ცნობილი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი წერს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მამა მოკვლით დაემუქრა. ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ქალი, რომელსაც ის იცავს ძალადობის მსხვერპლია.
"წუხელ, ერთ- ერთ საქმეზე ბრალდებულის მამამ დამირეკა ( მე დაზარალებულს ვიცავ) და უშვერი სიტყვებით გამლანძღა, დამემუქრა შვილების , ოჯახის განადგურებით თუ ძალადობის მსხვერპლი ქალის დაცვას გავაგრძელებ.
სვანი ვარ და თუ დაიცავ სვანურად მოგიღებ ბოლოსო არაფერს ვამეტებ, ამოგწყვიტავთ ყველას და ჩემს შვილსაც მოვკლავო. მადლობა გადავუხადე და დავაყოლე, სვანებით რომ მაშინებთ ჩემს უკან ქისტები, ცხადია ჩემი ოჯახი რომ დგანან და ჩემი პროფესია დგას ამას რას უშვებით თქო?
ტრადიციებით მაშინებთ თუ სიგიჟით, არც ერთი მაკლია არც მეორე თქო ნამდვილადაც ასეა ადვოკატის პროფესია დაუფასებელია, მაგრამ კლიენტის გამო უამრავი უსამართლო ტალახის, ბულინგის თუ მუქარის მოთმენა გვიწევს.
ეს ჩვენი საქმეა და ვინც არ უნდა იყოს ვალდებულები ვართ ვიყოთ შეუპოვარი, უშიშარი და საქმის ბოლომდე ერთგული. კლიენტის ინტერესი უფრო წინ დავაყენოთ, ვიდრე საკუთარი! ესაა ოქროს წესი! რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს სოლიდარობა ყველა ჩემს კოლეგას და მადლობა ამ თმენითვის" - წერს კუბლაშვილი.