ავტორი:

ბათუმში კოვიდ-სასტუმროში ქალი გარდაიცვალა - "პაციენტი იყო სტაბილურად, სიმპტომების გარეშე"

ბათუმში კოვიდ-სასტუმროში ქალი გარდაიცვალა - "პაციენტი იყო სტაბილურად, სიმპტომების გარეშე"

ბათუმში ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში 55 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადეს, პაციენტს კორონავირუსი 23 აპრილს დაუდასტურდა და მდგომარეობა უსიპტომოდ მიმდინარეობდა.

სამინისტროს ცნობით, შესაბამისი უწყებები ფაქტს სწავლობენ.

"გარდაცვლილია 55 წლის ქალი, რომელსაც თავიდან აღენიშნებოდა რამდენიმე დღიანი ცხელების ანამნეზი. 23 აპრილს, დაუდასტურდა კოვიდინფექცია. 24 აპრილს მოთავსდა ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროში. 26 აპრილს ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები.

პაციენტის ბოლო 3 დღე იყო უსიმპტომო. შესაბამისად, გუშინ საღამოს 21.30 სასტუმროში ბოლო სამედიცინო შემოვლისას პაციენტი იყო სტაბილურად, სიმპტომების გარეშე. დილით, 12:00 საათზე დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი. შესაბამისი უწყებების მიერ მოხდება ფაქტის შესწავლა და გარდაცვალების მიზეზის დადგენა",- აცხადებენ უწყებაში

პოლიციელების მიერ სასულიერო პირებისათვის სასაფლაოზე შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

მესტიაში სამაშველო ოპერაციის დროს, ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - "უღელტეხილზე იმყოფებოდა ტურისტი და დახმარებას ითხოვდა"

დღეიდან საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება - ეხება თუ არა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს