სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახალისო ინციდენტი: ბელგიელმა ფერმერმა, ტრაქტორის გასავლელად, ბელგია - საფრანგეთის საზღვარი შეცვალა - "ვფიქრობ, ომს თავიდან ავიცილებთ“
სახალისო ინციდენტი: ბელგიელმა ფერმერმა, ტრაქტორის გასავლელად, ბელგია - საფრანგეთის საზღვარი შეცვალა - "ვფიქრობ, ომს თავიდან ავიცილებთ“

ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია ბი-ბი-სი -ს რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რის («BBC russian») მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლა­ში, სა­თა­უ­რით: "ბელ­გი­ელ­მა ფერ­მერ­მა, ტრაქ­ტო­რის გა­სავ­ლე­ლად, საფ­რან­გეთ­თან სა­ზღვა­რი შეც­ვა­ლა“, გად­მო­ცე­მუ­ლია საკ­მა­ოდ სა­ხა­ლი­სო ინ­ცი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ბელ­გია-საფ­რან­გე­თის სა­ზღვარ­ზე ამ დღე­ებ­ში მოხ­და.

"ბელ­გი­ა­ში სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის მფლო­ბელ­მა ფერ­მერ­მა გა­და­ა­ად­გი­ლა ერთ-ერთი ქვა, რომ­ლი­თაც ორი მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს - საფ­რან­გე­თი­სა და ბელ­გი­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრე­ბი იყო დე­მარ­კი­რე­ბუ­ლი (გა­მიჯ­ნუ­ლი). ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ქვა თურ­მე ტრაქ­ტორს უშ­ლი­და გავ­ლას.

სა­სა­ზღვრო ატ­რი­ბუ­ტი ფერ­მერ­მა საფ­რან­გე­თის ტე­რი­ტო­რი­ის სიღ­რმე­ში მხო­ლოდ 2,3 მეტ­რით გა­და­ად­გი­ლა. დარ­ღვე­უ­ლი სა­ზღვა­რი კი ერთ-ერ­თმა ის­ტო­რი­ის მოყ­ვა­რულ­მა შე­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც იქვე ახ­ლოს ტყე­ში სე­ირ­ნობ­და.

სულ მალე სა­ზღვრის გა­და­წე­ვის ფაქ­ტი ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, თუმ­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო სკან­და­ლი არ მომ­ხდა­რა - ორი­ვე ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კო­სებ­მა ინ­ცი­დენტს ღი­მი­ლით შე­ხე­დეს:

"ჩვენ­მა ფერ­მერ­მა ბელ­გი­ის ტე­რი­ტო­რია გა­ა­დი­და და საფ­რან­გე­თის შე­ამ­ცი­რა. ეს კარ­გი იდე­აა“, - იხუმ­რა საფ­რან­გეთ­თან მო­სა­ზღვრე ბელ­გი­ის ერ­ლე­კი­ნის კო­მუ­ნის მერ­მა დე­ვიდ ლა­ვომ და და­ა­მა­ტა, რომ ადრე მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტე­ბი მე­მა­მუ­ლე­ებს შო­რის და­ვა­საც იწ­ვევ­და ხოლ­მე, რომ არა­ფე­რი ვთქვათ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე.

საფ­რან­გეთ­სა და ბელ­გი­ას შო­რის სა­ზღვა­რი 620 კი­ლო­მეტ­რის სიგ­რძი­საა და ოფი­ცი­ა­ლუ­რად არის გან­მტკი­ცე­ბუ­ლი 1820 წელს ხელ­მო­წე­რი­ლი შე­თან­ხმე­ბით - ვა­ტერ­ლო­ოს ბრძო­ლა­ში ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტის და­მარ­ცხე­ბი­დან ხუთი წლის შემ­დეგ. თვი­თონ ქვა კი და­იდ­გა 1819 წელს, როცა სა­ზღვრის დე­მარ­კა­ცია პირ­ვე­ლად მოხ­და.

"მი­ხა­რია, რომ ჩვე­ნი კო­მუ­ნა ერ­ლე­კი­ნი უფრო დიდი გახ­და, მაგ­რამ ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ფრან­გი კო­ლე­გა არ მე­თან­ხმე­ბა“, - ხუმ­რო­ბას აგ­რძე­ლებს დე­ვიდ ლავო.

"ვფიქ­რობ, რომ ომს თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ“, - ამ­ბობს თა­ვის მხრივ ორე­ლი ვე­ლო­ნე­კი, ფრან­გუ­ლი ქა­ლა­ქის ბუ­სი­ნე სიურ-რო­კის მერი.

ბელ­გი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ფერ­მერს სთხო­ვეს, რომ ქვა, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის სიღ­რმე­ში გა­დას­წია, ისევ ძველ ად­გილ­ზე და­აბ­რუ­ნოს. თუ ასე არ მოხ­დე­ბა, მა­შინ ბელ­გი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა ფრან­გულ-ბელ­გი­უ­რი სა­დე­მარ­კა­ციო კო­მი­სია მო­იწ­ვი­ოს, რომ­ლის სხდო­მა... 1930 წლის შემ­დეგ არ გა­მარ­თუ­ლა.

თუ ფერ­მე­რი გა­ჯი­უტ­დე­ბა და უარს იტყვის ქვის გა­და­წე­ვა­ზე, მა­შინ მის წი­ნა­აღ­მდეგ შე­იძ­ლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რას. "ვფიქ­რობ, იგი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­აბ­რუ­ნებს ქვას თა­ვის ძველ ად­გილ­ზე და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ერ­ლე­კი­ნის კო­მუ­ნის მერ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ს­მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახელი
16

ეხლა ამით რისი თქმა გინდათ:-ჩვენი სასიქადულო მეზობლები თავისით დააბრუნებენ რაც აგვწაპნეს თუ კიდევ რამე უნდა უფეშქაშოთ იქით?

nk
4

ჩვენც გვინდა რამდენიმე ტრაქტორისტი, რუსეთი რომ ყოველდღე ასობით მეტრს გადმოდის, იქნებ იქეთ გადაწიოს. ფუიიიი ჩვენს უვარგის მთავრობას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

სახალისო ინციდენტი: ბელგიელმა ფერმერმა, ტრაქტორის გასავლელად, ბელგია - საფრანგეთის საზღვარი შეცვალა - "ვფიქრობ, ომს თავიდან ავიცილებთ“

სახალისო ინციდენტი: ბელგიელმა ფერმერმა, ტრაქტორის გასავლელად, ბელგია - საფრანგეთის საზღვარი შეცვალა - "ვფიქრობ, ომს თავიდან ავიცილებთ“

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სი -ს რუსული სამსახურის («BBC russian») მიერ გამოქვეყნებულ მასალაში, სათაურით: "ბელგიელმა ფერმერმა, ტრაქტორის გასავლელად, საფრანგეთთან საზღვარი შეცვალა“, გადმოცემულია საკმაოდ სახალისო ინციდენტი, რომელიც ბელგია-საფრანგეთის საზღვარზე ამ დღეებში მოხდა.

"ბელგიაში სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელმა ფერმერმა გადააადგილა ერთ-ერთი ქვა, რომლითაც ორი მეზობელი სახელმწიფოს - საფრანგეთისა და ბელგიის სახელმწიფო საზღვრები იყო დემარკირებული (გამიჯნული). ერთ-ერთი ვერსიით, ქვა თურმე ტრაქტორს უშლიდა გავლას.

სასაზღვრო ატრიბუტი ფერმერმა საფრანგეთის ტერიტორიის სიღრმეში მხოლოდ 2,3 მეტრით გადაადგილა. დარღვეული საზღვარი კი ერთ-ერთმა ისტორიის მოყვარულმა შენიშნა, რომელიც იქვე ახლოს ტყეში სეირნობდა.

სულ მალე საზღვრის გადაწევის ფაქტი ყველასთვის ცნობილი გახდა, თუმცა საერთაშორისო სკანდალი არ მომხდარა - ორივე ქვეყნის პოლიტიკოსებმა ინციდენტს ღიმილით შეხედეს:

"ჩვენმა ფერმერმა ბელგიის ტერიტორია გაადიდა და საფრანგეთის შეამცირა. ეს კარგი იდეაა“, - იხუმრა საფრანგეთთან მოსაზღვრე ბელგიის ერლეკინის კომუნის მერმა დევიდ ლავომ და დაამატა, რომ ადრე მსგავსი ინციდენტები მემამულეებს შორის დავასაც იწვევდა ხოლმე, რომ არაფერი ვთქვათ სახელმწიფოებზე.

საფრანგეთსა და ბელგიას შორის საზღვარი 620 კილომეტრის სიგრძისაა და ოფიციალურად არის განმტკიცებული 1820 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით - ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონ ბონაპარტის დამარცხებიდან ხუთი წლის შემდეგ. თვითონ ქვა კი დაიდგა 1819 წელს, როცა საზღვრის დემარკაცია პირველად მოხდა.

"მიხარია, რომ ჩვენი კომუნა ერლეკინი უფრო დიდი გახდა, მაგრამ ჩვენი მეზობელი ფრანგი კოლეგა არ მეთანხმება“, - ხუმრობას აგრძელებს დევიდ ლავო.

"ვფიქრობ, რომ ომს თავიდან ავიცილებთ“, - ამბობს თავის მხრივ ორელი ველონეკი, ფრანგული ქალაქის ბუსინე სიურ-როკის მერი.

ბელგიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფერმერს სთხოვეს, რომ ქვა, რომელიც საფრანგეთის სიღრმეში გადასწია, ისევ ძველ ადგილზე დააბრუნოს. თუ ასე არ მოხდება, მაშინ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდება ფრანგულ-ბელგიური სადემარკაციო კომისია მოიწვიოს, რომლის სხდომა... 1930 წლის შემდეგ არ გამართულა.

თუ ფერმერი გაჯიუტდება და უარს იტყვის ქვის გადაწევაზე, მაშინ მის წინააღმდეგ შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. "ვფიქრობ, იგი ნებაყოფლობით დააბრუნებს ქვას თავის ძველ ადგილზე და ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ერლეკინის კომუნის მერმა ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

რას აცხადებენ კონტროლიდან გამოსული რაკეტის შესახებ ჩინეთში - "მისი ნამსხვრევების უმეტესობა დაიწვება"

კონფლიქტის ზონაში ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბი?

რუსეთი Sputnik V-ის სომხეთში წარმოების შესაძლებლობაზე საუბრობს - "რაც გამოუშვეს, ის არ გაუსაღებიათ და რატომ დასჭირდათ ახალი პარტიის წარმოება?!"