პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო ცხოვრება
როგორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო ცხოვრება

თუკი კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ხარ ან ჩა­ბა­რე­ბას სწო­რედ იქ აპი­რებ, ალ­ბათ შენც და­ძა­ბუ­ლი ადევ­ნებ თვალს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტის "ა“ ლი­გას. კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გუნ­დი "კავ­კა­სია“ გა­დამ­წყვეტ მატ­ჩებს ხომ სწო­რედ ახლა ატა­რებს იმი­სათ­ვის, რომ სუ­პერ ლი­გის საგ­ზუ­რი მო­ი­პო­ვოს.

გუნ­დი ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­მა­შე­ბის სე­რი­ის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბა - სუ­პერ­ლი­გის კლუბ "ბა­თუმ­თან“ გა­მარ­ჯვე­ბა "კავ­კა­სი­ის­თვის“ 2021 წლის გა­ზა­ფხუ­ლის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა.

გუნ­დის მწვრთნე­ლი, ბექა წივ­წი­ვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ჩემ­პი­ო­ნატ­ში ორი მო­თა­მა­შის ტრავ­მა ყვე­ლა­ზე დიდი უიღ­ბლო­ბა იყო, რაც გუნდს შე­იძ­ლე­ბო­და წელს დამ­მარ­თნო­და.

"ჩვენ ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბო­და დას­კვნით ეტაპ­ზე გა­მარ­თლე­ბა, უბ­რა­ლოდ, ჯან­მრთე­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი გვჭირ­დე­ბო­და. რე­ვა­ზაშ­ვი­ლი­სა და გუნ­დის ერთ-ერთი ლი­დე­რის, კო­ლე­ის არ­ყოფ­ნა გუნდს და­ე­ტყო. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ბი­ჭებს მად­ლო­ბას ვუხ­დი თავ­და­უ­ზო­გა­ვი ბრძო­ლის­თვის. ჩვე­ნი მი­ზა­ნი სუ­პერ­ლი­გის საგ­ზუ­რის მო­პო­ვე­ბაა. წინ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­მა­შე­ბი გვაქვს ბა­თუ­მის გუნდთან“, - აღ­ნიშ­ნავს, ბექა.

ცნო­ბის­თვის, CIU-ს სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუ­ბი 2017 წელს ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მას შემ­დეგ კლუბ­მა "ა“ ლი­გის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ორი ფი­ნა­ლი ითა­მა­შა, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ორი­ვე­ში და­მარ­ცხდა. და­მარ­ცხე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბექა წივ­წი­ვა­ძე თვლის, რომ გუნ­დმა გა­მოც­დი­ლე­ბა საკ­მა­რი­სად და­აგ­რო­ვა.

"ვფიქ­რობ, რომ და­მარ­ცხე­ბის ცოდ­ნის გა­რე­შე გუნ­დი ვერ შედ­გე­ბა გუნ­დად. გუნ­დმა უნდა იცო­დეს, წინ რა ელის, რამ­დე­ნად დი­დია გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რამ­დე­ნად მას­შტა­ბუ­რი უნდა იყოს ის სტრა­ტე­გია, რა­საც ვი­სა­ხავთ. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ გა­მარ­ჯვე­ბას კი სულ სხვა ფასი აქვს“, - აღ­ნიშ­ნავს ბექა.

  • რამ უნდა გა­ა­ერ­თი­ა­ნოს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი?

უნი­ვერ­სი­ტეტ­მა აუ­ცი­ლე­ბე­ლია იცო­დეს ერთი მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა - მათი სტუ­დენ­ტე­ბი, გარ­და ხა­რის­ხი­ა­ნი სწავ­ლე­ბი­სა, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბის, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სუ­ლის გარ­შე­მო უნდა გა­ერ­თი­ან­დნენ.

ესაა რა­ღაც, რა­საც ერ­თად უნდა გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ, რე­გუ­ლა­რულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ებ­მე­ბოდ­ნენ და რი­თაც ისი­ნი უნდა ამა­ყობ­დნენ. ისი­ნი უნდა ამა­ყობ­დნენ იმით, რომ კონ­კრე­ტუ­ლად ამა თუ იმ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლო­ბენ, რომ მათ ეკუთ­ვნი­ან.

ერ­თი­ა­ნო­ბის გან­ცდა კი ყვე­ლა­ზე უკეთ სპორ­ტში ვლინ­დე­ბა, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი კი ამ ბრძო­ლა­ში გა­დამ­წყვეტ როლს თა­მა­შო­ბენ.

ბექა წივ­წი­ვა­ძე ამ­ბობს, რომ 2020-2021 წლე­ბის სე­ზო­ნი ამ მხრივ სპორ­ტსმე­ნე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იყო.

"გუნდს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ გა­მო­ე­ცა­ლა - ესაა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბით სავ­სე ტრი­ბუ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხელს სკან­დი­რე­ბენ და ეს სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის­თვის, თუმ­ცა ვი­ცით, რომ ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, კსუ-ს თი­თო­ე­უ­ლი სტუ­დენ­ტი და არამ­ხო­ლოდ ისი­ნი, დის­ტან­ცი­უ­რად კვლავ გვერ­დში გვიდ­გას“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

კა­ლათ­ბურ­თის სიყ­ვა­რუ­ლი, მოთ­მი­ნე­ბა და შრო­მა - არის ის, რა­საც გა­მოც­დი­ლი მწვრთნე­ლი თი­თო­ე­ულ ახალ­გაზ­რდა და დამ­წყებ კა­ლათ­ბურ­თელს ურ­ჩევს.

