პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გაუჩინარებასთან დაკავშირებით პოლონეთში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.
უწყების ცნობით, ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ საკონსულოს და მათ მიეცათ განმარტება, თუ რა პროცედურებია საჭირო, რომ პოლონურმა მხარემ დაიწყოს ოფიციალური პროცედურები დაკარგული მოქალაქის მოსაძებნად.
"პოლონეთში საქართველის საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცავებთან, რათა მიიღოს უახლესი ინფორმაცია“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.