პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც ამ საქაღალდეებში დოკუმენტები ვიპოვე" - რა უნიკალურ არქივს მიაკვლია ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ
"თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც ამ საქაღალდეებში დოკუმენტები ვიპოვე" - რა უნიკალურ არქივს მიაკვლია ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ

ის­ტო­რი­კოს­მა გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ი­სა და სა­ეკ­ლე­სიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთი მკვლე­ვა­რის, მი­ხე­ილ თარ­ხნიშ­ვი­ლის არ­ქივს მი­აკ­ვლია.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ კა­ლან­დია "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე წერს:

"მი­ხე­ილ თარ­ხნიშ­ვი­ლის არ­ქი­ვი ნა­პოვ­ნია, მი­ხე­ილ თარ­ხნიშ­ვი­ლის არ­ქი­ვი სა­ქარ­თვე­ლო­შია! დღეს ჩემ­თვის რო­გორც ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი­სათ­ვის ერთ-ერთი უბედ­ნი­ე­რე­სი მო­მენ­ტია, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ი­სა და სა­ეკ­ლე­სიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთი უდი­დე­სი მკვლე­ვა­რის მი­ხე­ილ თარ­ხნიშ­ვი­ლის არ­ქი­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­მოჩ­ნდა და მისი მიკ­ვლე­ვის პა­ტი­ვი მე მერ­გო!

საქ­მე იმა­შია, რომ სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე-კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უმ­ში ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად გად­მო­ვი­ტა­ნე ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ის გა­მორ­ჩე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის, სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სის ჯუ­ან­შერ ვა­თე­იშ­ვი­ლის არ­ქი­ვი. ვერ მო­ვით­მი­ნე და ამ უქ­მე­ებ­ზე არ­ქი­ვის პირ­ვე­ლა­დი და­მუ­შა­ვე­ბა უკვე და­ვი­წყე და ჰოი სა­ოც­რე­ბავ... დღეს ამ კო­ლექ­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა სამი დიდი სა­ქა­ღალ­დე წარ­წე­რით "მ.თარ­ხნიშ­ვი­ლი“.

თვა­ლებს არ ვუ­ჯე­რებ­დი რო­დე­საც ამ სა­ქა­ღალ­დე­ებ­ში პირ­ვე­ლი ხა­რის­ხო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბი ვი­პოვ­ნე, მათ შო­რი­საა მი­ხე­ილ თარ­ხნიშ­ვი­ლის პას­პორ­ტი გა­ცე­მუ­ლი 1919 წელს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბის მიერ, მი­მო­წე­რა ვა­ტი­კან­თან, დიპ­ლო­მე­ბი და სი­გე­ლე­ბი, სტამ­ბო­ლის ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბი, თარ­ხნიშ­ვი­ლის ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ე­ბი და ასე შემ­დეგ...

რო­გორც ჩანს ღვაწლ­მო­სილ­მა ქარ­თველ­მა მეც­ნი­ერ­მა ჯუ­ან­შერ ვა­თე­იშ­ვილ­მა ეს ძვირ­ფა­სი არ­ქი­ვი საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში იტა­ლი­ა­ში იპოვ­ნა, გა­და­არ­ჩი­ნა და სამ­შობ­ლო­ში მა­შინ ჩა­მო­ი­ტა­ნა, როცა მი­ხე­ილ თარ­ხნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ჯერ კი­დევ აკ­რძა­ლუ­ლი და ტა­ბუ­ი­რე­ბუ­ლი იყო... ალ­ბათ მეც­ნი­ე­რი მის შეს­წავ­ლა­სა და გა­მო­ცე­მა­საც გეგ­მავ­და...

დღეს ეს უნი­კა­ლუ­რი სა­გან­ძუ­რი უკვე ჩვენს მუ­ზე­უმ­შია. ამ ფაქ­ტით უზო­მოდ გა­ხა­რე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ვარ, ეს ამ­ბა­ვი კი­დევ ერთი დას­ტუ­რია იმი­სა რომ ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე-კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უ­მი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი სა­მეც­ნი­ე­რო, კულ­ტუ­რუ­ლი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრი ხდე­ბა... დღეს აღ­დგო­მის მე­ო­რე დღეს დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით მინ­და გა­ვიხ­სე­ნო მი­ხე­ილ თარ­ხნიშ­ვი­ლი და ჯუ­ან­შერ ვა­თე­იშ­ვი­ლი, დიდი ქარ­თვე­ლე­ბი რო­მელ­თა ხსოვ­ნა სა­მა­რი­დი­სოა, ნა­თე­ლი და­ად­გეს მათ სა­ხე­ლებს. ასე­ვე მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ვუ­თხრა ლაშა ჯა­ფა­რი­ძეს, ირი­ნა მო­ის­წრა­ფიშ­ვილს, გი­ორ­გი ჩაფ­რა­ვას, ირაკ­ლი ჭი­თა­ნა­ვას და ჯუ­ან­შერ ვა­თე­იშ­ვი­ლის ძვირ­ფას ოჯახს, რომ­ლებ­მაც მან­დეს, გად­მომ­ცეს და და­მეხ­მარ­ნენ არ­ქი­ვის მუ­ზე­უმ­ში გად­მო­ტა­ნა­ში", - წერს ის­ტო­რი­კო­სი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

გენაცვალეთ გურულებო! 

ანი
3

და თქვენ რომ არა ნეტა ვინმე გადაშლიდა როდესმე??? ღმერთო ხალხს თავის ქვეყნის ისტორია და წარსული არ აი ტერესებს მიშას და ბიძინას ძახილით და მიტინგებზე სიარული ჰგონიათ პატრიოტიზმი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც ამ საქაღალდეებში დოკუმენტები ვიპოვე" - რა უნიკალურ არქივს მიაკვლია ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ

"თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც ამ საქაღალდეებში დოკუმენტები ვიპოვე" - რა უნიკალურ არქივს მიაკვლია ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ

ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და საეკლესიო ლიტერატურის ერთ-ერთი მკვლევარის, მიხეილ თარხნიშვილის არქივს მიაკვლია.

აღნიშნულის შესახებ კალანდია "ფეისბუქის" გვერდზე წერს:

"მიხეილ თარხნიშვილის არქივი ნაპოვნია, მიხეილ თარხნიშვილის არქივი საქართველოშია! დღეს ჩემთვის როგორც ქართველი მეცნიერისათვის ერთ-ერთი უბედნიერესი მომენტია, საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და საეკლესიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი მკვლევარის მიხეილ თარხნიშვილის არქივი საქართველოში აღმოჩნდა და მისი მიკვლევის პატივი მე მერგო!

საქმე იმაშია, რომ სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში ჩემს მეგობრებთან ერთად გადმოვიტანე ქართული ისტორიოგრაფიის გამორჩეული წარმომადგენლის, სახელგანთქმული ქართველი ისტორიკოსის ჯუანშერ ვათეიშვილის არქივი. ვერ მოვითმინე და ამ უქმეებზე არქივის პირველადი დამუშავება უკვე დავიწყე და ჰოი საოცრებავ... დღეს ამ კოლექციაში აღმოჩნდა სამი დიდი საქაღალდე წარწერით "მ.თარხნიშვილი“.

თვალებს არ ვუჯერებდი როდესაც ამ საქაღალდეებში პირველი ხარისხოვანი დოკუმენტები ვიპოვნე, მათ შორისაა მიხეილ თარხნიშვილის პასპორტი გაცემული 1919 წელს დემოკრატიული მთავრობის მიერ, მიმოწერა ვატიკანთან, დიპლომები და სიგელები, სტამბოლის ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებული უნიკალური მასალები, თარხნიშვილის ჩანაწერები, სამეცნიერო სტატიები და ასე შემდეგ...

როგორც ჩანს ღვაწლმოსილმა ქართველმა მეცნიერმა ჯუანშერ ვათეიშვილმა ეს ძვირფასი არქივი საბჭოთა პერიოდში იტალიაში იპოვნა, გადაარჩინა და სამშობლოში მაშინ ჩამოიტანა, როცა მიხეილ თარხნიშვილის სახელი ჯერ კიდევ აკრძალული და ტაბუირებული იყო... ალბათ მეცნიერი მის შესწავლასა და გამოცემასაც გეგმავდა...

დღეს ეს უნიკალური საგანძური უკვე ჩვენს მუზეუმშია. ამ ფაქტით უზომოდ გახარებული და ბედნიერი ვარ, ეს ამბავი კიდევ ერთი დასტურია იმისა რომ ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი ხდება... დღეს აღდგომის მეორე დღეს დიდი პატივისცემით მინდა გავიხსენო მიხეილ თარხნიშვილი და ჯუანშერ ვათეიშვილი, დიდი ქართველები რომელთა ხსოვნა სამარიდისოა, ნათელი დაადგეს მათ სახელებს. ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ლაშა ჯაფარიძეს, ირინა მოისწრაფიშვილს, გიორგი ჩაფრავას, ირაკლი ჭითანავას და ჯუანშერ ვათეიშვილის ძვირფას ოჯახს, რომლებმაც მანდეს, გადმომცეს და დამეხმარნენ არქივის მუზეუმში გადმოტანაში", - წერს ისტორიკოსი.

"დავემშვიდობეთ რუსოს" - კულინარიის აკადემიის ლექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

"სიმღერა ყვარელში..“ - გიტარა, კარლ ჰარცელი და გიორგი უშიკიშვილი: რა ფოტოებს აქვეყნებს ევროკავშირის ელჩი

"მიტოვებული სამკერვალო ჭიათურაში" - ხავსმოდებული ინვენტარი და ადამიანების გარეშე დარჩენილი შენობა: დავით თაბაგარის ფოტოები