სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ვერაგმა დაავადებამ ისეთი გოგო გამოგვაცალა, მთელ ქალაქს რომ ეტკინა" - რას წერენ "ლელოს" წარმომადგენლები ბათუმში კოვიდ 19-ით გარდაცვლილ 55 წლის ქალზე
"ამ ვერაგმა დაავადებამ ისეთი გოგო გამოგვაცალა, მთელ ქალაქს რომ ეტკინა" - რას წერენ "ლელოს" წარმომადგენლები ბათუმში კოვიდ 19-ით გარდაცვლილ 55 წლის ქალზე

ბა­თუმ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ით "ლელო სა­ქარ­თვე­ლოს" ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ირმა გო­გი­ტი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია "ლე­ლოს" ოფი­ცი­ა­ლურ "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" გავ­რცელ­და.

"სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი გვაქვს აჭა­რი­დან.

"ლე­ლოს" ბა­თუ­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოფის-მე­ნე­ჯე­რი, ირმა გო­გი­ტი­ძე კო­ვიდ 19-ით გარ­და­იც­ვა­ლა. ირმა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ლე­ლო­ე­ლი, ჩვე­ნი აქ­ტი­უ­რი წევ­რი და აჭა­რა­ში პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო.ირმა გო­გი­ტი­ძე ჩვენს გუნდს მა­შინ შე­მო­უ­ერ­თდა, რო­დე­საც ჯერ კი­დევ არ ვი­ყა­ვით პარ­ტია, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მოძ­რა­ო­ბას ვქმნი­დით და პირ­ველ ნა­ბი­ჯებს ვდგამ­დით."ლე­ლოს" სა­ხე­ლით გვსურს მი­ვუ­სამ­ძიმ­როთ მის ოჯახს და თა­ნა­მებ­რძო­ლებს. ირ­მას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ყვე­ლას გული გვატ­კი­ნა", - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ირმა გო­გი­ტი­ძის "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე, გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ პოს­ტებს წე­რენ მისი მე­გობ­რე­ბიც.

"ეს მა­გა­რი გოგო და­აკ­ლდა ჩვენს გუნდს, ჩვენს ქა­ლაქს ბევ­რი ჩვენ­გა­ნის ცხოვ­რე­ბა გა­ი­ყო ორად: ირ­მას­თან ერ­თად და ირ­მას გა­რე­შე... მის დიდ ბა­თუ­მე­ლო­ბა­ზე, დიდ ადა­მი­ა­ნო­ბი­სა და ერ­თგუ­ლე­ბა­ზე და­უს­რუ­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (ერ­თად მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში) შეძ­ლო ის, რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ვა­ხერ­ხებთ - ყვე­ლას ჩვე­ნი ირმა დაგ­ვი­ტო­ვა, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ სით­ბო­თი ვი­სა­უბ­რებთ. ყვე­ლა­ზე ზრუ­ნავ­და, მაგ­რამ მგო­ნია, რომ მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მექ­ცე­ო­და, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ათ­ჯერ მა­ინც შე­მო­ი­ხე­დავ­და ოთახ­ში: - რამე ხომ არ გინ­და, ჩემო ოქრო, ჩემო სი­ცო­ცხლეო?

როცა გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­თა­ნა­დოდ ვერ ვა­ფა­სებთ მსგავს და­მო­კი­დე­ბუ­ლებს, შე­უძ­ლე­ბე­ლია ერთი ადა­მი­ა­ნი ამ­დენ სიყ­ვა­რულს, სით­ბოს და მზრუნ­ვე­ლო­ბას გას­ცემ­დეს - ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ვე­რაგ­მა და­ა­ვა­დე­ბამ წაგ­ვარ­თვა, პირ­ვე­ლად მო­ვი­და ასე ახ­ლოს და თან ისე­თი გოგო გა­მოგ­ვა­ცა­ლა, მთელ ქა­ლაქს რომ ეტ­კი­ნა. აღ­დგო­მას გი­ლო­ცავ, ირ­მა­კო, მჯე­რა, ამ ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­ზე შე­ძე­ლი შენი გო­გუ­ნი­ას გა­ხა­რე­ბა, რო­მელ­ზე და­უს­რუ­ლებ­ლად, დიდი სიყ­ვა­რულ სა­უბ­რობ­დი. შენს დე­დი­კოს, შენს ლენ­კა­სა და ზუ­კას გამ­ძლე­ო­ბა მის­ცეს უფალ­მა, ჩვენ­თან კი სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბი. მარ­თლაც უჩ­ვე­უ­ლო აღ­დგო­მა გა­თენ­და ჩვე­ნი ირ­მა­კოს­თვის ამ დღეს, 17 აპ­რილს, 55 წლის გახ­და", - წერს ეკა­ტე­რი­ნე და­ვი­თა­ძე.

შე­გახ­სე­ნე­ბეთ, ბა­თუმ­ში ერთ-ერთ კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ში 55 წლის ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც აჭა­რის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­დეს, პა­ცი­ენტს კო­რო­ნა­ვირუ­სი 23 აპ­რილს და­უ­დას­ტურ­და და მდგო­მა­რე­ო­ბა უსიპ­ტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი ფაქტს სწავ­ლო­ბენ.

"გარ­დაც­ვლი­ლია 55 წლის ქალი, რო­მელ­საც თა­ვი­დან აღე­ნიშ­ნე­ბო­და რამ­დე­ნი­მე დღი­ა­ნი ცხე­ლე­ბის ანამ­ნე­ზი. 23 აპ­რილს, და­უ­დას­ტურ­და კო­ვი­დინ­ფექ­ცია. 24 აპ­რილს მო­თავ­სდა ერთ-ერთ კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში. 26 აპ­რილს ჩა­უ­ტარ­და პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი.

პა­ცი­ენ­ტის ბოლო 3 დღე იყო უსიმპტო­მო. შე­სა­ბა­მი­სად, გუ­შინ სა­ღა­მოს 21.30 -ზე სას­ტუმ­რო­ში ბოლო სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოვ­ლი­სას პა­ცი­ენ­ტი იყო სტა­ბი­ლუ­რად, სიმპტო­მე­ბის გა­რე­შე. დი­ლით, 12:00 სა­ათ­ზე და­ფიქ­სირ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი. შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის მიერ მოხ­დე­ბა ფაქ­ტის შეს­წავ­ლა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის დად­გე­ნა",- აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

lia
0

კვლევებს არ უკეთებენ... წევს სასტუმროში და მორჩა! სისხლის ანალიზი, ტრომბოციტები, პროტრომბინი, რენტგენი... მარტო ფულს უხდიან ამ სასტუმროებს თუ რაა... და კიდევ-ლელო, ეს სავარაუდოდ თქვენი პოლიტიკური შეხვედრეის დროს დაინფიცირდა და დაეხმარეთ ოჯახს, ხაზარაძე???

ავტორი:

"ამ ვერაგმა დაავადებამ ისეთი გოგო გამოგვაცალა, მთელ ქალაქს რომ ეტკინა" - რას წერენ "ლელოს" წარმომადგენლები ბათუმში კოვიდ 19-ით გარდაცვლილ 55 წლის ქალზე

"ამ ვერაგმა დაავადებამ ისეთი გოგო გამოგვაცალა, მთელ ქალაქს რომ ეტკინა" - რას წერენ "ლელოს" წარმომადგენლები ბათუმში კოვიდ 19-ით გარდაცვლილ 55 წლის ქალზე

ბათუმში კორონავირუსული ინფექციით "ლელო საქართველოს" ადგილობრივი წარმომადგენელი ირმა გოგიტიძე გარდაიცვალა. ამის თაობაზე ინფორმაცია "ლელოს" ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" გავრცელდა.

"სამწუხარო ამბავი გვაქვს აჭარიდან.

"ლელოს" ბათუმის ორგანიზაციის ოფის-მენეჯერი, ირმა გოგიტიძე კოვიდ 19-ით გარდაიცვალა. ირმა ერთ-ერთი პირველი ლელოელი, ჩვენი აქტიური წევრი და აჭარაში პირველი ოფიციალური თანამშრომელი იყო.ირმა გოგიტიძე ჩვენს გუნდს მაშინ შემოუერთდა, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიყავით პარტია, საზოგადოებრივ მოძრაობას ვქმნიდით და პირველ ნაბიჯებს ვდგამდით."ლელოს" სახელით გვსურს მივუსამძიმროთ მის ოჯახს და თანამებრძოლებს. ირმას გარდაცვალებამ ყველას გული გვატკინა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ირმა გოგიტიძის "ფეისბუქის" პირად გვერდზე, გამოსამშვიდობებელ პოსტებს წერენ მისი მეგობრებიც.

"ეს მაგარი გოგო დააკლდა ჩვენს გუნდს, ჩვენს ქალაქს ბევრი ჩვენგანის ცხოვრება გაიყო ორად: ირმასთან ერთად და ირმას გარეშე... მის დიდ ბათუმელობაზე, დიდ ადამიანობისა და ერთგულებაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. ერთი წლის განმავლობაში (ერთად მუშაობის პერიოდში) შეძლო ის, რასაც ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ ვახერხებთ - ყველას ჩვენი ირმა დაგვიტოვა, რომელზეც მხოლოდ სითბოთი ვისაუბრებთ. ყველაზე ზრუნავდა, მაგრამ მგონია, რომ მე განსაკუთრებულად მექცეოდა, დღის განმავლობაში ათჯერ მაინც შემოიხედავდა ოთახში: - რამე ხომ არ გინდა, ჩემო ოქრო, ჩემო სიცოცხლეო?

როცა გვაქვს შესაძლებლობა, სათანადოდ ვერ ვაფასებთ მსგავს დამოკიდებულებს, შეუძლებელია ერთი ადამიანი ამდენ სიყვარულს, სითბოს და მზრუნველობას გასცემდეს - ეს ყველაფერი კი ვერაგმა დაავადებამ წაგვართვა, პირველად მოვიდა ასე ახლოს და თან ისეთი გოგო გამოგვაცალა, მთელ ქალაქს რომ ეტკინა. აღდგომას გილოცავ, ირმაკო, მჯერა, ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე შეძელი შენი გოგუნიას გახარება, რომელზე დაუსრულებლად, დიდი სიყვარულ საუბრობდი. შენს დედიკოს, შენს ლენკასა და ზუკას გამძლეობა მისცეს უფალმა, ჩვენთან კი სამუდამოდ დარჩები. მართლაც უჩვეულო აღდგომა გათენდა ჩვენი ირმაკოსთვის ამ დღეს, 17 აპრილს, 55 წლის გახდა", - წერს ეკატერინე დავითაძე.

შეგახსენებეთ, ბათუმში ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში 55 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადეს, პაციენტს კორონავირუსი 23 აპრილს დაუდასტურდა და მდგომარეობა უსიპტომოდ მიმდინარეობდა.

სამინისტროს ცნობით, შესაბამისი უწყებები ფაქტს სწავლობენ.

"გარდაცვლილია 55 წლის ქალი, რომელსაც თავიდან აღენიშნებოდა რამდენიმე დღიანი ცხელების ანამნეზი. 23 აპრილს, დაუდასტურდა კოვიდინფექცია. 24 აპრილს მოთავსდა ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროში. 26 აპრილს ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები.

პაციენტის ბოლო 3 დღე იყო უსიმპტომო. შესაბამისად, გუშინ საღამოს 21.30 -ზე სასტუმროში ბოლო სამედიცინო შემოვლისას პაციენტი იყო სტაბილურად, სიმპტომების გარეშე. დილით, 12:00 საათზე დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი. შესაბამისი უწყებების მიერ მოხდება ფაქტის შესწავლა და გარდაცვალების მიზეზის დადგენა",- აცხადებენ უწყებაში.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური კორონავირუსის საწინააღმდეგო "სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

ჩემპიონთა ლიგისთვის ჩასული გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს, მან ღამე აეროპორტში გაათენა - "ამ სკამზე ეძინა..."

"მამაოები ჩამოვიდნენ ნასვამები იყვნენ, მრევლის ჩამოვიდა.. იყო ხელით გაწევ-გამოწევაც" - რას ჰყვება ივერი მელაშვილი გარეჯში მომხდარ თავდასხმაზე?