მამაოები ჩამოვიდნენ ნასვამები იყვნენ, ზოგიერთი მრევლიც ჩამოვიდა. იყო სიტყვიერი დაპირისპირება, - ამის შესახებ ივერი მელაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში „რეზიუმე“ ისაუბრა.
ივერი მელაშვილის განცხადებით, სასულიერო პირები რომლებიც, დავით-გარეჯში „მთავრი არხის“ გადამღებ ჯგუფისა და მას თავს დაესხნენ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.
როგორც მელაშვილმა აღნიშნა, სასულიერო პირები მას ხელით არ შეხებიან.
"მამაოები ჩამოვიდნენ, ნასვამები იყვნენ, ზოგიერთი მრევლიც ჩამოვიდა. იყო სიტყვიერი დაპირისპირება. ხელით გაწევ-გამოწევაც იყო. მე არ შემხებიან ხელით. კამერა გაუფუჭეს „მთავარ არხს“, შეეხნენ ოპერატორს, წამყვანს. მამაოებიდან ერთი იყო, რომელსაც მართლა სურდა რაღაცის გაგება და წყნარად ვილაპარაკეთ. დანარჩენები იქცეოდნენ აგრესიულად. არც აინტერესებდათ არაფერი, ძალიან წყნარად ვუხსნიდი, რომ ეს, ესე არ არის, მაგრამ არ აინტერესებდათ არაფერი. ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ, იგინებოდნენ და ილანძღებოდნენ.
მერე წამოვედით სოფელ უდაბნოში, როგორც ჩანს ვიღაცამ გააქეზა მოსახლეობა გაგვეჩერებინა მანქანა და თქვეს, რომ კითხვები გვაქვს და საუბარი გვინდაო. საუბარზე უარზე არასოდეს არ ვარ. აშკარად ეტყობოდა ვიღაცის ორკესტრირებული ხელი. ეს ხალხი არის მოტყუებულია, წესიერი ხალხია სავარაუდოდ, ვიღაცის მიერ. ნაკარნახევი აქვთ, რომ ეს არის ქვეყნის დამაქცევარი, ტერიტორიების გადამცემელი, მოღალატე. აზრი არ ჰქონდა ამდენ ხალხთან საუბარს“,- განაცხადა ივერი მელაშვილმა.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. მათივე ცნობით, სასულიერო პირები "მთავარი არხის" ჟურნალისტს ნინუცა კეკელიასა და მის ოპერატორს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც გადამღები ჯგუფი დავითგარეჯში, ივერი მელაშვილთან ერთად იმყოფებოდა და "შაბათის მთავარის" სიუჟეტზე მუშაობდა. აღნიშნული ფაქტის გადასამოწმებლად, „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. თუმცა, უწყებაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.