მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასშტაბური შესაძლებლობები CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
მასშტაბური შესაძლებლობები CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის (CIU) მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას რუ­ტი­ნას ძნე­ლად თუ უწო­დებ. თუკი ამ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლას გა­და­წყვეტ, უნდა იცო­დე ისიც, რომ სა­ბა­კა­ლავ­რო სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში აუ­დი­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მო­გი­წევს ყოფ­ნა. სა­მა­გი­ე­როდ, შენი „აუ­დი­ტო­რია“ ვე­ნა­ხი, ლა­ბო­რა­ტო­რია და ღვი­ნის მარ­ნე­ბი გახ­დე­ბა.

„იმი­სათ­ვის, რომ შე­ის­წავ­ლო მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცია „ღვი­ნო მი­წი­დან სუფ­რამ­დე“, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პირ­ველ რიგ­ში, ის­წავ­ლო ვე­ნა­ხის და­გეგ­მვა“ - აღ­ნიშ­ნავს კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ოლა­ნი გო­ცი­რი­ძე.

ვე­ნა­ხის და­გეგ­მვა კი CIU-ში პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან იწყე­ბა. მო­მა­ვალ­მა მეღ­ვი­ნემ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ის­წავ­ლოს ესა თუ ის მიკ­რო­ზო­ნა და მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი; გა­ა­შე­ნოს ვე­ნა­ხი ისე, რომ მისი მოვ­ლა და შემ­დეგ მო­სავ­ლის აღე­ბაც წი­ნას­წარ იყოს გან­სა­ზღვრუ­ლი.

რას ნიშ­ნავს კონ­ცეფ­ცია „ღვი­ნო მი­წი­დან სუფ­რამ­დე“? ესაა პირ­ველ რიგ­ში ვა­ზის მოვ­ლი­სა და ყუ­რძნის მოყ­ვა­ნის ძი­რი­თა­დი აგ­რო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დე­ბის და­უფ­ლე­ბა; და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და მათ წი­ნა­აღდმეგ და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შეს­წავ­ლა; ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა; სა­ქარ­თვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ო­ში მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გი­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე, ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის გაც­ნო­ბა; ყუ­რძნი­სე­უ­ლი წარ­მო­შო­ბის ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის ფი­ზი­კუ­რი, ქი­მი­უ­რი შედ­გე­ნი

ლო­ბი­სა და დარ­გში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ანა­ლი­ზის მე­თო­დე­ბის ათ­ვი­სე­ბა.

თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მებ­თან ერ­თად CIU-ში დამ­წყე­ბი მეღ­ვი­ნე­ე­ბი უნი­კა­ლუ­რი, ქარ­თუ­ლი ქვევ­რის ღვი­ნის დამ­ზა­დე­ბის ტრა­დი­ცი­ულ ტექ­ნო­ლო­გი­ა­საც სწავ­ლო­ბენ; გარ­და ამი­სა, აქვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხა­რის­ხის მე­ნე­ჯმენ­ტის მარ­თვის სწავ­ლაც; ღვი­ნის და­ყე­ნე­ბას­თან ერ­თად მისი შე­ფუთ­ვა და მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე სა­თა­ნა­დო წარ­დგე­ნა, და­ბო­ლოს, ცხა­დია ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის და­უფ­ლე­ბაც.

„თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ჩვე­ნი პროგ­რა­მე­ბი თე­ო­რი­ულ და მრა­ვალ­ფე­რო­ვან პრაქ­ტი­კულ კომ­პო­ნენ­ტთან ერ­თად, გა­მორ­ჩე­უ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ფა­კულ­ტე­ტის თა­ნა­მედ­რო­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­სა და კვლე­ვით ცენ­ტრებ­ში სტუ­დენ­ტე­ბი პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან ეუფ­ლე­ბი­ან უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის ტრა­დი­ცი­ულ და თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებს“, აღ­ნიშ­ნავს ოლა­ნი გო­ცი­რი­ძე.

რო­გორ გა­დი­ან პრაქ­ტი­კას მე­ვე­ნა­ხე­ო­ბი­სა და მეღ­ვი­ნე­ო­ბის დამ­წყე­ბი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი CIU-ში

კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტებს უნი­კა­ლურ სას­წავ­ლო-კვლე­ვით ბა­ზას სთა­ვა­ზობს. ქარ­თუ­ლი ქვევ­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მა­რა­ნი, ქარ­თუ­ლი ვა­ზის გე­ნო­ფონ­დის მდი­და­რი სა­კო­ლექ­ციო ნაკ­ვე­თი 100-ზე მეტი ჯი­შით; მდი­და­რი ენო­თე­კა; ქარ­თუ­ლი მა­რა­ნი „კოლ­ხი“, რო­მე­ლიც მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი და ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვით აშე­ნე­ბუ­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის შე­ნო­ბაა, სრუ­ლი ინ­ვენ­ტა­რით აღ­ჭურ­ვი­ლი; მიკ­რო­ვი­ნი­ფი­კა­ცი­ის კვლე­ვი­თი ლა­ბო­რა­ტო­რია; ენო­ქი­მი­ის, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბი­სა და მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი - ეს ყვე­ლა­ფე­რი CIU-ში გა­ტა­რე­ბულ სა­ბა­კა­ლავ­რო თუ სა­მა­გის­ტრო სა­ფე­ხურს და­უ­ვი­წყარ და წა­რუშ­ლელ გა­მოც­დი­ლე­ბად აქ­ცევს.

„ცალ­კე ყუ­რა­დღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მო­წყო­ბი­ლი სა­დე­გუს­ტა­ციო კა­ბი­ნე­ტიც, რო­მე­ლიც ჩვენს სტუ­დენ­ტებს გან­სა­კუთ­რე­ბით მოს­წონთ. აქ შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა ღვი­ნის ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა, ღვი­ნის ხა­რის­ხის, ზა­დი­სა და და­ა­ვა­დე­ბე­ბის ამოც­ნო­ბა­ში და­ხე­ლოვ­ნე­ბა“, ამ­ბობს გო­ცი­რი­ძე.

მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­დე­გია ისიც, რომ სულ მალე დღის სი­ნათ­ლეს იხი­ლავს კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი ღვი­ნო­ე­ბიც, რომ­ლის და­ყე­ნე­ბა­შიც უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უ­ძღვის რო­გორც პერ­სო­ნალს, ისე - სტუ­დენ­ტებ­საც.

კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი გა­მორ­ჩე­უ­ლია პრეს­ტი­ჟუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია 2019 წელს გა­მარ­თუ­ლი „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი“, სა­დაც CIU გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი იყო. უნი­ვერ­სი­ტეტ­მა თა­ვის სტენ­დზე სტუ­დენ­ტუ­რი ხა­ზით შექ­მნი­ლი ღვი­ნო­ე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა, რომ­ლებ­მაც ქარ­თველ და უცხო­ელ სტუ­მარ­თა შო­რის დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რეს - „სა­ფე­რა­ვი“; „ვარ­დის­ფე­რი სა­ფე­რა­ვი“; „რქა­წი­თე­ლი“; „ქვევ­რის რქა­წი­თე­ლი“; „თავკვე­რი“; „ციცქა ცო­ლი­კო­უ­რი“; „კა­ბერ­ნე სო­ვი­ნი­ო­ნი“; „ვე­ლუ­რი ვაზი“.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის პარტნი­ო­რი იყო კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2020 წელ­საც. ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის გამო დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გა­ი­მარ­თა, თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ცია 50-მდე მა­რან­მა წარ­მო­ად­გი­ნა, მათ შო­რის კი კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ქვევ­რის ღვი­ნო­ე­ბით წარ­დგა: თავკვე­რი; შავ­კა­პი­ტო; სა­ფე­რა­ვი; რქა­წი­თე­ლი; გო­რუ­ლი მწვა­ნე/ჩი­ნუ­რი.

სას­კო­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი

კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი გა­მორ­ჩე­უ­ლია სას­კო­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში გა­ი­მარ­თა მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტის ზამ­თრი­სა და გა­ზა­ფხუ­ლის ონ­ლა­ინ სას­კო­ლო ბა­ნა­კე­ბი, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას X, XI და XII კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი იღებ­დნენ. ბა­ნა­კის ფარ­გლებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი სფე­როს პრაქ­ტი­კო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან, მათ შო­რის, ფა­კულ­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის­გან, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­სა და ბრენ­დინ­გის შე­სა­ხებ ეუფ­ლე­ბოდ­ნენ ცოდ­ნას, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი კი სო­ლი­დუ­რი სა­ჩუქ­რე­ბით და­ჯილ­დოვ­დნენ.

სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა

რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის პროგ­რა­მე­ბის სტუ­დენ­ტებს კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აქვთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ეც­ნონ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა­საც. ფა­კულ­ტე­ტი მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს სხვა­დას­ხვა ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა­ში წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის კერ­ძო მარ­ნებ­თან თუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან. ამ მხრივ, გან­სა­კუ­რე­ბუ­ლი და აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ეს­პა­ნეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

გარ­და ამი­სა, სულ ახ­ლა­ხანს CIU გლო­ბა­ლუ­რი ღვი­ნის ტუ­რიზ­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აკა­დე­მი­ის წევ­რი გახ­და. აკა­დე­მია, რო­მელ­შიც მსოფ­ლი­ოს 50-მდე უნი­ვერ­სი­ტე­ტია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, მიზ­ნად ისა­ხავს გა­ე­როს 2030 წლის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ღვი­ნის ტუ­რიზ­მის მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით კვლე­ვე­ბი­სა და სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

აკა­დე­მია უშუ­ა­ლოდ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას CIU-ს მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბი­სა და ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში. პრაქ­ტი­კე­ბი, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი გა­და­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სე­ბი, აკა­დე­მი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ენო­ტუ­რიზ­მის სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მე­ბის შექ­მნა­ში - უნი­ვერ­სი­ტეტს აქამ­დე არ­ნა­ხულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს უხ­სნის წინ.

გლო­ბა­ლუ­რი ღვი­ნის ტუ­რიზ­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლი­სა და პრე­ზი­დენ­ტის, ხოსე ან­ტო­ნიო ვი­და­ლის თქმით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბა კსუ-ს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, იყოს მთა­ვა­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის, გა­მო­ფე­ნა-ბაზ­რო­ბე­ბის, ტუ­რიზ­მის, ღვი­ნი­სა და გას­ტრო­ნო­მი­ის სექ­ტო­რის ფო­რუ­მე­ბის მო­ნა­წი­ლე.

ამის შე­დე­გად, კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტი არამ­ხო­ლოდ ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვა, არა­მედ - პერ­სო­ნალ­სა და სტუ­დენ­ტებს კი­დევ უფრო მე­ტად გა­უხ­სნის გზას სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე.

8000-წლი­ა­ნი მო­სავ­ლის მქო­ნე ქვეყ­ნის ღვი­ნის ის­ტო­რი­აც კი­დევ უფრო გა­იშ­ლე­ბა დე­და­მი­წის თი­თო­ე­ულ კუ­თხე­ში; ყველ­გან, სა­დაც ჭიქა ღვი­ნო კულ­ტუ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მასშტაბური შესაძლებლობები CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

მასშტაბური შესაძლებლობები CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტის ყოველდღიურობას რუტინას ძნელად თუ უწოდებ. თუკი ამ ფაკულტეტზე სწავლას გადაწყვეტ, უნდა იცოდე ისიც, რომ საბაკალავრო საფეხურზე სწავლის პერიოდში აუდიტორიაში ყველაზე ნაკლებად მოგიწევს ყოფნა. სამაგიეროდ, შენი „აუდიტორია“ ვენახი, ლაბორატორია და ღვინის მარნები გახდება.

„იმისათვის, რომ შეისწავლო მსოფლიოში აღიარებული კონცეფცია „ღვინო მიწიდან სუფრამდე“, აუცილებელია, პირველ რიგში, ისწავლო ვენახის დაგეგმვა“ - აღნიშნავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, პროგრამის ხელმძღვანელი, ოლანი გოცირიძე.

ვენახის დაგეგმვა კი CIU-ში პირველივე კურსიდან იწყება. მომავალმა მეღვინემ აუცილებლად უნდა შეისწავლოს ესა თუ ის მიკროზონა და მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები; გააშენოს ვენახი ისე, რომ მისი მოვლა და შემდეგ მოსავლის აღებაც წინასწარ იყოს განსაზღვრული.

რას ნიშნავს კონცეფცია „ღვინო მიწიდან სუფრამდე“? ესაა პირველ რიგში ვაზის მოვლისა და ყურძნის მოყვანის ძირითადი აგროტექნოლოგიური მეთოდების დაუფლება; დაავადებებისა და მათ წინააღდმეგ დაგეგმილი ღონისძიებების შესწავლა; ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღება; საქართველოსა და მსოფლიოში მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში დანერგილი ტრადიციებისა და თანამედროვე, ინოვაციური მიდგომების გაცნობა; ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ფიზიკური, ქიმიური შედგენი

ლობისა და დარგში გამოყენებული საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ანალიზის მეთოდების ათვისება.

თანამედროვე მიდგომებთან ერთად CIU-ში დამწყები მეღვინეები უნიკალური, ქართული ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციულ ტექნოლოგიასაც სწავლობენ; გარდა ამისა, აქვე აუცილებელია ხარისხის მენეჯმენტის მართვის სწავლაც; ღვინის დაყენებასთან ერთად მისი შეფუთვა და მსოფლიო ბაზარზე სათანადო წარდგენა, დაბოლოს, ცხადია ღვინის დეგუსტაციის ხელოვნების დაუფლებაც.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი პროგრამები თეორიულ და მრავალფეროვან პრაქტიკულ კომპონენტთან ერთად, გამორჩეულია საქართველოში. ფაკულტეტის თანამედროვე ლაბორატორიებსა და კვლევით ცენტრებში სტუდენტები პირველივე კურსიდან ეუფლებიან უმაღლესი ხარისხის ღვინის დაყენების ტრადიციულ და თანამედროვე მეთოდებს“, აღნიშნავს ოლანი გოცირიძე.

როგორ გადიან პრაქტიკას მევენახეობისა და მეღვინეობის დამწყები სპეციალისტები CIU-ში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს უნიკალურ სასწავლო-კვლევით ბაზას სთავაზობს. ქართული ქვევრებით აღჭურვილი მარანი, ქართული ვაზის გენოფონდის მდიდარი საკოლექციო ნაკვეთი 100-ზე მეტი ჯიშით; მდიდარი ენოთეკა; ქართული მარანი „კოლხი“, რომელიც მაღალხარისხიანი და ტრადიციების დაცვით აშენებული, გამორჩეული არქიტექტურის შენობაა, სრული ინვენტარით აღჭურვილი; მიკროვინიფიკაციის კვლევითი ლაბორატორია; ენოქიმიის, მევენახეობისა და მიკრობიოლოგიის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები - ეს ყველაფერი CIU-ში გატარებულ საბაკალავრო თუ სამაგისტრო საფეხურს დაუვიწყარ და წარუშლელ გამოცდილებად აქცევს.

„ცალკე ყურადღებას იმსახურებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სადეგუსტაციო კაბინეტიც, რომელიც ჩვენს სტუდენტებს განსაკუთრებით მოსწონთ. აქ შესაძლებელია სხვადასხვა ღვინის ორგანოლეპტიკური შეფასება, ღვინის ხარისხის, ზადისა და დაავადებების ამოცნობაში დახელოვნება“, ამბობს გოცირიძე.

მრავალწლიანი გამოცდილების შედეგია ისიც, რომ სულ მალე დღის სინათლეს იხილავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე დამზადებული ღვინოებიც, რომლის დაყენებაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის როგორც პერსონალს, ისე - სტუდენტებსაც.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამორჩეულია პრესტიჟული ღვინის ფესტივალების მიმართულებითაც. აღსანიშნავია 2019 წელს გამართული „ქართული ღვინის ფესტივალი“, სადაც CIU გენერალური სპონსორი იყო. უნივერსიტეტმა თავის სტენდზე სტუდენტური ხაზით შექმნილი ღვინოები წარმოადგინა, რომლებმაც ქართველ და უცხოელ სტუმართა შორის დიდი მოწონება დაიმსახურეს - „საფერავი“; „ვარდისფერი საფერავი“; „რქაწითელი“; „ქვევრის რქაწითელი“; „თავკვერი“; „ციცქა ცოლიკოური“; „კაბერნე სოვინიონი“; „ველური ვაზი“.

აღნიშნული ფესტივალის პარტნიორი იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წელსაც. ფესტივალის ფარგლებში, რომელიც გლობალური პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, თავიანთი პროდუქცია 50-მდე მარანმა წარმოადგინა, მათ შორის კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქვევრის ღვინოებით წარდგა: თავკვერი; შავკაპიტო; საფერავი; რქაწითელი; გორული მწვანე/ჩინური.

სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამორჩეულია სასკოლო-საგანმანათლებლო მიმართულებითაც. უკანასკნელ პერიოდში გაიმართა მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ზამთრისა და გაზაფხულის ონლაინ სასკოლო ბანაკები, რომელშიც მონაწილეობას X, XI და XII კლასის მოსწავლეები იღებდნენ. ბანაკის ფარგლებში მოსწავლეები სფეროს პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან, მათ შორის, ფაკულტეტის კურსდამთავრებულებისგან, მევენახეობა-მეღვინეობის ძირითადი მიმართულებებისა და ბრენდინგის შესახებ ეუფლებოდნენ ცოდნას, გამარჯვებულები კი სოლიდური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

საერთაშორისო გამოცდილება

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამების სტუდენტებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აქვთ განსაკუთრებული შესაძლებლობა, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებასაც. ფაკულტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ღვინის წარმოებაში წამყვანი ქვეყნების კერძო მარნებთან თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ამ მხრივ, განსაკურებული და აღსანიშნავია ესპანეთთან თანამშრომლობა.

გარდა ამისა, სულ ახლახანს CIU გლობალური ღვინის ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის წევრი გახდა. აკადემია, რომელშიც მსოფლიოს 50-მდე უნივერსიტეტია გაერთიანებული, მიზნად ისახავს გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამების შესაბამისად, ღვინის ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით კვლევებისა და სასწავლო პროგრამები განხორციელებას.

აკადემია უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობისა და ტურიზმის მიმართულებების გაძლიერებაში. პრაქტიკები, მოკლევადიანი გადასამზადებელი კურსები, აკადემიის სპეციალისტების ჩართულობა ენოტურიზმის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შექმნაში - უნივერსიტეტს აქამდე არნახულ შესაძლებლობებს უხსნის წინ.

გლობალური ღვინის ტურიზმის ორგანიზაციის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ხოსე ანტონიო ვიდალის თქმით, ორგანიზაციის წევრობა კსუ-ს შესაძლებლობას მისცემს, იყოს მთავარი საერთაშორისო ღონისძიებების, გამოფენა-ბაზრობების, ტურიზმის, ღვინისა და გასტრონომიის სექტორის ფორუმების მონაწილე.

ამის შედეგად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი არამხოლოდ ახალ ეტაპზე გადავა, არამედ - პერსონალსა და სტუდენტებს კიდევ უფრო მეტად გაუხსნის გზას საერთაშორისო ასპარეზზე.

8000-წლიანი მოსავლის მქონე ქვეყნის ღვინის ისტორიაც კიდევ უფრო გაიშლება დედამიწის თითოეულ კუთხეში; ყველგან, სადაც ჭიქა ღვინო კულტურის განუყოფელი ნაწილია.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FCIUniversity%2Fvideos%2F1334802093551418%2F&show_text=true&width=436" width="436" height="591" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

კომუნალურების გადახდის ყველაზე მარტივი გზა, სფეისის ციფრული ბაკნის აპლიკაციიდან

"მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი" - თამარ გაბუნია ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდის შესახებ

"კონკურსზე ინციდენტიც კი მოხდა, არ ესიამოვნათ, სხვა ეროვნების ადამიანმა რომ მოიგო" - ვინ არის ქართველი, ვინც იტალიაში, იტალიელებს პიცის ცხობაში აჯობა