სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს... ტექნიკური მიღწევები უღვთო ადამიანების ხელში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს" - ილია მეორე
"ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს... ტექნიკური მიღწევები უღვთო ადამიანების ხელში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს" - ილია მეორე

ნე­ბის­მი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა რომ არ არის სრულ­ყო­ფი­ლი, ამას, ჩვენს მსგავ­სად, ურ­წმუ­ნო­ნიც აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, მაგ­რამ, ღმერ­თთან კავ­ში­რი­სა და სუ­ლი­ე­რი გან­წმენ­დის ნაც­ვლად, ისი­ნი ამ­ჟა­მად ისეთ ყო­ფას გვთა­ვა­ზო­ბენ, სა­დაც ერთი მხრივ, დო­მი­ნან­ტუ­რი ფუნ­ქცია ექ­ნე­ბა რო­ბო­ტებს, მე­ო­რე მხრივ კი, ადა­მი­ა­ნის არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბას, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი "შე­ავ­სებს", - ამის შე­სა­ხებ პატ­რი­არ­ქი სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­ში სა­უბ­რობს.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ილია მე­ო­რე აღ­ნიშ­ნავს, „ამა­ვე დროს, ათე­ის­ტუ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე აზ­როვ­ნე­ბა სხვა რე­ა­ლო­ბის შე­საქ­მნე­ლად ემ­ზა­დე­ბა და ცდი­ლობს ადა­მი­ა­ნუ­რი ყო­ფი­ე­რე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბის გა­და­ხედ­ვას, რათა თვით­ნე­ბუ­რი მო­დე­ლი­რე­ბის გზით წა­შა­ლოს ზღვა­რი ნამ­დვილ­სა და წარ­მო­სახ­ვითს, ადა­მი­ა­ნურს, მე­ქა­ნი­კურს, ცხო­ვე­ლურ­სა და ქი­მე­რულს შო­რის და კონ­ტრო­ლი­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის ახა­ლი, აქამ­დე უც­ნო­ბი ფორ­მე­ბი და­ამ­კვიდ­როს“.

