სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველანაირი ძალადობა მიუღებელია..“ -  რას ამბობს შს მინისტრი "მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით
"ყველანაირი ძალადობა მიუღებელია..“ -  რას ამბობს შს მინისტრი "მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით

"გა­მო­ძი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რაც დად­გინ­დე­ბა, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და­ის­ჯე­ბი­ან", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი "მთა­ვა­რი არ­ხის“ გა­დამ­ღებ ჯგუფ­ზე და ივე­რი მე­ლაშ­ვილ­ზე და­ვით გა­რე­ჯში მომ­ხდარ თავ­დას­ხმის ფაქტს.

რო­გორც მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით პი­რა­დად და­ზუს­ტე­ბით ვე­რა­ფერს იტყვის, რად­გან ამის თა­ო­ბა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნდა იმ­სჯე­ლოს.

"არ ვიცი, ამა­ზე მე და­ზუს­ტე­ბით ვერ მო­გახ­სე­ნებთ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნდა იმ­სჯე­ლოს. გუ­შინ, რაც მოხ­და, გა­მო­ძი­ე­ბა და­ვი­წყეთ. ერთი რამ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია, რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში, მი­უ­ღე­ბე­ლია ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე და მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ძა­ლა­დო­ბა. გა­მო­ძი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რაც დად­გინ­დე­ბა, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და­ის­ჯე­ბი­ან“, - აცხა­დებს ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ და­ი­წყო შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა მხო­ლოდ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, მი­ნის­ტრი პა­სუ­ხობს, რომ "რაც ჰქონ­დათ ფაქ­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა“.

"უკაც­რა­ვად, მე არ ვარ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, მე ვარ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი. მე რაც მო­მახ­სე­ნეს, და­ვი­წყეთ გა­მო­ძი­ე­ბა ფაქ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. კად­რებს ნა­ხა­ვენ, და­აკ­ვირ­დე­ბი­ან, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა 5 მუხ­ლი და­ე­მა­ტოს და შე­იძ­ლე­ბა არა­ფე­რი და­ე­მა­ტოს“, - აცხა­დებს ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი.

შე­გახ­სე­ნებთ, "მთა­ვა­რი არ­ხის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ გა­დამ­ღებ ჯგუფ­სა და ივე­რი მე­ლაშ­ვილს თავს და­ესხნენ. ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ვით-გა­რე­ჯში "მთა­ვა­რი არ­ხის“ გა­დამ­ღებ ჯგუფ­სა და მას თავს და­ესხნენ, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ. რო­გორც მე­ლაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, საქ­მე­ში "აშ­კა­რად ეტყო­ბო­და ვი­ღა­ცის ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი ხელი".

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Marvel
41

ნელნელა,აუჩქარებლად იწედებთ საკუთარ კუბოზე ლურსმანს :)

ივერი მელაშვილი,რომ ბედავს და კიდევ გარეჯისკენ მიდის,იქ იღებს რაღაც გაურკვეველი შინაარსის ვიდეოს,მთავარი არხის დახმარებით! ეს უკვე ნათელი დადასტურებაა იმისა,რომ ოცნება საბოლოოდ განაცდა,გილოცავთ ხალხნო :) ოცნების ფუნქცია იყო ნაცების გასამართლება და ეგეც ვერ შეასრულეს :) ეხლა მელაშვილის დარი ქვეყნის გამყიდველები ისეირნებენ ქუჩაში გმირის სტატუსით:)

mdaa
27

ჩვენი ყველას ორკესტრირებული ხელია ეგ, დაგვიჭრეთ მაშინ ყველა და დარჩეს ეს აროგენტულ, არაფრისმცოდნე, ამპარტავანი და გამყიდველი მელაშვილი, იმ სრულიად უდონო ჭურნალისტებთან ერთად ვინც ამას დასდევს უკან და ყიყინ-ტყლიპინებენ, თორემ მაგათ აზროვნებას და მეტყველებას ქართულს ენას როგორ დავუძახებ.

ავტორი:

"ყველანაირი ძალადობა მიუღებელია..“ -  რას ამბობს შს მინისტრი "მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით

"ყველანაირი ძალადობა მიუღებელია..“ -  რას ამბობს შს მინისტრი "მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით

"გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, კანონის შესაბამისად დაისჯებიან", - ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური "მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფზე და ივერი მელაშვილზე დავით გარეჯში მომხდარ თავდასხმის ფაქტს.

როგორც მინისტრმა განმარტა, მომხდარზე გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით პირადად დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, რადგან ამის თაობაზე პროკურატურამ უნდა იმსჯელოს.

"არ ვიცი, ამაზე მე დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ იქიდან გამომდინარე, რომ კვალიფიკაციის შეცვლაზე პროკურატურამ უნდა იმსჯელოს. გუშინ, რაც მოხდა, გამოძიება დავიწყეთ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მიუღებელია ჟურნალისტებზე და მოქალაქეებზე ძალადობა. გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, კანონის შესაბამისად დაისჯებიან“, - აცხადებს ვახტანგ გომელაური.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო შსს-მ გამოძიება მხოლოდ ძალადობის ფაქტზე, მინისტრი პასუხობს, რომ "რაც ჰქონდათ ფაქტი, სავარაუდოდ, იქედან გამომდინარე დაიწყო გამოძიება“.

"უკაცრავად, მე არ ვარ გამომძიებელი, მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი. მე რაც მომახსენეს, დავიწყეთ გამოძიება ფაქტიდან გამომდინარე. კადრებს ნახავენ, დააკვირდებიან, აქედან გამომდინარე, შეიძლება 5 მუხლი დაემატოს და შეიძლება არაფერი დაემატოს“, - აცხადებს ვახტანგ გომელაური.

შეგახსენებთ, "მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. ივერი მელაშვილის განცხადებით, სასულიერო პირები, რომლებიც დავით-გარეჯში "მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და მას თავს დაესხნენ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. როგორც მელაშვილმა "პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, საქმეში "აშკარად ეტყობოდა ვიღაცის ორკესტრირებული ხელი".

ცოლსა და შვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

"ბიჭი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სწავლისთვის ემზადებოდა. ერთ დღესაც გაქრა..." - აზერბაიჯანელი აქტივისტი თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს: რა ვერსიებზე ლაპარაკობენ მისი მეგობრები?

"ყველაზე მძიმე მუხლი მელიას აქვს წაყენებული და თუ ამნისტია მას უნდა შეეხოს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!" - გომელაური