პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხვალ ტაძრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, მეც ვიქნები ნასვამი... არხი "მთავარის" საყურადღებოდ" - მეუფე ნიკოლოზი
"ხვალ ტაძრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, მეც ვიქნები ნასვამი... არხი "მთავარის" საყურადღებოდ" - მეუფე ნიკოლოზი

მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზი გა­რე­ჯის მო­ნას­ტერ­ში გუ­შინ მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­სა და აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე "მთა­ვა­რი არ­ხის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

ის გან­მარ­ტავს, რა­ტომ იყ­ვნენ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი მო­ნას­ტერ­ში ნას­ვა­მე­ბი. რო­გორც ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში მე­უ­ფე აღ­ნიშ­ნავს, გუ­შინ მო­ნას­ტრის დღე­სას­წა­უ­ლი იყო და ტი­პი­კო­ნის მი­ხედ­ვით აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ წირ­ვის შემ­დეგ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა ღვი­ნო მი­ი­ღოს.

"გუ­შინ გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი ჩა­ვი­და გა­რე­ჯის მო­ნას­ტერ­ში, ბა­ტო­ნი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი იყო მათი რეს­პო­დენ­ტი. ოღონდ რა­ტომ გახ­და მე­ლაშ­ვი­ლი "მთა­ვა­რი არ­ხის" რეს­პო­დენ­ტი, არ ვიცი. თუმ­ცა ამ­ბა­ვი ასე­თი იყო, რომ რა­ღაც რუ­კით ხელ­ში მო­რიგ სი­უ­ჟეტს ამ­ზა­დებ­დნენ.

მო­ნას­ტრი­დან მო­ვიდ­ნენ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და მი­მარ­თეს მე­ლაშ­ვილს, რომ იქ არ ჩა­ე­წე­რათ ინ­ტერ­ვიუ, ამას მოჰ­ყვა და­პი­რის­პი­რე­ბა და კა­მა­თი... შემ­დეგ ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი ჰყვე­ბა, რა მოხ­და. ამ მო­ნა­თხრობ­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რა­მეა.

ეს ამ­ბობს, რომ ამ ხალ­ხს, ნუ ბე­რებ­საც შთა­ა­გო­ნეს, რომ მე ვარ მო­ღა­ლა­ტეო და ამი­ტომ მოხ­და ყვე­ლა­ფე­რიო. ამას შემ­დეგ მოჰ­ყვა სა­ში­ნე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი არხი "მთა­ვა­რის" მხრი­დან, რაც დაგ­ვირ­გვინ­და არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბით. ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს ლან­ძღავს.. ამ­ბობს, რომ ისი­ნი ხუ­ლიგ­ნე­ბი არი­ა­ნო. ასე­ვე ადა­ნა­შა­უ­ლებს მათ სიმ­თვრა­ლე­ში.

მე ვერ გე­ტყვით და­ემ­თხვა ასე, თუ და­გეგ­მეს, აქ ლა­პა­რა­კია იმა­ზე რომ გუ­შინ მო­ნას­ტრის დღე­სას­წა­უ­ლი იყო. მი­ვიდ­ნენ იმ დროს როცა დღე­სას­წა­უ­ლი ჯერ დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ იყო. იქ იყ­ვნენ სტუმ­რე­ბი, მხო­ლოდ იმ მო­ნას­ტრის ბე­რე­ბი არა. ცხა­დია წირ­ვის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ე­ღოთ ღვი­ნო. ეს ტი­პი­კო­ნის მი­ხედ­ვით აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

წი­ნას­წარ მინ­და გა­გაფრ­თხი­ლოთ, ხვალ გი­ორ­გო­ბაა, წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რებ­ში და მო­ნას­ტრებ­ში იქ­ნე­ბი­ან ნას­ვა­მი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, არხი "მთა­ვა­რის" სა­ყუ­რა­დღე­ბოდ. მეც მექ­ნე­ბა ჩემი ტაძ­რის დღე­სას­წა­უ­ლი და მეც ვიქ­ნე­ბი ნას­ვა­მი. რომ არ დავ­ლიო ეს იქ­ნე­ბა დარ­ღვე­ვა კა­ნო­ნის" - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

ცნო­ბის­თვის, „მთა­ვა­რი არ­ხის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ გა­დამ­ღებ ჯგუფ­სა და ივე­რი მე­ლაშ­ვილს თავს და­ესხნენ. მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი "მთა­ვა­რი არ­ხის" ჟურ­ნა­ლისტს ნი­ნუ­ცა კე­კე­ლი­ა­სა და მის ოპე­რა­ტორს ფი­ზი­კუ­რად იმ დროს გა­უს­წორ­დნენ, რო­დე­საც გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი და­ვით­გა­რე­ჯში, ივე­რი მე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და და "შა­ბა­თის მთა­ვა­რის" სი­უ­ჟეტ­ზე მუ­შა­ობ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად, „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურს და­უ­კავ­შირ­და. თუმ­ცა, უწყე­ბა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­კე­თე­ბუ­ლა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიოგენე
60

