მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩავიხედოთ ჩვენს გულში და შევაფასოთ საკუთარი თავი, თუ მყარი რწმენა არა გვაქვს უფლისადმი, ვთხოვოთ მას დახმარება" - პატრიარქი
"ჩავიხედოთ ჩვენს გულში და შევაფასოთ საკუთარი თავი, თუ მყარი რწმენა არა გვაქვს უფლისადმი, ვთხოვოთ მას დახმარება" - პატრიარქი

გა­მო­სა­ვა­ლი ერ­თია: მთე­ლი არ­სე­ბით უნდა მი­ვიქ­ცეთ ღვთის­კენ - ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის­კენ და ჩვე­ნი ცნო­ბი­ე­რე­ბა მის უზე­ნა­ე­სო­ბას და­ვუ­მორ­ჩი­ლოთ, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის, ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის, ილია მე­ო­რის სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­შია ნათ­ქვა­მი. უწ­მინ­დე­სი კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ რაკი ღვთი­სა­გან ყვე­ლა­ფე­რი სიყ­ვა­რუ­ლით და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის შე­იქ­მნა, ასე­თი­ვე გრძნო­ბით უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ შე­მოქ­მედს და გარე სამ­ყა­რო­საც. „აღ­დგო­მი­ლი მა­ცხო­ვა­რი, მო­ცი­ქულ პეტ­რეს მსგავ­სად, ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს მოგ­ვმარ­თავს: „გიყ­ვარ­ვარ მე?“

ამ კი­თხვას სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის ყვე­ლა და­დე­ბით პა­სუხს გას­ცემს, მაგ­რამ არის რამ­დე­ნი­მე კრი­ტე­რი­უ­მი, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად მიგ­ვახ­ვედ­რებს, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ვართ თუ არა მარ­თლე­ბი. ჩვე­ნი რწმე­ნის სიმ­ტკი­ცე და უფ­ლი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა გა­მოც­დას ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი გან­საც­დე­ლე­ბით გა­დის; ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ დროს ხდე­ბა ნა­თე­ლი, მარ­თლაც მთე­ლი გუ­ლი­თა და მთე­ლი არ­სე­ბით გვიყ­ვარს თუ არა უფა­ლი, რაც შე­მოქ­მე­დი­სად­მი ჩვე­ნი ნდო­ბის ხა­რის­ხით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა”, - აღ­ნიშ­ნავს უწ­მინ­დე­სი.

ეპის­ტო­ლე­ში ილია მე­ო­რე ლოც­ვი­სა და რწმე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

„მა­გა­ლი­თად, თუ ჩვენ ვლო­ცუ­ლობთ და ვე­ვედ­რე­ბით უფალს, მაგ­რამ სა­სურ­ველ შე­დეგს ვერ ვაღ­წევთ, გვაქვს კი რწმე­ნა იმი­სა, რომ ჩვენს თხოვ­ნა­ზე უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ის, რა­საც მა­ცხო­ვა­რი მოგ­ვა­გებს? და თუ გვაქვს, ე. ი. მინ­დო­ბილ­ნი ვართ მას და მად­ლი­ე­რე­ბით მი­ვი­ღებთ ყო­ვე­ლი­ვეს. ამას­თან, ამ გან­წყო­ბამ არ უნდა დაგვტო­ვოს მა­ში­ნაც, რო­დე­საც დიდი ტკი­ვი­ლი­სა და მწუ­ხა­რე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდე­ბით. ამ­ქვეყ­ნად არა­ფე­რი არ უნდა იყოს ისე­თი, რა­ზეც, ძლი­ე­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის გამო, შე­იძ­ლე­ბა სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში ჩავ­ვარ­დეთ. წუ­თი­სო­ფე­ლი წარ­მა­ვა­ლია და ყო­ვე­ლი­ვეც - მას შინა. ამი­ტო­მაც, ცათა სა­სუ­ფევ­ლის მჭვრე­ტე­ლი გო­ნე­ბა კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რებს მა­ცხოვ­რის სი­ტყვე­ბის სიღ­რმე­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბას: „ვი­საც მამა ან დედა ჩემ­ზე მე­ტად უყ­ვარს, არ არის ჩემი ღირ­სი; და ვი­საც ძე ან ასუ­ლი ჩემ­ზე მე­ტად უყ­ვარს, არ არის ჩემი ღირ­სი.“ (მთ.10,37)”, - ბრძა­ნებს პატ­რი­არ­ქი.

ილია მე­ო­რის თქმით, თუ ჩვენ ღმერ­თს ისე­თი სიყ­ვა­რუ­ლით შე­ვიყ­ვა­რებთ, რომ­ლის გა­დამ­წო­ნი ამ­ქვეყ­ნად არა­ვინ და არა­ფე­რი იქ­ნე­ბა, ჩვენ­შიც და ჩვენს გარ­შე­მოც ყვე­ლა­ფე­რი სა­სი­კე­თოდ შე­იც­ვლე­ბა, ჭეშ­მა­რი­ტი წეს­რი­გი დამ­ყარ­დე­ბა და უფ­ლი­სა­გა­ნაც სა­ო­ცარ შე­წევ­ნას მი­ვი­ღებთ.

„ჩემო საყ­ვა­რე­ლო სუ­ლი­ე­რო შვი­ლე­ბო, ჩა­ვი­ხე­დოთ ჩვენს გულ­ში და პი­რუთ­ვნე­ლად შე­ვა­ფა­სოთ სა­კუ­თა­რი თავი. თუ მყა­რი რწმე­ნა არა გვაქვს უფ­ლი­სად­მი, ვთხო­ვოთ მას დახ­მა­რე­ბა, რო­გორც სთხო­ვა სნე­უ­ლი შვი­ლის მა­მამ იესო ქრის­ტეს, რათა შეს­წე­ო­და მის ურ­წმუ­ნო­ე­ბას და გა­ნე­კურ­ნა მისი შვი­ლი. უფალ­მა ის­მი­ნა მისი, ორი­ვე სურ­ვი­ლი აღუს­რუ­ლა და სი­ხა­რუ­ლი­თა დი­დი­თა აღავ­სო იგი (მკ.9,24) . მსგავ­სი სი­ხა­რუ­ლის თა­ნა­ზი­არ­ნი ჩვენც რომ გავ­ხდეთ, ღვთის შეც­ნო­ბი­სა­კენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დავ­დგათ: ვი­კი­თხოთ წმინ­და წე­რი­ლი, წმინ­დან­თა ცხოვ­რე­ბა და და­რი­გე­ბა­ნი. ასე­ვე, მუდ­მი­ვად უნდა ვთხოვ­დეთ მა­ცხო­ვარს, გან­გვაძ­ლი­ე­როს, და იე­რე­მია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის სი­ტყვე­ბით ვე­ვედ­როთ: „განმკურ­ნე, უფა­ლო, და გან­ვი­კურ­ნე­ბი, გა­და­მარ­ჩი­ნე, უფა­ლო, და გა­დავ­რჩე­ბი, რად­გან შენ ხარ ჩემი დი­დე­ბა“ (იერ.17,14)”, - ნათ­ქვა­მია სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე­ში.

იხი­ლეთ პატ­რი­არ­ქის სა­აღ­დგო­მო ეპის­ტო­ლე სრუ­ლად:

ავტორი:

"ჩავიხედოთ ჩვენს გულში და შევაფასოთ საკუთარი თავი, თუ მყარი რწმენა არა გვაქვს უფლისადმი, ვთხოვოთ მას დახმარება" - პატრიარქი

"ჩავიხედოთ ჩვენს გულში და შევაფასოთ საკუთარი თავი, თუ მყარი რწმენა არა გვაქვს უფლისადმი, ვთხოვოთ მას დახმარება" - პატრიარქი

გამოსავალი ერთია: მთელი არსებით უნდა მივიქცეთ ღვთისკენ - ყოვლადწმინდა სამებისკენ და ჩვენი ცნობიერება მის უზენაესობას დავუმორჩილოთ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. უწმინდესი კაცობრიობის წინაშე არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რაკი ღვთისაგან ყველაფერი სიყვარულით და სიყვარულისთვის შეიქმნა, ასეთივე გრძნობით უნდა ვუპასუხოთ შემოქმედს და გარე სამყაროსაც. „აღდგომილი მაცხოვარი, მოციქულ პეტრეს მსგავსად, ნებისმიერ ჩვენგანს მოგვმართავს: „გიყვარვარ მე?“

