საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ახლა ფაშინიანი პრორუსულმა ძალებმა პოლიტიკას ჩამოაშორეს, მოსკოვი ძაფზე ჩამობმულ სათამაშო თოჯინად გვაქცევს" - წავა თუ დარჩება ფაშინიანი?
"თუ ახლა ფაშინიანი პრორუსულმა ძალებმა პოლიტიკას ჩამოაშორეს, მოსკოვი ძაფზე ჩამობმულ სათამაშო თოჯინად გვაქცევს" - წავა თუ დარჩება ფაშინიანი?

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი სომ­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტმა პრე­მი­ე­რად არ აირ­ჩია, რაც სომ­ხე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, სომ­ხეთ­ში ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­სა­ნიშ­ნად სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რის ნა­წი­ლია, რათა პარ­ლა­მენ­ტი და­ი­თხო­ვონ და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნოს.

2021 წლის 20 ივ­ნისს ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ, ფა­ში­ნი­ან­მა ყა­რა­ბა­ღის 2020 წლის ომის შემ­დგო­მი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და აქ­ცი­ე­ბის შემ­დეგ ისა­უბ­რა, მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი ჩიხ­ში შე­ვი­და. და­ძა­ბუ­ლო­ბა იმ­დე­ნად გამ­წვავ­და, რომ ოპო­ზი­ცი­ამ ფა­ში­ნი­ა­ნი­სა და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვა. სომ­ხე­თის პრე­მი­ე­რი გა­დად­გა და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და­ა­ა­ნონ­სა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ფა­ში­ნი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რას მე­ო­რე კენ­ჭისყრა­ზეც, 10 მა­ის­საც ვე­ღარ მო­ი­პო­ვებს, რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია, სომ­ხე­თის პარ­ლა­მენტს და­ი­თხო­ვენ და ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებს პრე­ზი­დენ­ტი არ­მენ სარ­ქი­სი­ა­ნი ივ­ნის­ში და­ნიშ­ნავს.

თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ფა­ში­ნი­ა­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას გა­ნაგ­რძობს და კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­საც გეგ­მავს. არა­ერ­თი ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია და ლი­დე­რი აცხა­დებს, რომ ფა­ში­ნი­ა­ნი მათი პრე­მი­ე­რი აღარ არის და არც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა აქვს, რად­გან დე­პუ­ტა­ტებ­მა მას ერთხელ უკვე უთხრეს უარი. პო­ლი­ტო­ლო­გი რუ­ბენ მე­რა­ბი­ა­ნი ფა­ში­ნი­ანს უპი­რო­ბო ლი­დერს უწო­დებს, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გი­ლას აღ­მოჩ­ნდა. მას ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი გაჰ­ყვა, ძა­ლი­ან დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და. ამი­ტომ მის მი­მართ მო­თხოვ­ნე­ბიც ისე­თი ჰქონ­და, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა, იმ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­მელ­შიც ქვე­ყა­ნა აღ­მოჩ­და, თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო.

"იმედ­გაც­რუ­ე­ბე­ბის კვალ­დაკ­ვალ, აგ­რე­სი­აც გა­ი­ზარ­და, რად­გან ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს და­ი­კარ­გა არ­ცა­ხი (მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ო­ნი)... ამავდრო­უ­ლად ქვე­ყა­ნა­ში მძვინ­ვა­რებს კო­ვი­დი, თუმ­ცა, პო­ლი­ტი­კო­სის წი­ნა­აღ­მდეგ 55 -მა დე­პუ­ტატ­მა მის­ცა ხმა, 45 -მა კი მხა­რი და­უ­ჭი­რა... გა­სა­გე­ბია, რომ ვი­ღა­ცე­ბი მას არ ას­ვე­ნე­ბენ, რად­გან არ სურთ მო­პო­ვე­ბუ­ლი კე­თილ­დღე­ო­ბის და­კარ­გვა", - ამ­ბობს რუ­ბენ მე­რა­ბი­ა­ნი.

ქვე­ყა­ნა­ში პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას სხვა სა­ფუძ­ვლე­ბიც აქვს - მა­ი­სის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, სომ­ხეთ­ში რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, სერ­გეი ლავ­რო­ვი აპი­რებს ჩას­ვლას ჯერ სომ­ხეთ­ში, შემ­დეგ კი - აზერ­ბა­ი­ჯან­ში. 5-6 მა­ისს რუ­სე­თის პირ­ვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი ერე­ვან­ში სომ­ხე­თის პირ­ველ პი­რებს შეხ­ვდე­ბა, შემ­დეგ კი ბა­ქო­ში ჩავა.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ლავ­რო­ვის ვი­ზი­ტი, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ამე­რი­კის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ ბა­ქო­ში სტუმ­რო­ბი­სას, ლავ­როვს რუსი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბის ფუნ­ქცი­ებ­ზე მო­უ­წევს ლა­პა­რა­კი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონ­ში გა­ნა­ლა­გა. არ­სე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, აზერ­ბა­ი­ჯანს მათ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვს, თუმ­ცა, რუ­სეთს იქ კონ­ტი­გენ­ტის გაზ­რდა სურს და არა­ვინ იცის, რა კო­ზირს გა­მო­ი­ყე­ნებს ამის­თვის მოს­კო­ვი.

"რაც შე­ე­ხე­ბა სომ­ხეთს, რუ­სეთს მას­თან და­კავ­ში­რე­ბით უფრო გრან­დი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი აქვს, - ჩვენ­თან ყვე­ლამ იცის, რომ იმ სო­მე­ხი ტყვე­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, რომ­ლე­ბიც ყა­რა­ბა­ღის ომის შემ­დეგ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ სამ­ხედ­რო­ებს ჰყავთ, რუ­სეთს ახა­ლი, ჩვენ­თვის არა­მომ­გე­ბი­ა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა აქვს. ისე­დაც ყვე­ლა­ნა­ი­რად მოს­კოვ­ზე ვართ მიბ­მუ­ლი და თუ ახლა, ფა­ში­ნი­ა­ნი პრო­რუს­მა ძა­ლებ­მა აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კას ჩა­მო­ა­შო­რეს, მოს­კო­ვი ძაფ­ზე ჩა­მობ­მულ სა­თა­მა­შო თო­ჯი­ნად გვაქ­ცევს. იმას გაგ­ვა­კე­თე­ბი­ნებს, რაც თა­ვად სურს. ან­ტი­რუ­სულ გან­წყო­ბებს კი, რო­მე­ლიც ყა­რა­ბა­ღის ომის შემ­დეგ, გა­აქ­ტი­ურ­და, თან­და­თან ჩა­ახ­შო­ბენ. კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი სარ­გსი­ა­ნი კი ისევ აი­ღებს ხელ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბას თა­ვის მომ­ხრე­ებ­თან ერ­თად და ის მცი­რე­დი გარ­და­ტე­ხა და და­სავ­ლე­თის­კენ ლტოლ­ვა, რაც ფა­ში­ა­ნი­ნის მოს­ვლის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა, ისევ გა­ნე­იტ­რალ­დე­ბა..." - ამ­ბობს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი რო­ბერტ პეტ­რო­სი­ა­ნი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

პო­ლი­ტო­ლოგ სტე­ფან გრი­გო­რი­ა­ნის თქმით კი:

"სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში და­სავ­ლე­თი გა­აქ­ტურ­და, ხე­და­ვენ, რომ რუ­სე­თი თუნ­დაც ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონ­ში ვერ ას­რუ­ლებს თა­ვის ფუნ­ქცი­ას, უფრო სწო­რად, სა­თა­ვი­სოდ ას­რუ­ლებს, პო­ზი­ცი­ე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და ბა­ზე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გა­საზ­რდე­ლად..." - წერს ის სო­ცი­ლუ­რი ქსელ­ში.

"ფა­ში­ნი­ან­მა ბევ­რი რამ ვერ გათ­ვა­ლა, მათ შო­რის ისიც, რუ­სეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის ლა­ვი­რე­ბას შეძ­ლებ­და თუ ვერა ისე, რომ ამით ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო. რა­ტომ­ღაც ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ მის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვა­შიც კი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მზად არი­ან, რუ­სეთ­თან ან პრო­რუ­სულ ძა­ლებ­თან ითა­ნამ­შრომ­ლონ სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის ანაც თუნ­დაც იმი­ტომ, რომ სჯე­რათ, რომ რუ­სე­თის გა­რე­შე ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წევთ... ერთი სი­ტყვით, მისი უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვას­თან გან­ხი­ლუ­ლი თე­მე­ბი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის­გან დის­ტან­ცი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, ცნო­ბი­ლი გახ­და. ასე­ვე, ფა­ში­ნი­ანს ეგო­ნა, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის დროს პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ნაც­ვლოდ დათ­მო­ბებ­ზე წა­მო­იყ­ვან­და, მაგ­რამ ამა­შიც შეც­და. თუმ­ცა, ახლა ძა­ლი­ან არ მინ­და ფა­ში­ნი­ა­ნი და­მარ­ცხდეს და მისი ძა­ლის­ხმე­ვა წყალ­ში ჩა­ი­ყა­როს, ეს რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბას ნიშ­ნავს..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰაი ჰა­ი­ტუ­ნი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
39

რაც დათესეთ, იმას იმკით. ფაშინიანიც კაი არამზადაა (ჯავახეთში სომხებთან შეხვედრის შემდეგ სოც-ქსელში ადგოლმდებარეობად ,,ჯავახქი'' მიუთითა), მაგრამ თქვენთვის მეტნაკლებად რაღაცას მაინც ცდილობდა, თუმცა გვერდით არ დაუდექით, რადგან როგორც ჩანს, რუსული უღელი ძალიან მოგწონთ, იმ გამოთქმის არ იყოს, “მელას თავის მახრჩობელა უყვარსო”.

///
12

ეს არაა ცუდი კაცი, სომხებს შეცდომა მოუვიდათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"თუ ახლა ფაშინიანი პრორუსულმა ძალებმა პოლიტიკას ჩამოაშორეს, მოსკოვი ძაფზე ჩამობმულ სათამაშო თოჯინად გვაქცევს" - წავა თუ დარჩება ფაშინიანი?

"თუ ახლა ფაშინიანი პრორუსულმა ძალებმა პოლიტიკას ჩამოაშორეს, მოსკოვი ძაფზე ჩამობმულ სათამაშო თოჯინად გვაქცევს" - წავა თუ დარჩება ფაშინიანი?

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პარლამენტმა პრემიერად არ აირჩია, რაც სომხეთის კანონმდებლობით, სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად საჭირო პროცედურის ნაწილია, რათა პარლამენტი დაითხოვონ და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

2021 წლის 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ, ფაშინიანმა ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდგომი მოვლენებისა და აქციების შემდეგ ისაუბრა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შევიდა. დაძაბულობა იმდენად გამწვავდა, რომ ოპოზიციამ ფაშინიანისა და მისი ხელისუფლების გადადგომა მოითხოვა. სომხეთის პრემიერი გადადგა და ვადამდელი არჩევნები დააანონსა.

იმ შემთხვევაში, თუ ფაშინიანი პარლამენტარების მხარდაჭერას მეორე კენჭისყრაზეც, 10 მაისსაც ვეღარ მოიპოვებს, რაც მოსალოდნელია, სომხეთის პარლამენტს დაითხოვენ და ვადამდელ არჩევნებს პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ივნისში დანიშნავს.

თუმცა, ამის მიუხედავად, ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულების გაგრძელებას განაგრძობს და კენჭისყრაში მონაწილეობასაც გეგმავს. არაერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და ლიდერი აცხადებს, რომ ფაშინიანი მათი პრემიერი აღარ არის და არც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს, რადგან დეპუტატებმა მას ერთხელ უკვე უთხრეს უარი. პოლიტოლოგი რუბენ მერაბიანი ფაშინიანს უპირობო ლიდერს უწოდებს, რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. მას ასობით ათასი ადამიანი გაჰყვა, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამიტომ მის მიმართ მოთხოვნებიც ისეთი ჰქონდა, რომლის შესრულება, იმ რეალობაში, რომელშიც ქვეყანა აღმოჩდა, თითქმის წარმოუდგენელი იყო.

"იმედგაცრუებების კვალდაკვალ, აგრესიაც გაიზარდა, რადგან ყველაზე მთავარი მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიკარგა არცახი (მთიანი ყარაბაღის რეგიონი)... ამავდროულად ქვეყანაში მძვინვარებს კოვიდი, თუმცა, პოლიტიკოსის წინააღმდეგ 55 -მა დეპუტატმა მისცა ხმა, 45 -მა კი მხარი დაუჭირა... გასაგებია, რომ ვიღაცები მას არ ასვენებენ, რადგან არ სურთ მოპოვებული კეთილდღეობის დაკარგვა", - ამბობს რუბენ მერაბიანი.

ქვეყანაში პრორუსული ძალების გააქტიურებას სხვა საფუძვლებიც აქვს - მაისის პირველ ნახევარში, სომხეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აპირებს ჩასვლას ჯერ სომხეთში, შემდეგ კი - აზერბაიჯანში. 5-6 მაისს რუსეთის პირველი დიპლომატი ერევანში სომხეთის პირველ პირებს შეხვდება, შემდეგ კი ბაქოში ჩავა.

ერთ-ერთი ვერსიით, ლავროვის ვიზიტი, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ამერიკის გააქტიურებას უკავშირდება. არსებობს ვარაუდი, რომ ბაქოში სტუმრობისას, ლავროვს რუსი მშვიდობისმყოფელების ფუნქციებზე მოუწევს ლაპარაკი, რომელიც რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში განალაგა. არსებული ვერსიით, აზერბაიჯანს მათთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს, თუმცა, რუსეთს იქ კონტიგენტის გაზრდა სურს და არავინ იცის, რა კოზირს გამოიყენებს ამისთვის მოსკოვი.

"რაც შეეხება სომხეთს, რუსეთს მასთან დაკავშირებით უფრო გრანდიოზული გეგმები აქვს, - ჩვენთან ყველამ იცის, რომ იმ სომეხი ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ, რომლებიც ყარაბაღის ომის შემდეგ, აზერბაიჯანელ სამხედროებს ჰყავთ, რუსეთს ახალი, ჩვენთვის არამომგებიანი შემოთავაზება აქვს. ისედაც ყველანაირად მოსკოვზე ვართ მიბმული და თუ ახლა, ფაშინიანი პრორუსმა ძალებმა აქტიურ პოლიტიკას ჩამოაშორეს, მოსკოვი ძაფზე ჩამობმულ სათამაშო თოჯინად გვაქცევს. იმას გაგვაკეთებინებს, რაც თავად სურს. ანტირუსულ განწყობებს კი, რომელიც ყარაბაღის ომის შემდეგ, გააქტიურდა, თანდათან ჩაახშობენ. კორუმპირებული სარგსიანი კი ისევ აიღებს ხელში ძალაუფლებას თავის მომხრეებთან ერთად და ის მცირედი გარდატეხა და დასავლეთისკენ ლტოლვა, რაც ფაშიანინის მოსვლის შემდეგ, საზოგადოებაში გაჩნდა, ისევ განეიტრალდება..." - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი რობერტ პეტროსიანი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

პოლიტოლოგ სტეფან გრიგორიანის თქმით კი:

"სამხრეთ კავკასიაში დასავლეთი გააქტურდა, ხედავენ, რომ რუსეთი თუნდაც ყარაბაღის რეგიონში ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, უფრო სწორად, სათავისოდ ასრულებს, პოზიციების გასაძლიერებლად და ბაზების რაოდენობის გასაზრდელად..." - წერს ის სოცილური ქსელში.

"ფაშინიანმა ბევრი რამ ვერ გათვალა, მათ შორის ისიც, რუსეთსა და დასავლეთს შორის ლავირებას შეძლებდა თუ ვერა ისე, რომ ამით ქვეყნის ინტერესები არ დაზიანებულიყო. რატომღაც ვერ წარმოედგინა, რომ მის უახლოეს გარემოცვაშიც კი არიან ადამიანები, ვინც მზად არიან, რუსეთთან ან პრორუსულ ძალებთან ითანამშრომლონ საკუთარი კეთილდღეობისთვის ანაც თუნდაც იმიტომ, რომ სჯერათ, რომ რუსეთის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ... ერთი სიტყვით, მისი უახლოეს გარემოცვასთან განხილული თემები, რომელიც რუსეთისგან დისტანცირებას უკავშირდებოდა, ცნობილი გახდა. ასევე, ფაშინიანს ეგონა, წინა ხელისუფლებების დროს პრივილეგიებით მცხოვრებ ადამიანებს ნაციონალური ინტერესების სანაცვლოდ დათმობებზე წამოიყვანდა, მაგრამ ამაშიც შეცდა. თუმცა, ახლა ძალიან არ მინდა ფაშინიანი დამარცხდეს და მისი ძალისხმევა წყალში ჩაიყაროს, ეს რუსეთში დაბრუნებას ნიშნავს..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ჰაი ჰაიტუნი.

"ჩვენი თანამშრომლები თბილისში არდადეგებს ატარებენ" - რას ამბობენ ნავალნის ანტიკორუფციულ ორგანიზაციაში rbc.ru-ს გავრცელებულ ინფორმაციაზე?

"სინოფარმმა" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო

კონტროლიდან გამოსული ჩინური რაკეტის პირველი ფოტო - ასტრონომებმა ის დედამიწასთან მოახლოებისას დააფიქსირეს