ესენი მართალა ასეთები არიან თუ გვეკაიფებიან. რა კონონი აქვთ ისეთი რომლის მიხედვით უნდა დათვრნენ :)))))))))). მოკლედ რა, ვისაც ეზარება არ ეზარება ხალხს ეკაიფება. ღირსები ვართ ალბათ

!!!!!!
41
ტიპიკონის შემდეგ ღვინო უნდა მიირთვათ საკმარისი რაოდენობით და ლანძღვა გინება არ უნდა იყოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ხვალ ტაძრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, მეც ვიქნები ნასვამი... არხი "მთავარის" საყურადღებოდ" - მეუფე ნიკოლოზი

"ხვალ ტაძრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, მეც ვიქნები ნასვამი... არხი "მთავარის" საყურადღებოდ" - მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზი გარეჯის მონასტერში გუშინ მომხდარ დაპირისპირებასა და აღნიშნულ საკითხზე "მთავარი არხის" ხელმძღვანელობისა და ივერი მელაშვილის განცხადებებს ეხმაურება.

ის განმარტავს, რატომ იყვნენ სასულიერო პირები მონასტერში ნასვამები. როგორც ვიდეომიმართვაში მეუფე აღნიშნავს, გუშინ მონასტრის დღესასწაული იყო და ტიპიკონის მიხედვით აუცილებელია, რომ წირვის შემდეგ სასულიერო პირმა ღვინო მიიღოს.

"გუშინ გადამღები ჯგუფი ჩავიდა გარეჯის მონასტერში, ბატონი ივერი მელაშვილი იყო მათი რესპოდენტი. ოღონდ რატომ გახდა მელაშვილი "მთავარი არხის" რესპოდენტი, არ ვიცი. თუმცა ამბავი ასეთი იყო, რომ რაღაც რუკით ხელში მორიგ სიუჟეტს ამზადებდნენ.

მონასტრიდან მოვიდნენ სასულიერო პირები და მიმართეს მელაშვილს, რომ იქ არ ჩაეწერათ ინტერვიუ, ამას მოჰყვა დაპირისპირება და კამათი... შემდეგ ივერი მელაშვილი ჰყვება, რა მოხდა. ამ მონათხრობში ბევრი საინტერესო რამეა.

ეს ამბობს, რომ ამ ხალხს, ნუ ბერებსაც შთააგონეს, რომ მე ვარ მოღალატეო და ამიტომ მოხდა ყველაფერიო. ამას შემდეგ მოჰყვა საშინელი შეფასებები არხი "მთავარის" მხრიდან, რაც დაგვირგვინდა არხის ხელმძღვანელის განცხადებებით. ის სასულიერო პირებს ლანძღავს.. ამბობს, რომ ისინი ხულიგნები არიანო. ასევე ადანაშაულებს მათ სიმთვრალეში.

მე ვერ გეტყვით დაემთხვა ასე, თუ დაგეგმეს, აქ ლაპარაკია იმაზე რომ გუშინ მონასტრის დღესასწაული იყო. მივიდნენ იმ დროს როცა დღესასწაული ჯერ დამთავრებული არ იყო. იქ იყვნენ სტუმრები, მხოლოდ იმ მონასტრის ბერები არა. ცხადია წირვის შემდეგ აუცილებლად უნდა მიეღოთ ღვინო. ეს ტიპიკონის მიხედვით აუცილებელია.

წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, ხვალ გიორგობაა, წმინდა გიორგის ტაძრებში და მონასტრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, არხი "მთავარის" საყურადღებოდ. მეც მექნება ჩემი ტაძრის დღესასწაული და მეც ვიქნები ნასვამი. რომ არ დავლიო ეს იქნება დარღვევა კანონის" - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. მათივე ცნობით, სასულიერო პირები "მთავარი არხის" ჟურნალისტს ნინუცა კეკელიასა და მის ოპერატორს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც გადამღები ჯგუფი დავითგარეჯში, ივერი მელაშვილთან ერთად იმყოფებოდა და "შაბათის მთავარის" სიუჟეტზე მუშაობდა. აღნიშნული ფაქტის გადასამოწმებლად, „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. თუმცა, უწყებაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე

კოვიდით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმეში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა - "განიხილება ორი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი"