფოს ციფ­რუ­ლი მხა­რე მო­ა­წეს­რი­გოს და ახალ ლე­ველ­ზე აიყ­ვა­ნოს :))

სა­მუ­შაო სრულ­გა­ნაკ­ვე­თი­ა­ნია და მო­ი­ცავს ჩვენ­თან ერ­თად ოფის­ში თუ პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბა­საც.

სა­ნაც­ვლოდ გთა­ვა­ზობთ ბევრ გა­მოწ­ვე­ვას და 1 500-დან 3 000-მდე ხელ­ფასს, იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­გორ მოგ­ვა­წო­ნებთ და მოგ­ვყი­დით სა­კუ­თარ თავს.

გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეთ თქვე­ნი CV და მაქ­სი­მუმ 1 გვერ­დი­ა­ნი წე­რი­ლი, თუ რა­ტომ გინ­დათ ამ პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა - info@girchi.com - მე­ი­ლის სა­თა­ურ­ში მი­უ­თი­თეთ პო­ზი­ცი­ის და­სა­ხე­ლე­ბა.

მზად იყა­ვით, რომ თქვე­ნი გა­სა­უბ­რე­ბა იქ­ნე­ბა სა­ჯა­რო - ლა­ივ­ში გა­ვუშ­ვებთ.

პო­ზი­ცია მე­სა­მე - “მე­მონ­ტა­ჟე-ოპე­რა­ტო­რი”

გირ­ჩის გა­ყო­ფის მერე ვი­დეო-კონ­ტენ­ტში მო­ვი­კოჭ­ლებთ. ამ მხრი­ვაც გვჭირ­დე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის დახ­მა­რე­ბა.

ვე­ძებთ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც იცის გა­და­ღე­ბა და მონ­ტა­ჟი. შე­უძ­ლია ჩვენ­თან ერ­თად მო­ი­ფიქ­როს ვი­ზუ­ა­ლუ­რი გირ­ჩო­ბე­ბი, დაგ­ვეხ­მა­როს ჩვე­ნი პა­ტა­რა სტუ­დი­ის გა­მარ­თვას და მუ­შა­ო­ბა­ში.სა­ნაც­ვლოდ გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ტენ­ტის შექ­მნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და 1 500-დან 3 000-მდე ხელ­ფასს, იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­გორ მოგ­ვა­წო­ნებთ და მოგ­ვყი­დით სა­კუ­თარ თავს.

გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეთ თქვე­ნი CV მე­ილ­ზე info@girchi.com - მე­ი­ლის სა­თა­ურ­ში მი­უ­თი­თეთ პო­ზი­ცი­ის და­სა­ხე­ლე­ბა.

მზად იყა­ვით, რომ თქვე­ნი გა­სა­უბ­რე­ბა იქ­ნე­ბა სა­ჯა­რო - ლა­ივ­ში გა­ვუშ­ვებთ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია პაპა
2

რას ეწევით ასეთს თქვე უპატრონოებო? ნაზირ-ვეზირები არა გჭირდებათ?

კოტე
1

ამ ქლიავების პარტიისათვის ეტყობა სერიოზულობა უცხო ხილია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"გირჩის სამეფო" რამდენიმე პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს - "მზად იყავით, რომ თქვენი გასაუბრება იქნება საჯარო - ლაივში გავუშვებთ"

"გირჩის სამეფო" რამდენიმე პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს - "მზად იყავით, რომ თქვენი გასაუბრება იქნება საჯარო - ლაივში გავუშვებთ"

"გირჩის სამეფო" რამდენიმე პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. შესაბამისი განცხადება მათ ვებ-გვერდზე განთავსდა. ინფორმაციაში მითითებულია მოთხოვნები, რომელსაც დასახელებულ პოზიციებზე მომუშავე ადამიანები უნდა აკმაყოფილებდნენ.

"პოზიცია პირველი - “პარლამენტარის თანაშემწე”

მას მერე, რაც ‘გირჩი’ პარლამენტში სამი დეპუტატით შევიდა, ჩვენს პარლამენტარებს რეგლამენტით ეკუთვნით თანაშემწეები, რომლებიც მათ საპარლამენტო საქმიანობაში დაეხმარებიან.

თუ შეგიძლიათ:

  1. წერა (ქართულად. გამართულად. სხვა დამატებითი ენები პლუსად ჩაგეთვლებათ)
  2. კითხვა (და მერე წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა);
  3. ლაპარაკი (გასაგებად);
  4. ადამიანებთან ურთიერთობა (არ ხართ ასოციალური),
  5. და არ გიყვართ საქმის გადადება.

თუ გაინტერესებთ ჩამოთვლილთაგან ერთი სფერო მაინც:

  1. ადამიანის უფლებები;
  2. მართლმსაჯულება;
  3. განათლება;
  4. ჯანდაცვა,
  5. ეკონომიკა.

გამოგვეხმაურეთ, ჩვენ გთავაზობთ:

  1. შესაძლებლობას, იმუშაოთ ჩვენთან ერთად და მიიღოთ გამოცდილება საპარლამენტო საქმიანობაში;
  2. ხელფასს 1000-დან 3000 ლარამდე,
  3. შესაძლებლობას, უფრო ღრმად გაერკვეთ თქვენთვის საინტერესო სფეროში (ზემოთ რაც ჩამოვთვალეთ).

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და მაქსიმუმ 1 გვერდიანი წერილი, თუ რატომ გინდათ ამ პოზიციაზე მუშაობა - info@girchi.com - მეილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

მზად იყავით, რომ თქვენი გასაუბრება იქნება საჯარო - ლაივში გავუშვებთ.

გირჩის სამეფომ პარლამენტიც მოიცვა, ამ ამბავს კი უფრო სერიოზული მუშაობა სჭირდება, ამიტომ ვაცხადებთ ორ ტექნიკურ ვაკანსიას:

პოზიცია მეორე - “ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი”

გირჩის სამეფოს ესაჭიროება გამოცდილი, კარგი, დაღვინებული “ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი”, რომელსაც აქვს დიდი და მრავალნაკადიანი ციფრული არხების მართვის გამოცდილება და აქვს როგორც პრეტენზია, ისე ამბიცია, რომ ჩვენი სამეფოს ციფრული მხარე მოაწესრიგოს და ახალ ლეველზე აიყვანოს :))

სამუშაო სრულგანაკვეთიანია და მოიცავს ჩვენთან ერთად ოფისში თუ პარლამენტში მუშაობასაც.

სანაცვლოდ გთავაზობთ ბევრ გამოწვევას და 1 500-დან 3 000-მდე ხელფასს, იმის მიხედვით, თუ როგორ მოგვაწონებთ და მოგვყიდით საკუთარ თავს.

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და მაქსიმუმ 1 გვერდიანი წერილი, თუ რატომ გინდათ ამ პოზიციაზე მუშაობა - info@girchi.com - მეილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

მზად იყავით, რომ თქვენი გასაუბრება იქნება საჯარო - ლაივში გავუშვებთ.

პოზიცია მესამე - “მემონტაჟე-ოპერატორი”

გირჩის გაყოფის მერე ვიდეო-კონტენტში მოვიკოჭლებთ. ამ მხრივაც გვჭირდება პროფესიონალის დახმარება.

ვეძებთ ადამიანს, რომელმაც იცის გადაღება და მონტაჟი. შეუძლია ჩვენთან ერთად მოიფიქროს ვიზუალური გირჩობები, დაგვეხმაროს ჩვენი პატარა სტუდიის გამართვას და მუშაობაში.სანაცვლოდ გთავაზობთ საინტერესო კონტენტის შექმნაში მონაწილეობას და 1 500-დან 3 000-მდე ხელფასს, იმის მიხედვით, თუ როგორ მოგვაწონებთ და მოგვყიდით საკუთარ თავს.

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე info@girchi.com - მეილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

მზად იყავით, რომ თქვენი გასაუბრება იქნება საჯარო - ლაივში გავუშვებთ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა 5 ივლისს?!