"რაც შე­ე­ხე­ბა გულ­შე­მატ­კი­ვარს, იმე­დი მაქვს, რომ ჩვენ სულ მალე რე­ა­ლუ­რა­დაც, კვლავ სა­კა­ლათ­ბურ­თო დარ­ბაზ­ში შევ­ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს“,- ამ­ბობს ბექა.

(R)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

როგორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო ცხოვრება

როგორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო ცხოვრება

თუკი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი ხარ ან ჩაბარებას სწორედ იქ აპირებ, ალბათ შენც დაძაბული ადევნებ თვალს საქართველოს კალათბურთის ჩემპიონატის "ა“ ლიგას. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი "კავკასია“ გადამწყვეტ მატჩებს ხომ სწორედ ახლა ატარებს იმისათვის, რომ სუპერ ლიგის საგზური მოიპოვოს.

გუნდი ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშების სერიისთვის განსაკუთრებულად ემზადება - სუპერლიგის კლუბ "ბათუმთან“ გამარჯვება "კავკასიისთვის“ 2021 წლის გაზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

გუნდის მწვრთნელი, ბექა წივწივაძე აღნიშნავს, რომ ჩემპიონატში ორი მოთამაშის ტრავმა ყველაზე დიდი უიღბლობა იყო, რაც გუნდს შეიძლებოდა წელს დამმართნოდა.

"ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა დასკვნით ეტაპზე გამართლება, უბრალოდ, ჯანმრთელი მოთამაშეები გვჭირდებოდა. რევაზაშვილისა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, კოლეის არყოფნა გუნდს დაეტყო. მიუხედავად ყველაფრისა, ბიჭებს მადლობას ვუხდი თავდაუზოგავი ბრძოლისთვის. ჩვენი მიზანი სუპერლიგის საგზურის მოპოვებაა. წინ მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს ბათუმის გუნდთან“, - აღნიშნავს, ბექა.

ცნობისთვის, CIU-ს საკალათბურთო კლუბი 2017 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ კლუბმა "ა“ ლიგის ჩემპიონატის ორი ფინალი ითამაშა, თუმცა, სამწუხაროდ, ორივეში დამარცხდა. დამარცხების მიუხედავად, ბექა წივწივაძე თვლის, რომ გუნდმა გამოცდილება საკმარისად დააგროვა.

"ვფიქრობ, რომ დამარცხების ცოდნის გარეშე გუნდი ვერ შედგება გუნდად. გუნდმა უნდა იცოდეს, წინ რა ელის, რამდენად დიდია გამოწვევები, რამდენად მასშტაბური უნდა იყოს ის სტრატეგია, რასაც ვისახავთ. ამ ყველაფრის შემდეგ გამარჯვებას კი სულ სხვა ფასი აქვს“, - აღნიშნავს ბექა.

  • რამ უნდა გააერთიანოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები?

უნივერსიტეტმა აუცილებელია იცოდეს ერთი მარტივი ჭეშმარიტება - მათი სტუდენტები, გარდა ხარისხიანი სწავლებისა, საუნივერსიტეტო ცხოვრების, უნივერსიტეტის სულის გარშემო უნდა გაერთიანდნენ.

ესაა რაღაც, რასაც ერთად უნდა გულშემატკივრობდნენ, რეგულარულ აქტივობებში ებმებოდნენ და რითაც ისინი უნდა ამაყობდნენ. ისინი უნდა ამაყობდნენ იმით, რომ კონკრეტულად ამა თუ იმ უნივერსიტეტში სწავლობენ, რომ მათ ეკუთვნიან.

ერთიანობის განცდა კი ყველაზე უკეთ სპორტში ვლინდება, გულშემატკივრები კი ამ ბრძოლაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ.

ბექა წივწივაძე ამბობს, რომ 2020-2021 წლების სეზონი ამ მხრივ სპორტსმენებისთვის ყველაზე რთული იყო.

"გუნდს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გამოეცალა - ესაა გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნები, რომლებიც თავიანთი უნივერსიტეტის სახელს სკანდირებენ და ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ბიჭებისთვის, თუმცა ვიცით, რომ ჩვენი გულშემატკივარი, კსუ-ს თითოეული სტუდენტი და არამხოლოდ ისინი, დისტანციურად კვლავ გვერდში გვიდგას“, - აღნიშნავს ის.

კალათბურთის სიყვარული, მოთმინება და შრომა - არის ის, რასაც გამოცდილი მწვრთნელი თითოეულ ახალგაზრდა და დამწყებ კალათბურთელს ურჩევს.

"რაც შეეხება გულშემატკივარს, იმედი მაქვს, რომ ჩვენ სულ მალე რეალურადაც, კვლავ საკალათბურთო დარბაზში შევხვდებით ერთმანეთს“,- ამბობს ბექა.

(R)

"ესპანური მედია თუ ყურადღებას ასე მომაქცევდა, მართლა არ ველოდი" - რას ყვება ჟურნალისტი, რომლის ქომაგობის ვიდეოც ინტერნეტჰიტად იქცა

"დიახ, ბატონ ბიძინასთან მაქვს ურთიერთობა. მართლაც ვარ ჩართული წყალტუბოს და აბასთუმნის პროექტებში" - ვინ არის სოსო ტყემალაძე, რა აკავშირებს ირაკლი კობახიძის მამასთან და რაგბთან?

"დედა ჩემი ფეხბურთელობის წინააღმდეგი იყო... ახლა მეუბნება, - კიდევ კარგი, არ დამიჯერეო" - რას ყვება გოგონა, რომლის გოლითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა