მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილს ილჰამ ალიევმა "ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა - რაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა
ირაკლი ღარიბაშვილს ილჰამ ალიევმა "ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა - რაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი ბა­ქო­ში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტთან პი­რის­პირ შეხ­ვედ­რით და­ი­წყო. ილ­ჰამ ალი­ევ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს "ზა­გულ­ბას“ სა­სახ­ლე­ში უმას­პინ­ძლა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხა­რე­ებ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბულ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბა­სა და მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და ხაზი გა­უს­ვეს ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რე­გი­ო­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტებს.

"ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი ჩა­მობ­რძა­ნე­ბა. ძა­ლი­ან გვი­ხა­რია თქვე­ნი ნახ­ვა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ვი­ზი­ტი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და ჩვენს ძმურ ურ­თი­ერ­თო­ბას გა­აძ­ლი­ე­რებს ჩვენს ერებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი სა­ფუძ­ვლი­დან. ჩვე­ნი ძმუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­უ­კუ­ნე­ებს ით­ვლის. ეს კარგ ფუნ­და­მენ­ტად მიგ­ვაჩ­ნია ჩვე­ნი არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, რაც დი­ნა­მი­უ­რო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა და მრა­ვალ სფე­როს მო­ი­ცავს.

ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ გვსტუმ­რობთ. ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ. ვიცი, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით იყა­ვით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და ვი­ზი­ტის გა­და­წე­ვა მოგ­ვი­წია. მი­ხა­რია, რომ მალე გა­მო­ჯან­მრთელ­დით.

ჩვენ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ძა­ლი­ან კარ­გი ის­ტო­რია გვა­კავ­ში­რებს, მათ შო­რის ენერ­გე­ტი­კის და ტრან­სპორ­ტის სფე­რო­ებ­ში. აღ­ნიშ­ნულ­მა პრო­ექ­ტებ­მა შეც­ვა­ლა რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, სატ­რან­სპორ­ტო მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ძლი­ე­რი პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­რე­შე ამ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

გა­სუ­ლი წლის ბოლო დღე სამ­ხრე­თის გა­ზის მილ­სა­დე­ნის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ბოლო დღეს და­ემ­თხვა, რო­მელ­საც უზარ­მა­ზა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს არა მხო­ლოდ კავ­კა­სი­ის, არა­მედ ფარ­თო რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის, პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის. ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­რე­შე ყო­ვე­ლი­ვე ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

მად­ლო­ბას ვუხ­დით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უწყვე­ტი მხარ­და­ჭერსთვის. ყვე­ლა ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა წარ­მა­ტე­ბულ ამ­ბავს წერ­და ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მო­მა­ვალ­შიც ასე­ვე გაგ­რძელ­დე­ბა. ახ­ლა­ხან გარ­კვე­ულ მო­ნა­ცე­მებს გა­და­ვავ­ლე თვა­ლი და შე­ვი­ტყვე, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში კვლავ უმ­სხვი­ლეს ინ­ვეს­ტო­რებს შო­რი­საა. ეს ქვე­ყა­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რი­თაც და­დე­ბი­თი და ხელ­საყ­რე­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო კლი­მა­ტი შე­იქ­მნა. ვიცი, რომ ბევრ აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ კომ­პა­ნი­ას სურს თქვენს ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ო­ბა და იმე­დი მაქვს, რომ ასეც მოხ­დე­ბა.

დღეს მი­მო­ვი­ხი­ლავთ აქამ­დე მიღ­წე­ულ შე­დე­გებს და სა­მო­მავ­ლო ნა­ბი­ჯებს დავ­გეგ­მავთ. კი­დევ ერთხელ მო­გე­სალ­მე­ბით აზერ­ბა­ი­ჯან­ში და ყო­ვე­ლი­ვე სა­უ­კე­თე­სოს გი­სურ­ვებთ!- აღ­ნიშ­ნა ილ­ჰამ ალი­ევ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენტს მას­პინ­ძლო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და იგი მის­თვის ხელ­საყ­რელ დროს, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­იწ­ვია.

"დიდი მად­ლო­ბა შეხ­ვედ­რის­თვის, ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო! ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა ბა­ქო­ში კვლავ თქვენ­თან შეხ­ვედ­რა. მარ­თა­ლია, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის გამო ვი­ზი­ტის გა­და­დე­ბა მოგ­ვი­წია, მაგ­რამ გვი­ხა­რია, რომ დღეს ბა­ქო­ში ვართ.

თქვენ ბრძა­ნეთ, რომ ბრწყინ­ვა­ლე ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს და რომ ეს ძმო­ბა სა­უ­კუ­ნე­ებს ით­ვლის. თქვე­ნი მა­მის მიერ თბი­ლის­ში ნათ­ქვა­მი სი­ტყვე­ბი მინ­და გა­ვიხ­სე­ნო, რო­მელ­მაც ბრძა­ნა, რომ ჩვენ მე­ზობ­ლო­ბა ბედ­მა გვარ­გუ­ნა. ქარ­თვე­ლი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ერე­ბის მე­ზობ­ლო­ბა ჩვე­ნი ბე­დის­წე­რაა. ამ­დე­ნად, ურ­თი­ერ­თდა­კავ­ში­რე­ბულ­ნი და ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბულ­ნი ვართ.

რო­გორც თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი და ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბი გვაქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. ამი­ტომ, მი­ზან­და­სა­ხულ­ნი ვართ, რომ ასე­ვე გა­ვაგ­რძე­ლოთ, მეტი პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ერ­თად, რაც კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს. ამი­ტომ, კი­დევ ერთხელ გიხ­დით მად­ლო­ბას ბა­ქო­ში ჩვე­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ლე­გა­ცი­ის მი­ღე­ბის­თვის. მინ­და, ვი­სარ­გებ­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბით და თბი­ლის­ში მო­გიწ­ვი­ოთ თქვენ­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბელ დროს“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
anu
37

რაო გარეჯი საქართველოაო!!!!!!!!!!!!!! დაგიბრუნებთო თუ წამოხვედი პირში ჩალა გამოვლებული!!!!!!!!!!!!!

ჰაა
23

იოგას ხო არ ასწავლის ალიევი ღარიბაშვილს

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილს ილჰამ ალიევმა "ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა - რაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა

ირაკლი ღარიბაშვილს ილჰამ ალიევმა "ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა - რაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს "ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ რეგიონული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტებს.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. ძალიან გვიხარია თქვენი ნახვა. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ძალიან წარმატებული იქნება და ჩვენს ძმურ ურთიერთობას გააძლიერებს ჩვენს ერებს შორის არსებული ისტორიული საფუძვლიდან. ჩვენი ძმური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. ეს კარგ ფუნდამენტად მიგვაჩნია ჩვენი არსებული ურთიერთობის განვითარებისთვის, რაც დინამიურობით ხასიათდება და მრავალ სფეროს მოიცავს.

ძალიან მოხარული ვართ, რომ გვსტუმრობთ. ჯანმრთელობას გისურვებთ. ვიცი, რომ კორონავირუსით იყავით ინფიცირებული და ვიზიტის გადაწევა მოგვიწია. მიხარია, რომ მალე გამოჯანმრთელდით.

ჩვენ ერთობლივი პროექტების განხორციელების ძალიან კარგი ისტორია გვაკავშირებს, მათ შორის ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროებში. აღნიშნულმა პროექტებმა შეცვალა რეგიონში არსებული სიტუაცია პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო მიმართულებით.

ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორული ურთიერთობების გარეშე ამ პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.

გასული წლის ბოლო დღე სამხრეთის გაზის მილსადენის პროექტის განხორციელების ბოლო დღეს დაემთხვა, რომელსაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კავკასიის, არამედ ფართო რეგიონის განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის, პროგნოზირებადობისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენი თანამშრომლობის გარეშე ყოველივე ეს შეუძლებელი იქნებოდა.

მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას პროექტების განხორციელების უწყვეტი მხარდაჭერსთვის. ყველა ეს ინიციატივა წარმატებულ ამბავს წერდა ჩვენს ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასევე გაგრძელდება. ახლახან გარკვეულ მონაცემებს გადავავლე თვალი და შევიტყვე, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკაში კვლავ უმსხვილეს ინვესტორებს შორისაა. ეს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა, რითაც დადებითი და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი შეიქმნა. ვიცი, რომ ბევრ აზერბაიჯანულ კომპანიას სურს თქვენს ქვეყანაში მუშაობა და იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება.

დღეს მიმოვიხილავთ აქამდე მიღწეულ შედეგებს და სამომავლო ნაბიჯებს დავგეგმავთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით აზერბაიჯანში და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იგი მისთვის ხელსაყრელ დროს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.

"დიდი მადლობა შეხვედრისთვის, ბატონო პრეზიდენტო! ძალიან სასიამოვნოა ბაქოში კვლავ თქვენთან შეხვედრა. მართალია, კორონავირუსით ინფიცირების გამო ვიზიტის გადადება მოგვიწია, მაგრამ გვიხარია, რომ დღეს ბაქოში ვართ.

თქვენ ბრძანეთ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს და რომ ეს ძმობა საუკუნეებს ითვლის. თქვენი მამის მიერ თბილისში ნათქვამი სიტყვები მინდა გავიხსენო, რომელმაც ბრძანა, რომ ჩვენ მეზობლობა ბედმა გვარგუნა. ქართველი და აზერბაიჯანელი ერების მეზობლობა ჩვენი ბედისწერაა. ამდენად, ურთიერთდაკავშირებულნი და ურთიერთდამოკიდებულნი ვართ.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, უმნიშვნელოვანესი და ისტორიული პროექტები გვაქვს განხორციელებული. ამიტომ, მიზანდასახულნი ვართ, რომ ასევე გავაგრძელოთ, მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ბაქოში ჩვენი ოფიციალური დელეგაციის მიღებისთვის. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და თბილისში მოგიწვიოთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"არავინ იფიქროს, რომ შეიძლება ამნისტიის წინააღმდეგი არ ვიყო, გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე - 20 ივნისი ცხელი უთოა, ვინც ხელს დაადებს, ყველა დაიწვება" - ნიკა მელია

"თუ პარლამენტში შევედი, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება ემოციურად" - ნიკა მელია

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"