„სულ სხვა წე­სებს ემორ­ჩი­ლე­ბი­ან და სხვაგ­ვა­რად აზ­როვ­ნე­ბენ ისი­ნი, რო­მელ­თაც სუ­ლი­ე­რი თვა­ლი დახ­შუ­ლი აქვთ და არც ღვთი­სა სწამთ და არც - მისი აღ­დგო­მი­სა. მათ შე­სა­ხებ წმინ­და გრი­გოლ ნო­სე­ლი ასე წერს: თუკი არ არ­სე­ბობს აღ­დგო­მა და სიკ­ვდი­ლით სი­ცო­ცხლე მთავ­რდე­ბა, და­უბ­რკო­ლე­ბე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვა კა­ცის მკვლელს; დაე, მე­ძავ­მა კად­ნი­ე­რად ხლარ­თოს ბა­დე­ე­ბი ქორ­წი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და მომ­ხვე­ჭელ­ნი ფუ­ფუ­ნე­ბას მი­ეც­ნენ სხვა­თა და­ჩაგ­ვრის ხარ­ჯზე... ნუ­რა­ვინ შე­ა­ჩე­რებს მა­გი­ნე­ბელ­სა და ბილ­წის მთქმელს; დაე, ფი­ცის დამ­რღვე­ვი მუ­დამ იფი­ცებ­დეს ტყუ­ი­ლად; დაე, იც­რუ­ონ, რამ­დენ­საც ინე­ბე­ბენ, რად­გან არა­ვი­თა­რი სარ­გე­ბე­ლი არ არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა­გან... და ას­კვნის: ამ­გვა­რი მსჯე­ლო­ბა სულს ამ­ღვრევს და წარ­ღვნამ­დელ­ზე უა­რე­სი უწეს­რი­გო­ბა მო­აქვს; თუ არ არის აღ­დგო­მა, არ არის უფ­ლის სამ­სჯავ­როც; თუ უარ­ყო­ფი­ლია სამ­სჯავ­რო, უარ­ყო­ფი­ლია ღვთის ში­შიც; ხოლო სა­დაც არ არის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი შიში ღვთი­სა, იქ ზე­ი­მობს ეშ­მა­კი. ასე იყო მუ­დამ, როცა ურ­წმუ­ნო­ე­ბა მძლავ­რობ­და ხალ­ხში. ეს დღე­საც ასეა, ოღონდ უფრო რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა გვაქვს და თუ რა­ტომ, მოკ­ლედ შემ­დეგს ვი­ტყვით: ნე­ბის­მი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა რომ არ არის სრულ­ყო­ფი­ლი, ამას, ჩვენს მსგავ­სად, ურ­წმუ­ნო­ნიც აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, მაგ­რამ, ღმერ­თთან კავ­ში­რი­სა და სუ­ლი­ე­რი გან­წმენ­დის ნაც­ვლად, ისი­ნი ამ­ჟა­მად ისეთ ყო­ფას გვთა­ვა­ზო­ბენ, სა­დაც ერთი მხრივ, დო­მი­ნან­ტუ­რი ფუნ­ქცია ექ­ნე­ბა რო­ბო­ტებს, მე­ო­რე მხრივ კი, ადა­მი­ა­ნის არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბას, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი "შე­ავ­სებს". ამა­ვე დროს, ათე­ის­ტუ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე აზ­როვ­ნე­ბა სხვა რე­ა­ლო­ბის შე­საქ­მნე­ლად ემ­ზა­დე­ბა და ცდი­ლობს ადა­მი­ა­ნუ­რი ყო­ფი­ე­რე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბის გა­და­ხედ­ვას, რათა თვით­ნე­ბუ­რი მო­დე­ლი­რე­ბის გზით წა­შა­ლოს ზღვა­რი ნამ­დვილ­სა და წარ­მო­სახ­ვითს, ადა­მი­ა­ნურს, მე­ქა­ნი­კურს, ცხო­ვე­ლურ­სა და ქი­მე­რულს შო­რის და კონ­ტრო­ლი­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის ახა­ლი, აქამ­დე უც­ნო­ბი ფორ­მე­ბი და­ამ­კვიდ­როს. ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ამ პე­რი­ოდს პოსტ-ჰუ­მა­ნის­ტურს უწო­დე­ბენ და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბა ზო­გა­დად არ­სე­ბუ­ლი ნორ­მე­ბის რღვე­ვა, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და სტრუქ­ტუ­რე­ბის დაკ­ნი­ნე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის და­ცე­მა, სიღ­მი­სე­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის­თვის სა­ფუძ­ვლე­ბის მოშ­ლა; „კრი­ზი­სუ­ლი წეს­რი­გის“ ფონ­ზე კი ხელი ეწყო­ბა ისე­თი შე­მეც­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, სა­დაც ეროვ­ნუ­ლი გრძნო­ბე­ბი გამ­ქრა­ლია, სიყ­ვა­რუ­ლი, სი­კე­თე, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა... გა­ყალ­ბე­ბუ­ლი, პი­როვ­ნე­ბის იდე­ა­ლი - უპერ­სპექ­ტი­ვო და გა­უ­ფე­რუ­ლე­ბუ­ლი; წაშ­ლი­ლია ადა­მი­ა­ნო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი იდენ­ტო­ბე­ბი: „მა­მა­კა­ცი“ და „ქალი,“ „ოჯა­ხუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნავს პატ­რი­არ­ქი.

რო­გორც ილია მე­ო­რე გან­მარ­ტავს, ამ­გვარ სივ­რცე­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბა ნელ-ნელა ქრე­ბა, ხალ­ხში და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა მა­ტუ­ლობს და ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რი უკა­ნა პლან­ზე იწევს. „ამას ემა­ტე­ბა ზო­გა­დად რე­ლი­გი­ი­სად­მი და, კონ­კრე­ტუ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი­სა და ზო­გი­ერ­თი მე­დია-სა­შუ­ა­ლე­ბის მხრი­დან მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, სი­ძულ­ვი­ლის ენით მე­ტყვე­ლე­ბა, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ხით პი­როვ­ნუ­ლი და ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბის მხარ­და­ჭე­რა და მათი წა­ხა­ლი­სე­ბა, რო­მელ­ნიც ამ პრო­ცეს­ში არი­ან ჩარ­თულ­ნი. გვახ­სენ­დე­ბა ბოლო ჟა­მის შე­სა­ხებ მო­ცი­ქუ­ლის სი­ტყვე­ბი: „უკა­ნას­კნელ ჟამს მოვ­ლენ მკრე­ხელ­ნი, თა­ვი­ანთ უკე­თურ გუ­ლის­თქმა­თა­ებრ მა­ვალ­ნი; ესე­ნი არი­ან გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მოქ­მედ­ნი, მშვინ­ვი­ერ­ნი, სუ­ლის არმ­ქო­ნე­ნი... მდრტვი­ნავ­ნი, უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი, თა­ვი­ანთ გუ­ლის­თქმა­თა­ებრ მა­ვალ­ნი, რო­მელ­თა ბა­გე­ნი მე­დი­დუ­რო­ბენ და სარ­გებ­ლის გამო პირ­ფე­რო­ბენ“, - ამ­ბობს ილია მე­ო­რე. პატ­რი­არ­ქის თქმით, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თად აღიქ­მე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაც. რო­გორც ის სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­ში გან­მარ­ტავს, ინო­ვა­ცი­ე­ბის დამ­ნერ­გა­ვი ადა­მი­ა­ნი „თა­ვი­სი ქმნი­ლე­ბის წი­ნა­შე დამ­ცირ­და და მის­გან მარ­თუ­ლი ხდე­ბა“.