ამ კითხვას საქართველოში თითქმის ყველა დადებით პასუხს გასცემს, მაგრამ არის რამდენიმე კრიტერიუმი, რომელიც ადვილად მიგვახვედრებს, სინამდვილეში, ვართ თუ არა მართლები. ჩვენი რწმენის სიმტკიცე და უფლისადმი ერთგულება გამოცდას ჩვენს ცხოვრებაში არსებული განსაცდელებით გადის; ყველაზე მეტად ამ დროს ხდება ნათელი, მართლაც მთელი გულითა და მთელი არსებით გვიყვარს თუ არა უფალი, რაც შემოქმედისადმი ჩვენი ნდობის ხარისხით განისაზღვრება”, - აღნიშნავს უწმინდესი.

ეპისტოლეში ილია მეორე ლოცვისა და რწმენის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„მაგალითად, თუ ჩვენ ვლოცულობთ და ვევედრებით უფალს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ, გვაქვს კი რწმენა იმისა, რომ ჩვენს თხოვნაზე უკეთესი იქნება ის, რასაც მაცხოვარი მოგვაგებს? და თუ გვაქვს, ე. ი. მინდობილნი ვართ მას და მადლიერებით მივიღებთ ყოველივეს. ამასთან, ამ განწყობამ არ უნდა დაგვტოვოს მაშინაც, როდესაც დიდი ტკივილისა და მწუხარების წინაშე აღმოვჩნდებით. ამქვეყნად არაფერი არ უნდა იყოს ისეთი, რაზეც, ძლიერი მიჯაჭვულობის გამო, შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩავვარდეთ. წუთისოფელი წარმავალია და ყოველივეც - მას შინა. ამიტომაც, ცათა სასუფევლის მჭვრეტელი გონება კარგად აცნობიერებს მაცხოვრის სიტყვების სიღრმესა და მნიშვნელობას: „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი.“ (მთ.10,37)”, - ბრძანებს პატრიარქი.

ილია მეორის თქმით, თუ ჩვენ ღმერთს ისეთი სიყვარულით შევიყვარებთ, რომლის გადამწონი ამქვეყნად არავინ და არაფერი იქნება, ჩვენშიც და ჩვენს გარშემოც ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება, ჭეშმარიტი წესრიგი დამყარდება და უფლისაგანაც საოცარ შეწევნას მივიღებთ.

„ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, ჩავიხედოთ ჩვენს გულში და პირუთვნელად შევაფასოთ საკუთარი თავი. თუ მყარი რწმენა არა გვაქვს უფლისადმი, ვთხოვოთ მას დახმარება, როგორც სთხოვა სნეული შვილის მამამ იესო ქრისტეს, რათა შესწეოდა მის ურწმუნოებას და განეკურნა მისი შვილი. უფალმა ისმინა მისი, ორივე სურვილი აღუსრულა და სიხარულითა დიდითა აღავსო იგი (მკ.9,24) . მსგავსი სიხარულის თანაზიარნი ჩვენც რომ გავხდეთ, ღვთის შეცნობისაკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ: ვიკითხოთ წმინდა წერილი, წმინდანთა ცხოვრება და დარიგებანი. ასევე, მუდმივად უნდა ვთხოვდეთ მაცხოვარს, განგვაძლიეროს, და იერემია წინასწარმეტყველის სიტყვებით ვევედროთ: „განმკურნე, უფალო, და განვიკურნები, გადამარჩინე, უფალო, და გადავრჩები, რადგან შენ ხარ ჩემი დიდება“ (იერ.17,14)”, - ნათქვამია სააღდგომო ეპისტოლეში.

იხილეთ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე სრულად:

"ამ ვერაგმა დაავადებამ ისეთი გოგო გამოგვაცალა, მთელ ქალაქს რომ ეტკინა" - რას წერენ "ლელოს" წარმომადგენლები ბათუმში კოვიდ 19-ით გარდაცვლილ 55 წლის ქალზე

"ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს... ტექნიკური მიღწევები უღვთო ადამიანების ხელში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს" - ილია მეორე

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 21 ადამიანი გარდაიცვალა - რამდენი ტესტი ჩატარდა და როგორია ინფიცირები ახალი შემთხვევების რაოდენობა