„სამ­წუ­ხა­როდ, ამ სივ­რცე­ში კარ­გად არა­ვინ არის და ყვე­ლას დიდი გან­საც­დე­ლი აქვს: „ახა­ლი სამ­ყა­როს“ წარ­მო­მად­გენ­ლებს თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სი იმ­დე­ნად წინ წა­ვი­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბა მას იმ­დე­ნად ჩა­მორ­ჩა, რომ ინო­ვა­ცი­ე­ბის დამ­ნერ­გა­ვი ადა­მი­ა­ნი თვი­თონ დამ­ცირ­და თა­ვი­სი ქმნი­ლე­ბის წი­ნა­შე და მის­გან მარ­თუ­ლი ხდე­ბა. მათ შო­რის უფსკრუ­ლი მო­მა­ვალ­ში უფრო გაღ­რმავ­დე­ბა და სწო­რედ ესაა ერთ-ერთი არ­სე­ბი­თი პრობ­ლე­მა, თო­რემ ტექ­ნი­კურ მიღ­წე­ვებს, რა თქმა უნდა, სი­კე­თეც მო­აქვს, მაგ­რამ უღვთო და სუ­ლი­ე­რე­ბი­სა­გან დაც­ლი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის ხელ­ში იგი სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს. არც მოწმუ­ნე­თათ­ვის არის ცხოვ­რე­ბა ად­ვი­ლი; მათი გული ბო­როტ­სა და კე­თილს შო­რის სუ­ლი­ე­რი ბრძო­ლის ისეთ ას­პა­რე­ზად იქცა, რომ­ლის მსგავ­სი უწინ არა­სო­დეს ყო­ფი­ლა (აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ სა­ერ­თო ეკო­ნო­მი­კურ გა­ჭირ­ვე­ბა­ზე, რომ­ლის­გა­ნაც ქვე­ყა­ნა ათწლე­უ­ლე­ბია ვერ გა­მო­დის)“, - ნათ­ქვა­მია პატ­რი­არ­ქის სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­ში. იხი­ლეთ სრუ­ლად

ავტორი:

"ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს... ტექნიკური მიღწევები უღვთო ადამიანების ხელში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს" - ილია მეორე

"ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს... ტექნიკური მიღწევები უღვთო ადამიანების ხელში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს" - ილია მეორე

ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი "შეავსებს", - ამის შესახებ პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში საუბრობს.

გარდა ამისა, როგორც ილია მეორე აღნიშნავს, „ამავე დროს, ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვას, რათა თვითნებური მოდელირების გზით წაშალოს ზღვარი ნამდვილსა და წარმოსახვითს, ადამიანურს, მექანიკურს, ცხოველურსა და ქიმერულს შორის და კონტროლისა და ძალაუფლების ახალი, აქამდე უცნობი ფორმები დაამკვიდროს“.

„სულ სხვა წესებს ემორჩილებიან და სხვაგვარად აზროვნებენ ისინი, რომელთაც სულიერი თვალი დახშული აქვთ და არც ღვთისა სწამთ და არც - მისი აღდგომისა. მათ შესახებ წმინდა გრიგოლ ნოსელი ასე წერს: თუკი არ არსებობს აღდგომა და სიკვდილით სიცოცხლე მთავრდება, დაუბრკოლებელი თავისუფლება ეძლევა კაცის მკვლელს; დაე, მეძავმა კადნიერად ხლართოს ბადეები ქორწინების წინააღმდეგ და მომხვეჭელნი ფუფუნებას მიეცნენ სხვათა დაჩაგვრის ხარჯზე... ნურავინ შეაჩერებს მაგინებელსა და ბილწის მთქმელს; დაე, ფიცის დამრღვევი მუდამ იფიცებდეს ტყუილად; დაე, იცრუონ, რამდენსაც ინებებენ, რადგან არავითარი სარგებელი არ არის ჭეშმარიტებისაგან... და ასკვნის: ამგვარი მსჯელობა სულს ამღვრევს და წარღვნამდელზე უარესი უწესრიგობა მოაქვს; თუ არ არის აღდგომა, არ არის უფლის სამსჯავროც; თუ უარყოფილია სამსჯავრო, უარყოფილია ღვთის შიშიც; ხოლო სადაც არ არის მოკრძალებული შიში ღვთისა, იქ ზეიმობს ეშმაკი. ასე იყო მუდამ, როცა ურწმუნოება მძლავრობდა ხალხში. ეს დღესაც ასეა, ოღონდ უფრო რთული ვითარება გვაქვს და თუ რატომ, მოკლედ შემდეგს ვიტყვით: ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი "შეავსებს". ამავე დროს, ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვას, რათა თვითნებური მოდელირების გზით წაშალოს ზღვარი ნამდვილსა და წარმოსახვითს, ადამიანურს, მექანიკურს, ცხოველურსა და ქიმერულს შორის და კონტროლისა და ძალაუფლების ახალი, აქამდე უცნობი ფორმები დაამკვიდროს. ფილოსოფოსები საზოგადოების განვითარების ამ პერიოდს პოსტ-ჰუმანისტურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მიზანმიმართულად ხდება ზოგადად არსებული ნორმების რღვევა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სტრუქტურების დაკნინება, განათლების დონის დაცემა, სიღმისეული აზროვნებისთვის საფუძვლების მოშლა; „კრიზისული წესრიგის“ ფონზე კი ხელი ეწყობა ისეთი შემეცნების ჩამოყალიბებას, სადაც ეროვნული გრძნობები გამქრალია, სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა... გაყალბებული, პიროვნების იდეალი - უპერსპექტივო და გაუფერულებული; წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: „მამაკაცი“ და „ქალი,“ „ოჯახური ფასეულობები“, - აღნიშნავს პატრიარქი.

როგორც ილია მეორე განმარტავს, ამგვარ სივრცეში საზოგადოების კლასიკური გაგება ნელ-ნელა ქრება, ხალხში დაუცველობის განცდა მატულობს და ადამიანური ფაქტორი უკანა პლანზე იწევს. „ამას ემატება ზოგადად რელიგიისადმი და, კონკრეტულად საქართველოში, მართლმადიდებელი ეკლესიისადმი საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და ზოგიერთი მედია-საშუალების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, სიძულვილის ენით მეტყველება, ორგანიზებული სახით პიროვნული და ინსტიტუციონალური დისკრედიტაციის მცდელობის მხარდაჭერა და მათი წახალისება, რომელნიც ამ პროცესში არიან ჩართულნი. გვახსენდება ბოლო ჟამის შესახებ მოციქულის სიტყვები: „უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთ უკეთურ გულისთქმათაებრ მავალნი; ესენი არიან განხეთქილების მოქმედნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი... მდრტვინავნი, უკმაყოფილონი, თავიანთ გულისთქმათაებრ მავალნი, რომელთა ბაგენი მედიდურობენ და სარგებლის გამო პირფერობენ“, - ამბობს ილია მეორე. პატრიარქის თქმით, დაახლოებით ასეთად აღიქმება თანამედროვე მდგომარეობაც. როგორც ის სააღდგომო ეპისტოლეში განმარტავს, ინოვაციების დამნერგავი ადამიანი „თავისი ქმნილების წინაშე დამცირდა და მისგან მართული ხდება“.

„სამწუხაროდ, ამ სივრცეში კარგად არავინ არის და ყველას დიდი განსაცდელი აქვს: „ახალი სამყაროს“ წარმომადგენლებს თუნდაც იმიტომ, რომ ტექნიკური პროგრესი იმდენად წინ წავიდა და საზოგადოების სულიერი განვითარება მას იმდენად ჩამორჩა, რომ ინოვაციების დამნერგავი ადამიანი თვითონ დამცირდა თავისი ქმნილების წინაშე და მისგან მართული ხდება. მათ შორის უფსკრული მომავალში უფრო გაღრმავდება და სწორედ ესაა ერთ-ერთი არსებითი პრობლემა, თორემ ტექნიკურ მიღწევებს, რა თქმა უნდა, სიკეთეც მოაქვს, მაგრამ უღვთო და სულიერებისაგან დაცლილი პიროვნებების ხელში იგი სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს. არც მოწმუნეთათვის არის ცხოვრება ადვილი; მათი გული ბოროტსა და კეთილს შორის სულიერი ბრძოლის ისეთ ასპარეზად იქცა, რომლის მსგავსი უწინ არასოდეს ყოფილა (აღარაფერს ვამბობთ საერთო ეკონომიკურ გაჭირვებაზე, რომლისგანაც ქვეყანა ათწლეულებია ვერ გამოდის)“, - ნათქვამია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში. იხილეთ სრულად

როგორ დააზიანა ხანძარმა რუსთავის ავტობაზრობა - ფოტოები ადგილიდან

"დაგანგრევთ ყველას, ლიბერალებო" - მეუფე სტეფანე

"როდესაც ვხედავთ განსაცდელს, გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება ადამიანის ცხოვრებაში, შეიძლება იყოს გამოცდილების მომტანი" - მეუფე შიო